მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნაზე ბრალდებები რეალურ საფუძველს მოკლებულია - იუსტიციის უმაღლესი საბჭო

პოლიტიკა

მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნაზე ბრალდებები რეალურ საფუძველს მოკლებულია - იუსტიციის უმაღლესი საბჭო

2016 აპრ 13 17:42:01

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო კოალიციის "დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულებისათვის" მიერ წამოწყებულ კამპანიას ეხმიანება:

"საბჭო ადასტურებს, რომ სასამართლო ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე მთელი თავისი საქმიანობის გამო და მიიჩნევს, რომ ეს ანგარიშვალდებულება, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობითაც მიიღწევა.

საბჭო ასევე ადასტურებს, რომ კვალიფიციური, ავტორიტეტული, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების დამკვიდრება კვლავაც რჩება ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად; რომ ამ სფეროში კვლავ დიდია განვითარებისა და გაუმჯობესების აუცილებლობა; რომ სასამართლო რეფორმა წარმოუდგენია, როგორც განვითარებისა და გაუმჯობესებისაკენ მუდმივი სვლა და, რომ მუდამ შეუწყობს ხელს სისტემის სრულყოფის მიზნით ნებისმიერი გონივრული იდეისა თუ წინადადების ცხოვრებაში დანერგვას.

ამასთან, საბჭო უარყოფითად აფასებს კოალიციის მხრიდან საბჭოს მისამართით იმ ბრალდებების წამოყენებას, თითქოს მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის დროს საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს "თვითნებურად", "არაობიექტურ გარემოებებსა და კრიტერიუმებზე დაყრდნობით, ...ძალაუფლების მქონე სხვადასხვა ჯგუფის ინტერესების შესაბამისად, მათი ერთმანეთთან კულუარული გარიგებების გზით", "გვერდს უვლის კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური კრიტერიუმების შემოწმებას" და არ "უზრუნველყოფს სამართლიან პროცესს". იუსტიციის უმაღლესი საბჭო აცხადებს, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესში საბჭო მოქმედებს დამოუკიდებლად, თავისი კანონიერი უფლებამოსილების ფარგლებში, კანონიერი პროცედურების დაცვით და ხელმძღვანელობს სასამართლოს საჭიროებებით.

ბრალდება თვითნებობისა თუ ხელისუფლების ჯგუფებთან კულუარული გარიგების თაობაზე, მხოლოდ ვარაუდებს, ან სასამართლოში არსებული პრობლემების არცოდნას ემყარება და მოკლებულია რეალურ საფუძველს. სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი დღეს გაცილებით მაღალია, ვიდრე წინა წლებში და ეს არა მარტო მოქმედი ხელისუფლების ნების დამსახურებაა, არამედ მოსამართლეთა დღევანდელი კორპუსისაც, რომელიც არ შეეგუება არც რაიმე ზეწოლას, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის და არც მისი ავტორიტეტის შელახვას უსაფუძვლო თუ პოლიტიკურად ანგაჟირებული ბრალდებებით. Freedom House-ის დღეს გავრცელებული ანგარიშიც მოწმობს, რომ საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი მკვეთრად არის გაუმჯობესებული. დემოკრატიის საერთო დონის ამაღლების ფონზე სასამართლოს გაძლიერებისა და დამოუკიდებლობის ხარისხი კვლავ მოიმატებს.

ამ პროცესს კი მუდმივი ზრუნვა, ხელშეწყობა სჭირდება, და არა სისტემაში არსებული ნაკლოვანებების გამო რადიკალური, გაუაზრებელი მოთხოვნების დაყენება. სწორედ ასეთად მივიჩნევთ კოალიციის მოთხოვნას, საბჭომ შეწყვიტოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესი მანამ, სანამ საკანონმდებლო ორგანო შესაბამის რეგულაციებს არ მიიღებს. ფაქტობრივად, ეს არის მოთხოვნა, საბჭომ შეწყვიტოს თავისი კონსტიტუციური უფლება-მოვალეობების აღსრულება. საბჭო იზიარებს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესის გაუმჯობესების აუცილებლობას, მათ შორის, გადაწყვეტილების დასაბუთებისა, თუ მისი გასაჩივრების შესაძლებლობის დაშვების საკითხებში, მაგრამ აღნიშნავს, რომ ადეკვატური, ქმედითი რეგულაციების შემუშავება და ამოქმედება კარგად გააზრებას, დამუშავებას, კონკურსის პრინციპებთან მის ადაპტირებას, მოსალოდნელი სამართლებრივი თუ სხვა ხასიათის პრობლემების განჭვრეტასა და მათი დაძლევის საკითხში ნათელი ხედვის შემუშავებას მოითხოვს. ეს კი შესაბამისი, ადეკვატური დროის, სხვადასხვა დაინტერესებულ უწყებებთან, მათ შორის, არასამთავრობო სექტორთან საქმიანი, ჰარმონიული თანამშრომლობის პირობებშია შესაძლებელი და არა დაუყოვნებლივ, და მით უფრო საბჭოსთან კონფრონტაციული დაპირისპირების რეჟიმში. ნიშანდობლივია, რომ იუსტიციის საბჭო სასამართლო კორპუსთან ერთად აქტიურად იყო ჩართული მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ეტაპის საკანონმდებლო წინადადებების მომზადებაში.

იუსტიციის სამინისტროს ამ საკანონმდებლო ინიციატივებს დღეისათვის განიხილავს საკანონმდებლო ორგანო. პარლამენტის მიერ ახალი საკანონმდებლო რეგულაციების მოკლე ხანში მიღება უზრუნველყოფს, კონკურსის წესით, მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცედურების გამჭვირვალობასა და განჭვრეტადობას. ასევე, გამწესებაზე უარის შემთხვევაში გასაჩივრების ეფექტიანი მექანიზმის დამკვიდრებას. კანონპროექტი სიახლეებს გვთავაზობს დისციპლინური სამართალწარმოების საჯაროობისა და გადაწყვეტილებათა დასაბუთებულობის კუთხით. პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტი არეგულირებს სასამართლოში შესულ საქმეთა ელექტრონული განაწილების წესს. მისი ამოქმედების თარიღად 2017 წლის იანვარია მითითებული, ჩასატარებელი ორგანიზაციული სამუშაოების მოცულობის გათვალისწინებით", _ აღნიშნულია საბჭოს განცხადებაში.

საბჭო გამოხატავს მზადყოფნას, ღიად ითანამშრომლოს ყველასთან, ვინც ნამდვილად დაინტერესებულია მართლმსაჯულების სისტემის განვითარებით და ურთიერთპატივისცემის საწყისებზე წარმოუდგენია ეს პროცესი.




 ახალი ამბები
  • მაღალმთიანი აჭარის ფანჯრებში გაელვებული ზამთარიფაჩხა მაღალმთიანი აჭარის, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელია, ჩიტის ბუდესავით რომ ზის სხალთის მოდამოებში. ფოლკლორულ ანსამბლ „შემოქმედის“ სოლისტი, გურამ გუნთაძე საკუთარ ფოტოობიექტივიდან , თოვლის საფნელით მორთულ ფაჩხის  ეგზოტიკურ გარემოს გვაჩვენებს - ზუსტად, უნაკლო ხედვითა და სილამაზის უზადო აღქმით _ ასეთიაო მაღამთთიანი აჭარის ფანჯრებში  თუ ღია სივრცეში გაელვებული ... ...
  • ქუთაისში ხანძარი ლოკალიზებულიაქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია, ამის შესახებ "გურია ნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.უწყების ინფორმაციით, ამწუთებში მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაობი.ადგილზე მობილიზებულია რვა სახანძრო. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. შეგახსენებთ, ხანძარი დაახლოებით  ერთი სააათის წინ გაჩნდა. ამდრომდე  უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი და რა ოდენობის ზარალი მიადგათ მოვაჭრეებს. მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ს 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ... ...
  • ქუთაისის ბაზრობა იწვის_ ადგილზე რვა სახანძრო მუშაობსამ წუთებში ხანძარია ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ბაზრობაზე. როგორც "გურია ნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს,  ცეცხლი შენობის მეორე სართულს უკიდია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ადგილზე რვა სახანძრო მუშაობს. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი და რა ოდენობის  ზარალი მიადგათ ... ...
  • მესტიაში ახალგზარდა მამაკაცის დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყომესტიაში ახალგზარდა მამაკაცის დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო, ამის შესახებ "გურია ნიუსს"უწყების პრესსამსახურში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო. შეგახსენებთ, ინციდენტი სოფელ ჭუბერში რამდენიმე საათის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა თანასოფლელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მედიკოსების შეფასებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ... ...
  • მესტიაში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესმესტიაში მამაკაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით თანასოფლელმა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსიტალშია გადაყვანილი. როგორც "გურია ნიუსს" კლინიკაში უთხრეს, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. "პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ახალგზარდა მამაკაცს აქვს პატარა ჭრილობა მარცხენა ბეჭის არეში". "გურია ნიუსი" შსს დაუკავშირდა. უწყება მომხდარის დეტალებს ამ წუთებში ... ...

არქივი

ზაფრანი

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...

ლუდი გონების სამსახურში

როგორც ამერიკელმა და ახალზელანდიელმა მეცნიერებმა...

ბრიტანელები ჰიტლერის ფოტოებით დაინტერესდნენ

ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულ...

საუკეთესო თეთრ ღვინოებს შორის

Chateau d'Yquem მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...