საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და ისტორიული ქართულ-ამერიკული სწავლება NOBLE PARTNER 2016-ის გახსნა

პოლიტიკა

საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და ისტორიული ქართულ-ამერიკული სწავლება NOBLE PARTNER 2016-ის გახსნა

24 მაი. 2016, 13:47:09

11 მაისს ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე ქართულ-ამერიკული სწავლების _ "ღირსეული პარტნიორი 2016"-ის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიება ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებლი ორკესტრის მიერ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნების შესრულებით დაიწყო.

ქართველ, ამერიკელ და ბრიტანელ სამხედროებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლას ბერლინერმა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა. მათ ერთობლივი წვრთნების საქართველოში ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და სამხედროებს წარმატებები უსურვეს.

ცერემონიალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი დაესწრნენ.

_ ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, გენერლებო, ოფიცრებო, კაპრალებო, რიგითებო, პატივცემულო ელჩებო, კოლეგებო, ქალბატონებო და ბატონებო! ჩემთვის დიდი პატივია, მოგესალმოთ დღეს ვაზიანში, თანამედროვე საქართველოს ისტორიაში, ყველაზე მასშტაბური და ისტორიული სწავლების გახსნის ცერემონიალიდან, _ განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა  თინა ხიდაშელმა.

"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, სწორედ ასეთ დღეებში იქმნება ისტორიის საინტერესო ფურცლები. ასეთ დროს იბადება რწმენა, ჭეშმარიტი თანამშრომლობის, პარტნიორობის, ერთად დგომის და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ჩვენს პარტნიორებს _ ამერიკელ და ბრიტანელ სამხედრო მოსამსახურეებს და მათ ხელმძღვანელებს, ვინც მიიღო გადაწყვეტილება, დღეს ეს სწავლება საქართველოში ჩატარებულიყო.

ბატონებო, დღეს, 11 მაისს 2 კონტინენტზე გაისმა საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატების და ბრიტანეთის სახელმწიფო ჰიმნები. სიმბოლურია, რომ დღეს აქ, ვაზიანში, "ღირსეული პარტნიორის“ ფარგლებში, წვრთნების გახსნაზე ჩვენ სამი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მებრძოლებს სწორება აქვთ ამ სამი ძალის დროშებზე და აქედან შორს, ამერიკის შეერთებულ შტატებში "ძლიერთა თამაშებზე, ასევე, სწორედ, ამ სამი სახელმწიფოს, საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების და დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო ჰიმნები ისმოდა, სახელმწიფო დროშები ფრიალებდა გამარჯვებულების კვარცხლბეკებთან. მინდა, ამ ტრიბუნიდან და, სწორედ, ამ დღეს მივულოცო ჩვენს ბიჭებს ძალიან დიდი წარმატება "ძლიერთა თამაშებში. მინდა, მადლობა გადაუხადო მათ გამძლეობისთვის, მინდა, მადლობა ვუთხრა იმ ძალიან მნიშვნელოვანი საქმისთვის, რომელსაც ისინი ემსახურებიან, სიძლიერის დემონსტრირებისთვის, ჩვენებისთვის, რომ არაფერია შეუძლებელი, თუ ძალიან მოინდომებ; არ არსებობს წინაღობა, რომელსაც ვერ გადალახავ. საქართველო პატარა ქვეყანაა, პატარა ქვეყანა დიდი მონდომებით და კიდევ უფრო მეტი შემართებით. საქართველო ქვეყანაა, რომელიც მზად არის ყველა გამოწვევის მისაღებად და ღირსეულად გასამკლავებლად. და "ძლიერთა თამაშებზე“ ჩვენმა გუნდმა, ეს დაამტკიცა. სწორედ, ეს აჩვენა საუკეთესოდ.

ქალბატონებო და ბატონებო, თქვენი ნებართვით, განსაკუთრებით მინდა მივესალმო ჩვენს ახალგაზრდებს, რომლებიც აქ, ჩვენ მარცხნივ დგანან, რომლებიც დღეს შემოუერთდნენ ამ ღონისძიებას და რომლებიც ჩვენთან ერთად, მთელ საქართველოსთან ერთად მონაწილეობენ ამ ძალიან მნიშვნელოვან დღესასწაულში.

ორი ძალიან კარგი ამბავი მინდა გითხრათ, ერთზე პრეზიდენტმა უკვე ისაუბრა _ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, აუცილებლად გახდება ამ ერთობის, დემოკრატიული ქვეყნების ოჯახის წევრი. ზუსტად ისე, როგორც ლიტვა და ლატვია, ზუსტად ისე, როგორც ალბანეთი და მონტენეგრო და ზუსტად ისე, როგორც ორად გაყოფილი გერმანია, თავის დროზე _ ერთიანი, თავისუფალი, დემოკრატიული საქართველო, თავის შეიარაღებული ძალებით.

რატომ არის ეს წვრთნები ასეთი მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული? _ ძალიან ბევრი მიზეზია ამისთვის, მაგრამ მათ შორის, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისიც არის, რომ, სწორედ, ამ სწავლების დასრულების შემდეგ საქართველოს პირველად ეყოლება სერტიფიცირებული ნატოს რეაგირების ძალების შენაერთი. პირველი ნატოს ოფიციალური შენაერთი ნატოს სამკლავურებით და ესეც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც ამ სწავლებას თან გასდევს და რომელიც მის მნიშვნელობას კიდევ უფრო მაღლა სწევს.

მეორე კარგი ამბავი კი ის არის, რომ ეს ახალგაზრდები, რომელებიც დღეს შემოუერთდნენ სწავლებას, არიან საუკეთესო გზავნილნი მტრისთვის და მოყვრისთვის, აგრესორისთვის და პარტნიორისთვის, რომ აქ, ამ მიწაზე, არასოდეს იქნება ხელისუფლება, რომელიც ოკუპაციას შეეგუება. აქ, ჩვენს სამშობლოში არასდროს დახვდებიან აგრესორს გაშლილი დროშებით. აქ, საქართველოში, სწორედ, ეს თაობა უზრუნველყოფს, რომ ჩვენი არჩევანი, ჩვენი ევრო-ატლანტიკური არჩევანი ურყევი და შეუცვლელი იყოს. თაობებს გაჰყვება ეს მიმართება, ეს შემართება, თაობებს გაჰყვება ეს მცდელობა და საქართველო აუცილებლად გახდება ამ ოჯახის წევრი, _ განაცხადა თინა ხიდაშელმა.

თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელის ინიციატივით ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლება NOBLE PARTNER 2016-ის გახსნის ცერემონიალს საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სტუდენტებიც დაესწრნენ. წვრთნების ოფიციალურად დაწყების ცერემონიალს უმაღლესი სასწავლო დაწესებულების 400-ზე მეტი სტუდენტი დაესწრო.

ქართულ-ამერიკული სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2016-ის გახსნის ცერემონიალი საჩვენებელი სწავლებით გაგრძელდა. საქართველოში წელს მეორედ ტარდება და ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას, სტაბილურობის, თავდაცვა/შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, ასევე აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

სწავლების სცენარი სტაბილურობის, შეტევა/თავდაცვის ოპერაციებს ემყარება. ქართულ-ამერიკულ სწავლებაში 1300 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს _ მათ შორის 500 ქართველი, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის 650 და 150 ბრიტანელი.

აღნიშნულ სწავლებაში, პირველად საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში, M1A2 ტიპის ამერიკულ ტანკ `აბრამსებს~ გამოიყენებენ. წვრთნაში ჩართული იქნება ასევე ქვეითთა საბრძოლო მანქანა "ბრედლი", სამედიცინო საევაკუაციო და სამეთაურო-საშტაბო ჯავშანმანქანები, ჰამერის ტიპის ჯიპები, C-130 ტიპის ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი და სხვა აღჭურვილობა. აშშ-ის არმიის ეროვნული გვარდიის ტანკები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები ბულგარეთში, ვარნას პორტში ბორანზე დაიტვირთა და შავი ზღვით საქართველოსკენ 2 მაისს წამოვიდა. ფოთის პორტიდან კი ტექნიკა ეშელონებით ვაზიანში 5 მაისს შემოვიდა.

(R)




 ახალი ამბები
  • "ლელოს" დეპუტატობის კანდიდატი გურიაში გიორგი სიორიძე იქნებალელოს დეპუტატობის კანდიდატი გურიაში გიორგი სიორიძე იქნება. სიორიძე სხვა კანდიდატებთან ერთად პოლიტიკურმა მოძრაობა "ლელომ" ამ წუთებში მცხეთაში წარადგინა. გიორგი სიორიძე – ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. კონსტიტუციონალისტი. კიოლნის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, გერმანიაში ფედერალური მასშტაბით ლიცენზირებული იურისტი. არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს თავმჯდომარე. უკანასკნელ წლებში მუშაობდა ერთ-ერთ უმსხვილეს საინვესტიციო ... ...
  • "15 სექტემბერს ვიწყებთ სწავლას" _ მიხეილ ჩხენკელისასწავლო წლის დაწყებას არანაირი საფრთხე არ შეექმნება. ჩვენ, როგორც განვაცხადეთ, 15 სექტემბერს ვიწყებთ სწავლას, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ვიზიტისას განაცხადა. „სასწავლო წლის დაწყებას არანაირი საფრთხე არ შეექმნება. ჩვენ, როგორც განვაცხადეთ, 15 სექტემბერს ვიწყებთ სწავლას. რეკომენდაციები გამოქვეყნდება და ყველას გექნებათ საშუალება დეტალურად იხილოთ. სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით იქნება დაცული, რადგანაც ჩვენთვის მთავარია ბავშვების ჯანმრთელობა. მინდა გითხრათ, რომ ყოველ ეტაპზე სამედიცინო პროტოკოლი ასახავს ეპიდ-სიტუაციას, რომელიც იმ მომენტისთვის არის აქტუალური. დღევანდელი ეპიდ-ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არანაირი საფრთხე 15 სექტემბერს სწავლის დაწყებას არ ემუქრება. თუმცა, ყველამ უნდა გავაცნობიეროთ ის ამბავი, რომ თითოეული მოქალაქის ვალია გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ჩვენი ყველას სურვილია, რომ ეს ვითარება არ გაუარესდეს და ამისთვის თითოეული მოქალაქის ძალისხმევა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ჩვენ მზად ვართ ყველა სცენარისთვის“, - განაცხადა მიხეილ ... ...
  • IRI: უჭერს თუ არა მოსახლეობა მხარს განხორციელებულ საარჩევნო რეფორმას IRI-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნების წინ, მოქალაქეთა 54 პროცენტი ინფორმირებულია 8 მარტის შეთანხმებისა და ქვეყნის საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ. მათგან   77 პროცენტი - 41 % „ძლიერ“, ხოლო 36 % „მეტნაკლებად“, მხარს უჭერს განხორციელებულ საარჩევნო რეფორმას.  ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარული სისტემის მაგიერ პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს.  ოპოზიციური პარტიებიდან ერთიანმა მაციონალურმა მოძრაობამ და ევროპულმა საქართველომ, გასულ წელშიც დღის წესრიგში ჩამდგარი საარჩევნო სისტემის გამო მთავრობასთან წარმოებულ მოლაპარაკებებზე მიღებული დაპირებების არ შესრულების მიზეზის გამო კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. მიღებული ცვლილების თანახმად, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში 120 დეპუტატი პროპორციული, 30 კი მაჟორიტარული სისტემით იქნება არჩეული. არჩევნებში 40,54 პროცენტზე ნაკლები ხმის მიმღები პარტია მარტო ვერ შესძლებს მთავრობის ფორმირებას. ცვლილება ასევე მოიცავს პარლამენტში პარტიების ადგილების განაწილების და არჩევნების ბარიერთან დაკავშირებულ ... ...
  • IRI: მოსახლეობის 82 პროცენტი თვლის, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდაIRI-ს კვლევის მიხედვით, მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან COVID-19-ის წარმატებული მართვისა, საქართველოს მოსახლეობის 82 პროცენტი თვლის, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა პანდემიის გავრცელების შემდეგ. 65 პროცენტი მიიჩნევს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მათ ოჯახში „ძალიან“ (22 %) ან „მნიშვნელოვნად“ (43 %) მძიმეა, ხოლო 67 % თვლის, რომ კორონავირუსის შედეგად, კიდევ უფრო გაუარესდა.  შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა თებერვალში დაფიქსირდა. ამ დროისთვის, დაინფიცირებულთა სრული რაოდენობა 1278-ს შეადგენს, რომელთაგან  გამოჯანმრთელდა - 1058, ხოლო 17 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსი ჯანმომ გლობალურ პანდემიად გამოცხადა და ვირუსთან საბრძოლველად სხვადასხვა შეზღუდვები დაწედა. ამავე თემაზე: IRI-ს კვლევა: კმაყოფილია თუ არა მოსახლეობა მთავრობის მოქმედებით პანდემიასთან ... ...
  • IRI-ს კვლევა: კმაყოფილია თუ არა მოსახლეობა მთავრობის მოქმედებით პანდემიასთან ბრძოლაშიIRI-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით მოსახლეობის 79 პროცენტი არის კმაყოფილი, მათ შორის „ძალიან კმაყოფილი“ (41 %) და „მეტნაკლებად“ კმაყოფილი (38 %) მთავრობის მოქმედებით პანდემიასთან ბრძოლაში. "მოსახლეობის 58 პროცენტი, მათ შორის 21 % „ძალიან“, ხოლო 37 პროცენტი „მეტნაკლებად“, კმაყოფილია იმ სოციალური პროგრამებით, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა პანდემიის მიერ გამოწვეული პრობლემების შესამსბუქებლად.  მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა ეთანხმება(94%) რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (91 %) და პრემიერ-მინისტრის ოფისის (81 %) მუშაობა პანდემიასთან ბრძოლაში იყო ეფექტური",_ ნათქვამია კვლევაში. ცნობისთვის, კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „აიფიემის“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით.  შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად.  ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 66 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...