დაკომპლექტდება თუ არა საარჩევნო სიები გენდერული კვოტების მიხედვით

პოლიტიკა

დაკომპლექტდება თუ არა საარჩევნო სიები გენდერული კვოტების მიხედვით

2016 აპრ 11 22:57:43

საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოს 141 ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ქალთა წარმომადგენლობის მიხედვით რუანდა ლიდერობს _ 64%; მეორე და მესამე ადგილებს 53-50%-ით ბოლივია და ანდორა იკავებენ.

ქალთა პოლიტიკური აქტივობით ლიდერ რეგიონებს შორის ყველაზე დიდი მაჩვენებელი სკანდინავიის ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებშია, სადაც ქალებს მანდატების 41.5% უკავიათ; ამავე სტატისტიკის თანახმად, აზიაში საკანონმდებლო ორგანოებში ქალები დეპუტატთა მანდატების 19%-ს იკავებენ, არაბულ სახელმწიფოებში კი _ 18%-ს.

141 ქვეყნიდან საქართველო 106-ე ადგილს იკავებს _ პარლამენტში, რომელიც 150 დეპუტატისგან შედგება, ქალები მხოლოდ 11%-ს შეადგენენ.
ჩვენს ქვეყანაში წლებია, იმაზე საუბრობენ, თუ როგორ გაზარდონ ქალთა წარმომადგენლობა საკანონმდებლო ორგანოში.

კვოტირების იდეა საქართველოს პარლამენტს არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჯერ კიდევ 2002 წელს მიაწოდეს, თუმცა, პარლამენტარებმა ამ იდეას მხარი არ დაუჭირეს. იგივე მოხდა 2008 წელს, როცა "ქალთა კოალიციამ" გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტი მოამზადა, მოქალაქეთა ხელმოწერებიც მოაგროვა, მაგრამ კანონპროექტი კომიტეტის სხდომებს ვერ გასცდა.

2011 წელს პარლამენტმა კანონში ცვლილება შეიტანა, რომლის თანახმადაც, 20%-იანი კვოტის დაცვის შემთხვევაში, პარტია 10%-იან დანამატს იღებდა დაფინანსებაზე. თუმცა, ამას რეალობა არ შეუცვლია _ როგორც საკანონმდებლო, ისე ადგილობრივ თვითმმართველობებში ქალთა წარმომადგენლობა 12%-ს ვერ სცდება.

გასულ წელს, საქართველოს პარლამენტსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის მიზნით, პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებების ახალი ვარიანტი წარედგინა.

"საარჩევნო კოდექსსა" და "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტი დეპუტატების – ნანა ყეინიშვილისა და თემურ ჭკუასელის სახელით არის ინიცირებული.

კანონპროექტის მიხედვით, პროპორციულ საარჩევნო სიაში ყოველ სამ კანდიდატს შორის ერთი განსხვავებული სქესის უნდა იყოს.

რა ეტაპზეა კანონპროექტის განხილვა, დაკომპლექტება თუ არა "ქართული ოცნების" საარჩვენო სია გენდერული კვოტების მიხედვით? ამ და სხვა თემებზე კანონპროექტის ინიციატორმა, პარლამენტარმა, კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრმა თემურ ჭკუასელმა "გურია ნიუსის" და არასამთავრობო ორგანიზაცია "Post ალიონის" ერთობლივი პროექტის ფარგლებში მომზადებულ გადაცემაში "მონოლოგიდან _ დიალოგამდე" ისაუბრა.

_ როგორც მჩვევია, ძალიან გულახდილად გეტყვით _ თავად არ გახლდით ამ კანონის მიღების მხარდამჭერი, აქვე მინდა დავაზუსტო _ ამ კანონის მომხრე. თუმცა, არ ვარ წინააღმდეგი პარლამენტში ქალბატონების ყოფნისა _ რაც მეტი იქნება ქალბატონი, ოღონდ აზრიანი ქალბატონი პარლამენტში, მით უფრო, კარგია და მით უფრო ალამაზებს პოლიტიკურ და არა მარტო პოლიტიკურ სივრცეს. მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ როგორც გავარკვიე, ეს დემოკრატიის პრინციპის დარღვევაა. თანდათან შევიცვალე აზრი, განსაკუთრებით მას შემდეგ, როდესაც გავიგე, რომ შეიძლება კანონი დემოკრატიის პრინციპს ეწინააღმდეგებოდეს ერთი შეხედვით, მაგრამ ჰარმონიას და ცხოვრებისეულ სიტუაციის უკეთესად წარმოჩენას უწყობდეს ხელს _ ასეთ შემთხვევაში არ ითვლება დემოკრატიის პრინციპის დარღვევად. ზუსტად ეს გავითვალისწინე, როდესაც ამაზე ვსაუბრობდი. რაც შეეხება უშუალოდ ჩემ ჩართულობას _ ჩემი დამოკიდებულება ამ პარლამენტთან და საერთოდ, კოალიციაში შემავალ პარტიებთან კარგად იციან ქალბატონებმა და მათ მთხოვეს მხარდაჭერა. დავუდექი გვერდით, ვესაუბრე ჩემს კოლეგებსაც. ზოგიერთმა პარტიამ, რომელიც ამ კანონის მიღების წინააღმდეგია, წყნარად და მშვიდად ამიხსნა, რომ პარტიულ კვოტირებას აკეთებდნენ.

_ "რესპუბლიკელებს" გულისხმობთ?

_ "რესპუბლიკელებსაც" ვგულისხმობ და "კონსერვატორებსაც". მათ ეს შიდა პარტიული წესით აქვს განსაზღვრული. შესაბამისად, რთულია რაიმე სთხოვო, როცა გეუბნება, რომ კანონს ვერ უჭერს მხარს, მაგრამ არეგულირებს პარტიაში.

_ როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი? თუკი პარტიაში გენდერულ პოლიტიკას ატარებენ, რატომ ეწინააღმდეგებიან ამის კანონში ჩაწერას?

_ ზუსტად იმიტომ, რომ ნებისმიერი კვოტირება არის დემოკრატიის საწინააღმდეგო _ არ შეიძლება. ძალიან მშვიდად და წყნარად მიხსნიან ამას კოლეგები და ძნელია იქ კამათი. სხვათა შორის, არა მხოლოდ პარლამენტშია ამაზე აზრთა სხვადასხვაობა, არამედ აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც. ამიტომ, რაღაც მომენტში გავჩერდით, რადგან კანონის მისაღებად საჭიროა 76 ხმა და არ ვარ დარწმუნებული, რომ ახლა 76 მხარდამჭერი იქნება. სჯობს, დარწმუნებული ვიყოთ, რომ კანონი გავა, ვიდრე ის, რომ ინიცირება გავაკეთოთ და ვერ გავიდეს. ჯერჯერობით, ამაზე მიდის მუშაობა და ვნახოთ.

_ 2016 წლის არჩევნებამდე ამ კანონს გაიტანთ?

_ ვერ გაგცემთ პასუხს. შეიძლება, მომავალ პარლამენტს გადავულოცოთ. თუმცა, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მომავალი პარლამენტის შემადგენლობა ამ კანონის გარეშეც იქნება საამაყო, იმ გაგებით, რომ ძალიან ბევრი ქალბატონი მოხვდება საკანონმდებლო ორგანოში.

_ როგორც ვიცით, ამ კანონპროექტში საკრებულოებში პროპორციული წესით ასარჩევ ქალთა რაოდენობის გაზრდაზე არის ყურადღება გამახვილებული. პარლამენტის მსგავსად, ადგილობრივ თვითმმართველობაშიც ნაკლებად არიან ქალები წარმოდგენილნი.

_ მაგაზე ვისაუბრეთ კიდევაც პარტიული კონფერენციების დროს და აღვნიშნე _ სულ მამაკაცები რატომ ვართ, ქალებიც საჭიროა,-მეთქი.

 _ სიტყვა ერთია და ქმედება მეორე. მაგალითად, წინა გადაცემაშიც გვქონდა ამ თემაზე საუბარი _ როცა ჩოხატაურში "ქართული ოცნების" ყრილობა ჩატარდა, საკრებულოს დეპუტატს, მაია პაიჭაძე სურვილი ჰქონდა, გამხდარიყო ბიუროს წევრი, მაგრამ ეს არ მოხერხდა. როგორ ფიქრობთ, რატომ ეწინააღმდეგებიან ამას პოლიტიკოსი მამაკაცები?

_ არ მგონია, ეწინააღმდეგებოდნენ. ჩემი ცხოვრებისეული პრინციპია, რომ უხეშად არაფერში ჩავერიო. ბიუროს დაკომპლექტების საკითხიც ადგილობრივების გადასაწყვეტი იყო. თუმცა, იქ მეც ვთქვი და კახი კალაძემაც, რომ აპრილში, "ქართულ ოცნებაში" შეიქმნება ქალთა საბჭოები. ეს მოხდება "ოცნების" ყრილობაზე და ავტომატურად გადავა რეგიონებშიც. რეალურად გამოჩნდნენ ისეთი ქალბატონები, რომლებიც მოხვდებიან საარჩევნო სიებში და იქნებიან მაჟორიტარობის კანდიდატებიც.

_ რამდენად გენდერული იქნება "ქართული ოცნების" საარჩევნო სია? კახი კალაძემ ჩვენთან საუბრისას თქვა, რომ ეს პოლიტსაბჭოზე განიხილება.

_ ბოლო პერიოდში აქტიური კონფერენციების გამო, პოლიტსაბჭოს შეხვედრები არ გვქონია. მხოლოდ ვარაუდით შემიძლია გითხრათ, რომ აუცილებლად იქნება ისე, რომ ქართველი ქალბატონი ჟურნალისტების მოწონებასაც დავიმსახურებთ.

_ თქვენი მოსაზრებით, რამდენად მნიშვნელოვანია ქალის როლი პოლიტიკაში?

_ ამაზე არსებობს ერთმნიშვნელოვანი პასუხი ისტორიული ფაქტების გათვალისწინებით. მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე, მითების სამყაროშიც კი, ყველაფერი ქალის სახელს უკავშირდებოდა. ქალი პოლიტიკოსი, ოღონდ ჭეშმარიტად პოლიტიკოსი, ეს არის ბრწყინვალე ჩემთვის და ბევრი რაღაცის გამო მისაღები. ქალები გაცილებით დამარწმუნებლად საუბრობენ, უფრო მეტად დიპლომატები არიან, _ აღნიშნა გადაცემაში სტუმრობისას თემურ ჭკუასელმა და განმარტა, რომ დღეს, ხელისუფლებაში ძალიან ჭკვიანი ქალბატონები არიან.

გადაცემის სრული ვერსიის ნახვა შეგიძლიათ ნახოთ აქ.




 ახალი ამბები
  • იუსტიციის მინისტრი გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრების მიერ მოყვანილი მოსავლის აღებას დაესწრო (R)„ჩვენ მიერ გლდანში გაზაფხულზე შემოტანილი პროექტის შედეგად, მსჯავრდებულები უკვე მოსავალს იმკიან და ფინანსურ შემოსავალსაც იღებენ“, _ ასე დაიწყო საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა N8 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებთან შეხვედრა.  მინისტრი გლდანის N8 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე 2019 წლის გაზაფხულიდან მოქმედ სასოფლო-სამეურნეო პროექტის ფარგლებში, მსჯავრდებულების მიერ მოყვანილი მოსავლის აღების პროცესს დაესწრო. დღეს პატიმრებმა  შემდეგი მოსავალი აიღეს - ორ-ორი სახეობის ლობიო და ჭარხალი, კიტრი, პომიდორი, რეჰანი, შაშკულავი და ოხრახუში, ასევე ჟოლო.   პროექტში 7, გრძელვადიანი საპატიმრო სასჯელის მქონე პირია ჩართული. აღსანიშნავია, რომ აღებული მოსავლის რეალიზაციას, საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის მხარდაჭერით, პატიმრები  ერთ-ერთ დიდ სუპერმარკეტში ახორციელებენ. გარდა ამისა, მსჯავრდებულების მიერ მოყვანილ პომიდორსა და იისფერ ლობიოს კერძების დასამზადებლად კაფე "ლიტერა” ყიდულობს. პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული თანხა პროექტში დასაქმებული პატიმრების შემოსავლის წყაროა. დღეისათვის, პროექტის ფარგლებში პატიმრებს 2000 ლარამდე შემოსავალი აქვთ მიღებული. თანხის ერთი ნაწილი მათ პროექტის დაფინანსებას დაუთმეს, ხოლო დანარჩენი თანხა მათ ბარათებზე შემოსავლის სახით დაირიცხა. დღესვე,  მინისტრმა პროექტში მონაწილეობისთვის მადლობის სიგელები გადასცა პროექტის  მხარდამჭერი სსიპ "სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი"-ის აგრონომებს, ზვიად ბობოქაშვილს, ირმა ირემაშვილს და ფრიდონ სანაიას, რომლებიც მსჯავრდებულებს პროდუქციის მოყვანაში უწევენ დახმარებას. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ტაბატაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი, საფრანგეთ - საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, ანტუან ლორენ ბარდონი, „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“, "სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი"-სა და ევროკავშირის წარმომადგენლები დაესწრნენ. მინისტრის თქმით, მსგავსი ტიპის პროექტში მონაწილეობა ე.წ. დახურული ტიპის დაწესებულების მსჯავრდებულებისათვის საუკეთესო საშუალებაა ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და პატიმართა რეაბილიტაცია - რესოციალიზაციისათვის. პროექტი, რომლის ფარგლებშიც N8 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულები სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმდნენ, გაზაფხულზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინიციატივითა და საფრანგეთ -საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის, ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქტიური ხელშეწყობით შემუშავდა. პროექტის მიზანია, დაწესებულებაში მყოფი სრულწლოვანი მსჯავრდებულების, მათ შორის, უვადო სრულწლოვანი პატიმრების დასაქმება. პროექტის მხარდამჭერები საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატასთან ერთად არიან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო, სსიპ "სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი" და შპს "სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანია". ... ...
  • მაია მელიქიძის ინიციატივით ენერგო წყაროების ლაბორატორია დაფუძნდა (R)საქართველოში პირველად, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში განახლებადი ენერგო წყაროების ლაბორატორია გაიხსნა. RES Lab-ის შექმნის მიზანია საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიების წინაშე არსებული გამოწვევების განხილვა, შესაბამისი კვლევების განხორციელება და კონსულტაციების გამართვა. ლაბის ფარგლებში შეიქმნება სადისკუსიო პანელი, სადაც კერძო და სახელმწიფო ინსტიტუციები გაერთიანდება. პანელური შეხვედრების ფორმატში მუდმივად განიხილება კვლევების შედეგები, რეკომენდაციები და მისი განხორციელების გზები საქართველოში.  ლაბორატორიის ფარგლებში ეტაპობრივად გაწევრიანდებიან სხვადასხვა ორგანიზაციები, წევრობა არ ითვალისწინებს ფინანსურ კონტრიბუციას და მოიაზრებს მხოლოდ ინტელექტუალურ და აკადმიურ პარტნიორობას. განახლებადი ენერგო წყაროების ლაბორატორიის დაფუძნების ინიციატორია სემეკის წევრი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წარმომადგენელი მაია მელიქიძე. ... ...
  • ჩოხატაური-ლეჟაისკი _ დიდი სამომავლო გეგმებიმიმდინარე წლის 4-11 სექტემბერს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დელეგაცია, საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ მამალაძის, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის მინდია ჟღერიას, საკრებულოს აპარატის სპეციალისტების ჯუმბერ ბერძენიშვილისა და ნაზი ბერძენიშვილის შემადგენლობით, ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდა პოლონეთის ქალაქ ლეჟაისკში. დელეგაციის წევრები დაესწრნენ ყოველწლიურ ტრადიციულ შემოდგომის ფესტივალს, რომელშიც მონაწილეობა იღებს, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის მუნიციპალური სამსახურები, სოფლების თვითმმართველობები, ასევე, პოლონეთის პარლამენტის წევრები და საეკლესიო პირები. ვიზიტის დროს გახორციელდა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა უშუალოდ ქალაქ ლეჟაისკის თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან, სადაც სტუმრები ადგილზე გაეცნენ თვითმმართველობის მუშაობის წარმატებულ პრაქტიკას. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელები ესტუმრნენ ლეჟაისკის სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელს. საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ მამალაძის ინიციატივით მოლაპარაკებები ჯერ კიდევ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში პოლონეთის დელეგაციის სტუმრობისას დაიწყო, მომავალში იმ გამოცდილების გაზიარების შესახებ, რომელიც ქალაქ ლეჟაისკში არსებულ აღმოსავლეთი ევროპის მასშტაბით წარმატებულ სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელს გააჩნია. ამ ეტაპზე შეთანხმება მიღწეულია, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი პროფესიული სასწავლებლის მშენებლობის დასრულებისა და ფუნქციონირების დაწყების შემდეგ, პოლონეთის მხარე დახმარებას გაუწევს სასწავლებელს, როგორც საგანმანათლებლო კუთხით, ასევე, შესაძლებელი იქნება გაცვლითი პროგრამების გახორციელება. პოლონეთის მხრიდან, ასევე, გამოითქვა მზაობა, მოხდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის და ქალაქ ლეჟაისკის რამდენიმე სკოლის დამეგობრება, გამოცდილების გაზიარება და სამომავლოდ ერთობლივი პროექტების გახორციელება. 2020 წლის ივნისში, ქალაქ ლეჟაისკში გაიმართება კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის 20-ზე მეტი მაღალი დონის შემსრულებელი, მათ შორის სპეციალური სტუმრის სტატუსით მიწვეულია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლი „ამაღლება, რომლის გამოსვლებს ფესტივალის ერთი დღე მთლიანად ... ...
  • ზურაბიშვილის პირველი კომენტარი სკანდალურ შეწყალებებზე: "არ მჩვევია, ვინმე სხვაზე გადავიტანო პასუხისმგებლობა"საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ შეწყალებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პირადად მან მიიღო და ამაში არავინ ჩარეულა: "იყო ბევრი სპეკულაცია სხვადასხვა ადამიანის ჩარევაზე, მათ შორის ჩემს საპარალამენტო მდივანზე, მაგრამ ეს არ არის მისი კომპეტენცია და ის არ შეიძლება, ჩარეული ყოფილიყო. მე მივიღე გადაწყვრტილება და არ მჩვევია, ვინმე სხვაზე გადავიტანო პასუხისმგებლობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში ამ წუთებში მიმდინარეობს. მისივე თქმით, მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს. „როგორც პრეზიდენტი, მე ვაცხადებ მორატორიუმს შეწყალებაზე. მერე ვნახოთ როგორ იქნება, წესები როგორი იქნება და როგორ იქნება შეწყალება, ამის მიხედვით განისაზღვრება", _ განაცხადა ზურაბიშვილმა. ამავე თემაზე: ზურაბიშვილის მიერ შეწყალებული ძებნილის სკანდალი: "პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ძალიან მეშინია" მკვლელები, ყაჩაღები და ახლა უკვე ძებნილი _ ვინ შეიწყალა სალომე ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს _ "იყო ბევრი სპეკულაცია სხვადასხვა ადამიანის ჩარევაზე"საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს. „როგორც პრეზიდენტი, მე ვაცხადებ მორატორიუმს შეწყალებაზე. მერე ვნახოთ როგორ იქნება, წესები როგორი იქნება და როგორ იქნება შეწყალება, ამის მიხედვით განისაზღვრება. იყო ბევრი სპეკულაცია სხვადასხვა ადამიანის ჩარევაზე, მათ შორის ჩემს საპარალამენტო მდივანზე, მაგრამ ეს არ არის მისი კომპეტენცია და ის არ შეიძლება, ჩარეული ყოფილიყო. მე მივიღე გადაწყვეტილება და არ მჩვევია, ვინმე სხვაზე გადავიტანო პასუხისმგებლობა“, _ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა სგაანგებო ბრიფინგზე, რომელიც ამ წუთებში ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...