მისცემენ თუ არა საქართველოს დეკემბერში MAP-ს - რას წერს THE WASHONGTON POST

პოლიტიკა

მისცემენ თუ არა საქართველოს დეკემბერში MAP-ს - რას წერს THE WASHONGTON POST

2016 ივნ 17 19:57:43

THE WASHONGTON POST საქართველოსა და ნატო-ს ურთიერთობების შესახებ თინათინ ხიდაშელის ინტერვიუს აქვეყნებს.

როგორც ამერიკული გამოცემა აღნიშნავს, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატო-ში  შესვლის სურვილით გამოწვეულ მოუთმენლობას ვერ მალავს და ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ლობირებს, რომ საქართველოს "წევრობის სამოქმედო გეგმა," იგივე MAP გადასცენ.

"გურია ნიუსი" THE WASHONGTON POST-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიის თარგმანს გთავაზობთ.

პრაქტიკული თვალსაზრისით, საქართველოსთვის MAP -ის მიცემა ალიანსში გაწევრიანების შეუქცევად გზაზე დადგომას ნიშნავს. ამით ასევე დასრულდება საქართველოს უსაფრთხოების ვაკუუმი, რომელიც მთლიანად დაუცველი იყო, როდესაც რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში ომი დაიწყო.

მაუწყებლის ინფორმაციით, 8-9 ივლისს, ნატო-ს სამიტზე საქართველოსთვის MAP-ის გადაცემის საკითხი არ განიხილება.

"ნატო-ს წევრი ბევრი ქვეყანა საქართველოს მხარს უჭერს. ისინი შეთანხმდნენ, რომ  ალიანსის გაფართოების საკითხებს დეკემბერში განიხილავენ, მაგრამ ჯერ არ არის გადაწყვეტილი მისცემენ თუ არა საქართველოს დეკემბერში MAP-ს,"_განაცხადა გამოცემასთან საუბრის დროს ანონიმურმა წყარომ.

მაუწყებლის ცნობით, ვარშავის სამიტზე მონტენეგრო ალიანსის 29-ე წევრი ხდება, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყანა ჯერ კიდევ კორუმპირებულია და საქართველოსთან შედარებით ნატო-ს თავდაცვის მისიებში ნაკლებად მონაწილეობს.

როგორც ცნობილია, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას ძირითადად გერმანია და საფრანგეთი არ უჭერენ მხარს.

მაუწყებლის ცნობით, მათ მიაჩნიათ, რომ საქართველოს ალიანსში შესვლა რუსეთთან ომს გამოიწვევს და ასევე სჯერათ, რომ საქართველო დაუცველია რუსეთთან ომში.

THE WASHONGTON POST -ის ინფორმაციით, ხიდაშელი იმედგაცრუებულია, რადგან ალიანსის წევრები მიიჩნევენ, რომ რუსეთს შეუძლია ვეტო დაადოს საქართველოს თავდაცვის სისტემას.

"რუსეთის შესახებ ძალიან ბევრს ლაპარაკობენ და ფიქრობენ, შეშფოთებას გამოთქვამენ, მაგრამ რა სურს ნატო-ს ძალიან ცოტა დრო ეთმობა, რაც  ნატო-ს დაპირების შესრულებაზე, საქართველო ალიანსის წევრად გახდომის საკითზე ისახება,"_განაცხადა ხიდაშელმა.

მაუწყებლის ცნობით, ნატო-ს სამიტზე ბუქარესტში, 2008 წლის მარტში, გერმანიამ და საფრანგეთმა საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას ვეტო დაადო, ხუთი თვის შემდეგ კი ქვეყანაში რუსეთი შეიჭრა, რამაც ნატო-ს წევრ ქვეყნებს დაუტოვა კითხვა შეაჩერებდა თუ არა კრემლს, საქართველოს რომ MAP ჰქონოდა ან ალიანსის წევრი ყოფილიყო.

ხიდაშელს ეჭვი არ ეპარება, რომ ეს არის ნატო-ს მიერ გადადგმული წინდაუხედავი ნაბიჯი რეგიონის ქვეყნების უსაფრთხოებისა და საქართველოს მიმართ.

"საქართველოსთვის MAP -ის არ მიცემა რუსეთს და ნებისმიერ სხვა მოთამაშეს  წაახალისებს, რომ მათ შანტაჟს სხვებიც ვერ გადაურჩებიან,"_ამბობს ხიდაშელი.

THE WASHONGTON POST -ის ინფორმაციით, გერმანია თვლის, რომ "ქართული ოცნება," რომელიც ქვეყანაში მმართველი კოალიციაა, ბევრს არაფერს აკეთებს მაფიის შესაჩერებლად.  კრიმინალური ბანდები ევროპაში შესვლას ახერხებენ, რის გამოც გერმანია ზარალდება.

კვლევის მიხედვით,  საქართველოში  ნატოსადმი მხარდაჭერა დაეცა და 81 პროცენტიდან  69 პროცენტზე ჩამოვიდა.

"პრორუსული პარტიები შეძლებენ გამოიყენონ ეს სიტუაცია,"_აცხადებს ხიდაშელი.




 ახალი ამბები
  • კობახიძე: „9 აპრილმა დამოუკიდებლობის აღდგენა მოიტანა" „9 აპრილი არის გმირობის დღე. 9 აპრილი არის ტრაგიკული დღე თუმცა, ეს არის ასევე, ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე და სწორედ, 1989 წლის 9 აპრილმა 2 წლის შემდეგ, შედეგად მოიტანა ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა", - აღნიშნულის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წამომადგენელმა ირაკლი კობახიძემ ტვ „იმედის" გადაცემაში „ქრონიკა" ... ...
  • გომელაური: სასულიერო პირის ოჯახზე პოლიციის მხრიდან ძალადობა არ მომხდარაშინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ჭიათურაში სასულიერო პირის ოჯახის წევრებზე ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის პოლიციის მხრიდან ძალადობა არ მომხდარა. „სამწუხაროა, როცა ასეთი რამ ხდება, არა მარტო საქართველოში, მსოფლიოში.  ცრუ ინფორმაცია გავრცელდა. მე შევასწავლინე ჩვენს გენერალურ ინსპექციას ეს თემა. არაფერი არ მომხდარა. არსებობს ძალიან ბევრი სამსახური - პროკურატურა, სახალხო დამცველი, სახელმწიფო ინსპექტორი, რომლებსაც შეუძლიათ, მიმართონ და გამოიძიონ, გამოიკვლიონ და დავსაჯოთ ის ადამიანები. მაგრამ მე გეუბნებით და ამას თამამად ვიძახი, ეს არ მომხდარა, რომ ცემეს ვიღაც, ან გარეთ ძალით წაიყვანეს, შეუზღუდეს თავისუფლება და ა.შ. - არ არის ეს სწორი ინფორმაცია.  მოიკვლევენ და ნახავთ. მოკვლევა დასრულებული არ არის. ოპერატიული ინფორმაცია, რაც მაქვს, დარწმუნებით გეუბნებით, რომ ეს არ მომხდარა. არანაირი ძალადობა სასულიერო პირის ოჯახზე არ ყოფილა“, - განაცხადა შინაგან საქმეთა ... ...
  • გომელაური: გვაქვს დამატებითი ლოკაცია, სადაც შეგვიძლია გადავიდეთ„რაღაც რომ მოხდეს, დავიტვირთოთ და ვერ აუვიდეთ საქმეს, ამის პრობლემა არ გვაქვს“ , - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს 112-ში ვიზიტისას განუცხადა, სადაც ის პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად იმყოფებოდა. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ამ ეტაპზე იმის საშიშროება არ არსებობს, რომ 112-მა და 144 -მა სრული დატვირთვით ვერ გააგრძელოს მუშაობა. „112-ის და 144 -ის თემაზე ძალიან კარგად ისაუბრა  ბატონმა პრემიერ-მინისტრმა და   განმარტა თუ როგორი სისტემით ვმუშაობთ. დატვირთვის ნამდვილად არ გვეშინია,  სხვადასხვა ლოკაციებზე გვაქვს მოწყობილი თუნდაც, რომ აქ შემთხვევით რაიმე პრობლემა იყოს. ხედავთ, აქ რეკომენდაციები დაცულია, სიცხესაც ზომავენ და დამცავი საშუალებებიც  არის.  თუმცა  მაინც, რომ მოხდეს რაიმე,  კერა რომ აღმოჩნდეს, გვაქვს დამატებითი ლოკაცია გამზადებული,  სადაც შეგვიძლია ავტომატურად გადავიდეთ და იქიდან განვაგრძოთ მუშაობა,  იმის პრობლემა, რომ რაღაც მოხდეს, დავიტვირთოთ და ვერ ავუვიდეთ, არ გვაქვს” –განაცხადა ვახტანგ ... ...
  • დღეს არის ეროვნული ტკივილის დღე _ ბაქრაძე თბილისში, 9 აპრილის მემორიალთან მივიდა ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. „დღეს, პირველ რიგში, არის ეროვნული ტკივილის დღე. პატივი უნდა მივაგოთ თითოეულ იმ ადამიანს, ვისი სისხლიც ამ ადგილას 1989 წლის 9 აპრილს აქ, ამ ადგილას დაიღვარა. მაგრამ, დღეს ასევე არის ეროვნული სიამაყის დღეც. იმიტომ, რომ ამ 9 აპრილმა მიგვიყვანა მეორე 9 აპრილამდე, როდესაც აღდგა საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ეს არის გაკვეთილი, რომ ყველა გაჭირვების ჟამს ქართველებს უნდა შეგვეძლოს ერთად დადგომა, უნდა შეგვეძლოს ერთად ბრძოლა და როდესაც ქართველები ვიდგებით ერთად, აუცილებლად ვიქნებით წარმატებული და მივაღწევთ იმ მიზანს, რისთვისაც ვიბრძვით. დღეს არის ტკივილის დღე, მაგრამ დღეს ასევე არის სიამაყის და ჩვენი ერთიანობის მნიშვნელობის გააზრების დღე", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.  ... ...
  • შს მინისტრი: კანონს არ დავარღვევთ არც ჩვენ და არც ეკლესიაშინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში ვიზიტის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და განაცხადა:„ალბათ, შევჯერდებით ისე, რომ არ დავარღვევთ კანონს არც ჩვენ და არც ეკლესია“. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მთავრობა და შინაგან საქმეთა სამინისტრო საპატრიარქოსთან თანამშრომლობენ და ერთად მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას. „რომ გითხრათ, ამ თემაზე ბოლომდე შევჯერდით საპატრიარქოსთან რომ ასე გადავწყვიტეთ-მეთქი, არა, თუმცა, დარწმუნებული ვარ, შევჯერდებით ისე, რომ არც კანონი დაირღვეს და მომლოცველები მოვიდნენ და ილოცონ. ალბათ, შევჯერდებით ისე, რომ არ დავარღვევთ კანონს არც ჩვენ და არც ეკლესია. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ საპატრიარქო ძალიან კარგად გვეთანამშრომლება, ერთად ვმუშაობთ ამ პრობლემის შესახებ. გვერდში გვიდგანან მეუფეებიც, უწმინდესიც. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საპატრიარქოს გვერდში დგომისთვის“, - განაცხადა გომელაურმა. შეკითხვაზე, სააღდგომო ღამისთევაზე მისული მრევლი დაჯარიმდება თუ არა, ვახტანგ გომელაურმა  უპასუხა: „კანონს ესენი არ არღვევენ და ყველაზე კარგად იცავენ, მერწმუნეთ, თუნდაც ეკლესიაში იმ დისტანციას, რასაც თუნდაც ჩვენ ახლა ვარღვევთ, სამწუხაროდ. მე ხაზი გავუსვი, რომ შევთანხმდებით საპატრიარქოსთან. თვითონ მეუფეებიც მოუწოდებენ, დაჯარიმდებით და ნუ დაარღვევთ ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...