ღვინო, წყალი და აგროპროდუქტები ჩინეთის ბაზარზე ნულოვანი ტარიფით შევა - ქუმსიშვილი

პოლიტიკა

ღვინო, წყალი და აგროპროდუქტები ჩინეთის ბაზარზე ნულოვანი ტარიფით შევა - ქუმსიშვილი

2016 სექ 13 15:16:09

ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და აღნიშნულ გადაწყვეტილებას უმნიშვნელოვანესი უწოდა. 

"ეს არის ისტორიული შეთანხმება ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველო გახლავთ პირველი ქვეყანა, რომელმა შეძლო და მოლაპარაკებები რეკორდულ დროში - 7 თვეში დაასრულა. ასეთი პრეცედენტი არ ყოფილა არც ერთ ქვეყანასთან, ვისთანაც ჩინეთს გაფორმებული აქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ზოგიერთ ქვეყანას ჩინეთთან მოლაპარაკებისთვის ამ შეთანხმებაზე ათი წელიწადი დასჭირდა," _ განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ის შედეგები, რომლებიც ჩვენ მივიღეთ ამ მოლაპარაკებიდან. კერძოდ, ჩვენი პროდუქციის მთლიანი ნომეკლატურის 95.5 პროცენტი ჩინეთის ბაზარზე შევა ყველანაირი დამატებითი გადასახადების გარეშე. 

დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩამოთვალა ის პროდუქტები, რომელთა შეტანაც ჩინეთის ბაზარზე გამარტივდება. მათ შორისაა, ქართული ღვინო, მინერალური წყლები და აგროპროდუქტები.

"ჩინეთში ყველა ეს პროდუქტი შევა ნულოვანი ტარიფითა და ყველანაირი გარდამავალი პერიოდის გარეშე“, _ აღნიშნა ქუმსიშვილმა. 

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ესაა უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ღვინოსა და აგრარულ პროდუქტებზე ჩინეთმა თავის პარტნიორ ქვეყანას მისცა შესაძლებლობა, ყველანაირი გარდამავალი პერიოდის გარეშე გაენულებინა საბაჟო ტარიფები.

"მინდა აღვნიშნო, რომ მრავალ ქვეყანასთან ჩინეთს ჰქონია 5 და 10-წლიანი გარდამავალი პერიოდი ტარიფების განულების თვალსაზრისით. ჩვენს შემთხვევაში, მას მერე, რაც სახელმწიფოებრივი პროცედურები დასრულდება, ჩვენი მეწარმეები შეძლებენ საქართველოში წარმოებული პროდუქციის შეტანას ჩინეთის ბაზარზე ყველანარი დაბრკოლებისა და საბაჟო ტარიფების გარეშე“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

ამ კუთხით განსაკუთრებით უპრეცედენტოა გადაწყვეტილება ღვინოსთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ ღვინოზე გარდამავალი პერიოდის გარეშე დაწესდება ნულოვანი ტარიფი. ეს არის ჩინეთის ისტორიაში პირველი გადაწყვეტილება, რომელიც ჩინეთს არ მიუღია და არ მიუნიჭებია არცერთი ქვეყნისთვის თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების ფარგლებში. ქართველ მეწარმეებს შეთანხმების ამოქმედებისთანავე შეეძლებათ ჩინეთში შეიტანონ ღვინო ყოველგვარი გადასახადის გარეშე. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ზოგიერთ ქვეყანასთან ჩინეთს ღვინის ტარიფის გასანულებლად ათწლიანი გარდამავალი პერიოდი აქვს დაწესებული. 

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, შარშან საქართველომ 2,6 მილიონ ბოთლზე მეტი ღვინო გაყიდა ჩინეთში. წლევანდელი მოლოდინია 5 მილიონ ბოთლზე მეტი.

"შედეგი, რაც მოლაპარაკებებით მივიღეთ, არის უპერეცედენტო და ნიშნავს, რომ 40 პროცენტზე მეტი, რომელიც იყო მხოლოდ საბაჟო გადასახადი, მოეხსნება ჩვენს ღვინოს. ყოველივე კი ქართულ ღვინოს ჩინეთის ბაზარზე უფრო მეტად კონკურენტუნარიანს გახდის,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა შემდგომ პროცედურებზე. კერძოდ, მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისში საქართველოს ეწვევა ჩინეთის კომერციის მინისტრი, რომლის ვიზიტის დროსაც ხელი მოეწერება მემორანდუმს მოალაპარაკების ოფიციალურად დასრულების შესახებ.

"ამის შემდეგ შეთანხმების ტექსტი გაივლის ექსპერტიზას, რომელსაც დასჭირდება დაახლოებით ორი-სამი თვე. შესაბამისად, ვვარაუდობთ, რომ მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში ჩვენ უკვე მოვაწერთ ხელს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. ჩვენი მოლოდინით შეთანხმება ძალაში შევა 2017 წლის შუა პერიოდიდან, ორივე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს მიერ დოკუმენტის რატიფიცირების შემდეგ,“ _ განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

პირველმა ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს სამთავრობო დელეგაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის ხელმძღვანელობით წარმატებით გაწეული მოლაპარაკებების გამო.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსა და ჩინეთს შორის სულ გაიმართა მოლაპარაკებების 3 რაუნდი და 2 სამუშაო შეხვედრა. უკვე მოგახსენეთ, რომ ბოლო შეხვედრა დასრულდა გუშინ ჩინეთში, სადაც შეთანხმება მოხდა ყველა იმ ღია საკითხზე, რაც იყო დარჩენილი. ასეთი საკითხები იყო: მომსახურებით ვაჭრობა, საქონლით ვაჭრობა, ქართული პროდუქციის გეოგრაფიული აღმნიშვნელის დაცვა ჩინურ ბაზარზე, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები, ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში და დაცვითი ზომები, წარმოშობის წესები, ინსტიტუციონალური დებულებები და გარემოს დაცვის საკითხები. 

ცნობისთვის, 2015 წლის 10 სექტემბერს ჩინეთში ქალაქ დალიანის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რეპუბლიკის პრემიერ-მინისტრებს შორის გამართულ შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილება საქართველო-ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.

2015 წლის 10 დეკემბერს კი, ჩინეთში გამართულ შეხვედრაზე ხელის მოეწერა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის, რომელიც ითვალისწინებს ჩინეთი-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყებას. 
აღსანიშნავია, რომ საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, ვისთანაც ჩინეთს ექნება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაფორმებული.




 ახალი ამბები
  • თენგიზ ცერცვაძე: ჩვენგან იღებენ მაგალითებსმსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სპეციალისტები კორონავირუსთან ბრძოლის საკითხზე კონსულტაციებს ქართველ ეპიდემიოლოგებთან გადიან. ამის შესახებ „იმედის კვირის“ ეთერში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. „არ ვიცი რატომ გვაქვს ეს რაღაც საკუთარი თვითდამცირების განწყობა, რომ აუცილებლად სხვაგან უკეთესია. რომელი მოდელი ჯობია დღეს? პირდაპირ ვამბობ, არცერთი არ ჯობია დღეს ჩვენს მოდელს. ჩვენგან იღებენ მაგალითებს. ამის შესახებ ცნობილია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს. ყოველდღე გვიკავშირდებიან წამყვანი ქვეყნებიდან: გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ჩვენგან იღებენ კონსულტაციებს. ორშაბათს ტეხასიდან, ამერიკიდან გვაქვს ჩართვა და ჩვენგან უნდა მიიღონ კონსულტაციები“, - განაცხადა ... ...
  • ყვარელში ხანძარს 92 წლის ქალი ემსხვერპლაყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში ხანძარს 92 წლის ქალი ემსხვერპლა. ინფორმაცია "გურია ნიუსს" მერის წარომამდეგენლმა აღნიშნულ თემში, გოდერძი ჭიტაშვილმა დაუდასტურა. არსებული ინფორმაციით, ქალი სახლში მარტო იმყოფებოდა და დროულად გამოსვლა ვერ შესძლო. რა გახდა ხანრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, ... ...
  • გურჯაანში ფეხბურთის თამაში ადგილობრივებს 3 000 ლარი დაუჯდათ _ დაჯარიმებულია 11 პირიგურჯაანის მუნიციალიტეტის სოფელ ველისციხეში ფეხბურთის თამაშის გამო,  11 პირი 3 000 -3 000 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნული ინფორმაცია "გურია ნიუსს" გურჯაანის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა დაუდასტურა. მუნიციპალიტეტის სამსახურთან ერთად დილის 5 საათიდან გამოსულები ვართ და ვაფრთხილებთ ყველას, რომ არ იყოს თავშეყრა, დავუდგეთ ჯანდაცვის სამინისტროს გვერდზე. მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ ის მდგომარეობა, რასაც ჰქვია იდიალური მდგომარეობა და დაჭერა ამ პანდემიისა. იმედია, გაითვალისწინებენ და კარგად გაითავისებენ, რას ნიშნავს ეს საფრთხე. მიუხედავად ამისა, არ გაითვალისწინეს ჩვენი გაფრთხილება და პოლიცია იძულებული გახდა, ზომები მიეღო“,_ გვითხრა გურჯაანის მერმა. ... ...
  • დეკანოზი ილია ჭიღლაძე: ისტერიკა ბოლო ჟამზე სრული უმეცრებაა„ყოველგვარი ისტერიკა ბოლო ჟამზე არის სრული უმეცრება, ძვირფასებო!“ _ წერს სოციალურ ქსელში დეკანოზი ილია ჭიღლაძე. „ისტორიას ამაზე საშინელი პანდემიები და შიმშილობები ახსოვს, ამდენად არაფერი უჩვეულო არ ხდება ახლა. ყოველგვარი ნიჰილიზმის დანერგვა არის სიჩლუნგე და პრიმიტივიზმი. პრობლემას უნდა მივუდგეთ გონივრულად და პრაგმატულად, რაც შეეხება ბოლო ჟამს, ესაა ღვთის უმთავრესი საიდუმლო და არავინ იცის მისი თარიღი, ესაა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს არაერთგზისი სწავლება. ძალიან ცუდია, როდესაც ცალკეული სასულიერო პირი აიგნორებს წმინდა წერილის სიტყვებს და პანიკას თესავს, ჰგონია რომ დაშინებულ-დაზაფრული მრევლი უფრო მორწუნე იქნება, სინამდვილეში ესაა ცრუმეტყველება“,_ წერს თვის ფეისბუქგვერდზე დეკანოზი ილია ჭიღლაძე. ... ...
  • პრეზიდენტი: ბრძოლის ახალ ეტაპს ვიწყებთსაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტის შესასვლელთან მდებარე გამშვებ პუნქტთან არსებულ მდგომარეობას გაეცნო, რომელზეც ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები არიან განლაგებულნი.პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის უწყების, შსს-სა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს, რომლებიც თავდაუზოგავად, დღე და ღამე ერთობლივად და ორგანიზებულად მუშაობენ და უდიდესი წვლილი შეაქვთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში...ქვეყნის ყველა რეგიონში ყველა მოქალაქე ერთნაირადაა დაცული. აქ ძალიან ბევრი სინჯი ჩატარდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა ზომაა გამოყენებული იმისათვის, რომ ადამიანები მაქსიმალურად იყვნენ დაცულები. ჩვენ ახლა ახალ ფაზაში შევდივართ, რომელიც შესაძლოა, ბევრად უფრო მძიმე აღმოჩნდეს, ამიტომ ყველა მზად უნდა იყოს ამისათვის. ყველას ერთმანეთის მიმართ ბევრად უფრო მეტი სიფრთხილე დაგვჭირდება, ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ, რადგან შესაძლოა, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთოს, მაგრამ საკმარისია ერთმა ადამიანმა დაარღვიოს სიფრთხილის ნორმები და ამას ძალიან მძიმე შედეგი ჰქონდეს. მე დღეს აქ მოსვლით, უპირველესად, მინდოდა მადლობის გადახდა იმ ადამიანებისათვის, ვინც ჩვენთვის იბრძვიან და ასევე, გამეფრთხილებინა ყველა - ჩვენ ახლა ბრძოლის ახალ ეტაპს ვიწყებთ, როცა ყველანი შემართებით და სიფრთხილით უნდა ვიყოთ და ვიცოდეთ, რომ ჩვენ ყველა ვართ პასუხისმგებელი ერთმანეთის ჯანმრთელობაზე“, - აღნიშნა საქართველოს ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...