"ადამიანი, რომელსაც აცვია სტიქარი არ უნდა ცრუობდეს" _ მერი დეპუტატს პასუხობს

პოლიტიკა

"ადამიანი, რომელსაც აცვია სტიქარი არ უნდა ცრუობდეს" _ მერი დეპუტატს პასუხობს

4 აგვ. 2016, 18:04:08

"რა შუაშია პირადი ტრაგედია?! _ კომენტარის დროს ვიგულისხმე ის, რომ ადამიანი, რომელსაც აცვია სტიქარი (ამ შემთხვევაში ლევან მგელაძეს), რომელიც მსახურობს ეკლესიაში, სიცრუის ტირაჟირებას არ უნდა ახდენდეს და საზოგადოება შეცდომაში არ უნდა შეყავდეს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ოპოზიციის მხრიდან ჩემი ფრაზების არასწორი ინტერპრეტაცია ხდება. ლევან მგელაძე სტიქაროსანი გახლავთ და მისი რელიგიური ღირებულებებიდან გამომდინარე ის პროვოკაციით კი არ უნდა იყოს დაკავებული, არამედ სიკეთეს უნდა თესავდეს." - აცხადებს ქალაქ ოზურგეთის მერი, ბეგლარ სიორიძე.

მისივე თქმით, მგელაძე ახლა იმ მდგომარეობაში იმყოფება, როცა ერთადერთ გამოსავლად შავზე თეთრის მტკიცება მიაჩნია. "ქართული ოცნება" დღითიდღე ძლიერდება და თავისი საქმიანობის შედეგს დებს, ლევან მგელაძე კი პოლიტიკურად განწირულია და ნამდვილად არ გახლავთ იმ მდგომარეობაში, რომ პროვოკაციულ გამოსვლებით ხალხის ნდობა მოიპოვოს. ჩემს ფრაზაში სწორედ ეს იგულისხმებოდა და ბატონმა ლევანმა ეს ძალიან კარგად იცის.
"ახლო წარსულში ლევან მგელაძეს ნამდვილად ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ თავისი თანამდებობრივი პოზიცია ოზურგეთის საკეთილდღეოდ გამოეყენებინა, თუმცა ეს არ გაუკეთებია. მე კი ნამდვილად მაქვს ამის სურვილი და დაეტყო კიდეც ეს ჩვენს ქალაქს. თუ მას არ მოსწონს ქალაქში განხორციელებული უამრავი წარმატებული პროექტი, მისი ნებაა. მისი დამოკიდებულება ჩვენს საქმიანობაზე არ აისახება და ქალაქის განვითარება იმავე ტემპში გაგრძელდება" - ამბობს ბეგლარ სიორიძე.

ის უნდა ემსახურებოდეს სიკეთეს და არა ბოროტებას, _ ასე ეხმაურება ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის ლევან მგელაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, მერმა საკრებულოს სხდომაზე პირადი ტრაგედია წამოაძახა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე ბეგლარ სიორიძესა და ლევან მგელაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

მგელაძემ მერი არაეფექტურ მუშაობაში და ბიუჯეტის ფულის არამიზნობრივად ხარჯვაში დაადანაშაულა.

_ "აკაკი წერეთლის ქუჩაზე ასფალტზე ასფალტი დააგეს. ასევე მინდა გითხრათ, რომ სკვერი ორად გაიჭრა და ამის შესახებ არაფერი ვიცოდით დეპუტატებმა,"_ აღნიშნა მგელაძემ საკრებულოს სხდომის დასასრულს.

ამ განცხადების გამო, დეპუტატს ქალაქის მერმა ინტრიგანი უწოდა:

"არასწორ ინფორმაციას ავრცელებთ. შენნაირ მდგომარეობაში მყოფი კაცი არ უნდა ინტრიგნობდეს", _ უთხრა ბეგლარ სიორიძემ საკრებულოს წევრს.

ლევან მგელაძის განმარტებით,  სიორიძემ თავის სიტყვაში იგულისხმა რამდენიმე წლის წინ მომხდარი ტრაგედია, რომლის დროსაც მას შვილი და სიდედრი გარდაეცვალა.




 ახალი ამბები
  • აჭარაში კორონავირუსი თურქეთის მოქალაქეს დაუდასტურდააჭარაში კორონავირუსი თურქეთის მოქალაქეს დაუდასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 50 წლის კაცი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ვირუსისთვის დამახასიათებელი ჩივილებით ის ბათუმის „ცხელების ცენტრში" მოათავსეს, სადაც კორონავირუსი დაუდგინდა. უწყების ცნობით, ცხელების ცენტრიდან კაცს საკუთარი სურვილით თურქეთში გადაიყვანენ, სადაც მკურნალობას განაგრძობს. აჭარაში, კორონავირუსის დიაგნოზით 7 პაციენტი მკურნალობს, მათი მდგომარეობა სტაბილურია. საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 ... ...
  • ბებო კახეთიდან, რომელიც ლანჩხუთის ქუჩებში შემწეობას ითხოვდა, უპოვართა სახლში გარდაიცვალამოხუცი ქალბატონი, რომელიც წარმოშობით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაჩხაანიდან იყო და წლების განმავლობაში ლანჩხუთის ქუჩებში მოწყალებას ითხოვდა, უპოვართა სახლში გარდაიცვალა. ეთერ ნატროშვილის ოჯახი ლანჩხუთში კახეთიდან რამდენიმე წლის წინ ჩამოვიდა შვილთან და მეუღლესთან ერთად. მეუღლე ორიოდ წლის წინ გარდაიცვალა და ლანჩხუთშია დაკრძალული. მოხუცი ქალბატონი შვილთან ერთად ზამთრის ცივ დღეებში, თოვლსა თუ წვიმაში, წლების განმავლობაში ქუჩაში იდგა მოწყალების მისაღებად და თავს სხვადასხვა ნაგებობებსა და მიტოვებულ ავტობუსს აფარებდა. ლანჩხუთის მერიამ მას არაერთხელ შესთავაზა ქირავნობის პროგრამა, მაგრამ სახელმწიფოს მიერ დაქირავებულ სახლებში, გარკვეულ მიზეზთა გამო, დიდხანს არ ჩერდებოდა. სამიოდ თვის წინ კი, პრობლემა ნაწილობრივ იმით მოგვარდა, რომ მოხუცი ქალბატონი საგარეჯოს უპოვართა სახლში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, რამდენიმე დღის წინ, იგი გარდაიცვალა, ლანჩხუთში ჩამოასვენეს და მეუღლის გვერდით ე.წ. "ატეკის სასაფლაოზე" ... ...
  • სპეცოპერაცია ზუგდიდში _ დაკავებულია ბიზნესმენის შვილიზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე, სპეცოპერაციიყო. სამართალდამცავები დაკავებული მოქალაქის ავტომანქანას ჩხრეკენ. არსებული ინფორმაციით, დაკავებული ბიზნესმენ დათო შენგელიას შვილია. შს სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით ... ...
  • სახლში, რომელიც დაიწვა, არავინ ცხოვრობდა _ ხანძარი შემოქმედშიდღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა. ოზურგეთელმა მეხანძრე-მაშველებმა პირველი სართულის გადარჩენა მოახერხეს. "გურია ნიუსის" ინფორმაციით, სახლში წლების მანძილზე არ ცხოვრობდნენ. სახლის მფლობელები მხოლოდ თხილის სეზონზე ჩამოდიოდნენ. ამ დროისთვის უცნობია მიზეზი, რამ გააჩინა ცეცხლი მიტოვებულ ... ...
  • ხანძარი ოზურგეთში - შემოქმედში სახლი დაიწვაამ წუთებში ხანძარი იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში. დაიწვა ადგილობრივი მცხოვრებლის სახლი. ამ დროისთვის სახლში არავინ ცხოვრობდა _ პატრონი სხვა ქალაქში ცხოვრობს. ადგილზე მისულმა ოზურგეთის სახანძრო სამსახურის წარმომადგენლებმა ხანძარი ჩააქრეს. დეტალებს „გურიანუსი“ მალე ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...