"ეს სისტემა ააგეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და "ქართული ოცნება" ინარჩუნებს" - პრეზიდენტი

პოლიტიკა

"ეს სისტემა ააგეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და "ქართული ოცნება" ინარჩუნებს" - პრეზიდენტი

2016 ივნ 2 01:59:10

"მე იმედი მაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით ბოლოსდაბოლოს გაიმართება კონსულტაციები და პარლამენტი თავის პოზიციას დააფიქსირებს", _ ასე უპასუხა პრეზიდენტმა გიორგი მრგველაშვილმა "აჭარის" ტელევიზიის გადაცემა "ფაქტორში", ჟურნალისტ ლაშა ზარგინავას კითხვას - კვლავ ღიად რჩება, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების საკითხი? რამდენად მოსალოდნელია, ამ თემასთან დაკავშირებით პოლიტიკური კონსულტაციები  გაიმართოს უმრავლესობასთან?

"ოთხი თვის წინ ჩვენ წამოვაყენეთ კანდიდატები, როდესაც მურუსიძემ დატოვა სასამართლო. ჩვენ წამოვაყენეთ ის ადამიანი კანდიდატად, რომელიც ნამდვილად უმნიშვნელოვანესი, პრინციპული მოსამართლეა და ნამდვილად შეცვლიდა იმ პრაქტიკებს, რომელიც იყო სასამართლოში, ეს არის ქალბატონო ანა დოლიძე. მერე კიდევ წამოვაყენეთ მოსამართლეები იმიტომ, რომ სასამართლოს სჭირდება ეს მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში. ოთხი თვე გადის და არ ჩამოყალიბდა არც უმრავლესობა პარლამენტში და არც ოპოზიცია. ოპოზიციაში ვგულისხმობ  "ნაცმოძრაობას"; "თავისუფალ დემოკრატებთან" კარგი თანამშრომლობა მიმდინარეობს.  ვერ ჩამოყალიბდნენ იმასთან დაკავშირებით სასამართლოს მისცენ და დაახმარონ მოსამართლეები. კრიტიკა ძალიან ხშირად გვესმის, ხშირად გვესმის, რომ არ მოსწონთ გადაწყვეტილებები, ხშირად გვესმის სასამართლოზე ცუდი, მაგრამ ის, რომ შენ როგორც პოლიტიკოსი, პირველ რიგში პარლამენტარი ვალდებული ხარ დაეხმარო სასამართლოს და დანიშნო მოსამართლეები. ამ საკითხთან დაკავშირებით რაღაცნაირი სიჩუმეა, მინდა გულწრფელად ვთქვა ის სისტემა, რომელიც აგებული იქნა "ნაციონალური მოძრაობის" დროს სასამართლოსთან მიმართებაში და სისტემა, რომელიც რეალურად საერთო სასამართლოს არა ფუნქციორებადს ხდიდა, მე ამ სისტემის შეცვლაში დღეს "ქართულ ოცნებას"  ვერ ვხედავ მოკავშირედ და ვერც "ნაცმოძრაობას" ვხედავ მოკავშირედ. არცერთი არ გახდა მოკავშირე იმაში, რომ რეალურად შეიცვალოს და უკეთესი, ძლიერი გახდეს სასამართლო. ეს სისტემა ააგეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და "ქართული ოცნების" წევრები ამ სისტემას ინარჩუნებენ. მათ არ აქვთ ეს განცდა, რომ დროზე არის რაღაცა შესაცვლელი, შესაბამისად მოგახსენებთ, რომ ჯერჯერობით იმ სამი მოსამართლეზე, რომელიც უკვე პარლამენტში განხილულია ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ ვხედავ. ეს გადაწყვეტილება მე კი არ მჭირდება, ეს გადაწყვეტილება სჭირდება ქართულ სასამართლოს", _ განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.




 ახალი ამბები
  • მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე _ აშშ-ს საელჩოს განცხადებაამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეების დამტკიცებას ეხმაურება და პარლამენტს და ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებს მოუწოდებს დამატებითი კანდიდატების შერჩევამდე რეაგირება მოახდინონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში დაფიქსირებულ ხარვეზებზე. "ბოლო თვეების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ყურადღებით აკვირდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს უვადოდ გამწესებისთვის. მაისში ჩვენ გამოვთქვით წუხილი პარლამენტის მიერ მიღებულ შერჩევის პროცედურებზე, რომელმაც ვერ ასახა ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მისიების ბევრი რეკომენდაცია. ჩვენ ვიზიარებთ საერთაშორისო დამკვირვებლებისა და ქართველი ექსპერტების შეფასებას, რომ კანდიდატთა შერჩევის შემდგომი პროცესი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იყო არასაკმარისად გამჭვირვალე, შედეგად, რიგი ნომინირებული პირებისა არ წარმოადგენდნენ საუკეთესო კვალიფიციურ კანდიდატებს. ნომინირებული კანდიდატების მოსმენები პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში იყო ღია და გამჭვირვალე. მოსმენებისას კანდიდატების გარკვეულმა ნაწილმა ვერ შეძლო საკმარისად წარმოეჩინა იურიდიული ცოდნა ან ერთგულება მიუკერძოებლობისადმი. ჩვენ ვწუხვართ, რომ დღეს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ სიაში ეს ნომინირებული კანდიდატებიც არიან. სასამართლო დამოუკიდებლობა უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას, არის დემოკრატიის გარანტი და ეკონომიკური ზრდის ქვაკუთხედი. იმისათვის, რომ საქართველოს სასამართლო სისტემამ მოიპოვოს უფრო მეტი ნდობა, ჩვენ ვურჩევთ პარლამენტს და ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებს, რომ დამატებითი კანდიდატების შერჩევამდე რეაგირება მოახდინონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში დაფიქსირებულ ხარვეზებზე. ამასთან, იმ მღელვარების გათვალისწინებით პარლამენტში, რაც თან ახლდა დღევანდელ კენჭისყრას, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე და იმოქმედონ თავაზიანობისა და კონსტრუქციულობის ფარგლებში,"_წერია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ... ...
  • სასტუმრო „ოზურგეთი პლაზას“ გახსნა: „ოზურგეთის სიყვარულში ყველას შევეჯიბრები“დღეს, ოზურგეთში  გურამიშვილის ქუჩაზე,   სასტუმრო „ოზურგეთი პლაზა “ გაიხსნა. ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლებს, ასევე, ჟურნალისტებს მიესალმა  ოზურგეთის ყოფილი მერი,  ბიზნესმენი ბეგლარ სიორიძე. მან ყველას მადლობა გადაუხადა მობრძანებისთვის,  განაცხადა, რომ მას შემდეგ , რაც საჯარო სამსახურში აღარ არის, გადაინაცვლა კერძო სტრუქუტურაში და სურს ამ კუთხით განაგრძოს მუშაობა. _ დამფუძნებელი  არის ჩემი მეუღლე, ლელა თოიძე. ჩვენ დავიწყეთ  ეს საქმე. ძალიან მიყვარს ოზურგეთი და ყველას,  ვისაც სურს, ოზურგეთის სიყვარულში შევეჯიბრები, _ თქვა მან და სტუმრები ახლად გახსნილ სასტუმროში მიიპატიჟა. სასტუმროს  გახსნის სომბოლური ჟესტი, ლენტის გაჭრა წილად ხვდა  ლელა თოიძეს, გურიის გუბერნატორს ზურაბ ნასარაიას და ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დარჩიას. სასტუმრო „ოზურგეთი პლაზა“ ოთხვარსკვლავიანია. ის ხვალიდანვე შეუდგება  მუშაობას, .გათვლილია 44 ადამიანზე. აქვეა სააქტო დარბაზი, სადაც 50 ადამიანის მომსახურება  შეიძლება. სასტუმრო ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. აქ  მოემსახურებიან როგორც ტურისტებს,  ისე ნებისმიერ სტუმარს. ასევე სრული შესაძლებლობა იქნება და ყველანაირი კომფორტი ტრენინგებისა  თუ კონფერენციების ... ...
  • ოთარ ჩრდილელი დეპუტატის მანდატს ტოვებსსაპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ოთარ ჩრდილელი დეპუტატის მანდატს ტოვებს. ამის შესახებ მან განცხადება სოციალურ ქსელ ფეისბუქში გაავრცელა. “ერთი წელია, ვცდილობთ რომ არ დაზიანდეს სასამართლოს იმიჯი. მთელი ეს პერიოდი კონკრეტულად ამ საკითხზე ბევრჯერ შეიკრიბა გუნდი, ვცადეთ უდანაკარგოდ მიგვეღო გადაწყვეტილება და მივსულიყავით კონსესუსამდე. რა შედეგიც დადგა-ყველამ ერთად ვნახეთ. შესაძლოა მე ვცდები და ზედმეტად მუქ ფერებში ვხედავ(დი) მოსამართლეთა დუჟინას. და რა იქნება მომავალში?-არც არაფერი, უბრალოდ მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო დეპუტატის მანდატი. ჩემთვის ორი მოწვევის დეპუტატისთვის, მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნე ინდივიდუალიზმი და (არა შაბლონური) მადლობა ,,ქართულ ოცნებას,, რომ მთელი რიგი სენსიტიური საკითხებისადმი გუნდის წევრებს გვქონდა პლურალისტური მიდგომა, გარედან შესაძლოა სჩანს რომ: ყველაფერი ერთ ხმაში, ხავერდოვნად მიდის, მაგრამ მერწმუნეთ: შიგნით-დუღილის ტემპერატურა ძალიან მაღალია. მე არ მქონდა მორალური უფლება, რომ ,,ქართული ოცნების,, პროპორციული სიით შესულს დამეტოვებინა უმრავლესობა და პარლამენტში სხვა ფრთაზე გავმაგრებულიყავი. თითქმის ერთი წლით ადრე ვტოვებ პარლამენტს, სადაც შევიძინე: მეგობრები, გამოცდილება და შაქარი. არასოდეს გამიწყვეტია კონტაქტი მოსახლეობასთან და ამით ვამაყობ. პირადად ვინც მიცნობს იცის, რომ ჩემთვის ღირებულია-ადამიანი, კანონი, მორალი, პატიოსნება.კიდევ ერთხელ-ყველას მადლობას მოგახსენებთ, უდიდესი ნდობისთვის. წარმატებებს და ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ. მრავალჟამიეეერ. ღმერთი ჰფარავდეს, დედა-სამშობლოს“, - წერს ოთარ ... ...
  • ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიული კომიტეტი დატოვაეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიული კომიტეტი დატოვა. დამოუკიდებელი დეპუტატის თქმით, ის ამ კომიტეტში მუშაობას ვეღარ გააგრძელებს. კომიტეტიდან ბესელიას წასვლა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეებად იმ პირების არჩევას უკავშირდება, რომლებსაც ბესელია მოსამართლეთა კლანის წევრებად ასახელებს. რამდენიმე თვის წინ, სწორედ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია გახდა ბესელიას მიერ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის დატოვების ... ...
  • პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 14 უვადო მოსამართლე დაამტკიცაპარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 14 უვადო მოსამართლე დაამტკიცა, მათ შორის არიან: გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე (89 ხმით), მისი მოადგილე მამუკა ვასაძე (88 ხმით) და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე (85 ხმით). უფრო დეტალურად, პარლამენტმა მხარი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შემდეგ კანდიდატებს დაუჭირა: მერაბ გაბინაშვილი - 86 ხმა, მირანდა ერემაძე - 83 ხმა, მამუკა ვასაძე - 88 ხმა, მაია ვაჩაძე - 90 ხმა, თამარ ზამბახიძე - 89 ხმა, შალვა თადუმაძე - 89 ხმა, ვლადიმერ კაკაბაძე - 86 ხმა, ლევან მიქაბერიძე - 89 ხმა, გიორგი მიქაუტაძე - 85 ხმა, ნუგზარ სხირტლაძე - 90 ხმა, ლალი ფაფიაშვილი - 88 ხმა, ნინო ქადაგიძე - 85 ხმა, ქეთევან ცინცაძე - 85 ხმა, ალექსანდრე წულაძე - 87 ხმა. პარლამენტმა ჩააგდო შემდეგი კანდიდატები: თამარ ალანია - 0 ხმა, გოჩა ჯეირანაშვილი - 2 ხმა, ლაშა ქოჩიაშვილი - 2 ხმა, შოთა გეწაძე - 2 ხმა , პაატა სილაგაძე - 0 ხმა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის დასამტკიცებლად საჭირო იყო 76 დეპუტატის მხარდაჭერა. სხდომას არ დასწრებია არცერთი ოპოზიციონერი დეპუტატი. კენჭისყრამ ასევე ჩაიარა დამოუკიდებელი დეპუტატების გარეშე. უმრავლესობის წევრების გარდა, სხდომაზე მხოლოდ ერთი დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია იმყოფებოდა. ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...

2020 წლის ჩინური ჰოროსკოპი

ჩინური ჰოროსკოპი ცხოველთა 12 ნიშანს...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...