"ქალბატონებს ვურჩევ, აქტიურები იყვნენ"

პოლიტიკა

"ქალბატონებს ვურჩევ, აქტიურები იყვნენ"

7 ივნ. 2016, 01:48:53

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ საკრებულოს გასული წლის ანგარიში უკვე ჩააბარა. ანგარიშს თან აუდიტის დასკვნაც ერთვოდა, რომელშიც რამდენიმე საყურადღებო დეტალია, რომელზეც "გურია ნიუსმა" მკითხველს ვრცლად უამბო.

დეპუტატებს, როგორც ანგარიშთან, ასევე, აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით კითხვები მრავლად ჰქონდათ, განსაკუთრებული აქტიურობით ოპოზიცია გამოირჩეოდა.

საკმაოდ ხანგრძლივი სხდომის დეტალების განხილვა "გურია ნიუსისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია "Post ალიონის" ერთობლივ გადაცემაში "მონოლოგიდან დიალოგამდე" შედგა.

გადაცემის სტუმრები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე მაია პაიჭაძე და საკრებულოს ფრაქცია "ეროვნული ფორუმის" თავმჯდომარე ქეთევან სიხარულიძე იყვნენ.

ქეთევან სიხარულიძის თქმით, ჩოხატაურში "ეროვნული ფორუმი" "ქართულ ოცნებას" არ გამოყოფია და როგორც გამგებლის ანგარიშზე, ასევე, აუდიტის ანგარიშზე დასკვნა ფრაქცია "ქართული ოცნება _ ეროვნული ფორუმის" სახელით გაკეთდა.

_ აუდიტის სამსახურს დავეთანხმეთ, მოვიწონეთ და იმ სამი ადამიანით, ვინც იქ წარმოადგენდა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს მე ვიყავი ამაყი _ მათ ყველა კითხვას ამომწურავად გასცეს პასუხი.

_ ქალბატონო ქეთევან, აუდიტის დასკვნა არის გამგებლის ანგარიშის თანმდევი, რომელიც დოკუმენტალურად განმარტავს, თუ როგორ იმუშავა გამგებელმა და რა არის გაკეთებული მუნიციპალიტეტში. ამ დასკვნაში ძალიან ბევრი ხარვეზის შესახებ არის საუბარი. საკრებულოს სხდომაზეც აღინიშნა ოპოზიციის მხრიდან, რომ რამდენიმე შემთხვევაში იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაული. გასაგებია, რომ ამ საკითხს, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი, ისე უყურებთ, მაგრამ თქვენი პარტია ოპოზიციაშია და ამ კუთხით არ შეგიხედავთ? არც ერთ საკითხზე არ გაგჩენიათ კითხვები?

_ რა თქმა უნდა, კითხვები ჩნდება, მაგრამ ამ კითხვებზე, თითქმის ყველაზე, მეტნაკლებად გაიცა პასუხი სამსახურის უფროსების მხრიდან. არის ისეთი რაღაცეები, რომლებიც უნდა გამოსწორდეს და ეს აუცილებლად გამოსწორდება, _ აღნიშნა სიხარულიძემ.

მაია პაიჭაძის თქმით, "გამგებლის მუშაობა და მთლიანად სახელისუფლებო გუნდის მუშაობა შეიძლება დადებითად შეფასდეს".

საკრებულოს დეპუტატებმა გადაცემაში ისაუბრეს სახელმწიფო აუდიტის 2013 წლის დასკვნაზე, რომლის თანახმად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ბუღალტრული აღრიცხვა არასწორად ხდება. იგივე პრობლემა გამოიკვეთა აუდიტის 2015 წელს დასკვნაში.

_ ამასთან დაკავშირებით ჩვენ მაშინვე გვქონდა რეკომენდაციები, რომლებიც მივაწოდეთ გამგეობას. ეს პრობლემა უნდა გამოსწორებულიყო, თუმცა, იყო ხელისშეშლის კონკრეტული მიზეზი _ არ არსებობდა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა. ჩვენმა კომისიამ დასკვნაში ამაზეც გაამახვილა ყურადღება და მოვუწოდეთ გამგეობას, როგორც პროგრამის შეძენის, ასევე კადრების გადამზადების შესახებ, _ თქვა პაიჭაძემ.

ქეთევან სიხარულიძის თქმით, წლევანდელ ბიუჯეტში კადრების გადასამზადებელი თანხა ჩასმულია, თუმცა, ოპოზიციური პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე ჩოხატაურში კადრების დეფიციტს ვერ ხედავს _ ქეთევან სიხარულიძე ამბობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები შენიშვნებს ყოველთვის იღებენ და ითვალისწინებენ კიდეც:

_ იყო შემთხვევა, როდესაც ჩემს სოფელში, ბუკისციხეში შესრულებული სამუშაო არ მომეწონა. ჩემი აზრი გამოვთქვი და გაითვალისწინეს. ასეთი შემთხვევები ხშირია. მონიტორინგს ხშირად ვახორციელებ, _ აღნიშნა სიხარულიძემ და დასძინა, რომ აქტიურად არის ჩართული პოლიტიკაში და ცდილობს სხვა ქალბატონებიც აიყოლიოს.

_ 18 წლის განმავლობაში მხოლოდ ქალბატონებს ვემსახურე და ამას ახლაც ვაგრძელებ. გულის მანკით დაავადებულთა პროექტი, ეპილეფსიით დაავადებულთა პროექტი, ბავშვებისთვის უფასო ტრანსპორტის მომსახურება _ ეს ის პროექტებია, რომლებიც მე გავაკეთე და მინდა ვთქვა, რომ ქალბატონებისთვის გავაკეთე. მე ხშირად მიწევს მოსახლეობასთან შეხვედრები და ქალბატონებს ვურჩევ, რომ უფრო აქტიურები იყვნენ, შემოგვთავაზონ იდეები, რომელთა გახორციელებაში აუცილებლად დავეხმარებით, _ თქვა გადაცემაში სტუმრობისას პაიჭაძემ.

გადაცემის სრული ვერსია შეგიძლიათ ნახოთ აქ.




 ახალი ამბები
  • პატრიარქის სამადლობელი წერილი და პრეზიდენტის სტუმრობა ზემო აკეთშიქვეყნის  პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და კულტურის გამოჩენილი წარმომადგენლები დღეს ლანჩხუთში, ზემო აკეთს სტუმრობდნენ. საქმე ისაა, რომ ივნისს–ივლისის თვეში, ლანჩხუთში, საექსპედიციო ჯგუფმა, რომელსაც სათავეში ანსამბლ ,,შავნაბადას“ ხელმძღვანელი დავით ცინცაძე და ლანჩხუთის ხუხუნაიშვილების სახელობის სკოლის ხელმძღვანელი ავთანდილ თურქია ედგა, აკეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ეზოს ტერიტორიაზე, ცნობილი მომღერლების საფლავების აღმოჩენა-რესტავრაცია განახორციელეს. დღეს უკვე აღმოჩენილია ცნობილი გვარის - ხუხუნაიშვილების ანსამბლის წევრების 6 საფლავი, ხოლო ცარიზმის დროს ხელყუმბარით დაზიანებული ტაძარი, მზად არის რესტავრაციის დასაწყებად. სწორედ ეს  რესტავრირებულ საფლავები და რესტავრაციაში მყოფი ტაძარი მოინახულეს სტუმრებმა. მიღების მეორე ნაწილს კი სოფელმა აცანამ საკონცერტო ფორმატითა და კულტურული ნიმუშების წარდგენით უმასპინძლა. პრეზიდენტმა ცანაში სტუმრობისას გამოჩენილი მომღერალი, ლოტბარი, კომპოზიტორი, ანსამბლების – „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებელი, ანზორ ერქომაიშვილი, რომელსაც 80 წელი 10 აგვისტოს უსრულდება,  გაწეული ღვაწლისთვის დააჯილდოვა. დღევანდელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ლანჩხუთში სამადლობელი წერილი გამოგზავნა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემაც. „ჩვენი ქვეყნის დიდი სიმდიდრე ჩვენი კულტურაა და მასში მარგალიტადაა ჩასმული ჩვენი მრავალხმიანობა. იგი ჯვარია ჩვენი ხალხისა. გალობა ჯვრის ვერტიკალური სვეტია ღვთისკენ მიმართული, ხოლო ჯვრის ჰორიზონტალური ნაწილი სიმღერაა - ხალხში გაბნეული, როგორც სიყვარული მოყვასისა. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ისტორიას ახსოვს გამორჩეული და დიდი ღვაწლის მქონე გვარები: დუმბაძეები, კარბელაშვილები, ერქომაიშვილები, კავსაძეები, ბერძენიშვილები, ჩავლეიშვილები და სხვანი. მათ მუსიკალურ რანგს მიეკუთვნება ხუხუნაიშვილებიც, რომელთა ნიჭი მსოფლიომ აღიარა და მათ საქართველო წარმოაჩინეს, როგორც მუსიკალურად მაღალი აზროვნების მქონე ქვეყანა. ზემო აკეთის მომღერალთა შესაძლებლობები ყველა დონის მუსიკოსს ქედს ახრევინებს მათი გენიის წინაშე. ხოლო ალმასხან ხუხუნაიშვილის იმპროვიზაცია დღემდე აოცებს თანამედროვე მუსიკოსებს თავისუფლების შეგრძნებით.“ _ წერს პატრიარქი და მადლობას უხდის ამ საქმის ინიციატორებს: „მადლობა მინდა ვუთხრა ექსპედიტორთა ჯგუფს: მამა მიქაელის (მახარაძის), დავით ცინცაძის, ავთანდილ და მერაბ თურქიების თაოსნობით, რომელთაც დიდად იშრომეს წინაპართა პატივსაგებად”. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კაცი საქმით იცნობა და რომ გარდაცვლილი წინაპრები გვეხმარებიან ცოცხლებს.“ საქართველოს პატრიარქი თავის წერილში იუბილეს ულოცავს ანზორ ერქომაიშვილს. „დღეს, საბედნიეროდ ჩვენი ქვეყნის საუკუნოვან კულტურას ჰყავს გამორჩეული პატრონი, რომლის გვარმაც განსაკუთრებულად იღვაწა ერისა და ბერის წინაშე. მადლობა ღმერთს, რომ მეტად რთულ დროს ჩვენ ქვეყანას მოუვლინა ანზორ ერქომაიშვილი - ტრადიციული მუსიკის პატრიარქი და დიდი საგვარეულო კულტურის გზის გამგრძელებელი. ვულოცავ მას 80 წლის იუბილეს და მინდა გითხრათ, რომ მე მადლიერი ვარ მისი ფასდაუდებელი ღვაწლისა, რომელიც მან გასწია ჩვენი ქვეყნის წინაშე. ვუსურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!“ -წერს ილია ... ...
  • ჭიათურაში ბენზინგასამართი სადგური გაძარცვესჭიათურაში ბენზინგასამართი სადგური გაძარცვეს. არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული პირები ბენზინგასამართ სადგურზე შეიჭრნენ და ადგილზე მყოფ ოპერატორს მუქარის ძალით თანხა მოსთხოვეს. წაღებულია რამდენიმე ასეული ლარი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას ... ...
  • იმერეთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლესტყიბულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, გვიან ღამით ქალაქის ცენტრში ორი მამაკაცი ერთმანეთს დაუპირისპირდა, კონფლიქტის დროს კი ერთმა მეორეს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. გარდაცვლილი მამაკაცი თერჯოლის მკვიდრია. მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას ... ...
  • რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან კაცი გადმოვარდარუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან კაცი გადმოვარდა. ის უგონო მდგომარეობაში რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...
  • Air France-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლაფრანგულმა ავიაკომპანია Air France-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა. ამის შესახებ ინფორმციას ,,ტავ ჯორჯია“ ავრცელებს. როგორც „ტავ ჯორჯია“-ში აცხადებენ, პარიზიდან თბილისში უკვე 178 მგზავრი ჩამოფრინდა. ავიაკომპოანია Air France  ფრენებს ,,ეარბას“ A320 და A321  ტიპის ხომალდებით კვირაში ორი სიხშირით იფრენს, რომელიც  შემდეგი განრiგით შეასრულებს ავიამიმოსვლას:  პარიზი(შარლ დე გოლის აეროპორტი)  - თბილისის მიმართულებით, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს; თბილისი-პარიზის (შარლ დე გოლის აეროპორტი) მიმართულებით ყოველ ხუთშაბათსა და კვირას.   ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...