ზვიად კვაჭანტირაძე: "ოჰ, ეს თმენის ვალდებულება რააა!"

პოლიტიკა

ზვიად კვაჭანტირაძე: "ოჰ, ეს თმენის ვალდებულება რააა!"

2016 აპრ 30 17:08:30

პოლიტიკოსების დაპირისპირება, რომელიც ბრიუსელში გამართულ ასოცირების კომიტეტის რიგით მეორე სხდომაზე განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია,  სოციალურ ქსელში ისევ გრძელდება. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებას, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ზვიად კვაჭანტირაძის განცხადების პასუხი იყო, უმრავლესობის ლიდერი ისევ სოციალური ქსელით გამოეხმაურა:

"ბატონ გიორგი კანდელაკს, აკვიატებული აზრებით ცნობილ ნაციონალთა პროაქტიურ რუპორს უნებებია ჩემი გუშინდელი განცხადების კომენტირება და იმის მტკიცებას მოყოლია, თუ რამდენი რამ უთქვამს და განუცხადებია თურმე მას (მათ) დღემდე ვიზალიბერალიზაციის მხარდასაჭერად ( და არა პირიქით).

თურმე ,ნუ იტყვით და მაშინ, როდესაც მე ორ კონკრეტულ ნაცმოს წარმომადგენელზე ვსაუბრობ ჩემს განცხადებაში, ამ დროს მას კომენტარში უბრძანებია, რომ სწორედ ისაა მთელი "ენმ".

კი ბატონო, იყოს მასე. მაინც ვერ გარკვეულხართ ვინ ვინა ხართ და ერთმანეთს ხოცავთ ლიდერობისთვის ბრძოლაში, ზოგიერთები. არ ვიცი, იქნებ მართალიცაა და კანდელაკი ნიშნავს " ენმ"-ს ?

მოკლედ, ის, რასაც კანდელაკი ამჯერად აკეთებს არახალია. ეს მისი სტილია. ფაქტების აღრევა, საჯაროდ ცრუ დასკვნების კეთება და ხალხის ამ დასკვნებით გაბრუება.. ნაცმოს სახეც სწორედ ამ ფარისევლობაში და ორპირობაშია ქართველი ხალხის მიმართ. მათ ყველაზე მარტივად ეხერხებოდათ და შეუძლიათ ერთი თქვან და მეორე აკეთონ.

ჩემს განცხადებაში ხომ ლაპარაკია კონკრეტულ კომიტეტში მიღებულ კონკრეტულ დოკუმენტზე, რომელშიც არის კონკრეტული მოწოდება ვიზალიბერალიზაციის პროცესის საზაფხულო არდადეგებამდე დასრულებაზე და კიდევ ბევრი სხვა, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ჩანაწერი და ამ დოკუმენტს ნაცმოს ორმა კონკრეტულმა წევრმა კანდელაკმა და ლონდარიძემ (ტყუილად გარიეს ეს კაცი ამ საქმეში) მხარი არ დაუჭირეს და სწორედ კანდელაკის თავგადადებული მეცადინეობით ამ დოკუმენტის წინააღგმდეგ ხმა მისცეს ევროპის სახალხო პარტიის ხუთივე დამსწრე წარმომადგენელმა .

უფრო მეტიც, ბატონმა საირუშ-ვოლსკიმ ყველას აჯობა და შანტაჟის შემცველი ინტერვიუები აჩუქა იმავე საღამოს ქართველ ტელემაყურებლებს და ჩვენი ზოგიერთი არხი ხომ წარმოგიდგენიათ როგორ ელოდებოდა ასეთ ინტერვიუს და ასჯერ გაიმეორეს კიდეც ყველა ფორმატში. ბატონმა საირუშ-ვოლსკიმ კი, მერეც გააგრძელა შავი პიარი ჩვენი ხელისუფლების მისამართით და ცალკე განცხადება და ტვიტებიც მიუძღვნა იგივე თემას.

კანდელაკს კი შეგნებულად სხვა თემებზე, ფაქტებზე და შემთხვევებზე გადააქვს ყურადღება თავის კომენტარში და ამტკიცებს, თურმე, რომ ნაცმო ზაფხულამდე ვიზალიბერალიზაციის მინიჭების მომხრე ყოფილა და ამას თურმე საჯარო განცხადებებით და გამოსვლებით ამყარებდნენ.

(ოჰ, ეს თმენის ვალდებულება რააა!!!! )

მოდით რა, ერთი გადავლახოთ ეს ყველაფერი, მივიყვანოთ ეს საქმე ბოლომდე და მერე დაწვრილებით გაგანდობთ იმ ინფორმაციას, რომლითაც ადვილად მიხვდებით, რომ ყველაზე ცუდ საქმეს ამ პროცესში ძალიან კონკრეტული ადამიანები აკეთებდნენ. დღეს ამაზე ღიად საუბარი მხოლოდ ხელს შეგვიშლიდა წინსვლაში და უხერხულობაში ჩააყენებდა იმ ჩვენს კოლეგებს ევროპაში, რომლებმაც, თავად აღშფოთებულებმა გაგვანდეს ეს ინფორმაციები.

მეგობრებო, ის რაც ბრიუსელში ხდებოდა 25-26 აპრილს, ეს ყველაფერი ხდებოდა ჩემი და ჩემი კოლეგების თვალწინ. კანდელაკის მიერ ხსენებული ბატონი ლევან ბერძენიშვილის თვალწინაც. ბოლოსდაბოლოს, არსებობს ამის დამადასტურებელი დოკუმენტები, მათ შორის ვიდეო ჩანაწერიც და ყველა ჩვენი კოლეგა დავადასტურებთ, რომ აღნიშნულმა ბატონებმა ზემოხსენებულ დოკუმენტს, რომელსაც ქვია "ასოცირების კომიტეტის განცხადება და რეკომენდაციები" ხმა არ მისცეს და პირიქით, ცდილობდნენ, რომ ეს დოკუმენტი საერთოდ ჩავარდნილიყო. 

ამ სიმართლეს მალავს კანდელაკი და მკითხველის დაბნევის მიზნით კომენტარში ყვება ვიზალიბერალიზაციის მოსანიჭებლად დარჩენილ პროცედურებზე, თითქოსდა მე, ჩემს განცხადებაში დარჩენილ პროცედურებზე რამე სხვა ინფორმაციას ვაწვდიდი მკითხველს. თურმე, ნუ იტყვით და ნაცმოს ხელისუფლებას "ჩაუცემენტებია" ვიზების თემა თავის დროზე და ამავე დროს იგი სიტყვას არ ძრავს იმ შავ პიარზე, რომელსაც იგივე ზემოხსენებული პოლონელი კოლეგა მასთან მჭიდრო თანამშრომლობით აგრძელებს დღესაც, ბრიუსელის შემდეგ დღეებშიც, როგორც ვიზალიბერალიზაციის, ისევე ჩვენი ხელისუფლების წინააღგმდეგ....

ერთი სიტყვით, მეგობრებო, საბედნიეროდ, ევროპის სახალხო პარტია, რომელიც უდაოდ დამსახურებული ავტორიტეტით სარგებლობს დღეს პოლიტიკურ ავანსცენაზე მხოლოდ საირუშ- ვოლსკის მსგავსი პერსონაჟებისგან არ შედგება. პირიქით, მისნაირი "hardliner" -ების რიცხვი პარტიაში მცირეა. ევროპის სახალხო პარტიაში ბევრი მეგობარი ყავს როგორც მთლიანად ჩვენს ქვეყანას, ისე ბევრ ჩვენთაგანს "ქართულ ოცნებაში". ისინი არასდროს დაუშვებენ, რომ მათი სახელით ქართველი ხალხი და ჩვენი ხელისუფლება ვინმემ აშანტაჟოს.

როდემდე უნდა იცრუოს "სიცრუის მანქანამ" ? თუმცა, ალბათ ვერასდროს გადაეჩვევა.

ყველა წინაღობას გადავლახავთ. ყველაფერს გავაკეთებთ და რევანშისტებს და შანტაჟისტებს არ გავახარებთ. ქართველები იმსახურებენ თავისუფალ მიმოსვლას ევროპაში და მიუხედავად შინა და გარე მოწინააღგმდეგეებისა მალე ამასაც მივაღწევთ" _ წერს კვაჭანტირაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე და აღნიშნავს, რომ "ნადია სავჩენკოს თემით სპეკულირება ნაცების მხრიდან ხომ საერთოდ უკვე ამაზრზენი საქციელია".




 ახალი ამბები
  • "დაბოქლომებას როგორ დავანებებდით?! მათთვის მქონდა სიმბოლური ცოცხები და ბოქლომები!“ოზურგეთში, არჩილ თალაკვაძის ბიუროსთან განვითარებული მოვლენების შემდეგ, ბიუროს ხელმძღვანელმა, ლაშა ჭელიძემ „გურია ნიუსთან“ ასეთი კომენტარი  გააკეთა: _  დაბოქლომებას  როგორ დავანებებდით?! მათთვის მქონდა სიმბოლური ცოცხები და ბოქლომები, რომ გადამეცა.  მათ შევახსენებ  წარსულს, რომ წორედ ცოცხები და ბოქლომია მათი სიმბოლო. ვუთხარი კიდეც მათ წარმომადგენელეს, ლევან ჩხაიძეს, _   თქვა ... ...
  • "ჩვენ დავბრუნდებით!“ _ ოზურგეთის ადმინისტრაციულ შენობაში ხელმძღვანელი პირები არ იმყოფებიანოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის შესასვლელთან სამართალდამცავები ამ დრომდე იმყოფებიან. აქციის დასრულების შემდეგ, პოლიციელები იმ ადგილს იცავენ, სადაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი უნდა შევიდეს. ამ ფოტოების გადაღების დროს შენობაში არც მერი კონსტანტინე შარაშენიძე, არც გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია და არც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია არ იმყოფებოდნენ. როგორც აქციის მონაწილეებმა დაანონსეს, ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან და ბოქლომს მაინც დაადებენ მაჟორიტარის ბიუროს ... ...
  • კლინიკის დირექტორი: "პაციენტი მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით შემოიყვანეს _ დაშავებული არ შემოსულა!“მედიით გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არჩილ თალაკვაძის ბიუროსთან მოქალაქე დაშავდა, არ დასტურდება. აქციის შემდეგ, „ევროპული საქართველოს“ წევრი, ჯაბა ღლონტი „მედალფას კლინიკაში“ გულის შეტევით მიიყვანეს. _ ჩვენთან შემოვიდა მიოკარდიუმის მწვავე შეტევით. გამოძახებულია რეანომობილი ბათუმიდან. დაშავებული არ შემოსულა. ვიზუალური ნიშნებით არაფერი არ ეტყობა, _ თქვა „გურია ნიუსთან“ კლინიკა „მედალფას“ ოზურგეთის ცენტრის დირექტორმა დათო ... ...
  • აჭარის უმაღლეს საბჭოს ბოქლომი დაადეს„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს ღობეზე სიმბოლურად ბოქლომი ჩამოკიდეს. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება. თავდაპირველად ისინი ბოქლომის ჭიშკარზე დამაგრებას გეგმავდნენ, თუმცა მმართველი პარტიის მხარდამჭერებმა და სამართალდამცველებმა მათ ჭიშკართან მიახლოების საშუალება არ მისცეს. „ეს არის სიმბოლური, ჩვენ გვინდა მშვიდობიანი აქცია, მაგრამ ივანიშვილმა მოგვიგზავნა „ტიტუშკები“. ეს ვერ შეგვაშინებს, „ქართული ოცნება“ დამთავრდა“ , – აღნიშნა გიორგი კირთაძემ, რომელმაც ბოქლომი ღობეზე ჩამოკიდა. აქციის მონაწილეები უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, ელგუჯა ბაგრატიონის დაკავებას აპროტესტებენ. აჭარის უმაღლეს საბჭოსთან აქცია უკვე დასრულდა. აქციის მონაწილეები ტერიტორიას ტოვებენ. წყარო: ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: "ბლოკირება ვერ მოხდება, სახელმწიფოს რეაქცია ექნება"პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში იქნება მშვიდობა და არც ერთ პოლიტიკურ პარტიას დესტაბილიზაციის საშუალება არ მიეცემა. მისი თქმით, ოპოზიციური პარტიები სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირებას სცდილობენ, რაც მშვიდობიანი მანიფესტაციის ფარგლებს სცდება. შესაბამისად, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ამას სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება მოჰყვება. „მიუხედავად იმისა, რომ პროპორციული არჩევნების თარიღის გადმოწევის ინიციატივამ სამწუხაროდ საკმარისი ხმები ვერ შეაგროვა, გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ 1 წლის წინ პროპორციული არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, 2024 წელს რჩება და არის ჩაწერილი კონსტიტუციაში. არც ერთ სხვა პოლიტიკურ პარტიას, წინა რომელიმე ხელისუფლებას, ასეთი გადაწყვეტილება არ მიუღია. ეს გადაწყვეტილება მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ და ის არის ასახული კონსტიტუციაში. ქვეყანა გააგრძელებს განვითარებას.  მინდა თანამოქალაქეებს ვუთხრა, რომ იქნება სიმშვიდე, არავინ მისცემს საშუალებას, რომ ქვეყანაში რაიმე სახით დესტაბილიზაცია იყოს. პარლამენტი აგრძელებს საქმიანობას. რაც შეეხება 2020 წლის არჩევნებს, ის აუცილებლად ჩატარდება დემოკრატიულად, სამართლიანად, გამჭვირვალედ . ჩვენ ვენდობით ჩვენს თანამოქალაქეებს და პატივს ვცემთ ნებისმიერ არჩევანს. მოვუწოდებ ოპოზიციის დესტრუქციულ ნაწილს, რომლის მთავარი პროგრამაა , რომ სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება გაიმეორონ ხშირად. ვერანაირი ბლოკირება ვერ მოხდება, ეს სცდება მშვიდობიანი მანიფესტაციის ფარგლებს, სახელმწიფოს ამაზე მომავალშიც ექნება რეაქცია. შესაბამისად პარლამენტი აგრძელებს თავის საქმიანობას“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.  წყარო: ... ...

არქივი

ზაფრანი

საჭმელი, რომელიც კიბოს აჩქარებს

გამოცემა Sciencealert - ის ცნობით,...

რა სასმელი უნდა დალიოთ რომ დიდხანს იცოცხლოთ?

ესპანეთში ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, რომელიც...

როგორ მოქმედებს ორგანიზმზე კომბოსტოს ფოთოლი

კომბოსტო ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია....

შეიძლება თუ არა ვარჯიში, როცა გაციებული ხართ

თუ რეგულარულად ვარჯიშობთ, ალბათ, თქვენთვის...

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?