რამდენი „მკვდარი სულია“ ამომრჩეველთა ერთიან სიაში

პოლიტიკა

რამდენი „მკვდარი სულია“ ამომრჩეველთა ერთიან სიაში

15 აპრ. 2016, 05:35:19

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში ე.წ. მკვდარი სულები შესაძლოა იყოს. ამის შესახებ სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა სამხარაძემ "გურია ნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა.

როგორც სამხარაძემ აღნიშნა, მუდმივად მოწმდება სიაში მსგავსი მონაცემები  და სწორდება კიდეც.

"ყოველთვის ვზრუნავთ ამ საკითხზე, ბევრი აქტივობა გვაქვს წლების განმავლობაში ამ მიმართულებით ჩატარებული. დარწმუნებული ვარ, იდენტიფიცირებული გარდაცვლილი საარჩევნო სიაში ბევრი არ არის. იდენტიფიცირებულ გარდაცვლილში ვგულისხმობ, როდესაც ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ რომ ეს ადამიანები გარდაცვლილები არიან და მაინც შეიძლება იყვნენ  სიაში. დღესდღეობით, გარდაცვალების რეგისტრაცია ხდება სამედიცინო დაწესებულებიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე, რაც ელექტრონულად იგზავნება.

სამედიცინო პერსონალი ვალდებულია გამოაგზავნოს ცნობა პირის გარდაცვალების შემთხვევაში. პროცესი ელექტრონულია და სიიდან გარდაცვლილის მონაცემის ამოღება ავტომატურად ხდება. რაც შეეხება ძველ ისტორიას, ძალიან ბევრი გვაქვს ამაზე ნამუშევარი და მუდმივად ვმუშაობთ. მაგალითად, წელს გვქონდა აქტივობა, რომ გამოვითხოვეთ სოციალური მომსახურების სააგენტოდან და დევნილთა და განსახლების სამინისტროდან ისეთი ადამიანების მონაცემები, ვისაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში არ აუღია პენსია ან დევნილის დახმარება, რაც მიუთითებდა იმაზე, რომ შეიძლებოდა ეს ადამიანები გარდაცვლილები ყოფილიყვნენ.

დევნილ პირებთან მიმართებაში განსაკუთრებით კრიტიკულად დგას საკითხი, რადგან თუ ადამიანი  საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე გარდაიცვალა, მაშინ ამ ინფორმაციის  მოწოდება ავტომატურ რეჟიმში ვერ ხდება, რადგან იქ არ არის ჩვენი სამედიცინო დაწესებულებები. ჩვენ გავაკეთეთ ე.წ. წრე, სადაც 600 ადამიანამდე იყო.  ამ პროექტის ფარგლებში, ყველა ამ ადამიანის მისამართზე მივედით და შევამოწმეთ მათი სტატუსი. დაახლოებით, 210-მდე ადამიანი მართლაც გარდაცვლილი აღმოჩნდა; 131 კი - ცოცხალია.

დანარჩენი მისამართების მოძიება ვერ მოხერხდა, რადგან დაზუსტებული არ იყო, ახლა მიმდინარეობს გარკვეული ნაწილის დაზუსტება. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეულ პირებთან დაკავშირებით გარდაცვალების ფაქტი ვერ დადასტურდა, რადგან ზოგი მათგანი საზღვარგარეთაა, მაგრამ მეზობლებმა არ იციან გარდაიცვალა თუ არა, ამიტომ ისინი დაუზუსტებელ ინფორმაციაზე ხელს ვერ მოაწერენ. ასევე, შესამოწმებელი დაგვრჩა მხოლოდ მესტიის მუნიციპალიტეტი, რადგან ზამთარში ვახორციელებდით პროექტს და ამ დროს მესტიის შემოწმება შეუძლებელი იყო.  მობილური ჯგუფები ახლა მუშაობენ ადგილზე. ასეთი აქტივობა შარშანაც გვქონდა", _ აღნიშნა სამხარაძემ.

მისივე ინფორმაციით, პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისათვის გარდაცვალების ოქმის მოწოდების ვალდებულების შესახებ, რომლის საფუძველზეც მუნიციპალიტეტებს ენიჭებათ უფლებამოსილება, პირის გარდაცვალების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობონ სააგენტოს.

"იურიდიულ კომიტეტში უკვე იყო ამ ცვლილების მეორედ მოსმენა. ნორმა კანონში არსებობდა, თუმცა თვითმმართველობის ახალი კოდექსის მიღებისას ამოიღეს, მაგრამ იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, ახლა ისევ აბრუნებენ. ნორმა მნიშვნელოვანია, რადგან იმ შემთხვევაში თუ ადამიანი არასამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვლება, მუნიციპალიტეტმა მოგვაწოდოს ინფორმაცია ოქმის სახით, რაც რეგისტრაციიდან მოხსნის და სიიდან ამოღების საფუძველი გახდება. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტი ვალდებული იქნება, თუ ბოლო 2 წლის განმავლობაში მათ ტერიტორიაზე გარდაიცვალა ვინმე რაც არ არის ცნობილი სააგენტოსთვის, ეს ინფორმაციაც გამოგვიგზავნონ", _ აღნიშნა სამხარაძემ და დასძინა, რომ ძირითადi შემთხვევები, რომლის აღრიცხვაც ვერ ხდება საზღვარგარეთ გარდაცვალების შემთხვევებია.

" ეს ადამიანები შეიძლება ჩამოასვენონ საქართველოში შეიძლება  - არა. ამ მიმართულებით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ვმუშაობთ და ჩვენს ნორმატიულ აქტში არსებობს საფუძველი, რომ კიდეც რომ არ ვნახოთ გარდაცვალების მოწმობა, თუ ჩვენი საკონსულო წარმომადგენლობისთვის გახდა ცნობილი ადამიანების გარდაცვალების შესახებ, მათ აქვთ ვალდებულება ეს ინფორმაცია მოგვაწოდონ და ჩვენ აღვრიცხავთ გარდაცვლილებად. შესაბამისად, ისინი სიაში ვერ ხვდებიან. რაც შეეხება სამედიცინო დაწესებულებებიდან მიღებულ მონაცემებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პროცესი გამართულად მუშაობს და ჩვენ ამ ინფორმაციას 99,9%-ში ვიღებთ", _ განაცხადა სამხარაძემ "გურია ნიუსთან" ინტერვიუში.

 რამდენი ამომრჩეველია საქართველოში, ვინ ვერ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას და რა მიზეზით _ ამ და სხვა საკითხებზე "გურია ნიუსი" სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილესთან ჩაწერილ ინტერვიუს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.




 ახალი ამბები
  • ხანძარი ჩოხატაურში- ცეცხლმა ხვიჩა გელოვანის საცხოვრებელი სახლი გაანადგურახანძარი ჩოხატაურში- ცეცხლმა შუა სურებში ერთ-ერთი მოსახლის საცხოვრებელი სახლი გაანადგურა. როგორც "გურია ნიუსს" მერის წარმომადგენელმა შუა სურების ადმინისტრაციულ ერთეულში, განუცხადა, დამწვარია ხვიჩა გელოვანის საცხოვრებელი სახლი.  შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, შემთხვევის ადგილას მობილიზებულია 3 სახანძრო ეკიპაჟი. ხანძრის შედეგად არავინ ... ...
  • უბედური შემთხვევა თბილისში- ერთ წლამდე ბავშვი მე-14 სართულიდან გადავარდაერთ წლამდე ბავშვი მე-14 სართულიდან დღეს, გამთენიისას გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უბედური შემთხვევის დროს ბავშვის მშობლები სახლში იმყოფებოდნენ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ... ...
  • იმოგზაურე მატარებლით და აღმოაჩინე საქართველო რკინიგზასთან ერთად! (R)ძვირფასო მგზავრებო! ორშაბათს, 10 აგვისტოს თბილისი-ფოთის რეისზე მარიკა ბაკურაძე დაგემგზავრებათ.  ჩვენი გზამკვლევი მოგიყვებათ რა ისტორია ინახება ფოთის მუზეუმში, რომელიც ,,გერმანულ სახლში" მდებარეობს, რაზე მოგვითხრობს ლეგენდა პალიასტომის ტბის შესახებ, რომელ ტყეს ადარებენ უცხოელები ამაზონის ტყეს და როგორია კოლხეთის ნაკრძალი, რომელიც აუცილებლად მოსანახულებელ ადგილთა სიაში შედის - ეს ჩვენი ე.წ. გიდის ამბების მხოლოდ მოკლე ჩამონათვალია.  დაგვემგზავრეთ ფოთის რეისზე და ჩვენ საინტერესო თავგადასავალს გპირდებით.   შეგახსენებთ, რომ მგზავრობის პროცესში ჩვენი გადამღები ჯგუფი აწარმოებს გადაღებას, მოგვიანებით კი მოვამზადებთ საინფორმაციო ვიდეო რგოლს, რადგან სხვა ადამიანებსაც მოვასმენინოთ ჩვენი გზამკვლევების მიერ მოყოლილი ამბები. იმოგზაურე მატარებლით და აღმოაჩინე საქართველო რკინიგზასთან ერთად! ... ...
  • მეუფე მელქისედეკი - საქართველოს ომი არ დაუწყია"ცნობილი გამოთქმა - ,,დათვი რომ მოგერევა, ბაბაია დაუძახეო“ არათუ ქართული არაა, არამედ ანტიქართულია და მხოლოდ იმისკენაა მიმართული, რომ ჩვენს ხალხში მონური სულისკვეთება გააღვივოს", - ასე გამოეხმაურა, აგვისტოს ომის 12 წლისთავს, მარგვეთის და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე). მეუფეს თქმით, რუსეთ-საქართველოს ომი 2008 წელს არ დაწყებულა და არც დასრულებულა. როგორც მღვდელმთავარი აღნიშნავს, საქართველოს ომი არ დაუწყია და რუსეთი არის ოკუპანტი. ,,გურია ნიუსი“ მღვდელმთავრის წერილს, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, უცვლელად გთავაზობთ: ,,ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო, კიდევ ერთხელ გვიწევს რუსეთ-საქართველოს შორის მომხდარი, 2008 წლის აგვისტოს თარიღის გახსენება. ჩვენი და ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის დაპირისპირებაზე საუბრისას, კონკრეტული თარიღი ალბათ უფრო პირობითი ტერმინია. დიახ, რუსეთს საქართველოს თავისუფლებისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ ომი 2008 წელს არც დაუწყია და არც დაუმთავრებია, გვებრძოდა მანამ და გვებრძვის იმის მერეც, ოღონდ განსხვავებული საშუალებებით, იქნება ეს ეკონომიკური ემბარგო, მავთულხლართები, ჰიბრიდული ომი, ცრუ ინფორმაციების გავრცელება თუ სხვა საზარელი მეთოდები, რომლებითაც, სამწუხაროდ, უფრო მეტად იფლობა ოკუპაციის მომაკვდინებელ და დამღუპველ ცოდვაში. აგვისტოს ომმა თითოეულ ჩვენგანს უამრავი ტკივილი მოგვაყენა, მაგრამ თუ კარგად დავფიქრდებით ვნახავთ, რომ ის საგმირო საქმეები, რაც ჩვენმა თანამემამულეებმა 2008 წლის აგვისტოში გამოიჩინეს, წაუშლელ კვალს დატოვებს ქართველი ერის მეხსიერებაში. რად ღირს შინდისის გმირების, გიორგი ანწუხელიძის თუ სხვათა (თუნდაც დღემდე უცნობი) ქართველების გაბედულების გახსენება, რომლებმაც საკუთარი თავი გასწირეს, რათა ჩვენთვის ესწავლებინათ, რომ მტერს, თუნდაც ურიცხვს, არ შეიძლება უფლება მივცეთ, რომ სისხლით მონაპოვარი დამოუკიდებლობა დაგვათმობინოს. ფილოლოგი არ ვარ, მაგრამ მგონია, რომ ცნობილი გამოთქმა - ,,დათვი რომ მოგერევა, ბაბაია დაუძახეო“ არათუ ქართული არაა, არამედ ანტიქართულია და მხოლოდ იმისკენაა მიმართული, რომ ჩვენს ხალხში მონური სულისკვეთება გააღვივოს. აგვისტოს ომის გმირების ისტორიის კარგად შესწავლა ამ პრობლემასაც აგვაცილებს თავიდან. ჩვენი მოქალაქეებისა და მეომრების ისტორიის გახსენებასთან ერთად, ამ საკითხზე საუბრისას, არ შეიძლება უცხოელი მეგობრებისა და პარტნიორების ამაგის დაუფასებლობა, რომ არაფერი ვთქვათ იმ დიპლომატიურ ომზე, რაც მსოფლიოს საერთაშორისო ორგანიზაციების ტრიბუნებზე იყო გაჩაღებული და ჩვენი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებაზე, ცალკე უნდა გამოვყოთ აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების თანადგომა და მათი მეთაურების საოცარი გაბედულება, რომლებმაც, საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების სანაცვლოდ დატოვეს კომფორტული სამუშაო კაბინეტები, ჩამოვიდნენ საქართველოში და გვერდში დაგვიდგნენ. უფალმა დაუფასოს მათ და მათ სახელმწიფოებს ეს ამაგი. და ბოლოს, მსურს კიდევ ერთხელ შევავედრო ყოვლადმოწყალე უფალს აგვისტოს ომში აღსრულებული, როგორც მშვიდობიანი მოსახლეობის, ასევე ქართველი მეომრების უკვდავი სულები და შევთხოვო, რომ მისი სარწმუნოების ერთგულ ქართველ, მშვიდობისმოყვარე ერს, ააცილოს სამომავლოდ ის აგრესია, რაც 2008 წელს ოკუპანტმა რუსეთმა ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოიჩინა. საქართველოს ომი არ დაუწყია! რუსეთი ... ...
  • ლანჩხუთში 2008 წლის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგესდღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ პატივი მიაგო 2008 წლის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას. ამ ომმა ლანჩხუთიდან სამი ვაჟკაცის სიცოცხლე შეიწირა- ემზარ წილოსანი და რუსლან წულაძე შინდისის ბრძოლაში დაეცნენ, ვასილ სმირნოვი კი გორის გზაზე დაბომბვას ემსხვერპლა.  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა გმირების საფლავები ყვავილებით შეამკეს. "დღეს 12 წელი გავიდა იმ ავბედითი თარიღიდან, მაგრამ რა დროც უნდა გავიდეს, ჩვენ გმირებს დავიწყება არ უწერიათ. ქედს ვიხრით მათ წინაშე", - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.  ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიაში მამა დავითმა (წულაძემ) გმირთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...