ერთმორწმუნე მტერი და საქართველოს ეკლესიისთვის მიყენებული ზიანი

პოლიტიკა

ერთმორწმუნე მტერი და საქართველოს ეკლესიისთვის მიყენებული ზიანი

2016 ივნ 6 16:18:15

პროექტის მიზანია საზოგადოების ინფორმირება საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული თანამედროვე და ისტორიული ფაქტების შესახებ

ნაწილი I

საქართველოში ქრისტიანობას ყოველთვის გამორჩეულად მნიშვნელოვანი მისია ჰქონდა, ერთი მხრივ, ქრისტიანობა იყო ერის იდენტობის შენარჩუნების საშუალება, ხოლო მეორე მხრივ, დასავლეთთან ინტეგრაციის გზა, რომელიც ჯერ კიდევ მირიან მეფემ მეოთხე საუკუნის დასაწყისში აირჩია.

ქრისტიანობის განსაკუთრებული იდეოლოგიური მნიშვნელობა კარგად გამოჩნდა ერთიანი საქართველოს ფორმირების პროცესში, კერძოდ, შუა საუკუნეების იდეოლოგიურ ფორმულირებაში "ქართლად ფრიადი ქვეყანა აღირაცხების, რომელსაცაშინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვა ყოველი აღესრულების~ _“ (გიორგი მერჩულე, „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება) ანუ დაქუცმაცებული საქართველოს გამაერთიანებელ ძალად და გაერთიანების შემქმნელ იდეოლოგიურ ფონად ქართულ ენაზე ჩატარებული წირვა-ლოცვა ითვლებოდა. თითქმის 1700 წლის განმავლობაში სწორედ აღნიშნული იდეოლოგიური ფონი რჩებოდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის მამოძრავებელ ბერკეტად.

1700 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი დამპყრობელი დაუპირისპირდა ამ იდეოლოგიურ ფონს, თუმცა, მათგან ყველაზე უფრო წარმატებული რუსეთის იმპერია გამოდგა, რომელმაც საკუთარი ქრისტიანობა ფარად აიფარა და ისე შეეცადა ქართული ქრისტიანობის განადგურებასა და დამახინჯებას.

XIX საუკუნის დასაწყისში ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსიის და ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის გაუქმების შემდგომ, ფსევდო-ერთმორწმუნე, რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდს არაერთი დანაშაული მიუძღვის საქართველოს ეკლესიის წინაშე. რადგანაც ენა და რელიგია ქართული იდენტობის მთავარი საყრდენი იყო, 1811 წელს ერთმორწმუნე“ მეფის რუსეთმა გააუქმა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, რუსეთის სინოდი საეგზარქოსოდ გამოაცხადა და წირვა-ლოცვა რუსულ ენაზე შემოიღო. ენისა და რელიგიის განადგურების მთავარი მიზანი ქართული ერთიანობისთვის აუცილებელი კომპონენტების მოსპობა იყო. მეფის რუსეთის ამ პოლიტიკის შედეგად, 1811 წლიდან ეკლესიებში წირვა-ლოცვის რუსულ ენაზე წარმართვა ხალხში გაუცხოებას იწვევდა და იდენტობას ართმევდა.

მეცხრამეტე საუკუნის ოციან წლებში დასავლეთ საქართველოს აჯანყების დროს, როდესაც რუსებმა განსაკუთრებული სისასტიკით ააოხრეს იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და გურია, გარდა მოსახლეობის გაძარცვისა და დახვრეტისა, „ერთმორწმუნე“ რუსებმა ძალიან დიდი შეურაცხყოფა მიაყენეს უმაღლეს სასულიერო პირებს _ სცემეს და თავზე ტომარაჩამოცმულები ამყოფეს ექვთიმე გენათელი და დოსითეოს ქუთათელი (რის შედეგადაც დოსითეოს ქუთათელი დაიხრჩო), ექვთიმე გენათელი კი რუსეთში გადაასახლეს.

რუსმა სასულიერო პირებმა გაძარცვეს ეკლესიები (სიონი, სვეტიცხოველი, ალავერდი, ნინოწმინდა, შემოქმედი, დიდუბე, დავით გარეჯის სავანე), რუსეთში გაიტანეს მტრების შემოსევებს გადარჩენილი ქართული ოქრომჭედლობისა და ტიხრული მინანქრის უიშვიათესი ნიმუშები _ მათ შორის, XI საუკუნის უძველესი ქართული სახარება, რომელიც ეგზარქოს ევსევის ნებართვით გელათიდან ქუთაისის გუბერნატორმა ლევაშოვმა გაიტანა. 1880-იან წლებში კი ეგზარქოსმა პავლემ ცეცხლში დაწვა ქართულ ენაზე დაბეჭდილი ათასობით წიგნი, გაძარცვა ჭყონდიდისა და მეტეხის ტაძრები. ეგზარქოს პავლეს დროს მეტეხის ეკლესიიდან გაქრა ოქროთი მოჭედილი მეტეხის ღვთისმშობლის (ბეთლემის) ხატი. 1860 წელს ეგზარქოსმა ევსევიმ გელათის მონასტერი გაანადგურა, იქ დასვენებულ ხახულის ღვთისმშობლის ხატს ძვირფასი თვლები დააძრო.

„ერთმორწმუნე“ რუსეთის ეკლესიის ბარბაროსული ქმედებები ნიკოლოზ დურნოვს თავის ჩანაწერებში აქვს აღწერილი: "ქართული ეკლესიის ბედი~: „სინოდის მოხელეებმა მტკვარში გადაყარეს ყველა კანონები და დადგენილებანი,

რომელიც ქართულ ეკლესიას ეკუთვნოდა, დაწვეს აუარება უძველესი საეკლესიო დოკუმენტი, რაც გადარჩა პეტერბურგში წაიღეს. დაბოლოს, ივერიის ეკლესიას ავტოკეფალია წაართვეს.“ იმპერატორ ნიკოლოზI-ის საქართველოში ჩამოსვლის წინ კი ეგზარქოსმა ევგენიმ, „სანიტარიული წესრიგის“ საბაბით, თეთრად შეალესინა სვეტიცხოვლის, ალავერდისა და ერთაწმინდის უმნიშვნელოვანესი და უნიკალური ისტორიულ-კულტურული ფრესკები.

რუსეთის მხრიდან ქართული ეკლესიების ძარცვისა და ქართული საეკლესიო ხელოვნების ნიმუშების განადგურების მთავარი მოტივი ფინანსურ სარგებელში არ იყო, მათ სტრატეგიული მოტივი ჰქონდათ. ეს იყო კულტურული გენოციდი, რომლის მთავარი მიზანი ქართული კულტურული მემკვიდრეობის მოსპობით ეროვნული თვითშეგნებისა თუ ღირებულებების გარდაქმნა ან მთლიანად აღმოფხვრა იყო. იმ შემთხვევაში, თუ განადგურდებოდა ინსტიტუტი, რომელიც ქართული იდენტობის მთავარ ნაწილს წარმოადგენდა, უფრო მარტივად გახდებოდა ქართველთა „რუსიფიკაციის“ პროცესი. ზუსტად ამ მიზნით ნადგურდებოდა ფრესკები, ქართული ხელოვნების ნიმუშები, ქართულ ენაზე დაბეჭდილი წიგნები, როგორც ქართული დამწერლობის შენახვისა და გავრცელების საშუალება.

რუსიფიკატორული პოლიტიკა საიდუმლო არც ყოფილა. მაგალითად, 1905 წელს რუსეთის ეკლესიის მიერ დანიშნულმა საქართველოს ეკლესიის მმართველმა ეგზარქოსმა პირდაპირ განაცხადა, რომ მისი მიზანი საქართველოს დამოუკიდებლობისა და ეკლესიის ავტოკეფალიის იდეის სისხლში ჩახრჩობა იყო.

იმდროინდელი ქართული საერო და სასულიერო ელიტა მიხვდა, რომ სარწმუნოების გადასარჩენად რუსული იმპერიული მანქანის წინააღმდეგ ბრძოლა იყო საჭირო. მაგრამ რუსეთის იმპერია მწარედ უსწორდებოდა ყველას, ვინც წინ აღუდგებოდა მის ბარბაროსულ ქმედებებს.

1886 წელს ეგზარქოსმა პავლემ სიონის საკათედრო ტაძარში დაწყევლა ქართული ეკლესია და ქართველი ერი, რის გამოც დიმიტრი ყიფიანმა მას ბოდიშის მოხდა და საქართველოს დატოვება მოსთხოვა. ეგზარქოს პავლეს მითითებით, დიმიტრი ყიფიანი სტავროპოლში გადაასახლეს, მოგვიანებით, 1887 წელს კი მოკლეს. სწორედ ამ პერიოდში გააქტიურდნენ ეპისკოპოსი კირიონი, დეკანოზი კალისტრატე, ნიკოლოზ დურნოვი და ისტორიკოსი თედო ჟორდანია და დაბეჭდეს ნაშრომები, რომლებშიც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აუცილებლობას უსვამდნენ ხაზს. რუსებმა შეამჩნიეს საქართველოში მიმდინარე მოვლენები და მიზანში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ერთგული მცველი _ კირიონ მეორე ამოიღეს. 1917 წელს რუსეთში დაძაბული შიდა სიტუაცია იყო, რამაც კირიონს საშუალება მისცა 1917 წლის 12 მარტსსაქართველოს ეკლესია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უშუალო მმართველობისგან გამოეყვანა. თუმცა, ამისთვის 1918 წლის 26 ივნისს რუსეთმა ქართული ეკლესიის მცველი სიცოცხლეს გამოასალმა.

დღეს, რუსეთი სხვადასხვა მედიასაშუალებისა თუ საქართველოში მოქმედი ორგანიზაციების დახმარებით, საკუთარი პროპაგანდის მთავარ შემადგენელ ნაწილად ისევ იყენებს „ერთმორწმუნეობას“ და დღემდე ცდილობს ხაზი გაუსვას საერთო მართმადიდებლურ ფასეულობებს, ერთმორწმუნეობის საკითხებს. რელიგია გამოყენებულია როგორც რუსული „ძალის“ ერთ-ერთი ინსტრუმენტი.  საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული კულტურულ თუ რელიგიურ მსგავსებებზე საუბრისას, უნდა გავიხსენოთ თუ როგორ იყენებდა ის ერთმორწმუნეობის ნარატივს წარსულში და რა გამოცდილება მიიღო საქართველოს კულტურულმა, ეროვნულმა თუ ენობრივმა თვითმყოფადობამ რუსეთის მიერ გატარებული „ერთმორწმუნეობის“ პოლიტიკით.

წყარო: www.damoukidebloba.com. გაგრძელება იქნება

(R)




 ახალი ამბები
  • რა უნდა გააკეთონ მოქალაქეებმა საკრედიტო ისტორიის გამოსასწორებლადმთავრობის ინიციატივით ფონდმა „ქართუმ“ საბანკო შავ სიაში მყოფ 600 000 ადამიანს, გასული წლის დეკემბერში, სესხი ჩამოაწერა. განულებული დავალიანების მიუხედავად, ადამიანები, რომლებსაც სესხები ჩამოაწერეს, ახალი სესხის აღებასა და განვადებით ნივთების გამოტანას ვერ ახერხებენ. სესხის აღებისას დიდი მნიშვნელობა  აქვს საკრედიტო ისტორიას. კანონს არ აქვს წინაპირობა სესხის გაცემაზე თუ რა შემთხვევაში შეიძლება გაიცეს ან არ გაიცეს სესხი.  თითოეული საბანკო დაწესებულება თავის შიდა რეგულაციებით აწესებს წინაპირობებს ასეთი შიდა რეგულაციები ამ შემთხვევაში არის კრედიტინფოს მონაცემებში დადებითი ისტორია. რა უნდა გააკეთონ  მოქალაქეებმა ვისაც, დავალიანების განულების შემდეგ, სესხის აღება სურთ_ ამ კითხვით „გურია ნიუსი“ ადვოკატ მარიკა არევაძეს ესაუბრა. ადვოკატის თქმით, სესხის აღების მსურველმა მოქალაქეებმა ჯერ საკრედიტო ისტორიის შესახებ ინფორმაცია უნდა გამოითხოვონ, რომელიც  კრედიტ ინფოში ინახება. „პირველ რიგში  ადამიანებმა, ვისაც სურთ კრედიტის აღება კრედიტ ინფოს მონაცემებიდან უნდა გამოითხოვოს ინფორმაცია, ამ სესხის ჩამოწერით გაუსუფთავდათ საკრედიტო ისტორია თუ არა, დადებითი ისტორია აქვთ თუ ნეგატიური. ისტორია დადებითია თუ ვალდებულებები არის შესრულებული. ამ შემთხვევაში ისტორია უნდა იყოს დადებითად ქცეული, რადგან მართალია, ამ ადამიანების მიერ არა, მაგრამ სხვის მიერ  ვალდებულება შესრულებულია. მთავარია, გამსესხებელმა კომპანიებმა როგორ მიაწოდეს ინფორმაცია  კრედიტინფოს. თუ მათ უთხრეს კომპანიას, რომ ეს იყო ჩამოწერილი ვალდებულება, და უშუალოდ მსესხებლის მიერ არ შესრულდა, შესაძლოა, იყოს ნეგატიური მაჩვენებელი. ნეგატიური საკრედიტო ისტორია კი სესხის აღებას ხელს უშლის“,_ ამბობს არევაძე. როგორც ადვოკატი ამბობს, ნეგატიური საკრედიტო ისტორიის შემთხვევაში მოქალაქემ კრედიტ ინფოს უნდა მიმართოს წერილობით, რომ დავალიანება გასწორებულია და გამოსწორდეს ინფორმაცია.     ... ...
  • იგეგმება თუ არა ოზურგეთის ყოფილი მერიის შენობის დემონტაჟიოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომაზე, რომელიც ნოემბრის თვეში ჩატარდა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ განაცხადა, რომ დაგეგმილია ქალაქ ოზურგეთის მერიის ყოფილი შენობის დემონტაჟი (შენობა ქალაქ ოზურგეთის ცენტრში მდებარეობს) და მის ადგილას ახალი შენობის აგება. 1 მილიონი ლარი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაში ჩაიდება. მერის განცხადებითვე, გენგემის ხარჯი 100 000 ლარით გაიზარდა. „გვინდა მოვიწვიოთ სპეციალისტები, რომელებსაც აქვთ შესაბამისი ტექნიკა და შესაბამისი კომპეტენციის მქონე ახალგაზრდები ჩავრთოთ გენგეგმის მომზადების პროცესში, რათა ადგილზე უშუალო დათვალიერებით მოხდეს მისი მომზადება და არა კომპიუტერული რუკების საშუალებით (რასაც იყენებენ ტენდერში გამარჯვებული კომპანიები). როგორც წინასწარი სამუშაო, დაგეგმილია ქონების ელექტრონული რეგისტრაცია“,_ თქვა კონსტანტინე შარაშენიძემ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის გრიგოლ მახარაძის თქმით, ეს წინადადება იდეის დონეზე იქნა გაჟღერებული. „თუ ეს პროექტი განხორციელდება, საბჭოს წევრებმა აღვნიშნეთ, რომ ასევე მოხდეს ქალაქის მერიის ყოფილი შენობის წინ, ე.წ. ჭადრების ბაღის რეაბილიტაცია,“ _ გვითხრა გრიგოლ მახარაძემ. ამავე სხდომაზე მერმა ასევე გააჟღერა შემდეგი სახის ინფორმაციები. „სოფელ ოზურგეთის კულტურის სახლის რეაბილიტაციაზე 2 მლნ ლარი იხარჯება. დაგეგმილია ნაგომრის კულტურის სახლის რემონტი, ხოლო სოფელ მშვიდობაურში რეაბილიტაცია გაუკეთდება მრავალპროფილურ შენობას.  მიმდინარეობს ქალაქის ტერიტორიაზე არსებული შენობების, კერძოდ ფასადების რეაბილიტაცია - აპოლონ წულაძის ქუჩაზე მდებარე მრავალპროფილური შენობის ფასადის მოდერნიზაცია თუმცა მფლობელებმა უნდა გაიღონ თანამონაწილეობა. გადმოგვეცა ყოფილი „რაიკავშირის“ შენობა მისი 1 ჰა მიწის ფართობით და გაკეთდება გასართობი სკვერი და სტადიონი,“ _ აღნიშნა შარაშენიძემ. „გურია ნიუსი“ ამ თემასთან დაკავშირებით მუშაობას აგრძელებს და დამატებით ინფორმაციას მიწოდებისთანავე ... ...
  • ბავშვთა პორნოგრაფია _ დაკავებულია მოზარდი გოგონების მშობლები და მასწავლებელიპოლიციამ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავა. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, დაკავებულებს შორის არიან არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები და პედაგოგი დააკავეს. მისივე განცხადებით, ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულებს პორნოგრაფიული ნაწარმოებების დამზადებაში ჩაბმული ჰყავდათ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. მშობლებს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ბავშვები მიჰყავდათ აშშ-ის მოქალაქის მიერ თბილისში კონსპირაციულად მოწყობილ ფოტოსალონში, სადაც ხდებოდა არასრულწლოვნების პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალის გადაღება, უცხოეთში შემდგომი რეალიზაციის მიზნით. „ასევე, დაკავებულია არასრულწლოვანი ბავშვების სკოლის პედაგოგი, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ბავშვების შერჩევაში და მიმდინარე წლის სექტემბერში დაკავებულ აშშ-ის მოქალაქეს დანაშაულებრივი საქმიანობის განხორციელებაში ეხმარებოდა. ამავე საქმეზე, მიმდინარე წლის სექტემბერში, შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბავშვთა პორნოგრაფიის დამამზადებელი ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელი გამოავლინეს. სექტემბერში, პირველ ეტაპზე, სამართალდამცველებმა აღნიშნული ქსელის 11 წევრი დააკავეს. ამ დანაშაულის ჩადენის ბრალდებით, სულ დაკავებულია 22 პირი. დაზარალებული არასრულწლოვნების უფლებების დაცვის მიზნით, გრძელდება შესაბამისი ფსიქო-სოციალური ღონისძიებები. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143-პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონოდ დამზადება-გასაღებას, ასევე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ტრეფიკინგს გულისხმობს“, - აღნიშნეს ... ...
  • ოზურგეთში მოხალისეთა საერთაშორისო დღე აღინიშნაოზურგეთში “ევროკლუბის“ წევრების ორგანიზებით მოხალისეთა საერთაშორისო დღე აღნიშნა. როგორც ღონისძიებაზე ითქვა, მოხალისეობა  არის  არაანაზღაურებადი, გათვითცნობიერებული, ნებაყოფლობითი საქმიანობა სხვათა სასარგებლოდ. ნებისმიერ ადამიანს, ვინც შეგნებულად და უანგაროდ შრომობს სხვისთვის, შეიძლება ეწოდოს მოხალისე. ღონისძიების დროს “სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბიროს“ მოხალისეებმა პატრიცია გებიცკამ და არკადიუშ ბჟოზმა ისაუბრეს მოხალისეების მნიშვნელობაზე. ასევე დამსწრე საზოგადოებას მოუყვნენ, რა მოხალისეობრივი აქტივობები ჰქონდათ გაკეთებული. “ევროკლუბის“ წევრებმა დარბაზში მყოფ ადამიანებს ქაღალდის ფურცლები ჩამოურიგეს, სადაც უნდა დაეწერათ მოხალისეობის მნიშვნელობაზე. ... ...
  • ,,სექსუალური შევიწროვება ადამიანის უფლებების დარღვევაა" _ აქციას პროკურატურა შეუერთდარამდენიმე დღეა, ქვეყანაში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი 16-დღიანი კამპანია მიმდინარეობს ძალადობისა და სექსუალური შევიწროების შესახებ. საინფორმაციო კამპანიის სლოგანია ,,სექსუალური შევიწროვება ადამიანის უფლებების დარღვევაა." კამპანიას საქართველოს პროკურატურაც შეუერთდა და უწყების ორგანიზებით ქვეყნის მასშტაბით არაერთი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. სამტრედიის რაიონული პროკურატურის თანამშრომლები მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიშში, ნიკო ნიკოლაძის სახელობის პროფესიული კოლეჯის სტუდენტებსა და ლექტორ-მასწავლებლებს შეხვდნენ და სექსუალური შევიწროვების თემასა და ძალადობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციების საგამოძიებო და სასამართლო პრაქტიკის შესახებ ესაუბრნენ. ,,ღონისძიების მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ კატეგორიის დანაშაულის პრევენცია, ასევე, მოსახლეობისთვის სექსუალურ შევიწროვებასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ბოლო დროს გახორციელებული ცვლილებების გაცნობა", _ აღნიშნა "გურია-ნიუსთან" საუბრისას სამტრედიის რაიონულმა პროკურორმა ნუგზარ ... ...

არქივი

ზაფრანი

მკურნალი ყავა

საინტერესოდ გამოიყურება ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა...

საშიშია თუ არა მზის სათვალე

მზის სათვალე წარმოადგენს არა მხოლოდ...

ლიმონის დიეტა

ლიმონის დიეტა გრძელდება 10-დან 14...

ახდენს თუ არა ცხელი ჩაი კიბოს პროვოცირებას

ჩინელი მედიკოსები ცხრა წლის მანძილზე...

ნივთები, რომლებიც იმაზე ჭუჭყიანია, ვიდრე წარმოგიდგენიათ

წარმოგიდგენთ ნივთებს, რომლებიც იმაზე ბინძურია,...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს