ყოფილი მაჟორიტარი კანდიდატს ასახელებს

პოლიტიკა

ყოფილი მაჟორიტარი კანდიდატს ასახელებს

2012 ივნ 4 07:03:32

ოზურგეთის მაჟორიტარ კანდიდატად თემურ ჭკუასელი სახელდება, "რესპუბლიკელების" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი ჩოხატაურის მაჟორიტარად მოიაზრება _ მას კოალიციამ მთლიანად რეგიონი ჩააბარა; ჩოხატაურში ცნობილ საოპერო მომღერალ პაატა ბურჭულაძეზეცაა საუბარი _ როგორც ცნობილია, იგი ბიძინა ივანიშვილთან მეგობრობს, თუმცა, მახათას მთაზე თბილი შეხვედრა პრეზიდენტ სააკაშვილთანაც ჰქონდა.

ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარები არ კეთდება. წყაროები იმასაც ამბობენ, რომ შერჩევა საბოლოო არაა და შესაძლოა, რაიმე შეიცვალოს. თუმცა, გურიაში ივანიშვილი ცნობილი სახეების დაყენებას რომ აპირებს, ფაქტია.

ამაზე მეტყველებს კიდევ ერთი კანდიდატურა, რომელიც ლანჩხუთს ჯერ კიდევ თვეების წინ დაუკავშირეს _ ისევ არის საუბარი ირაკლი მენაღარიშვილზე _ შევარდნაძის მთავრობის გავლენიანი მინისტრის კანდიდატურა საფეხბურთო სახესთან, თემურ ჩხაიძესთან ერთად სახელდება. თავის დროზე, როცა მენაღარიშვილის კანდიდატურა გავაჟღერეთ, თავად ექს-მინისტრმა ყოველივე კატეგორიულად უარყო, თუმცა, მისი გვარ-სახელის ისევ ხსენება იმას მაინც ნიშნავს, რომ "კვამლი" უცეცხლოდ არ ჩნდება. ვნახოთ, რა რეაქცია ექნება ამჯერად ბატონ ირაკლის.

ლანჩხუთში ასევე ასახელებენ ადგილობრივი ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, რომან ბიწაძის კანდიდატურასაც.

ჩვენ კომენტარისთვის კოალიცია "ქართული ოცნების" წევრს, ლანჩხუთის ყოფილ მაჟორიტარ დეპუტატს ბიძინა გუჯაბიძეს დავუკავშირდით:

_ ბატონო ბიძინა, უპირველესად 27 მაისის აქციის შესახებ გკითხავთ.

_ იმაზე გაცილებით მეტი ხალხი მოვიდა, ვიდრე ველოდით _ იყო 150 000 ადამიანი. ეს რაოდენობა აქამდე არც ერთ აქციაზე არ გამოსულა. ისეთი სიმჭიდროვე იყო, ძლივს მივედით ტრიბუნასთან. ეს იყო პირველი დიდი დარტყმა ხელისუფლებაზე. ეს იმ დროს, როცა ჯერ კიდევ არ ამოქმედებულა სრულად "მეცხრე არხი", რეგიონებზე ვერ გადის "მაესტრო" და "კავკასია"..

_ როგორც ვიცი, რეგიონები ამ აქციაში ჩართული არ იყო...

_ ჩვენ საამისო ხარჯები არ გაგვიწევია. ვინც ჩამოვიდა, ისიც თავისით. არც იყო ამის საჭიროება. უახლოეს მომავალში ანალოგიური შეხვედრაა ქუთაისში...

_ მასში რეგიონებიც ჩაერთვებიან?

_ არა, მხოლოდ იმერეთი. შემდეგ იქნება სხვადასხვა რეგიონები. რა თქმა უნდა, გურიაც, თუმცა, ჯერ თარიღს ვერ გეტყვით.

_ თქვენ რომელ რეგიონში ატარებთ კოალიციის აგიტაციას?

_ სადაც გამიშვებენ, კონკრეტულ რეგიონზე არ ვარ მიმაგრებული სადაც საჭიროა, იქ მივდივარ. უნდა ნახოთ, ხალხი როგორ იმედიანადაა, ყველას ბიძინა აკერია პირზე... რა თქმა უნდა, მე არ მგულისხმობენ (იცინის).

_ ბატონო ბიძინა, ხომ არ იცით, ვინ იქნება "ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატი ლანჩხუთში?

_ რამდენიმე კანდიდატურა დასახელდა... ეგ თქვენც იცით...

_ მათ შორის არის თუ არა ირაკლი მენაღარიშვილის კანდიდატურა?

_ კი, არის, მაგრამ არა კოალიციიდან. თემურ ჩხაიძეზეა საუბარი _ ის იქნება კოალიციიდან. მას მხარს ვუჭერთ, კალაძეც მის გვერდითაა. წესიერი კაცია. თუ ვინმე ფიქრობს, რომ მაჟორიტარი სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტი უნდა იყოს, ეს უკვე დიდი ფუფუნებაა. მეც ჩამოვალ ლანჩხუთში და მხარს დავუჭერ თემურს აუცილებლად.

_ პირადად არსად აპირებთ მაჟორიტარად კენჭისყრას?

_ ვნახოთ. ალბათ კი. ადგილი დაზუსტებული არაა... ლანჩხუთი რომ არ იქნება, ეს კი იცით.

_ ლანჩხუთი რატომ არა?

_ ხომ გახსოვთ, რაც გააკეთეს წინა არჩევნების დროს (შიგაოპოზიციურ დაპირისპირებას გულისხმობს. რედ.). იმათგან ზოგი დღეს შტაბშია და...




 ახალი ამბები
  • ლაგოდეხში მდინარეში ჩავარდნილი მოსწავლის ცხედარი იპოვესლაგოდეხში მდინარეში ჩავარდნილი მოსწავლის ცხედარი იპოვეს. მას მეორე დღეა, რაც ეძებდნენ.  „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ექსკურსიაზე მყოფი სკოლის მოსწავლეებიდან ერთ-ერთი მდინარეში გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...
  • 16 წლის გოგონას სამძებრო სამუშაოებში მყვინთავები ჩაერთნენლაგოდეხში, 16 წლის მოზარდის სამძებრო სამუშაოებში მყვინთავები ჩაერთნენ. ექსკურსიაზე მყოფ მოსწავლეს, რომელსაც გურგენიანის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხი დაუცდა და ხევში გადავარდა, მაშველები მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ. რეინჯერების ინფორმაციით, ცნობილია მისი ადგილსამყოფელი, თუმცა, რთული მდებარეობის გამო, ადგილამდე მიღწევა ვერ ხერხდება. სპეციალისტები ამბობენ, რომ სამძებრო სამუშაოების დასასრულებლად მდინარეს კალაპოტი უნდა შეუცვალონ. უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. კერძო სკოლა "ალბიონის" მოსწავლეები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც 16 წლის მოზარდს ფეხი დაუცდა და დინებამ წაიღო. ექსკურსიაზე მყოფი მოსწავლეები და მშობლები ლაგოდეხის პოლიციაში წუხელვე გამოჰკითხეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა დაცული ტერიტორიების სააგენტომ. მასში ნათქვამია, რომ ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე, „ნინოს ხევის ჩანჩქერის" მარშრუტზე ადიდებულია მდინარე, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და ვიზიტორებს ალტერნატიული ტურისტული ბილიკებით სარგებლობისკენ და წესების მკაცრად დაცვისკენ ... ...
  • ოზურგეთში დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობენოზურგეთის ჭადრების ბაღში დილიდანვე საზეიმო განწყობა სუფევს.  ხალხმრავლობაა სამხედრო მოსამსახურეებთან. აქ წარმოდგენილია ქუთაისის 32-ე ბატალიონი. როგორც სამხედრო მოსამსხურეებს, ტექნიკას ინტერესით  ეცნობიან, როგორც დიდები, ისე პატარები. იღებენ ამახსოვრო ფოტოებს.  12 საათისთვის აქ გურიის  გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია და გარემოს დაცვის  და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი მოვიდნენ. _მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე. წელს წილად გვხვდა ბედნიერება ოზურგეთში ვუმასპინძლოთ გამოფენას. აქ ნახავთ კულინარიულ გამოფენას, ქართული ღვინის გმოფნა-გაყიდვას, გაეცნობით წარმატებულ ადაიანებს ,- თქვა მან. ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მინისტრის მოადგილესთან ერთად, ტერიტორიული მტლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. ზეიმი ამ წუტებშიც ... ...
  • ყაჩაღობა ოზურგეთში - უცნობმა პირებმა დისტრიბუციის მანქანა დააყაჩაღესოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის და სოფელ ცხემლისხიდის საზღვარზე ყაჩაღობის ფაქტს ჰქონდა ადგილი. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი დისტრიბუციის მანქანა უცნობმა პირებმა დააყაჩაღეს. ყაჩაღობის ფაქტი დღის საათებში მოხდა. არაოფიციალური ინფორმაციით, წაღებულია 20 000 ლარის  საქონელი. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება ფაქტთან დაკავშირებით ორი მუხლით მიმდინარეობს: სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და  236-ე მუხლებით,  რაც გულისხმობს ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება. ამ ეტაპზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მომხადარის შედეგად დაშავებული ან რაიმე სახის დაზიანებებით არავინ არ ... ...
  • რატომ არ ჩატარდება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი ლანჩხუთში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი, რომელიც 26 მაისს ლანჩხუთის კულტურის სახლში უნდა გამართულიყო, გაუქმეულია _ ამის მიზეზი 23 მაისს, სოფელ სუფსაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევაა, რა დროსაც ოთხი ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა, მათ შორის, ლანჩხუთის ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრისა და სასწარაფო დახმარების ექიმი, არჩილ კვაჭაძე. როგორც ლანჩხუთის მერიაში გვითხრეს, 26 მაისს დაგეგმილი ყველა სხვა სახის ღონისძიება დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით გაიმართება, გარდა კონცერტისა. „23 მაისს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების პროგრამიდან ამოღებულია და აღარ ჩატარდება  საზეიმო კონცერტი, რომელიც კულტურის სახლში იყო დაგეგმილი“, _ გვითხრა მერიის პრესასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა მაკა ... ...

არქივი

ზაფრანი

ნივთების ისტორიიდან - ტუნიკა

ახლა უკვე ძნელია იმის თქმა,...

როდის ხდება წყლის დალევა ორგანიზმისთვის მავნებელი

არ შეიძლება ნებისმიერი სითხის სულმოუთქმელად...

ნუ დანებდებით

ვის არ უჩხუბია და უკამათია......

ნაბახუსევზე მარილიანი ყავა სასარგებლოა

ნებისმიერ ადამიანს ხშირად ერთი პრობლემა...

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...