"გვაქვს ინფორმაცია, რომ ანტენის დადგმის შემთხვევაში, ხალხს სოცდახმარებას მოუხსნიან!"


პოლიტიკა

"გვაქვს ინფორმაცია, რომ ანტენის დადგმის შემთხვევაში, ხალხს სოცდახმარებას მოუხსნიან!"

7 მაი. 2012, 07:34:11
ჩვენ უკვე გესაუბრეთ იმის შესახებ, რომ, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, იმ ადამიანებს, რომლებიც "გლობალ-ტვ"-ის (რომლის საშუალებითაც "მეცხრე არხის" დაჭერაა შესაძლებელი) ანტენას დაიმონტაჟებენ, სოციალურ დახმარებას მოუხსნიან. რა თქმა უნდა, აქ საუბარია სოციალურად დაუცველ ოჯახებზე. როგორც ჩანს, ხელისუფლება ასე აპირებს ოპოზიციასა და მის მხარდამჭერებზე მორიგი ზეწოლის მოხდენას. მოგეხსენებათ, "მეცხრე არხი" ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდის დასაყრდენი მედია-საშუალებაა, გურიაში კი არ აღწევს სხვა არასახელისუფლო არხების მაუწყებლობა, ამიტომაც ოპოზიციისთვის "მეცხრე არხის" მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

ჩვენი ინფორმაციით, ლანჩხუთში "გლობალ ტვ"-ის ანტენის დადგმის მოსურნეთა რაოდენობა დიდია. ამ მომსახურებას მოსახლეობას სიმბოლურ თანხად _ პირველადი 10-ლარიანი შენატანით დაუმონტაჟებენ. სწორედ ეს "არგუმენტი" იქნება ხელისუფლებისთვის ის მომენტი, რომ სოციალურად დაუცველს დახმარება მოუხსნან _ რა დახმარება გინდათ, როცა ანტენას იდგამთო! მოკლედ, სოციალურად დაუცველებმა (აშკარაა, თუ ანტენის დამდგმელთა სიაში საჯარო მოხელეებიც და სხვა დასაქმებულებიც შევლენ _ მათ მინიმუმ სამსახურს დაატოვებინებენ) მხოლოდ "მიშა-ვიზიებს" უნდა უყურონ.

აღნიშნულ საკითხზე ოფიციოზი კომენტარს არ აკეთებს და არც იმის იმედი გვქონდა, რომ ინფორმაციას დაგვიდასტურებდნენ. მეტიც, პირად საუბრებში აცხადებენ, რომ ეს ჭორია, თუმცა, საწინააღმდეგოს ამტკიცებენ "ქართული ოფისის" ლანჩხუთის ოფისში.

ამასთან, მოსახლეობაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვისაც ზემოთ ნახსენები ანტენის დამონტაჟება სურს, "ქართული ოცნების" ოფისში განცხადება უნდა დაწეროს. ჩვენი წყარო ირწმუნება, რომ ასეთი განცხადებები მრავლად დევს კოალიციის სამდივნოში.

_ იქნებ, ხელისუფლების წარმომადგენელს მოუნდეს ამ ანტენის დადგმა? როგორი საქმეა, რომ ის "ქართული ოცნების" ოფისში, განცხადებით ხელში მისული დაინახონ? მართალია, საეჭვოა, რომ ასეთი გაბედული ვინმე გამოჩნდეს, მაგრამ კითხვა ლოგიკურია და ნამდვილად არ არის კარგი, როცა ანტენის დამონტაჟების საკითხს ამა თუ იმ პოლიტპარტიის ოფისში არეგულირებენ. მით უფრო, წინდაწინვე ცნობილია, რომ "მეცხრე არხი" ბიძინა ივანიშვილის ტელეკომპანიაა და იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც არც "ნაციონალები " ეხატებათ გულზე და არც "ოცნებობენ", რა მნიშვნელობა აქვს _ "ბიძინავიზიაც" ხომ ისეთივე პოლიტიკის გამტარებელი იქნება ოპოზიციურ ფლანგზე, როგორც სახელისუფლოზე _ "მიშავიზიები", _ ამბობს წყარო.

ჩვენ კომენტარისთვის "ქართული ოცნების" გურიის კოორდინატორს, სოსო ბოლქვაძეს დავუკავშირდით:

_ ბატონო სოსო, გვაქვს ინფორმაცია, რომ სოციალურად დაუცველებს დახმარებას მოუხსნიან, თუ "გლობალ-ტვ"-ის ანტენებს დაიდგამენ.

_ გვაქვს ეს ინფორმაცია. ამიტომაც ვთხოვთ მემონტაჟეებს, რომ ეს ოჯახები ჩააყენონ საქმის კურსში, რადგან შემდეგ მართლაც რომ მოუხსნან სოციალური დახმარება, ჩვენ არ აღმოვჩნდეთ უხერხულ მდგომარეობაში. მაგრამ თუ ამას არ შეუშინდებიან და მაინც მოითხოვენ დამონტაჟებას, რა თქმა უნდა, უარს არ ეტყვიან და დაუდგამენ ანტენას.

_ როგორ ხდება ანტენების დამონტაჟება? როგორც ვიცით, განცხადებებს თქვენთან წერს მოსახლეობა...

_ დიახ, უკვე 1500-ზე მეტი განცხადება შემოვიდა ჩვენთან _ როგორ ჩანს, მოსახლეობას ეგონა, რომ ჩვენ ვამონტაჟებდით ამ ანტენებს. ასე ნამდვილად არ არის. ჩვენ მხოლოდ დავეხმარეთ იმ ადამიანების შერჩევაში, რომლებსაც შეუძლიათ მონტაჟზე იმუშაონ. 25 კაცი მოგროვდა. ახლა ისინი თბილისში არიან და გადიან ტრენინგს. მალე, სავარაუდოდ _ მომავალ კვირაში, გაიხსნება წარმომადგენლობა და იქ მოხდება შეკვეთის მიღება. ადგილობრივებთან ერთად დამონტაჟებაზე თბილისიდან მოვლენილი სპეციალისტებიც იმუშავებენ.




 ახალი ამბები
  • სამოქალაქო აქტივისტები კომენდანტის საათს არ ემორჩილებიან - საპროტესტო მსვლელობა თბილისშირუსთაველის გამზირზე აქცია-მსვლელობა დაიწყო, სამოქალაქო აქტივისტები ამ ფორმით კომენდანტის საათის არ ემორჩილებიან და არსებულ შეზღუდვებს აპორტესტებენ. აქციაზე პოლიტიკური მოთხოვნებიც ისმის და მოითხოვენ ირაკლი ფანგანის გათავისუფელბას, რომელიც დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილსთვის ნაგვის დაყრის გამო დღეს დააკავეს.  აქცია მსვლელობა რუსთაველის გამზირზე დღეს, მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციის დროს ... ...
  • ირაკლი ჩავლეიშვილისთვის შეურაცხყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავესირაკლი ჩავლეიშვილისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. 30 წლის ირაკლი ფანგანის დაკავების ფაქტს „ნაციონალურ მოძრაობაში“ადასტურებენ. ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, დაკავებული მოძრაობა „ალტერატივას“ წევრია და ის დაკავების დროს ოფისში იყო. გამოძიება დევნისა და ხულიგნობის მუხლებით მიმდინარეობს. „მოსამართლის განჩინებით დააკავეს რამდენიმე წუთის წინ. ის „ალტერნატივას“ წევრია. დაკავებულია 156-ე მუხის მეორე ნაწილით. ამ მუხლით პირველი დაკავებულია ქვეყანაში. ეს დაკავება „ქართულ ოცნებას“ სჭირდებოდა იმისთვის, რომ ყველა პოლიტიკოს უთხრას - ნუ გეშინიათ, შემოდით პარლამენტში და უმაღლეს საბჭოში და თუ ვინმე შეგეხებათ, დაისჯება. სწორით ამით სურთ, შეიყვანონ პოლიტიკოსები პარლამენტში. მოსაწონი არ იყო ფაქტი, მაგრამ მიზეზზე უნდა ვიმჯელოთ, რამ გამოიწვია“, - განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა. ირაკლი ჩავლეიშვილმა ბოიკოტზე უარი თქვა და აჭარის უმაღლეს საბჭოში შევიდა. 23 იანვარს, ბათუმში, ბულვარში მიმდინარე აქციაზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი და მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა მონაწილემ მას თავზე ნარჩენები დააყარა. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ჩავლეიშვილს აქციაზე გამოჩენის უფლება არ ჰქონდა, რადგან ის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის სიით მოხვდა და დაარღვია შეთანხმება. ჩავლეიშვულმა აქცია პოლიციის დახმარებით დატოვა. აქცია ბათუმში - შეკრებილები ბულვარში „ამბასადორის“ მშენებლობას აპროტესტებდნენ. აქტივისტები ამბობენ, რომ ბულვარის ტერიტორიაზე 16 სართულიანი შენობის მშენებლობა დაუშვებელია და კანონს ეწინააღმდეგება, რადგან ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის მიერ ირაკლი ჩავლეიშვილის შეურაცხყოფის ფაქტზე შსს-მ ... ...
  • დღეს, კომენდანტის საათის დაწყებისთანავე, რუსთაველზე საპროტესტო სეირნობა იწყებადღეს, საღამოს 9 საათის შემდეგ, მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე საპროტესტო სეირნობას აანონსებენ. ამ ფორმით ისინი კომენდანტის საათს გააპროტესტებებ.  ამის შესახებ კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე, ერთერთმა გამომსვლემა ისაუბრა.  შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში შეზღუდვების გასაპროტესტებლად მასშტაბური აქცია კანცელარიასთან მიმდინარეობს.  აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას 48-საათიანი ვადა მისცეს გამოხმაურებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სახელისუფლო შენობების პიკეტირებაა დაგეგმილი. წყარო: ... ...
  • "ფოთი პატარა, დაშინებული ქალაქია“ _ ანა იოსავა თევზის სუნის პრობლემას ებრძვისარასამთავრობო ორგანიზაცია “გამოიღვიძეს” დამფუძნებელი ანა იოსავა 10 იანვარს, ქალაქ ფოთში აქციის მსვლელობის დროს სამ პირთან ერთად დააკავეს. სასამართლო პროცესი 27 იანვარს არის ჩანიშნული. როგორც ანა ამბობს, მას ემუქრება ან _ ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ან _ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 1 წლის ვადით, ან _ ფულადი ჯარიმა 1000-დან 1500 ლარამდე. „გურია ნიუსი“ ანა იოსავას ესაუბრა. _ როგორ მოხდა თქვენი დაკავება? _ აქცია მოვაწყვეთ ფოთის მერიასთან _ ვაპროტესტებდით ქალაქში თევზის სუნს და ქალაქის მერთან გოჩა კურდღელიასთან შეხვედრას ვითხოვდით. მერმა მოგვატყუა და დაპირების მიუხედავად, ჩვენთან შესახვედრად არ მოვიდა. შემდეგ გადავინაცვლეთ გოჩა კურდღელიას სახლთან, სადაც მისი ნათესავები დაგვხვდნენ, რომლებიც იძახდნენ, რომ იქვე ცხოვრობენ, მაგრამ მეც იმავე სამეზობლოში ვცხოვრობ და იქ მყოფი ადამიანების უმრავლესობა პირველად ვნახე. ჩვენ სამნი ვიყავით და დაგვხვდა 25 კაცი. ისინი გვაყენებდნენ შეურაცყოფას. ქალაქის მერის ნათესავსა და აქციის წევრს შორის მოხდა შელაპარაკება, რის გამოც აქციის წევრები დააკავეს. მინდოდა ჩემი აქტივისტი გამეთავისუფლებინა და პოლიციას ვკითხე მიზეზი, რის საფუძველზე აკავებდნენ. ამის შემდეგ მეც დამაკავეს. დაკავების მიზეზად ხულიგნობა, ძალადობა, შეურაცხყოფა დაასახელეს, მაგრამ ჩემი მხრიდან ასეთი არაფერი მომხდარა _ მაქვს ყველაფრის ვიდეო მტკიცებულება. სამართალდამცავებმა ჩვენ დაგვიჭირეს და ვინც შეურაცხყოფას გვაყენებდა, მათი საქციელი რეაგირების გარეშე დატოვეს. _ ქალაქის მერის გოჩა კურდღელიას სახლთან მისვლის მიზანი რა იყო?       _ ჩვენი მიზანი იყო გოჩა კურდღელიასთვის პირადად გვეთქვა, რომ მეორე დღეს იგეგმებოდა აქცია და იქ ველოდებოდით. მაგრამ დაგვხვდა აგრესიულად განწყობილი ადამიანები. _ ამ აქციის შემდეგ დაანონსებული იყო ყოველდღიური აქციები... _ აქციები გრძელდებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ფოთის მოსახლეობა არ იღებს ხმას. ფოთი პატარა, დაშინებული  ქალაქია. ყველა ყველას იცნობს და ერთმანეთის ხათრით არ გამოდიან გარეთ. პლიუს ამას, ფოთელები მუშაობენ პორტში, სადაც წილი აქვს ფოთის მერს გოჩა კურდღელიას. არ დაგვიდგა ხალხი გვერდით და 20 კაცის პროტესტი უშედეგოა. _ რამდენი ხანია, რაც თევზის სუნია ქალაქში? _ სამი წლის განმავლობაში. როგორც ვიცით, ფოთში თევზის გადამამუშავებელი ორი ქარხანაა, რომელიც პარლამენტის წევრის ირაკლი ხახუბიას საკუთრებაა. ამ ქარხნების ხელმძღვანელობა ყველა არჩევნების დროს „ქართულ ოცნებას“ სწირავს ფულს და ამიტომ არ აჩერებენ, ჩვენ რაც არ უნდა ვაპროტესტოთ. ვიცი, რომ ასე მარტივი არაა ამ ყველაფრის მოგვარება, მაგრამ ვცდილობ ყველანაირად. ამ ქარხნებს ისეთი ადამიანები აფარებენ ხელს, რომლებსაც მთელი ქალაქი „ხელში უჭირავთ“. _ როგორც ვიცი, შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეამოწმებს ქარხნებს და დაადგენს პრობლემის მიზეზებს... _ მე მაქვს ინფორმაცია სპეციალურ ჯგუფებზე, რომელიც შეამოწმებს ქარხნების მუშაობას, მაგრამ მე არ მჯერა მათი. ორ კვირაში თევზჭერის სეზონი მთავრდება და ისედაც აღარ იქნება სუნი. მერე იტყვიან, რომ მოაგვარეს პრობლემა. დარწმუნებული ვარ მომავალ წელს სუნი მაინც იქნება. ქალაქში 3-4 წლის განმავლობაშია თევზის სუნი და აქამდე რატომ არ შექმნეს ეს ჯგუფი, ხომ იცოდნენ რომ ხალხი ამას წლების მანძილზე აპროტესტებდა. გამკეთებელი აქამდე გააკეთებდა. თევზის სეზონის მიწურულ პერიოდში რატომ აკეთებენ სამუშაო ჯგუფს? ეს დღეები შტორმის გამო ვერ გავიდნენ გემები ზღვაში და ვერ შეიტანეს ქარხნებში თევზი, ამიტომაც არ არის სუნი. ამბობენ, რომ პრობლემა მოგვარდა. მაგრამ ეს ხომ დროებითია?! _ სოციალურ ქსელში ვრცელდება შენი ერთ-ერთი პირდაპირი ჩართვა, სადაც ამბობ, რომ დაიწყეს შენი დაშინება. შეგიძლია, აგვიხსნა რას გულისხმობ? _ ნადვილად დაიწყეს ჩემი დაშინება, ხალხის მოგზავნა და მე ეს მიხარია _ ეტყობა, სერიოზულად მიმიღეს. მე შევქმენი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლისთვისაც ვეძებ ფინანსებს. მოვიდა ადამიანი, რომელიც ყველანაირ ფინანსურ უზრუნველყოფას მთავაზობდა. თუ მე დავთანხმდებოდი ამ შემოთავაზებას, იძულებული გავხდებოდი, ყველაფერი ისე მეკეთებინა, როგორც მეტყოდნენ. მე ვიცი, რომ ეს ადამიანი მოგზავნილი იყო. მინდა, მოგვარდეს ეს პრობლემა, ამიტომ უარი ვთქვ ი ამ შემოთავაზებაზე. მე მინდა ჩემი ორგანიზაცია სამართლიანი იყოს და არა ვინმეზე დამოკიდებული.  _ რა გეგმები გაქვთ მომავალში? _ გადავწყვიტე, ეს პრობლემა კანონიერად მოვაგვარო. მაგალითად, გეგმაში მაქვს, მივიდე გარემოს დაცვის ინსპექციასთან და მოვთხოვო პასუხი, რატომ არაფერს არ აკეთებენ. რიონი ბინძურდება, ჰაერი ბინძურდება, ხალხი იწამლება. რადგან მე მარტო ვარ და მთელ ქალაქში მხოლოდ 20 კაცი აპროტესტებს ამ სუნს, გადავწყვიტე მარტომ მოვაგვარო ეს ... ...
  • "მდგომარეობა კრიტიკულია, გთხოვთ, გადავარჩინოთ ჩემი ძამიკო""გთხოვთ გადავარჩინოთ, ჩემი ძამიკო", _ თხოვნის შემცველი წერილით "გურია ნიუსს" თამუნა ბაიაჯანმა მიმართა. "ძალიან გვჭირდება თქვენი თანადგომა და დახმარება. 20 წლის ბაკო ბაიაჯანს, აქვს თავის ტვინის სიმსივნე. მას ერთი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და სასწრაფოდ საჭიროებს განმეორებით ოპერაციას, რომელიც უნდა გაკეთდეს საზღვარგარეთ. სამწუხაროდ, მდგომარეობა არის კრიტიკული, თითოეული დღე მისი სიცოცხლისთვის არის გადამწყვეტი. ოპერაცია დაკავშირებულია დიდ თანხებთან, რისი შესაძლებლობაც უკვე აღარ გვაქვს. გთხოვთ, გავერთიანდეთ, გადავარჩნოთ კიდევ ერთი სიცოცხლე. თქვენ მიერ გაღებული თითოეული ლარიც კი მისი სიცოცხლის გადასარჩენად ძალიან მნიშვნელოვანია.  მადლობა თანადგომისთვის, _ გვწერს თამუნა ბაიაჯანი და იქვე ბაკოს დასახმარებლად შექმნილი ანგარიშის ნომრებს უთითებს: მიმღები თამუნა ბაიაჯანი (და) TBC ბანკი #GE24TB7502445061600004 საქართველოს ბანკი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....