"ყველაფერი გათვლილი გვაქვს" _ სააკაშვილი არჩევნების შემდეგ საქართველოში ჩამოსვლას აპირებს

პოლიტიკა

"ყველაფერი გათვლილი გვაქვს" _ სააკაშვილი არჩევნების შემდეგ საქართველოში ჩამოსვლას აპირებს

25 აპრ. 2016, 13:35:15

"როგორც იგეგმება და როგორც ყველაფერი გათვლილი გვაქვს, ეს არჩევნები ჩავამთავროთ, მოვიგოთ, მერე ჩამოვიდე" _ ამ განცხადებას, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის გუბერნატორი  მიხეილ სააკაშვილი აკეთებს.

სააკაშვილი სამომავლო გეგმებზე პოსტკრიპტუმთან ინტერვიუში საუბრობს. ექსპრეზიდენტი საკადრო განახლებაზე აკეთებს აქცენტს და ამბობს, რომ არსებობს წარმატებულ ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას მხარს უჭერდა, ახლა კი პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა სურს. 

ვიმეოროთ ახლა ავად სახსენებელი ცხრა წელი, საამაყო იყო, გავიგეთ რომ საამაყო იყო, ხალხმაც იცის, რომ საამაყო იყო, ხალხმა ისიც იცის რა შეცდომები იყო, ისიც იცის რა გადაცდომები იყო, ისიც იცის ვის რა უბედურებაც ჰქონდა ჩადენილი. ახლა ხალხს უნდა უთხრა რა იქნება. ეს არის პირველ რიგში საკადრო განახლება. ძალიან მნიშვნელოვანია, მე ვიცი ძალიან ბევრი გამოჩენილი ნიჭიერი ადამიანი, რომელიც მთელი ეს პერიოდი გვიჭერდა მხარს ისედაც, ახლა იძახის, რომ ჩვენც გვინდა ჩავერთოთ ამაში და მათ უნდა მიეცეთ საშუალება, რომ ამაში ჩაერთონ,“ _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მას 2016 წლის არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარება. მისივე თქმით, დღეს საქართველოში ორი პოლიტიკური სუბიექტი არსებობს, რომელთა შორისაც პოლიტიკური ბრძოლა გაიმართება. სააკაშვილის აზრით, ერთი პოლიტიკური გუნდი უკავშირდება ივანიშვილის სახელს, მეორე კი _ მას.

„ხომ ყველამ იცის, რომ შეგვიძლია საქმის კეთება, ხომ ყველამ იცის, რომ ყველაფერს რასაც ვამბობთ იმას როგორც წესი ვაკეთებთ. ოღონდ უკვე უნდა ვთქვათ ეს რა არის. ის კი არა, რომ წარსული და წარსული. ჩვენ ხომ ძეგლები არ ვართ, ჩვენ ვართ ორფეხა ადამიანები, რომელსაც აქვს ხელის წაცდენები, სისუსტის მომენტები და სიძლიერის მომენტებიც.

დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში, ამაში საერთოდ ეჭვიც არ მეპარება. არის ორი ძალა, ერთი უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს, მეორე მიკავშირდება მე. არ არსებობს ამ ეტაპზე მესამე არაფერი. ეს მე მაკისრებს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როგორც უკრაინაში არ მივილტვი თანამდებობისკენ, მე დღეს საქართველოში არაფრისკენ არ მივილტვი. ჩემი ამოცანა არის, რომ რადგან ასე ჩამოყალიბდა ხალხის თვალში, ან ეს რუსი ოლიგარქი ან ის რასთანაც მე ვარ დაკავშირებული, მე თვითონ ვიყო ბევრად უფრო უკეთესი ვიდრე ოდესმე.

როგორც იგეგმება და როგორც ყველაფერი გათვლილი გვაქვს, ეს არჩევნები ჩავამთავროთ, მოვიგოთ, მერე ჩამოვიდე, დავსხდეთ და დავეხმაროთ იმ ხალხს, იმ ჯგუფს, რომელიც გაიმარჯვებს,“ _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს ექსპრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფო აპარატიდან მას საკმაოდ ბევრი ადამიანი ხვდება სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილზე.

წყარო: რუსთავი 2




 ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ყველა სახის სერვისს აახლებსშინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, 1 ივნისიდან, საქართველოს მასშტაბით, COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების გამო შეზღუდული ყველა სახის სერვისი განახლდება და მოქალაქეებს ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში მოემსახურება.31 მაისის დილის 09:00 საათიდან მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, განახორციელონ მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ელექტრონული ჯავშანი.მომსახურების სააგენტო, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს. სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად გამოცხადდნენ ... ...
  • ლანჩხუთში სოფლების მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილიაკორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში, ლანჩხუთში სატრანსპორტო შიდა მიმოსვლა 18 მარტს შეწყდა, დღეიდან კი, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სოფლების მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ამჯერად კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის მგზავრებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნიღბების ტარება მოუწევთ. ასევე, ყველა სატრანსპორტო საშუალებაში ყოველდღიურად უნდა ჩატარდეს სადეზინფექციო ... ...
  • აშშ საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის დეზინფორმაციულ კამპანიას გმობს2020 წლის 28 მაისს გაიმართა ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომა, სადაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის უკანონო ქმედებებზე იმსჯელეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის ელჩმა მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია. ამერიკელმა დიპლომატმა ლუგარიც ცენტრზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ გმობს საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის დეზინფორმაციულ კამპანიას. გამომსვლელებმა მოუწოდეს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს ჯარები საქართველოდან. ქართულმა მხარემ მუდმივი საბჭოს წევრებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ბოლო ორი თვის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის მიერ გახშირებული პროვოკაციების შესახებ. განცხადებაში აღინიშნა, რომ მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსის (Covid-19) გლობალური პანდემიის მძიმე შედეგებს ებრძვის, რუსეთის საოკუპაციო ძალები ააქტიურებენ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვას და მავთულხლართებისა და ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გავლებას ორივე ოკუპირებული რეგიონის - აფხაზეთისა და ცხინვალის მიმართულებით, ასევე გრძელდება ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესი. ქართულმა მხარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ცხინვალის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი კვლავაც უარს ეუბნება ახალგორის რაიონიდან პაციენტებს სამედიცინო ევაკუაციაზე. აღინიშნა მ.წ. 20 მაისს ახალგორის რაიონის მცხოვრები ჯუმბერ მილაძის ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ, რომლის სამედიცინო ევაკუაციაზე კრიტიკულ მომენტამდე საოკუპაციო რეჟიმმა უარი განაცხადა. განცხადებაში ქართულმა მხარემ აგრეთვე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ რუსეთის ფედერაციამ მიზანმიმართულად გაააქტიურა საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტები და პროპაგანდისტული მითების შეთხზვით გამუდმებით ესხმის თავს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ერთ-ერთ ლაბორატორიას - რიჩარდ ლუგარის ცენტრს, რომელიც საკვანძო როლს ასრულებს საქართველოში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში. განცხადებაში აღინიშნა, რომ რუსეთის მიერ გააქტიურებული პროვოკაციული ქმედებები მოსკოვის მიზანმიმართული დესტრუქციული პოლიტიკის ნაწილია, რომელიც, ადგილზე კონფლიქტის ესკალაციითა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების ამოქმედების გზით მიზნად ისახავს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას. ქართულმა მხარემ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პროვოკაციები და ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ, პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, დაიწყოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაცია და გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. მუდმივი საბჭოს სხდომის ფარგლებში საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს აშშ-ის, კანადის, ნორვეგიის, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის წარმომადგენლებმა. გამომსვლელებმა ერთხმად დაადასტურეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დელეგაციებმა შეშფოთება გამოთქვეს უკანონო ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით და მოითხოვეს მისი დაუყოვნებელი შეჩერება. ევროკავშირის დელეგაციამ დაგმო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დისკრედიტაციის მცდელობები; ხაზი გაუსვა მისიის საქმიანობისა და მანდატის შეზღუდვის მიუღებლობას და მოითხოვა მისიის საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული, ხელისშემშლელი ქმედებების შეწყვეტა. სხდომის ფარგლებში, გამომსვლელებმა ყურადღება ასევე გაამახვილეს პაციენტების გარდაცვალების ფაქტებზე, რაც დაკავშირებულია ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვასთან. წყარო: ... ...
  • „ნაცკლასტერისთვის“ საგანგებო მდგომარეობა ახლა დაიწყო და არჩევნებზე დასრულდება _ რატი იონათამიშვილი„ნაცკლასტერისთვის“ საგანგებო მდგომარეობა ახლა დაიწყო და როგორც ჩანს, აჩევნებზე დასრულდება“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა "ქრონიკასთან" საუბრისას განაცხადა. იონათაშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრი ამ შემთხვევაშიც ისარგებლებს და ეს ნათელი მაგალითი იქნება, თუ როგორ ხორციელდება საპარლამენტო ზედამხედველობა. „რაც შეეხება ინტერპელაციას - მიუხედვად იმისა, რომ ეს საპარლამენტო ზედამხედველობისთვის ძალიან ეფექტური ინსტრუმენტია, ოპოზიციის მხრიდან არ მაქვს მოლოდინი, რომ ამას შინაარსობრივად წარმართავენ. თუმცა, რასაკვირველია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამ შემთხვევითაც ისარგებლებს და ეს იქნება ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ ხორციელდება საპარლამენტო ზედამხედველობა“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა „ქრონიკასთან“ საუბრისას. შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ინტერპელაციის წესით დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მოუსმენენ. პრემიერმა საკანონმდებლო ორგანოს ვირუსთან ბრძოლის შესახებ ანგარიში საკუთარი ინიციატივით ორი დღის წინ ... ...
  • მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა ქუთაისშიც განაახლამუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა ქუთაისშიც განაახლა _ დღეიდან ქალაქში ავტობუსები და მიკროავტობუსები იმოძრავებენ. მერიის ზედამხველობის სამსახურმა მუნიციპალური ტრანსპორტის შეამოწმა მზაობა, რამდენად აკმაყოფილებს ის ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს. ტრანსპორტს სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად ჩაუტარდება. მიკროავტობუსებში მგზავრთა რაოდენობა შეზღუდულია, მათ შორის ფეხზე დგომა და სავალდებულოა პირბადის ტარება. დღედაინ ასევე მუშაობა განაახლა ქუთაისის ბოტანიკურმა ბაღმა, სადაც ყველა საჭირო წესია დაცული, ტერიტორია და გაშლილი სივრცე კი საშუალებას იძლევა, რეკრეაციულ ზონაში ერთდროულად რამდენიმე ათეული ადამიანი შევიდეს. ადგილზე გაკონტროლდება სოციალური დისტანცირების ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?