“მე მინდა პარლამენტი იყოს ისეთი, როგორც არის ჩვენი ქვეყანა – ნახევარი კაცი, ნახევარი ქალი"

პოლიტიკა

“მე მინდა პარლამენტი იყოს ისეთი, როგორც არის ჩვენი ქვეყანა – ნახევარი კაცი, ნახევარი ქალი"

2016 მაი 27 22:45:02

საქართველოს პარლამენტმა I მოსმენით, დაჩქარებული წესით დაიწყო განხილვა ორგანული კანონის პროექტის "საქართველოს ორგანულ კანონში "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" ცვლილების შეტანის თაობაზე."

პროექტი განსახილველად პარლამენტის წევრმა ნანა ყეინიშვილმა და პარლამენტის წევრმა თეიმურაზ ჭკუასელმა გამოიტანეს. განხილვის დროს ითქვა, რომ კანონპროექტის მომზადება და მიღება ქვეყნის წარმომადგენლობით ორგანოებში (საქართველოს პარლამენტსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებში - საკრებულოებში) გენდერული თანასწორობის დაცვის ხელშეწყობასა და პოლიტიკურ პროცესებში ქალთა ჩართულობის გაძლიერებასთანაა დაკავშირებული.

ნანა ყეინიშვილის განცხადებით, გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით არსებული მსგავსი დისბალანსი საფუძველს ქმნის, რომ საკანონმდებლო დონეზე მიიღონ ისეთი ნორმები, რომელიც ხელს შეუწყობს საკანონმდებლო ორგანოში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდასა და მსგავსი დისბალანსის დაძლევას.

მისი თქმით, როგორც საქართველოში უკანასკნელ წლებში ჩატარებული არჩევნების შედეგები მოწმობს, წარმომადგენლობით ორგანოებში ქალთა რაოდენობა მინიმალურია და ვერ ასახავს გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით არსებულ მოთხოვნებს.

კანონპროექტის ძირითადი არსი ისაა, რომ იგი ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტში გენდერული ბალანსის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით დამატებითი ღონისძიებების განსაზღვრას. კერძოდ, კანონპროექტის შესაბამისად, საქართველოს საარჩევნო კოდექსს ემატება ნორმა, რომლის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით წარსადგენ პროპორციულ საარჩევნო სიაში, სქესთა შორის ბალანსის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ყოველ მომდევნო სამ კანდიდატს შორის ერთი მაინც, წარმოდგენილი იქნება განსხვავებული სქესის კანდიდატი. ეს კი საქართველოს პარლამენტში უზრუნველყოფს მინიმუმ 23 განსხვავებული სქესის პარლამენტარის ყოლას. ასევე, ადგილობრივი თვითმმარველობის წარმომადგენლობით ორგანოში - საკრებულოში პროპორციული წესით ასარჩევ ქალთა რაოდენობა გაიზრდება.

აღნიშნულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, რომლის დასკვნა პარლამენტს ამავე კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ წარადგინა. მისი თქმით, მთელი რიგი საკითხებია, რომლებიც გარკვევას საჭიროებს, თუნდაც  გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლის არჩევის საკითხი.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ წარადგინა და განაცხადა, რომ კომიტეტმა, განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად, საბოლოოდ აღნიშნულ ინიციატივას მხარი დაუჭირა. მისი განცხადებით, ყველა კვლევა ამტკიცებს იმის საჭიროებას, რომ რაც შეიძლება მეტი ქალი იყოს პოლიტიკაში.

ფრაქცია "რესპუბლიკელების" წარმომადგენელმა თამარ კორძაიამ განაცხადა, რომ ეს პრობლემა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ყველგან დგას და საჭიროა ხელოვნური წახალისება იმის, რომ ქალები მეტად იყვნენ წარმოდგენილი როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებაში.

"მე მინდა პარლამენტი იყოს ისეთი, როგორც არის ჩვენი ქვეყანანახევარი კაცი, ნახევარი ქალიუკრაინელი ნადეჟდა სავჩენკო და აზერბაიჯანელი ხადიჯა ისმაილოვა თავისუფლები არიან. დღეს უფრო კარგია მსოფლიო ვიდრე გუშინ იყო!" – განაცხადა დეპუტატმა თამარ კორძიამ პარლამენტში, კვოტირების შესახებ საკანონმდებლლო ინიციატივის განხილვისას.

ქალთა აქტიურ ჩართვას პოლიტიკაში ემხრობა ფრაქცია "კონსერვატორებიც," თუმცა ამის საკანონმდებლო დონეზე დაფიქსირებას ეწინააღმდეგება. როგორც გიგა ბუკიამ განაცხადა, მათი პარტია ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც თავის წესდებაში შეიტანა ცვლილება ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის შესახებ, მაგრამ კანონის ძალით ამის განსაზღვრა დააზარალებს თვით პარტიებს.

პარლამენტის წევრის, ზაზა პაპუაშვილის განცხადებით, პოლიტიკურ პარტიებს თავისუფალი არჩევანის საშუალება უნდა მიეცეს ამ მიმართულებით. გიორგი ვოლსკის განცხადებით, პრაგმატულობიდან გამომდინარე ქალი უნდა იყოს პოლიტიკაში, მმართველ რგოლში, თუმცა ხელოვნური ჩარევა ამ პროცესში სქესთა შორის ანტაგონიზმს წარმოშობს. პარლამენტის წევრ გიორგი ჟორჟოლიანის განცხადებით, ზოგადად საუბარია წარმომადგენლობით ორგანოზე - პარლამენტზე და ამიტომ პარლამენტში მთლიანად საზოგადოება უნდა იყოს წარმოდგენილი და ეს კანონპროექტი სწორედ საამისოდ შესაბამისი მექანიზმის შექმნას უწყობს ხელს.

დავით ონოფრიშვილმა კი განაცხადა, რომ მისი ფრაქცია - "თავისუფალი დემოკრატები" წარმოდგენილ ინიციატივას მხარს უჭერს.

დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ ქალთა უფლებები ბევრი თვალსაზრისით არის წარმოსაჩენი. საქართველოში არის პარტიები, რომელთა ხელმძღვანელები არიან ქალები, თუმცა ამ პარტიებში მეორე, მესამე, მეოთხე, მეშვიდე და მეჩვიდმეტე ნომრების ჩათვლით, ძალიან ძნელად იპოვით ქალს. ჩემი მოლოდინი არის, ჩემი ლოზუნგი არის არა მარტო მეტი ქალი პოლიტიკაში, არამედ მეტი ქალი ხელისუფლებაში.

"ჩვენ უნდა ვუზრუნველვყოთ პარლამენტში განსხვავებული ხედვების წარმოჩენა. პარლამენტი ის ადგილია, სადაც საზოგადოება ადეკვატურად უნდა იყოს წარმოდგენილი – ქალები და კაცები თანაბრად," – ამბობს გია ჟორჟოლიანი, ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი.

"ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის" საკანონმდებლო ორგანოს მოუწოდებს, გაითვალისწინოს საქართველოს მოსახლეობის უმრავლსეობის  პოზიცია და მხარი დაუჭიროს გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტს.  ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ არაერთი პროექტი განვახორციელეთ ქვეყნის რვა რეგიონში, რომელიც ქალთა პოლიტიკურ გაძლიერებას და ქალების პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართულობას ისახავდა მიზნად და მოსახლეობის განწყობაც ცალსახად დავინახეთ. საზოგადოების დიდი ნაწილის აზრით, პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის მატებით, გაიზრდება ისეთ  საკითხებზე მსჯელობა და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც  სოციალური კეთილდღეობისკენ იქნება მიმართული. მოსახლეობის დიდი ნაწილი თვლის,   რომ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა ისეთი პრობლემების მოგვარებას შეწყობს ხელს, როგორიცაა ჯანდაცვისა თუ განათლების სისტემაში არსებული ხარვეზები და კორუფცია.

„ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“ არის ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის წევრი, რომელშიც რამდენიმე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციაა გაერთიანებული.

" სწორედ ამ ჯგუფმა წარუდგინა პარლამენტს საკანონმდებლო წინადადება, რაც პარტიების მიერ საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებზე წარდგენილ პროპორციულ სიებში 50%-იან კვოტირებას გულისხმობდა. ეს ცვლილება პარლამენტში ქალთა მინიმუმ 25%-იან წარმომადგენლობას უზრუნველყოფდა. ამ საკანონმდებლო წინადადების დარეგისტრირებიდან რამდენიმე დღეში პარლამენტში დარეგისტრირდა ასევე ალტერნატიული კანონპროექტი, რომლის ავტორიც დეპუტატი ნანა ყეინიშვილია. საქმე ისაა, რომ ქალთა პოლიტიკური  მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის მიერ წარდგენილი ინიციატივა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა, თავის დროზე, მოიწონა და მხარიც დაუჭირა, თუმცა, იურიდიული კომიტეტმა ის დაიწუნა. იურიდიულმა კომიტეტმა ასევე დაიწუნა ქალბატონი ნანას კანონპროექტიც, რომელიც, სამი დღის წინ, პლენარულ სხდომაზე დაჩქარებული წესით განიხილეს, და რომელსაც, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში უყრიან კენჭს." - ამბობს ჩვენთან საუბრის დროს  "ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის" ხათუნა ჯანგირაშვილი.

ხათუნა ჯანგირაშვილი ჩვენთან საუბრის დროს აღნიშნავს:

"ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენი წინადადება კვოტირების უფრო სამართლიან და რეალური თანასწორობის უზრუნველყოფის მექანიზმს სთავაზობდა კანონმდებლებს, თუმცა, მიგვაჩნია, რომ სავალდებულო კვოტირების ნებისმიერი ფორმის შემოღება წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება და ქალბატონი ნანა ყეინიშვილის კანონპროექტიც მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც საკანონმდებლო ორგანომ უნდა დაამტკიცოს და კანონით განისაზღვროს ქალთა რაოდენობის ზრდა საკანონმდებლო ორგანოში. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოვა, რომ საქართველოს საკანონმდებლო ორგანო წინააღმდეგობაში მოვა სახელმწიფოს მიერ აღებულ საერთაშორისო და ეროვნულ ვალდებულებებთან, მათ შორის ქალთა მიმართ ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის კონვენციის კომიტეტის 2014 წლის რეკომენდაციასთან, რომელიც პირდაპირ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გამოიყენოს სპეციალური ზომები ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდისათვის."- ამბობს "გურია ნიუსთან" საუბრისას ხათუნა ჯანგირაშვილი.




 ახალი ამბები
  • სემეკი საოჯახო ტიპის სასტუმროებისთვის სასმელი წყლის ტარიფის მოდელზე იმსჯელებს20 ივნისის საჯარო სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) საოჯახო ტიპის სასტუმროებისთვის სასმელი წყლის ტარიფის მოდელზე იმსჯელებს. აღნიშნულ საკითხზე სემეკმა საჯარო ადმინისტრაციული წარმოება 2019 წლის იანვარში დაიწყო. ამ პერიოდის განმავლობაში რამდენიმე შეხვედრა გაიმართა დარგის ექსპერტებთან და საოჯახო სასტუმროების მფლობელებთან. სემეკი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ის პირები, რომლებიც აქირავებენ ბინებს როგორც დღიურად, ისე გრძელვადიან პერიოდში, სხვადასხვა საიტის მეშვეობით, მოხმარებული სასმელი წყლის საფასურს ისევ საყოფაცხოვრებო ტარიფით გადაიხდიან. კომისიის გადაწყვეტილება მხოლოდ საოჯახო ტიპის სასტუმროებს შეეხება. (R) ... ...
  • როგორ გადაჭრა ბათუმმა უწყლობის და ზღვის დაბინძურების პრობლემა ევროკავშირის დახმარებით დაბა ჩაქვში, მრავალსულიან ოჯახში მცხოვრები ნინო ქათამაძე ამბობს, რომ სასმელი წყლის 24-საათიან უწყვეტ მომარაგებასა და სისუფთავეს მისთვის, ისევე როგორც დანარჩენი მოსახლეობისთვის, დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ დასახლებაში ვიდრე წყალმომარაგების ახალ სისტემაზე გადავიდოდნენ, ნინო ამბობს, რომ წყლის ჭავლი ტანსაცმლისა თუ ჭურჭლის სარეცხი მანქანის ჩართვას არ ჰყოფნიდა. წყალი ხშირად წყდებოდა კიდეც. არადა, მთელი ბათუმი, სადაც 165 ათასი ადამიანი ცხოვრობს და ბათუმის შემოგარენიც, სასმელი წყლით სწორედ იმ მდინარის (ჩაქვისწყლის) სათავიდან მარაგდება, რომელიც ნინო ქათამაძის სახლიდან ათეულ მეტრში მიედინება. ჩაქვსა და ბათუმში ცალკე ტექნიკური წყალი არ აქვთ, მოსახლეობას მხოლოდ ერთი - სასმელი წყალი მიეწოდება. „ყოველი გაწვიმება გვაშინებდა. წყალი იმღვრეოდა, ბინძურდებოდა და სასმელად უვარგისი ხდებოდა. გრაფიკით მოგვეწოდებოდა ხან როდის - ხან როდის. ერთი წელია, რაც წყალმომარაგების ახალ სისტემაზე გადავედით და მრიცხველიც დაგვიმონტაჟეს. ახლა 24 საათის განმავლობაში სუფთა წყალი გვაქვს, დიდი შეღავათია,“ - ამბობს ნინო ქათამაძე. ჩაქვის მცხოვრებ ნინო ქათამაძის ოჯახი წყალმომარაგების ახალ სისტემაში ერთი წლის წინ ჩაერთო  ნინოს ოჯახი სასმელი წყლით ახლა ჩაქვის ახალი რეზერვუარიდან მარაგდება,  რომელიც ევროკავშირისა და KFW-ს დაფინანსების ფარგლებში ორი წლის წინ მოეწყო. 2500 კუბური მეტრის მოცულობის ეს რეზერვუარი 1100 აბონენტისთვის წყლის უწყვეტ რეჟიმში მიწოდებას უზრუნველყოფს. რეზერვუარის მშენებლობას 900 823 ევრო დასჭირდა. ცალკე პროექტის ფარგლებში ჩაქვში მეორე, შედარებით მცირე, 900 კუბური მეტრი მოცულობის წყლის სამარაგო რეზერვუარიც აშენდა. ჩაქვის №1 2500 კუბური მეტრის მოცულობის რეზერვუარიდან წყლით 1100 აბონენტი მარაგდება ჩაქვში, ასევე, ბათუმსა და მის შემოერთებულ ტერიტორიაზე კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ყველაზე დიდ ინვესტიციას გერმანია-საქართველოს ფინანსური თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი KFW და ევროკავშირის საინვესტიციო სამეზობლო ფონდი. კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია რამდენიმე წელია მიმდინარეობს. ჩაქვში ჩატარებული სამუშაოები რეაბილიტაციის მესამე ფაზაში შედის. ამ ფაზაში ჩაერთო ევროკავშირის თანადაფინანსებაც. სწორედ KFW-ის დაფინანსებითა და ევროკავშირის გრანტით განხორციელდა პროექტი, რაც წყალმომარაგებისა და ნაწილობრივ წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემების რეაბილიტაციას, ასევე, გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას მოხმარდა ჩაქვის, მახინჯაურისა და მწვანე კონცხის ტერიტორიაზე. პროექტისთვის, რომელიც მოსახლეობის კეთილდღეობაზე, მდინარეებისა და ზღვის წყლის სისუფთავეზე პირდაპირ აისახება, ევროკავშირმა 4 მილიონი ევრო გამოყო. პროექტის ღირებულებამ ჯამში 6 მილიონ 100 ათასი ევრო შეადგინა - 2 მილიონ 100 ათასი ევროს დაფინანსება  KFW ბანკმა და  ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოყო. ბათუმის მუნიციპალიტეტის საინვესტიციო პოლიტიკისა და საგრანტო პროგრამების მართვის განყოფილების უფროსი, ჯაბა ტუღუში ამბობს, რომ ამ დასახლებებში წყალმომარაგების ძველ სისტემაზე ბევრი უკანონო დაერთება იყო, რის შედეგადაც მდინარე ჩაქვისწყლის სათავეზე მოპოვებული წყლის დიდი ნაწილი იკარგებოდა. ბათუმის მუნიციპალიტეტის საინვესტიციო პოლიტიკისა და საგრანტო პროგრამების მართვის განყოფილების უფროსი ჯაბა ტუღუში  „ერთ დიდ ქალაქს რომ ეყოფა, იმდენი წყალი იკარგებოდა. წყლის სისტემის რეაბილიტაციასთან ერთად უკანონო დაერთებებიც ჩაიჭრა, რაც მოსახლეობისთვის 24-საათიანი, უწყვეტი წყალმომარაგების გარანტიაა. უკვე მოწესრიგებული ახალი ქსელის საშუალებით მიმდინარეობს მოსახლეობის ეტაპობრივი გამრიცხველიანება. ცხადია, გაუმჯობესდა წყლის ხარისხიც, რაც რეზერვუარების არარსებობის პირობებში შეუძლებელი იყო. ჩაქვის ორივე რეზერვუარი თვითდენით ცენტრალური სათავე ნაგებობიდან მარაგდება წყლით და შემდეგ მოსახლეობაში ნაწილდება,“ - ამბობს ჯაბა ტუღუში. ზურაბ მიქელაძის მოვალეობა რეზერვუარში წყლის დონის და ქლორის შემცველობის მუდმივი კონტროლია. მან წყლის რეზერვუარის ოპერატორის სპეციალური კურსი გაიარა და სხვა პირებთან ერთად დასაქმდა.   ზურაბ მიქელაძემ სპეციალური კურსი გაიარა და ჩაქვის წყლის №1 რეზერვუარის ოპერატორად დასაქმდა გარდა ჩაქვისა, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, წყალმომარაგების სისტემა სრულადაა განახლებული მწვანე კონცხსა და მახინჯაურშიც. ეს დასახლებები, ჩაქვის ნაწილის მსგავსად, ქალაქ ბათუმის ფარგლებშია მოქცეული. აქ წყალმომარაგების ახალი მილები ზღვის დონიდან 40 მეტრ სიმაღლეზე მცხოვრებ თითოეულ მოსახლესთან ინდივიდუალურადაა მიყვანილი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს აბონენტების ქსელში ჩართვა-გამრიცხველიანების პროცესი. აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს გარემოს ინტეგრირებული მართვის განყოფილების უფროსის, ნუგზარ პაპუნიძის თქმით, ჩაქვში წლების განმავლობაში ზღვაში კანალიზაციის წყლის უკანონო ჩაშვების 18 ადგილი იყო დაფიქსირებული და ეს დაბა ზღვის სანაპირო ზოლის ერთ-ერთ ყველაზე დამაბინძურებელ მონაკვეთად მიიჩნეოდა. პრობლემა მას შემდეგ აღმოიფხვრა, რაც ევროკავშირისა და KFW ბანკი დაფინანსების ფარგლებში ჩაქვის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა აშენდა ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე. ევროპული სტანდარტის გამწმენდი ნაგებობის მოსაწყობად 400 ათასზე მეტი ევრო დაიხარჯა. ის 1200 ოჯახს ემსახურება. აქ გროვდება ყველა ჩამდინარე წყალი, სრულად იწმინდება  ბიოლოგიურად, ზედაპირულ წყალში ჩაშვებამდე კი, მოწმდება წმენდის ხარისხი. მსგავსი ნაგებობები აჭარის მთელ ტერიტორიაზე იქნება ზღვის წყლის უმაღლესი ხარისხის გარანტია, რადგან წყალარინების სისტემების გამართული მუშაობა პირდაპირ კავშირშია ზღვისა და მდინარეების წყლის სისუფთავესთან. ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიმდინარე პროექტის ფარგლებში ბათუმში აშენდა და ფუნქციონირებს ცენტრალური გამწმენდი ნაგებობა, სადაც მთელი ქალაქის, ასევე, გონიოსა და კვარიათის საკანალიზაციო სისტემები იყრის თავს. 2019 წელს, პირველად, ბათუმის კანალიზაცია ღიად ზღვაში აღარ ჩაედინება. ოპერატორი ჰუსეინ ნემსაძე ჩაქვის გამწმენდ ნაგებობაზე ხუთი  დასაქმებულიდან ერთ-ერთია. როგორც თავად ამბობს, მისთვის მნიშვნელოვანია ასრულებდეს სამუშაოს, რაც მდინარეების, ზღვის, ბუნების დაცვასთანაა დაკავშირებული. აკონტროლებს დანადგარებს და მდინარეში ჩაშვებამდე გაწმენდილი წყლის ხარისხზეა პასუხისმგებელი. ჰუსეინ ნემსაძე - ჩაქვის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის ოპერატორი  გამწმენდი ნაგებობა ჩაქვში უკვე სრულად ფუნქციონირებს. აქ დამონტაჟებული დანადგარებით გაწმენდილი წყლის არც ერთი ნაწილაკის შემცველობა გარემოსთვის საზიანო არ არის.             ჩაქვში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ინდივიდუალური დაერთებები გრძელდება იმ ახალ საკანალიზაციო ქსელზე, საიდანაც დაბინძურებული წყალი გამწმენდ ნაგებობაში იყრის თავს. პარალელურად მიმდინარეობს აბონენტების ჩართვა წყალმომარაგების ახალ სისტემაში. ჩაქვში, აღმაშენებლის გამზირზე აბონენტთა ახალ საკანალიზაციო სისტემაზე გადართვის სამუშაოები მიმდინარეობს ჩაქვის მოსახლეობა განცხადებისა და მიმართვის საფუძველზე უერთდება წყალმომარაგებისა და წყალარინების ცენტრალურ სისტემას, რაშიც მათ ფინანსური რესურსის ხარჯვა არ უწევთ. ყველა ხარჯი პროექტითაა გათვალისწინებული და ძირითადად, მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალური საწარმოს - „ბათუმის წყლის“ მიერ ფინანსდება. აღმაშენებლის გამზირის N36-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრები მამია კოჩალიძე ამბობს, რომ ამ და ახლომდებარე სხვა კორპუსების სერიოზული პრობლემა არასტაბილური წყალმომარაგება და მოუწესრიგებელი, არარსებული საკანალიზაციო სისტემა იყო. „მილები სულ იჭედებოდა, ვწვალობდით, ჩვენ ვწმენდდით... ძველ, კომუნისტების დროს მოწყობილ შამბოებზე იყო დაერთებული კორპუსების საკანალიზაციო მილები. ანტისანიტარია იყო... წყლისა და კანალიზაციის ძველი სისტემა აქ, მეზობლად მდებარე კორპუსებთანაც მთლიანად გაუქმდება და სრულად გადავალთ ახალ სისტემაზე,“ - ამბობს მამია კოჩალიძე. „მილები სულ იჭედებოდა, ვწვალობდით, ჩვენ ვწმენდდით“ - ჩაქვის მცხოვრები - მამია კოჩალიძე 24-საათიანი წყალმომარაგება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩაქვში, მწვანე კონცხსა და მახინჯაურში. შავიზღვისპირა ამ დასახლებებში მოსახლეობის უმეტესობისთვის მნიშვნელოვან შემოსავლის წყაროს წარმოადგენს საზღვაო ტურიზმი. სწორედ ჩაქვთან, მწვანე კონცხთან და მახინჯაურთანაა დაკავშირებული მტირალას ეროვნული პარკი, ცნობილი პლაჟები, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, რაც განსაკუთრებით იზიდავს ტურისტებს. მუდმივი წყალმომარაგება ზრდის მომსახურების ხარისხს, რაც ეკოლოგიურად სუფთა გარემოსთან და ზღვასთან ერთად არის ამ ადგილებში ტურისტებისა და დამსვენებლების რაოდენობის ზრდის გარანტია. ცხადია, ეს აისახება მოსახლეობის შემოსავლებზეც. ინგა ჯინჭარაძის ოჯახისთვის ტურისტულ სეზონზე ხარისხიანი წყლის უწყვეტ მომარაგებას დიდი მნიშვნელობა აქვს, აქამდე ვერც ეზოს რწყავდა ზაფხულობით ისე, როგორც მწვანე ნარგავებს სჭირდებოდა და მის საოჯახო სასტუმროში დაბინავებულ ტურისტებსაც დისკომფორტი ექმნებოდათ უწყლობისგან. უკვე ერთი წელია, რაც ეს მდოგომარეობა შეიცვალა და წყალი გასუფთავდა, აღარც გრაფიკია დაწესებული. ინგა მწვანე კონცხზე ცხოვრობს.  მწვანე კონცხის მცხოვრები - ინგა ჯინჭარაძე ევროკავშირის საინვესტიციო სამეზობლო ფონდისა და გერმანული KFW-ის  დაფინანსებით ჩაქვში, მახინჯაურსა და მწვანე კონცხზე - წყლისა და წყალარინების ახალი სისტემის მოსაწყობად ჩატარებულ სამუშაოებში არაერთი ადამიანი ჩაერთო, შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები. მხოლოდ ახალი აბონენტების სისტემაში ჩართვისა და მრიცხველების დამონტაჟების  სამუშაოებისას დასაქმდა 300-350 ადამიანი, ამას ემატება გამწმენდ ნაგებობებსა და წყლის რეზერვუარებზე დასაქმებულთა რაოდენობა. წყლისა და წყალარინების ახალი სისტემის მოსაწყობად ჩატარებულ სამუშაოებში არაერთი ადამიანი ჩაერთო, შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები.  ჩაქვის, მახინჯაურისა და მწვანე კონცხის წყლისა და წყალარინების ახალი სისტემები, რომლებშიც ევროკავშირისგან გამოყოფილი გრანტი დაიხარჯა, იმ დიდი პროექტის ნაწილია, რომლის მიხედვითაც ბათუმში საბოლოოდ უნდა შეიქმნას თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი და ერთი პულტით მართვადი წყლისა და წყალარინების ერთიანი ქსელი. იქ, სადაც წყალარინების სისტემა მოწესრიგებული არ არის, მოსახლეობა იძულებული ხდება კანალიზაციის მილები უკანონოდ მიუერთოს სანიაღვრეებს, დაბინძურებული წყალი კი, ყოველგვარი გაფილტვრის გარეშე ჩაედინება  ზედაპირულ წყლებში და საფრთხეს უქმნის მდინარეებს, აბინძურებს გარემოს, აუარესებს ზღვის წყლის ხარისხს. ჩაქვში, მწვანე კონცხსა და მახინჯაურში, ასევე, ბათუმს შემოერთებულ სხვა ტერიტორიებზე - ხელვაჩაურში, კახაბერში, მეჯინისწყალსა და ადლია-აეროპორტის დასახლებაში -  წყალარინების ახალი სისტემის სრულად გასამართად მუშავდება ახალი პროექტი, რომელიც დონორებთან, განსაკუთრებით KFW ბანკთან წინასწარი შეთანხმებით, მათივე დაფინანსებით განხორციელდება. ავტორი: ია ბობოხიძე სტატია დაიწერა პროექტის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ ფარგლებში.სტატიაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ სტატიის ავტორს ... ...
  • "მე და ბოკერია ორკაციან კამერაში ჩაგვსვით და ცოტა ხანი ნუ შემოიხედავთ" _ ლევან ვასაძე"ერთადერთი თხოვნა მექნება, რომ ორკაციან კამერაში ჩაგვსვით და ცოტა ხანი ნუ შემოიხედავთ, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ ვიდეომიმართვისას განაცხადა. როგორც ლევან ვასაძემ აღნიშნა, პირადად შეურაცხყოფას არავის აყენებს, თუმცა, საქმე ეხება ქვეყნის რეპუტაციას. „მე თუ დასაპატიმრებელი ვარ, მაშინ გიგა ბოკერიაც არის დასაპატიმრებელი, ვინც არის იდეოლოგი არეულობის მცდელობისა. ერთადერთი თხოვნა მექნება, ორკაციან კამერაში ჩაგვსვით, ცოტა ხანი ნუ შემოიხედავთ, მერე ნამდვილად გექნებათ ლეგალურად დაკავების მიზეზი. ამას ვამბობ ყოველგვარი იუმორის გარეშე. მე პირად შეურაცხყოფაზე არ გადავდივარ, მაგრამ აქ საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას კავკასიის რეგიონში, ეს ხალხი ცდილობს ამ ქვეყნის დანგრევას. ჩვენი ქვეყნის პირველი ევროპელები ზეზვა და მზია. სულ უფრო და უფრო ემგვანებიან არამარტო ქცევით, ახლა უკვე გარეგნობითაც ზეზვას და მზიას. ამდენი წელია, მაგინებენ და მლანძღავენ. ეს არის პასუხი ჩემგან არა პირადი წყენის გამო, არამედ იმიტომ, რომ ცდილობენ ქვეყნის არევას“, – განაცხადა ლევან ... ...
  • "კომბლები ჭერში შემოაწყვეთ" _ რას მოუწოდებს ლევან ვასაძე მხარდამჭერებსბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებით, მას სურს სახელმწიფოს საჩუქარი გაუკეთოს, რომელიც გულისხმობს იმას, რომ მხარდამჭერებს კომბლების ჭერში შეწყობისკენმოუწოდა. ამის შესახებ ვასაძემ ვიდეომიმართვაში თქვა. მისი განმარტებით, კომბლებილგბტ თემის წარმომადგენლებისთვის არ იყო განკუთვნილი, არამედ იმისთვის, რომ თუ პოლიცია მის მხარდამჭერებს დაუპირისპირდებოდა, მაშინ გამოეყენებინათ. "მინდა ჩვენს მხარდამჭერებს მოვუწოდო, რომ კომბლები შეაწყონ ჭერში. იმიტომ, რომ როგორც გახსოვთ კომბლები არასდროს იყო განკუთვნილი ამ უბედური მამათმავლებისა და მათი პროპაგანდისტებისთვის. ეს იყო იმ შემთხვევისთვის, თუ პოლიცია ჩვენ წიხლებით შეგვდგებოდა და დაგვიწყებდა ცემას. მაგრამ რადგანაც შსს-მ თქვა, რომ პრაიდი არ იქნება და რადგან მათ ეს სიტყვა პირველ დღეს შეგვისრულეს, ახლა ბოლო საჩუქარი ჩვენგან სახელმწიფოს - კომბლები სხვენში. ჩამოვიღოთ მაშინ, როცა მოვა ის მთავრობა, რომელიც კიდევ ერთხელ გაგვიბედავს პრაიდის ჩატარებას. ჩვენ იქ მოვალთ შიშველი ხელებით, ხელზე თეთრი ცხვირსახოცებით. ღმერთი არ გაგიწყრეთ, ძალიან დიდხანს ვიფიქრე, არ მძინებია გასულ ღამესაც. სრულიად ვაცნობიერებ ამ გადაწყვეტილების პასუხისმგებლობას და ვეუბნები ჩემ ძმებს - მოდით წავიდეთ ამ ხიფათზე და მივიდეთ იქ შიშველი ხელებით იმისთვის, რომ ნებისმიერი კორდონი დავშალოთ და გავათრიოთ ეს იდიოტები იქიდან და ხალხი შევაჩეროთ.  თუ თქვენ შეცვლით თქვენს გადაწყვეტილებას და დაიცავთ პრაიდს, ჩაატარებინებთ მას, შეგვდგებით ჩვენ, ჩვენ არ გვეშინია, რა გახდა ერთი ჩხუბი და დაპატიმრება, თუ ჩვენ ამას გვიზამთ, მერე თქვენ თავს დააბრალეთ, რადგან ვერავინ გააკონტროლებს მერე იმას, რაც ამ ქალაქში მოხდება", - თქვა ლევან ვასაძემ. 19 ივნისს „თბილისი პრაიდმა“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერია, რომ ღირსების მარშის გაუქმებას არ აპირებენ. ლგბტქ+ აქტივისტები ხელისუფლებისგან ადამიანის უფლებების დაცვას და ქვეყნის კონსტიტუციით აღებული ვალდებულებების შესრულებას ითხოვენ. ამ განცხადებას უპასუხეს ლევან ვასაძის მხარდამჭერებმა, რომლებმაც თქვეს, რომ პრაიდის მშვიდად ჩატარების საშუალებას არ ... ...
  • საქართველოს ბანკი ტაქსებში ახალ, ინოვაციურ საგადამხდელო სისტემას QR - გადახდებს ნერგავს (R)საქართველოს ბანკი  მომხმარებლებისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისისა თუ პროდუქტის შეთავაზებას აგრძელებს.  მგზავრთა მეტი კომფორტისა და ტაქსის მძღოლებისთვის ახალი ფინანსური შესაძლებლობების შეთავაზების მიზნით, საქართველოს ბანკი ტაქსებში ახალ საგადახდო სისტემის QR - გადახდების დანერგვაზე აცხადებს.    QR გადახდა წარმოადგენს საქართველოს ბანკის მიერ შემუშავებულ გადახდის ინოვაციურ მეთოდს, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს მყისიერი, უნაღდო ანგარიშსწორებით გადაიხადონ ტაქსის მგზავრობისას და აღარ იფიქრონ ნაღდ ანგარიშსწორებასა თუ ხურდის მოძიებაზე. QR-ით გადახდა ძალიან მარტივია. ყველა მომხმარებელი, ვინც სარგებლობს საქართველოს ბანკის მობილბანკით და ფლობს საქართველოს ბანკის აქტიურ სადებეტო ან/და საკრედიტო ბარათს (Visa, MasterCard ან American Express), QR-ით გადახდას მარტივად შეძლებს. ამისათვის მომხმარებელი ხსნის მობილბანკს და QR კოდის წაკითხვით ახდენს გადახდას. რაც შეეხება ტაქსის მძღოლებს, მოსახერხებელი და თანამედროვე გადახდის მეთოდი მათთვის დამატებითი შემოსავლის წყარო გახდება. ასევე, ისინი შეძლებენ მომხმარებლის ახალი სეგმენტის მოზიდვას, შემოსავლის ჩარიცხვისა და ანგარიშზე თანხის ბრუნვის ჩვენებას. ეს მათ მისცემს შესაძლებლობას, დაადასტურონ რომ არიან დასაქმებულები და აქვთ მუდმივი შემოსავლის წყარო. შემოსავლის დადასტურება კი ტაქსის მძღოლებს საბანკო პროდუქტებზე წვდომას გაუხსნის. QR-ის, როგორც საგადახდო სისტემის დანერგვით ტაქსებში, მძღოლები ისარგებლებენ საბანკო პროდუქტების შემდეგი უპირატესობებით:  საჩუქრად მიიღებენ  საქართველოს ბანკის ბარათს და სხვა უამრავ ბენეფიტს. კონკრეტულად კი, პროგრამაში ჩართული მძღოლები შეძლებენ ურთიერთობის პროგრამა PLUS-ის ყველა ბენეფიტით სარგებლობას (მათ შორის სადაზღვევო პროდუქტებით); QR-ით ჩარიცხულ თანხებზე განხორციელდება PLUS ქულების დამატებითი დარიცხვა. მძღოლები სესხის ასაღებად მანქანის მფლობელობისა და შესაბამისი ფოტოსურათის წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან.  ექნებათ წვდომა სასესხო პროდუქტებზე (საკრედიტო ბარათებზე, სამომხმარებლო სესხზე,  ნებისმიერი მიზნობრიობით).  QR-ით გადახდების სისტემა პირველი სამი თვის განმავლობაში განკუთვნილი იქნება მხოლოდ საქართველოს ბანკის მომხმარებლისთვის, თუმცა, ამ პერიოდის შემდეგ, მძღოლების ხელშეწყობის მიზნით, QR-ით კომფორტულ  გადახდას სხვა ბანკის მომხმარებლებიც შეძლებენ.   იმისათვის, რომ ტაქსის მძღოლი (რომელიც ფლობს თბილისის მერიის მიერ გაცემულ A კატეგორიის ლიცენზიას) ჩაერთოს QR-ით გადახდის ინოვაციურ სისტემაში, საკმარისია, მან 1 ივლისიდან  მიმართოს საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალს, სადაც ის მიიღებს ინდივიდუალურ QR კოდს.  „ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებს, რათა მომხმარებელმა გადაიხადოს ყველგან. იქაც კი, სადაც  გადახდები აქამდე მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით ხდებოდა.  ამასთან,  ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებს მცირე ბიზნესისთვის, მომხმარებელს მოემსახურონ კიდევ უფრო კომფორტულად, ოპერატიულად და მინიმალური დანახარჯებით.  ამავე დროს, ჰქონდეთ წვდომა საბანკო პროდუქტებზე, ისარგებლონ ახალი ფინანსური შესაძლებლობებით და  განავითაროს საკუთარი ბიზნესი“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, მიხეილ გომართელმა.  ... ...

არქივი

ზაფრანი

ეს დიეტა 99% - იან შედეგს იძლევა

ამ დიეტის დროს ერთ კვირაში...

ჩინური მედიცინის რჩევები

ძველი ჩინური მედიცინის მეცნიერულ შესწავლას,...

იაპონური სილამაზის საიდუმლო

გაიკეთეთ სახის და ტანის ნიღაბი,...

5 აკრძალული საკვები

იდეალური ფიგურა და ბრტყელი მუცელი...

10 პროდუქტი დაღლილობის წინააღმდეგ

შვრია _ შვრია შეიცავს მაგნიუმს,...

როგორ ვებრძოლოთ ღამით ჭამას

ეგრეთ წოდებული, "ღამის დიეტის" ავტორი...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...