„ალიანსმა უნდა დაადასტუროს,რომ რუსეთი საქართველოს მისწრაფებებს ვეტოს ვერ დაადებს“_ POLITICO. EU

პოლიტიკა

„ალიანსმა უნდა დაადასტუროს,რომ რუსეთი საქართველოს მისწრაფებებს ვეტოს ვერ დაადებს“_ POLITICO. EU

2016 ივლ 8 18:26:34

თბილისს სჭირდება გარანტიები, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვებით ალიანსში გამოწვეული არასტაბილურობა არ გამოიწვევს არასტაბილურობას  ევროკავშირის პერიფერიებზე. აღნიშნულ ინფორმაციას POLITICO. EU  ავრცელებს.

"გაერთიანებული სამეფოს რეფერენდუმმა ევროკავშირის დატოვების შესახებ, მთელი ევროპა შოკში ჩააგდო და ევროპული პროექტის მომავალი დაჩრდილა, მაგრამ კონტინენტის სტრატეგიული ხედვის ნაკლებობამ შესაძლებელია განსაკუთრებით საშიში შედეგები გამოიწვიოს, იმ ქვეყნებში, რომლებიც ჯერ კიდევ ცდილობენ კავშირში შესვლას, განსაკუთრებით საქართველოში,"_წერია სტატიაში.

მაუწყებლობა აღნიშნავს, რომ 2008 წელს ალიანსის მიერ საქართველოსთვის მიცემული დაპირებების შემდეგ, ქვეყანამ მცირე პროგრესს მიაღწია ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე და დასძენს, რომ საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე ევროკავშირის გადაწყვეტილებამ იმედი გაუცრუა.

POLITICO. EU  ასევე აღნიშნავს, რომ იმედგაცრუება და უიმედობა ყოფილ საბჭოთა ქვეყანაში პრორუსული ძალების მხარდაჭერასა და გავლენის ზრდას გამოიწვევს, თუმცა ქართველებს აქვთ არჩევანიც, რომ დასავლეთისკენ ორიენტირებულ გზაზე დარჩნენ.

"საქართველო და რუსეთი გეოგრაფიულად ყოველთვის მეზობლები იქნებიან, რის გამოც მათ შორის კარგი ურთიერთობა სასურველია, მაგრამ 2008 წელს რუსეთიდან მომავალი საფრთხე გრაფიკულად რუქაზე კარგად აისახა. რუსეთი საქართველოში შეიჭრა, რაც დღემდე გრძელდება,“_წერია სტატიაში.

მაუწყებლობა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს იმედგაცრუებებს იზიარებენ უკრაინაშიც.

მისი ინფორმაციით, 2014 წელს უკრაინამ რევოლუციით თქვა უარი პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის გადაწყვეტილებაზე მოსკოვთან ურთიერთობების გაუმჯობესების შესახებ.

როგორც ცნობილია, უკრაინამ, ისევე როგორც საქართველომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობისა და ასოცირების ხელშეკრულება გააფორმა, მაგრამ, ჯერ კიდევ ელოდება უვიზო მიმოსვლის მინიჭებას ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც რუსეთის მსხვერპლი აღმოჩდნენ.

მაუწყებლის ინფორმაციით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის საფრთხის არსებობის ფონზე, პირველად ქვეყანაში ნატო-ს მომხრეთა რიცხვმა 50 %-ს გადააჭარბა, რაც შეეხება საქართველოს, აქ მოსახლეობის უმრავლესობა დიდი ხანია უკვე ნატო-ში გაწევრიანების მომხრეა.

როგორც ცნობილია, საქართველოს დიდი წვლილი შეაქვს ავღანეთისა და სხვა მისიებში.

POLITICO. EU  -ს ცნობით, საქართველო რეალურად იმაზე მეტად უწყობს ხელს საერთაშორისო ოპერაციებს, ვიდრე ნატო-ს წევრებს შეესაბამება.

მაუწყებლის ინფორმაციითვე, საქართველომ ნატო-ს მოთხოვნით რეფორმები განახორციელა, მათ შორის მოქალაქეებზე სამხედრო კონტროლი დააწესა.

საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, კასპიის ზღვიდან  ენერგეტიკის ტრანზიტში, და ასევე დიდ წარმატებას მიაღწია, დემოკრატიული განვითარების კუთხით, მას შემდეგ რაც 2003 წელს შევარდნაძე გადააყენეს.

გავრცელებული ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ალიანსში აცხადებენ კარი გაწევრიანების მსურველთათვის ღიაა, როგორც ჩანს, საქართველოსთვის 2 ძირითადი მიზეზის გამო დაიხურა.

პირველი, ის ვერ ახერხებს სამხედროების დაცვას და მეორე, რუსეთს ზედმეტად უპირისპირდება.

მაუწყებლის ინფორმაციით, საქართველოს, უკრაინის და სხვა მეზობელი ქვეყნების  ევროინტეგრაციისკენ სწრაფვას კრემლი საფრთხედ იღებს.

როგორც ცნობილია, საქართველომ  ნატო-სა და ევროკავშირის მიერ დაკისრებული ვალდებულებები შეასრულა, მაგრამ დასავლეთმა ვერ დაასრულა გარიგება, რის გამოც საქართველოში დასავლეთიდან გამოწვეული იმედგაცრუება იგრძნობა.

მაუწყებლობა აღნიშნავს, რომ დასავლეთმა უნდა გამოხატოს თავისი დიდი ინტერესი საქართველოში და ცხადი გახადოს, რომ რუსეთი საქართველოს მისწრაფებებს ვეტოს ვერ დადებს, რაც უკრაინისთვისაც სტიმული გახდება.

"ვარშავაში, სამიტზე, ალიანსის ლიდრებმა უნდა დაადასტურონ, რომ საქარველო ალიანსის წევრი გახდება. ატო-ს ძალები საქართველოში მუდმივად უნდა იყვნენ, რომ  მომზადდეს მისი წევრობის აქტი.

საქართველო და უკრაინა ნატო-ს შავი ზღვის სტაბილიზაციის სტრატეგიულ გეგმაში, რუმინეთთან, თურქეთთან, ბულგარეთან ერთად უნდა იყვნენ ჩართულები, ისევე როგორც მონაწილეობა უნდა მიიღონ სამხედრო წრთნებში.

ეს ნაბიჯები ევოკავშირში უვიზო მიმოსვლასთან ერთად საქართველოსთვის გრძელ გზაზე დგას,"_წერია სტატიაში.




 ახალი ამბები
  • "დაბოქლომებას როგორ დავანებებდით?! მათთვის მქონდა სიმბოლური ცოცხები და ბოქლომები!“ოზურგეთში, არჩილ თალაკვაძის ბიუროსთან განვითარებული მოვლენების შემდეგ, ბიუროს ხელმძღვანელმა, ლაშა ჭელიძემ „გურია ნიუსთან“ ასეთი კომენტარი  გააკეთა: _  დაბოქლომებას  როგორ დავანებებდით?! მათთვის მქონდა სიმბოლური ცოცხები და ბოქლომები, რომ გადამეცა.  მათ შევახსენებ  წარსულს, რომ წორედ ცოცხები და ბოქლომია მათი სიმბოლო. ვუთხარი კიდეც მათ წარმომადგენელეს, ლევან ჩხაიძეს, _   თქვა ... ...
  • "ჩვენ დავბრუნდებით!“ _ ოზურგეთის ადმინისტრაციულ შენობაში ხელმძღვანელი პირები არ იმყოფებიანოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის შესასვლელთან სამართალდამცავები ამ დრომდე იმყოფებიან. აქციის დასრულების შემდეგ, პოლიციელები იმ ადგილს იცავენ, სადაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი უნდა შევიდეს. ამ ფოტოების გადაღების დროს შენობაში არც მერი კონსტანტინე შარაშენიძე, არც გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია და არც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია არ იმყოფებოდნენ. როგორც აქციის მონაწილეებმა დაანონსეს, ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან და ბოქლომს მაინც დაადებენ მაჟორიტარის ბიუროს ... ...
  • კლინიკის დირექტორი: "პაციენტი მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით შემოიყვანეს _ დაშავებული არ შემოსულა!“მედიით გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არჩილ თალაკვაძის ბიუროსთან მოქალაქე დაშავდა, არ დასტურდება. აქციის შემდეგ, „ევროპული საქართველოს“ წევრი, ჯაბა ღლონტი „მედალფას კლინიკაში“ გულის შეტევით მიიყვანეს. _ ჩვენთან შემოვიდა მიოკარდიუმის მწვავე შეტევით. გამოძახებულია რეანომობილი ბათუმიდან. დაშავებული არ შემოსულა. ვიზუალური ნიშნებით არაფერი არ ეტყობა, _ თქვა „გურია ნიუსთან“ კლინიკა „მედალფას“ ოზურგეთის ცენტრის დირექტორმა დათო ... ...
  • აჭარის უმაღლეს საბჭოს ბოქლომი დაადეს„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს ღობეზე სიმბოლურად ბოქლომი ჩამოკიდეს. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება. თავდაპირველად ისინი ბოქლომის ჭიშკარზე დამაგრებას გეგმავდნენ, თუმცა მმართველი პარტიის მხარდამჭერებმა და სამართალდამცველებმა მათ ჭიშკართან მიახლოების საშუალება არ მისცეს. „ეს არის სიმბოლური, ჩვენ გვინდა მშვიდობიანი აქცია, მაგრამ ივანიშვილმა მოგვიგზავნა „ტიტუშკები“. ეს ვერ შეგვაშინებს, „ქართული ოცნება“ დამთავრდა“ , – აღნიშნა გიორგი კირთაძემ, რომელმაც ბოქლომი ღობეზე ჩამოკიდა. აქციის მონაწილეები უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, ელგუჯა ბაგრატიონის დაკავებას აპროტესტებენ. აჭარის უმაღლეს საბჭოსთან აქცია უკვე დასრულდა. აქციის მონაწილეები ტერიტორიას ტოვებენ. წყარო: ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: "ბლოკირება ვერ მოხდება, სახელმწიფოს რეაქცია ექნება"პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში იქნება მშვიდობა და არც ერთ პოლიტიკურ პარტიას დესტაბილიზაციის საშუალება არ მიეცემა. მისი თქმით, ოპოზიციური პარტიები სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირებას სცდილობენ, რაც მშვიდობიანი მანიფესტაციის ფარგლებს სცდება. შესაბამისად, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ამას სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება მოჰყვება. „მიუხედავად იმისა, რომ პროპორციული არჩევნების თარიღის გადმოწევის ინიციატივამ სამწუხაროდ საკმარისი ხმები ვერ შეაგროვა, გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ 1 წლის წინ პროპორციული არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, 2024 წელს რჩება და არის ჩაწერილი კონსტიტუციაში. არც ერთ სხვა პოლიტიკურ პარტიას, წინა რომელიმე ხელისუფლებას, ასეთი გადაწყვეტილება არ მიუღია. ეს გადაწყვეტილება მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ და ის არის ასახული კონსტიტუციაში. ქვეყანა გააგრძელებს განვითარებას.  მინდა თანამოქალაქეებს ვუთხრა, რომ იქნება სიმშვიდე, არავინ მისცემს საშუალებას, რომ ქვეყანაში რაიმე სახით დესტაბილიზაცია იყოს. პარლამენტი აგრძელებს საქმიანობას. რაც შეეხება 2020 წლის არჩევნებს, ის აუცილებლად ჩატარდება დემოკრატიულად, სამართლიანად, გამჭვირვალედ . ჩვენ ვენდობით ჩვენს თანამოქალაქეებს და პატივს ვცემთ ნებისმიერ არჩევანს. მოვუწოდებ ოპოზიციის დესტრუქციულ ნაწილს, რომლის მთავარი პროგრამაა , რომ სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება გაიმეორონ ხშირად. ვერანაირი ბლოკირება ვერ მოხდება, ეს სცდება მშვიდობიანი მანიფესტაციის ფარგლებს, სახელმწიფოს ამაზე მომავალშიც ექნება რეაქცია. შესაბამისად პარლამენტი აგრძელებს თავის საქმიანობას“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.  წყარო: ... ...

არქივი

ზაფრანი

საჭმელი, რომელიც კიბოს აჩქარებს

გამოცემა Sciencealert - ის ცნობით,...

რა სასმელი უნდა დალიოთ რომ დიდხანს იცოცხლოთ?

ესპანეთში ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, რომელიც...

როგორ მოქმედებს ორგანიზმზე კომბოსტოს ფოთოლი

კომბოსტო ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია....

შეიძლება თუ არა ვარჯიში, როცა გაციებული ხართ

თუ რეგულარულად ვარჯიშობთ, ალბათ, თქვენთვის...

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?