ძალადობაზე მკაცრი რეაგირების დაგვიანება გავლენას მოახდენს საარჩევნო გარემოზე - ომბუდსმენი

პოლიტიკა

ძალადობაზე მკაცრი რეაგირების დაგვიანება გავლენას მოახდენს საარჩევნო გარემოზე - ომბუდსმენი

2016 მაი 23 16:55:46

საქართველოს სახალხო დამცველი  2016 წლის 22 მაისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის N53 საარჩევნო უბანთან მოქალაქეებზე, მათ შორის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტს გმობს.

სახალხო დამცველის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია :

"მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ძალადობაში მონაწილე პირები ჯგუფურად მოქმედებდნენ; ვიდეო კადრებში ჩანს დაპირისპირებაში მონაწილეთა მიერ იარაღად ხელჯოხების გამოყენების ფაქტებიც.

სამართალდამცავმა ორგანოებმა დროული რეაგირება უნდა მოახდინონ მსგავსი ძალადობის ყოველგვარ გამოვლინებაზე, მოხდეს ძალადობრივი ქმედებების სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია, რათა არ გაჩნდეს დაუსჯელობის განცდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო საქართველოს სს კოდექსის 125-ე მუხლით, რაც ცემას გულისხმობს. თუმცა, საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული მასალებით, აშკარად იკვეთება ისეთი ჯგუფური ძალადობრივი ქმედებები, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, იარაღად გამოყენებულია ხელჯოხები/სხვა საგნები და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, რაც ქმნის სს კოდექსის 239-ე მუხლით (ხულიგნობა დამამძიმებელ გარემოებებში) გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას. დაპირისპირების დროს დაფიქსირდა ჟურნალისტთა შეურაცხყოფისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებიც, რაც ასევე ცალკე დანაშაულს წარმოადგენს.

სახელმწიფო ვალდებულია ყოველგვარი დაყოვნების გარეშე დაიწყოს დევნა იმ პირების მიმართ, რომლებიც მონაწილეობდნენ, ორგანიზებას უწევდნენ ან აქეზებდნენ ძალადობის ამ აქტს. მნიშვნელოვანია, რომ ძალადობა მიმართული იყო ოპოზიციური პარტიისა და ამ პარტიის მოქმედი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ, რაც ხელისუფლებას აკისრებს საქმის კიდევ უფრო მაღალი სტანდარტით გამოძიებისა და მყისიერი რეაგირების ვალდებულებას.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ძალადობაზე მკაცრი რეაგირების დაგვიანება გავლენას მოახდენს საარჩევნო გარემოზე და წაახალისებს მსგავსი ძალადობის გამოვლინებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, არ დაუშვან შერჩევითი მართლმსაჯულება და კანონის მთელი სიმკაცრით დასაჯონ ყველა დამნაშავე პირი.

ამასთან, სამართალდამცავთა ვალდებულებაა, არა მხოლოდ დანაშაულის გამოძიება, არამედ მსგავსი ძალადობრივი ქმედებების პრევენცია, თუმცა, ცხადია, რომ სოფელ კორცხელში პოლიციამ საკუთარი მოვალეობები ვერ შეასრულა.

არჩევნების სამართლიან, მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარება დემოკრატიული განვითარების აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. მოქალაქეების მიერ საკუთარი ქვეყნის მომავლის განსაზღვრა თანასწორი და ყოველგვარი ზეწოლისაგან თავისუფალი არჩევნების მეშვეობით მიიღწევა.

სახალხო დამცველი თვალყურს მიადევნებს სამართალდამცავი ორგანოების მუშაობის ეფექტურობას და გამოძიების შედეგებს", _ აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.




 ახალი ამბები
  • გიორგი გახარია: "ყველაზე დიდი დარტყმა მიიღო პოლიციამ"შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ დაშავებული პოლიციელები მოინახულა და მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. გიორგი გახარიამ პოლიციელებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ გამოძიების შედეგად, იდენტიფიცირებული იქნება თითოეული პოლიციელზე თავდამსხმელი, რასაც კანონის შესაბამის ზომებს მიიღება მოჰყვება. მინისტრმა, ასევე, მადლობა გადაუხადა პანკისის ხეობის თემის უხუცებსაც ერთად მიღწეული შედეგისთვის: „მოვინახულე პოლიციის დაშავებული თანამშრომლები. ძირითადად, ეს, გახლავთ ნასროლი ქვებისგან მიღებული დაზიანებები. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი, რომ თითოეული ადამიანი იქნება იდენტიფიცირებული და თითოეული ადამიანი, რომელმაც გაბედა პოლიციელზე თავდასხმა, იქნება შესაბამისად დასჯილი. ამას მე ვპირდები თითოეულ პოლიციელს და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. საბედნიეროდ, მძიმე შემთხვევები არ გვაქვს _ ერთ პოლიციელს დაზიანება აქვს თავის არეში. მას ახლა აკვირდებიან ექიმები და იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი სერიოზული გართულების გარეშე გამოვა. ამ მომენტისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ჩვენ დეტალურად შევისწავლით ყველა კამერაზე ასახულ ყველა მოვლენას, თითოეული ადამიანის და თითოეულ ჩვენ პოლიციელზე თავდასხმის შემთხვევას და მხოლოდ ამის შემდგომ, კანონის სრული შესაბამისობით გავატარებთ იმ ზომებს, რის საშუალებასაც გვაძლევს იურისდიქცია. სიტუაცია დამშვიდებულია, დაწყნარებულია, შედეგი მიღწეულია, როგორც კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე, საქართველოს ენერგოუსაფრთხოებიდან გამომდინარე და რა თქმა უნდა, მოქალაქეების და ადგილობრივი მცხოვრებლების ინტერესებიდან გამომდინარე. ყველაზე დიდი დარტყმა მიიღო პოლიციამ. ჩვენ გვესმის, რომ გვაქვს უაღრესად დიდი თმენის ვალდებულება, რომელიც განახორციელა თითოეულმა ადამიანმა, რომელიც დღეს აქ იმყოფება. მე მათ მინდა მადლობა გადავუხადო, გადავუხადო მადლობა ყველა იმ პოლიციელს, რომელსაც ამ ღონისძიებაში, ნებსით თუ უნებლიეთ, დღეს იღებდა მონაწილეობას. მათ ღირსეულად შეასრულეს თავისი ფუნქცია-მოვალეობა. რაც მთავარია, მადლობა მინდა გადავუხადო, ასევე, უხუცესებს, რომლებთან საუბარშიც ჩვენ ობიექტურ რეალობასთან დაახლოებაც შევძელით და მივაღწიეთ იმ შედეგს, რომელიც ეფექტური იქნება ხვალინდელი დღისთვის, როგორც ხეობის, ასევე ქვეყნისთვის. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი, რომ ყველა ჩვენი, თითოეული მოქალაქის, თითოეული პოლიციელის, თითოეული პანკისელის ინტერესი და მიზანი უნდა იყოს ძლიერი საქართველო და ამას მივაღწევთ!“ _ განაცხადა გიორგი ... ...
  • გახარია: ‘სამინისტრო იძულებული იყო, მოეხდინა ძალების მობილიზება“შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პანკისის ხეობაში დღეს განვითარებულ მოვლენებზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. გახარიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერავინ ვერასდროს შეუზღუდავს არეალებს _ „სამინისტრო როდესაც ჩათვლის საჭიროდ, რომ მის თანამშრომლებსა და საქართველოს მოქალაქეებს ემუქრებათ საფრთხე, იმოქმედებს ისე, როგორც საჭიროა“. როგორც მინისტრმა განაცხადა, „თითოეული ძალოვანი, რომელიც დღეს პანკისის ხეობაში დგას, იცავს ყველას, მათ შორის, სოფელ ბირკიანის მოსახლეობის ინტერესსაც“. მინისტრის თქმით, პანკისის ხეობაში დამატებითი ძალების შეყვანა მოხდა მაშინ, როდესაც დილას ადგილობრივები 35 ფორმიან პოლიციელს დაუპირისპირდნენ: „შემდგომ სიტუაცია დარეგულირდა, დაიწყო მოლაპარაკებები, ამ მოვლენების პარალელურად კი კონფლიქტი გამწვავდა და უკვე მწვავე ფაზაში შევიდა. შსს-ს ოფიციალურად მიმართა ეკონომიკის სამინისტრომ, რომ აქ იწყებოდა გარკვეული სამუშაოები და უსაფრთოხების დაცვის მიზნით, ითხოვეს მათი მხარდაჭერა. ამიტომ დილით, როდესაც მშენებლები აქ ამოვიდნენ, მათ ამოჰყვათ 35 პოლიციელი. მას შემდეგ, რაც მოხდა მათზე თავდასხმა და დაუშინეს ქვები, რა თქმა უნდა, სამინისტრო გახდა იძულებული, მოეხდინა ძალების მობილიზება. დამატებითი ძალების მობილიზების აუცილებლობა იყო იმიტომ, რომ შსს ვალდებულია ყველგან, მთელი საქართველოს ტერიტორიაზე დაიცვას მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. ვერავინ ვერასდროს შსს-ს ვერ შეუზღუდავს არეალებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო როდესაც ჩათვლის საჭიროდ, რომ მის თანამშრომლებსა და საქართველოს მოქალაქეებს ემუქრებათ საფრთხე, იმოქმედებს ისე, როგორც საჭიროა“, _ თქვა ... ...
  • "გაიღიმეთ" _ უტიფრად გვეუბნება მინისტრი, როდესაც კვამლშია გახვეული პანკისის ხეობა"„მთავარი პრობლემა პანკისის ხეობაში არის უპატრონობა ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან, ჰესი არის აისბერგის წევრი,“ - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგი უგულავა პანკისში განვითარებულ მოვლენებს. გიგი უგულავამ პანკისელებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. სიმშვიდე არის მათი თავდაცვის და სიმართლის დამტკიცების ყველაზე კარგი საშუალება. მან ხელისუფლების მიერ გადადგმულ არასწორ ნაბიჯებზე ისაუბრა. „მიუღებელი საყურებელია, როდესაც ვხედავთ პოლიციელების მიმართ ნასროლ ქვებს, ჯოხებს, უნდა გვესმოდეს რატომ მივიდეს ულამაზესი და მნიშვნელოვანი რაიონი ამ ვითარებამდე. ბოლო 7 წელია ივანიშვილი და მისი მთავრობა ყოველდღიურ რეჟიმში დგამს იმ უგუნურ ნაბიჯებს, რამაც საბოლოო ჯამში აქამდე მიგვიყვანა. აქ იგულისხმება ის, რომ სახელმწიფოდა ცენტრალური მთავრობა, არცერთი შტო აღარ წარმოადგენს იქ ფაქტორს. ვაკვირდებით კადიროვის ხალხის და ISIS-ის რეკრუტირების ძალიან სახიფათო, მავნებლურ სახელმწიფოსთვის კამპანიას, რასაც ჩვენი ხელისუფლება არაფერს და ვერაფერს უპირისპირებს... "გაიღიმეთ" უტიფრად რომ გვეუბნება მინისტრი, როდესაც კვამლშია გახვეული პანკისის ხეობა, ეს არის უტიფრობის ზეიმი გახარიას და მთავრობის მხრიდან,“- აღნიშნა უგულავამ რუსთავის 2-ის ... ...
  • აქციის შედეგად დაზიანებული სპეცტექნიკა _ "გურია ნიუსის" ფოტორეპორტაჟი პანკისიდანმძიმე დღის შედეგი პანკისიდან _ ამ დროის მონაცემებით დაშავებულია 27 ადამიანი. აქედან 12 პანკისის მცხოვრებია, ხოლო დანარჩენები სპეცრაზმელები არიან. დაპირისპირების შედეგად დამწვარია ჰესის მშენებელი კომპანიის ტექნიკა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ... ...
  • ნიკა მელია: ასეთი ცინიკური შს მინისტრი ამ ქვეყანს არ ჰყოლია„ეს იყო თავზე ხელაღებული ბიძინა ივანიშვილის ხელის ბიჭის ქმედება," - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია პანკისში განვითარებულ მოვლენებს. მან შს მინისტრს, გიორგი გახარიას კრიმინალი უწოდა. ნიკა მელიამ მკაცრად გააკრიტიკა ხელისუფელების მიერ გადადგმული ნაბიჯები და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ საკუთარი ბიზნესინტერესები ამოძრავებს. „მას და ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ მოჯადოებული წერე არასოდეს გაირღვევა ხალხის მიერ და ჰგონიათ, რომ ოლიგარქი ივანიშვილი, ჩხარტიშვილი და რამდენიმე ადამიანი დაეპატრონა ამ ქვეყანას სამუდამოდ, აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის... ბიძინა ივანიშვილი ხალხის ინტერესს და წუხილს არ ითვალისწინებს, მას ბიზნესინტერესები ამოძრავებს და გახარიას, ჩხარტიშვილისა და ფარცხალაძეების მეშვეობით ამ ბიზნესინტერესებს ახორციელებს,“- განაცხადა ნიკა მელიამ. ოპოზიციის წევრმა „კურიერის“ პირდაპირ ეთერში აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას ბოლო განცხადებიდან  იკვეთება, რომ ის შეუშინებიათ ხალხს. გახარიას თქმით, ჰესის თემა გადადეს და როცა მოსახლეობის 90% დაუჭერს მხარს, მაშინ აშენდება ის. "შეუშინებია ხალხს ბატონი გახარია," - აღნიშნა ნიკა მელიამ, რომელმაც შინაგან საქმეთა მინისტრს ცინიკოსი უწოდა.  „ასეთი ცინიკური შს მინისტრი ამ ქვეყანას არ ჰყოლია, ხან თვალს აპაჭუნებს, ხან წერილი გინდათ თუ სიხარულიო, ამაზე ლაზღანდარობს. დღეს თურმე, ჟურნალისტმა, რომელმაც ცრემლსადენი გაზი გადაყლაპა, ამ ადამიანს ეუბნება ცინიკურად, რომ გაიღიმეო,“ - განაცხადა ნიკა ... ...

არქივი

ზაფრანი

იცინეთ ხშირად!

თუ მძიმე დღე გქონდათ –...

რატომ უნდა მიირთვათ ხშირად კარტოფილი

არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც...

რატომ უნდა მივბაძოთ ბავშვებს

ნებისმიერი ადამიანი ზოგჯერ ბავშვობაში უნდა...

ელტონ ჯონის „საბედისწერო“ სტილი

ელტონ ჯონზე სტილისტები ამბობენ, ისე...

შვიდი დღე გასალამაზებლად

ნამდვილად არ გაწყენთ, სულ რაღაც...

ქრონიკული დაღლილობა ვირუსით არის გამოწვეული

ადამიანის დაღლილობა, შეიძლება, ვირუსით იყოს...
კარმიდამო ჩემი

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...

ნუ ეხუმრებით გაციებას!

გაციება სიცივის დადგომისთანავე ვლინდება. ბევრი...