"იზრდება ინვესტიციები და ერთობლივი მოთხოვნა" _ გიორგი კვირიკაშვილი


პოლიტიკა

"იზრდება ინვესტიციები და ერთობლივი მოთხოვნა" _ გიორგი კვირიკაშვილი

6 ივნ. 2016, 20:47:08

2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში ბიზნესსექტორში დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა გაიზარდა 5.9%-ით და აბსოლუტურ მაჩვენებელში 577 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველ 3 თვეში ბიზნესსექტორმა დამატებით 32 257 ადამიანი დაასაქმა, _ ეს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებია, რომელიც პრემიერ-მინისტრის შეფასებით, სასიხარულოა.

როგორც მთავრობის მეთაურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, სექტორული ანალიზი აჩვენებს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სოფლის მეურნეობის სექტორში დაფიქსირდა, რაც, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის კუთხით მთავრობის მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგია.

„ეს, ასევე უნდა აღვიქვათ გაუმჯობესებული ბიზნესკლიმატის შედეგადაც. 2016 წლის 1 კვარტლის მონაცემებით, ასევე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა სამშენებლო სექტორში. პირველი კვარტლის მონაცემებით, გამოშვებული პროდუქციის მაჩვენებელი 44%-ით არის გაზრდილი, რაც განპირობებულია დიდი მოცულობის სამუშაოების შესრულებით, როგორც სახელმწიფო სექტორში - ავტომაგისტრალების, შიდა გზების, ჰიდროელექტროსადგურების, კერძო სექტორში - მრავალფუნქციური დანიშნულების საცხოვრებელი შენობების, ოფისების, სასტუმროების, მაგისტრალური კავშირგაბმულობის ხაზების და სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეკონსტრუქციით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე, რომ დასაქმების კუთხით საკმაოდ მაღალი ეფექტი აქვს ამ სექტორში ზრდის თითოეულ პროცენტს“, - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ასევე დადებითი ტენდენციები შეინიშნება ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვების მოცულობის ზრდის მიმართულებით, რაც 2016 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15%-ით გაიზარდა და 6,5 მილიარდი ლარი შეადგინა. ხოლო, 15,4%-ით არის გაზრდილი ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა.

რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, 2016 წლის აპრილში ეკონომიკური ზრდა 4,3% იყო, კვარტლის მონაცემებით - 2,8%. პრემიერის შეფასებით, ბოლო თვეებში აღინიშნება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი ზრდა, რაც ინვესტორთა განწყობის გაუმჯობესებას და მოლოდინების სტაბილიზაციას უკავშირდება.

„შედეგად, რა თქმა უნდა, იზრდება ინვესტიციები და ერთობლივი მოთხოვნა. დარგებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი ზრდაში შეიტანა მშენებლობის სექტორმა, სადაც აქტივობა მაღალი იყო როგორც სახელმწიფო სუვერენული დაფინანსების მქონე პროექტების კუთხით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმართულებით, ისე კერძო სექტორის აქტივობის მხრივ.

არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ დადებით მონაცემებში არის ის, რომ აღინიშნება ეკონომიკური აგენტების გაუმჯობესებული განწყობა ლარის კურსის დასტაბილურებასა და გამყარებასთან მიმართებაში. ბანკების მხრიდან უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები შემცირებულია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სპეკულაციური, აჟიოტაჟური მოთხოვნის წილი უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვაში გამოირიცხა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გარდა ამისა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 5 თვეში, საგადასახადო შემოსავლებმა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 8.3%-ით გადააჭარბა და ასევე პოზიტიურია ხარჯვის წილი 2016 წლის იანვარ-მაისში სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვის კუთხით, რაც აქამდე პრობლემატური იყო. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ფისკალური სტიმულირება წლის დასაწყისში ყოველთვის იყო საჭირო და ძალიან კარგია, რომ წლის პირველ ხუთ თვეში ამ კუთხით ჩავარდნები ნაკლებია. პრემიერის შეფასებით, იანვარ-მაისში წლიური გეგმის 37,8%-ის დახარჯვა დადებითი მაჩვენებელია.

ვფიქრობ, როგორც შიდა, ისე გარე ინვესტორები, დადებითად აღიქვამენ ამ არაერთ პოზიტიურ მონაცემს, მათი მოლოდინებიც კიდევ უფრო პოზიტიური იქნება და მოიმატებს ინვესტიციები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქვეყნის გარედან, მით უმეტეს, რომ ჩვენ განვახორციელეთ და პარლამენტმა უკვე მიიღო საგადასახადო ლიბერალიზაციის მნიშვნელოვანი პაკეტი, რომელიც მომავალი წლის პირველი იანვრიდან კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ეკონომიკურ გარემოს“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.




 ახალი ამბები
  • ცნობილი მეან გინეკოლოგი, ნუნუ ინარიძე გარდაიცვალაოზურგეთში, ცნობილი მეან გინეკოლოგი ნუნუ ინარიძე გარდაიცვალა. ქალბატონი ნუნუ ინარიძე 52 წელი მუშაობა ოზურგეთის სამშობიარო სახლში. ოზურგეთის სამშობიარო სახლის პერსონალი, ღრმა  მწუხარებით  იუწყება, რომ გარდაიცვალა ღვაწლმოსილი ექიმი, ცნობილი მეან გინეკოლოგი ნუნუ ინარიძე და უთანაგრძნობს ოჯახს. “ქალბატონი ნუნუ იყო თავის საქმეზე შეყვარებული ადამიანი. ძალიან ყურადღებიანი, თავაზიანი, კეთილშობილი და რაც მთავარია, თავისი საქმის პროფესიონალი იყო. ქალბატონი ნუნუ 2011 წელს დაემშვიდობა თავის საქმიანობას, მაგრამ მასთან ურთიერთობა თავის მეგობრებს და კოლეგებს, არ გაუწყვეტია,  - თქვა “მედალფას“ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, დათო მდინარაძემ. ... ...
  • „ოცნება“ უნდა წავიდეს- ჭიჭინაძე“ დღეს ყველანაირი კომპრომისის მცდელობა,   „ქართული ოცნებისთვის“ ხელისუფლების გახანგრძლივებას ნიშნავს. „ოცნება“ უნდა წავიდეს, რადგან მათ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გეგმა არ გააჩნიათ. ეს კი, მხოლოდ ახალი არჩევნებით მოხდება, ” - ასე ეხმაურება პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე,  „გირჩის“  ინიციატივას ადგილობრივ არჩევნებისთვის პლებისციტის სახე მიეცემის ... ...
  • პრემიერი: დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეასაქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა: „დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა! დავა - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში  საქართველოს გამარჯვებით დასრულდა! ეს საერთო ... ...
  • თალაკვაძე: საქართველომ ისტორიული სამართლებრივი გამარჯვება მოიპოვასაქართველომ ისტორიული სამართლებრივი გამარჯვება მოიპოვა- ასე აფასებს სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე. „სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით დასრულდა მრავალწლიანი სახელმწიფოთაშორისი დავა „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ საქმეზე, რომლითაც უტყუარად დადასტურდა, რომ 2008 წელს საქართველო და მისი მოსახლეობა იყო რუსული აგრესიის მსხვერპლი. 2008 წლის რუსული ოკუპაციის შედეგად, ჩვენმა თანამოქალაქეებმა დაკარგეს საცხოვრისი (სადაც დღეს რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურაა განლაგებული), მამაპაპისეული კერა და იქ გატარებული ცხოვრების ისტორია, თუმცა მათ არ დაუკარგავთ მომავლის იმედი და რწმენა სამართლიანობის მიმართ.  უსამართლობის და ძალმომრეობის მაგალითად ჯერ კიდევ რჩება რუსული საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ აღმართული მავთულხლართები. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ, თითოეულ ჩვენგანში კიდევ უფრო განამტკიცა სამართლიანობის აღდგენის რწმენა. ეს არის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პირველი სამართლებრივი შეფასება საერთაშორისო სასამართლობის მიერ და წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს სამართლიანობის აღდგენის გზაზე. სასამართლოში საქართველო ამტკიცებდა, რომ რუსეთ-საქართველოს ომის დროს რუსეთმა უხეშად დაარღვია ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი, მათ შორის: სიცოცხლის უფლება; წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა; თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება; პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება; საკუთრების უფლება; მიმოსვლის თავისუფლება და სხვა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით, ხელისუფლებამ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მყარ სამართლებრივ ანალიზთან ერთად წარუდგინა ამომწურავი მტკიცებულებები. მადლობას ვუხდი იუსტიციის უკვე ყოფილ მინისტრს, თეა წულუკიანს და მის მოადგილეებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და თითოეულ საჯარო მოხელეს, ვინც წარმატებით შეძლო დაეცვა საქართველოს და ჩვენი მოქალაქეების ინტერესები! საქართველო აგრძელებს სამართლებრივ და მშვიდობიან გზას ოკუპაციის დასრულების და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ!“_ აცხადებს ... ...
  • სამტრედიის სკოლები განათლების სამინისტროს დისტანციური სწავლების მოთხოვნით მიმართავენსამტრედიის მუნიციპალიტეტის სკოლებში საკლასო ოთახებში სწავლა ორშაბათიდან, 18 იანვრიდან დაიწყო. როგორც ,,გურია ნიუსთან" საუბრისას სამტრედიის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ელენე ბოხუა ადასტურებს, სკოლებში მოსწავლეთა გამოცხადების დაბალი მაჩვენებელია. ამის მიუხედავად, საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესი მაინც მიმდინარეობს.  საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, სამტრედიის მე-6, მე-7, მე-11 და მე-12 სკოლების ხელმძღვანელობამ განათლების სამინისტროს  მოთხოვნა გაუგზავნა, სასწავლო პროცესის დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანის თაობაზე. აღნიშნული სკოლები სამინისტროდან პასუხს ელოდებიან. ანალოგიური წერილების მომზადებას სამტრედიის სხვა სკოლებიც ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....