რა ხდება იმ შემთხვევაში თუ მეორე ტურში გასული კანდიდატი არჩევნებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს

პოლიტიკა

რა ხდება იმ შემთხვევაში თუ მეორე ტურში გასული კანდიდატი არჩევნებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს

10 ოქტ. 2016, 21:22:25

საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგების გამოქვეყნებისთანავე პოლიტიკური პროცესები უცნაური სცენარით წარიმართა. მეორე ტურში გადასული კანდიდატი ირაკლი ალასანია პოლიტიკიდან წავიდა და არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

მიიღებენ თუ არა მეორე ტურში მონაწილეობას, ეს არც "ნაციონალურ მოძრაობაში" გადაუწყვეტიათ, პარტიაში მსჯელობა ამ დრომდე მიმდინარეობს.

ირაკლი ალასანიამ საკუთარ გადაწყვეტილება დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე იმით ახსნა, რომ მისი დანაპირებების შესრულებას, სჭირდება გუნდი, თუმცა ამ არჩევნებმა მას გუნდის პარლამენტში შეტყვანის შესაძლებლობა არ მისცა.

არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. დღეს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში სააკაშვილმა განაცხადა, რომ მეორე ტურში მონაწილეობის მიღებამდე "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა საკუთარ ამომრჩეველს უნდა ჰკითხონ, გააგრძელონ თუ არა ბრძოლა მანდატების მოსაპოვებლად.

"ეს ყველა კანდიდატის ინდივიდუალური გადასაწყვეტია, მაგრამ მე ვერ ვხედავ მეორე ტურში მონაწილეობის და ამითი პრაქტიკულად,  ძალიან უხეში დარღვევებით ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმაციის”, – ამბობს სააკაშვილი.

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ყველა  ან რამდენიმე კანდიდატი მაინც, მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს განაცხადებს, ან მონაწილეობას მიიღებს, გაიარჯვებს, მაგრამ პარლამენტში არ შევა? - ამ კითხვაზე იურისტების ნაწილი აცხადებს, რომ ეს პოლიტიკური უკულტურობა და უპასუხისმგებლობაა.

როგორც "გურია ნიუსთან" საუბრისას ცენტრ "მომავლის ინიციატივების" ხელმძღვანელი ლევან ალაფიშვილი განმარტავს, თუ პარტიების წარმომადგენლები მეორე ტურებზე უარს იტყვიან, ან პარლამენტში არ შევლენ ამით უფრო მეტს კარგავენ, ვიდრე მოიგებენ.

"თუ მეორე ტურში გადასული კანდიდატი უარს ამბობს არჩევნებში მონაწილეობაზე მისი სახელი და გვარი რჩება ბიულეტენში და ამით არაფერი იცვლება. ანუ სხვა კანდიდატის დაყენება პარტიას არ შეუძლია. თვითონ არ მონაწილეობს არჩევნებში, მაგრამ მისი გვარ-სახელი, ფოტო არევნებში მონაწილეობას მაინც იღებს. საარევნო კოდექსში, სამწუხაროდ, პირდაპირი ჩანაწერი ამასთან დაკავშირებით არ არის, მაგრამ არის თვითმმართველობის ორგანოს, საკრებულოს არევასთან დაკავშირებით. კოდექსში წერია, რომ მეორე ტურის შემთხვევაში, მეორე ტურის გამართვამდე 10 დღით ადრე შეუძლია მოხსნას კანდიდატურა, მაგრამ პარლამენტის არევნებთან დაკავშირებით ასეთი რამ გათვალისწინებული არ არის", _ამბობს ალაფიშვილი და დასძენს, რომ ეს კანონმდებლობის ხარვეზად არ შეიძლება ჩაითვალოს.

"სამართლებრივად და პოლიტიკური თვალსაზრისით სწორია, რომ კანდიდატმა მეორე ტურში გადასვლის შემთხვევაში გააგრძელოს მონაწილეობა. ეს არის  პოლიტიკური კულტურის ამბავი. ხალხმა ხმა მისცა იმისთვის რომ ბრძოლა გააგრძელოს. თუ არ უნდოდათ არჩევნებში  მონაწილეობა, ან არ უნდა დაეყენებინა პირველ ტურამდე კანდიდატურა, ან მოეხსნათ არჩევნების ჩატარებამდე.  უმაღლეს პოლიტიკურ ორგანოში მეორე ტურის  არჩევნებთან დაკავშირებით ლოგიკა ესაა, რომ მან მიიღოს მონაწილეობა. ემოციურ ფონზე მიღებული გადაწყვეტილება არ მესმის. პრობლემიდან გაქცევაც არ ნიშნავს, რომ პრობლემა მოგვარდა", _ აღნიშნავს ალაფიშვილი.

გარდა ამისა, იურისტი ამბობს, რომ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანმა უარი არც პარლამენტში შესვლაზე უნდა თქვას.

"გინდა არ გინდა, ხალხმა მოგანიჭა მანდატი. 2008-ში ეს შეცდომა  დაშვებული აქვთ, როცა ხალხმა მანდატი მიანიჭა, მაგრამ არ შევიდნენ პარლამენტში. ახლა რატომ უნდა გავიმეოროთ? თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ იმ ხალხმა, ვინც ეს შეცდომა დაუშვა აღიარეს ეს შეცდომა. იგივე თამაშს თამაშობდნენ 2003 წელსაც, მაგრამ ქვორუმი მაშინ "ახალმა მემარჯვენეებმა" შეადგინეს.

 სხვა საკითხია რომ შევიდნენ პარლამენტში და ბოიკოტი გამოაცხადონ. ამის უპირატესობა ის იქნება, რომ ექნებათ ტრიბუნა, მოსახლეობასთან შეხვედრისას დეპუტატობიდან გამომდინარე უფლებები, უცხოურ დელეგაციებთან შეხვედრისას საკუთარი პოლიტიკური აზრის დაფიქსირების საშუალება. თუ პოლიტიკაში ხარ, პოლიტიკური ბრძოლის მეთოდები უნდა გამოიყენო. თუ ამომრჩევლის თვალსაზრისითაც შევხედავთ ამას, არ იქნება სწორი პარლამენტში არ შევიდნენ. რაშიც ვგულისხმობ, რომ იმ 27-კაცმა უარი თქვას და ამავდროულად სიაში ვინც არის იმათაც უარი თქვან პარლამენტში შესვლაზე. ამით სია გაუქმდება; ის 27 ადგილი დარჩება ცარიელი.

რას მიიღებს სანაცვლოდ ის  პოლიტიკური ძალა? - დაკარგავს უპირატესობებს და ამომრჩევლის ნდობას.თუკი ერთ შემთხვევაში ექნებოდა მინისტრის ფრაქციაზე დაბარების კონსტიტუციურად გარანტირებული უფლება, ხვალ არ ექნება. ამასთანავე,  თუ შეიქმნება საგამოძიებო კომისია, ეკარგება თავმჯდომარეობის უფლება, რადგან კანონით განსაზღვრულია, რომ საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი უნდა იყოს", _ აღნიშნავს ალაფიშვილი.

ალასანიას პოზიცია უცვლელი რჩება, რა გადაწყვეტილებას მიიღებს "ნაციონალური მოძრაობა", ამის შესახებ რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთში _ არიან დაშავებულებიცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთვევხევა მოხდა ფოთში. როგორც ადგილიდან "გურია ნიუსისს" ჟურნალისტი იუწყება, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. წინასწწარი ინფორმაციით, დაშავებულებია ოთხი მგზავრი. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. ... ...
  • “მინდოდა ჩემი შვილის გვერდით ვყოფილიყავი და ყველაფერ საშინელებას ვუძლებდი“83 წლის ლამარა წიქარიძე აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ზური წიქარაძის დედაა.  “მე ვარ 83 წლის. ვმუშაობ შეძლებისდაგვარად ჩაის პლანტაციებში. ჯანმრთელად ვარ და არანაირ ავადმყოფობას არ ვგრძნობ. ვფიქრობ, რომ ცოტა ხანი ვიცოცხლო და ვიცხოვრო ჩემი შვილიშვილების ხათრით“, _ ამბობს “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ლამარა წიქარაძე. ლამარა წიქარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში ცხოვრობს. იმ დროს, როდესაც აფხაზეთში ომი დაიწყო, ის მეუღლესთან სოსო წიქარიძესთან ერთად იმყოფებოდა სოხუმში. ლამარა წიქარაძე: გურიაში ვაპირებდით ჩამოსვლას, რადგან ზურის შვებულება ეწყებოდა. შვებულების ფურცელზე ხელი არ ჰქონდა მოწერილი იმ სამსახურის უფროსს, სადაც ზური მუშაობდა და ამიტომ გაგვიგრძელდა ყოფნა სოხუმში. აფხაზეთის ომში ჩემი შვილი ზური წიქარიძე გმირულად გარდაიცვალა. ის სოხუმში თან სწავლობდა და თან მუშაობდა. ის იყო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი, როდესაც ომი დაიწყო. ჩემი შვილი შინაგან ჯარში მუშაობდა და ომის დროს ქალაქიდან არ უნდა გასულიყო, მაგრამ... მას სთხოვეს დახმარება და წაიყვანეს სოფელ შრომაში. სოფელზე, სადაც ისინი წავიდნენ, მოხდა თავდასხმა, მოულოდნელი თავდასხმა იყო. მან გადაწყვიტა თავის მეგობართან ერთად ახალგაზრდები (ჯარში 25 ახალგაწვეულის სიცოცხლე იხსნა ზურიმ და მისმა მეგობრებმა) გამოეყვანა სამშვიდობოს. მოახერხეს კიდეც, იბრძოდა მანამ, სანამ ტყვიები, არ დაუმთავრდათ. ამის შემდეგ კი დაიჭერეს რუსმა სამხედროებმა და ცოცხლად დაწვეს. ჩემმა მეუღლემ კი დაიწყო გარდაცვლილი შვილის ძებნა, უიარაღოდ იყო და ისე ეძებდა. მან იპოვა ზურის დამწვარი სხეული და განადგურებულებმა ჩამოვასვენეთ ოზურგეთში, სოფელ ნაგომარში. მინდოდა ჩემი შვილის გვერდით ვყოფილიყავი და ყველაფერ საშინელებას ვუძლებდი. ერთ ამბავს კიდევ გავიხსენებ... ბოლოს, ძებნა რომ გაგვიჭირდა ჩემი შვილის, ბატონ ჟიული შარტავასთავან მივედი განცხადებით. მან კი მითხრა, არ მინდა განცხადება, ქალბატონო, თქვენ სახეზეც ვკითხულობ, როგორ იწვით ახლაო. ისე გააკეთა, რომ კიდევ ორი დღე მოგვცა შვილის ძებნის უფლება. არ გვქონდა უკვე ქართველებს ჩვენს მიწაზე თავისუფლად გადაადგილების უფლება. ამის შემდეგ სასწაული მოხდა და ვნახეთ ჩემი შვილი. ლამარა წიქარიძე ჩვენთან საუბრის დროს აცხადებს, რომ რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა და ის მშვიდობიანი გზით დაკარგულ ტერიტორიებს არ გადმოგვცემს. “ომით დაკარგულ ტერიტორიას ომით დაბრუნება უნდა, სხვანაირად დაკარგულ ტერიტორიებს ვერ დავიბრუნებთ. მე, არ მჯერა რუსეთის კეთილსინდისიერების. აფხაზეთში იბრძოდნენ რუსები და ისინი აპირისპირებდნენ ქართველებს და აფხაზებს. თქვენ გგონიათ აფხაზები იბრძოდნენ თავიანთი ძმების წინააღმდეგ? ჩვენი ტანკები დაჩახჩახებდნენ, დანგრეულები. რუსების ტანკები კი დასრიალებდნენ, ანგრევდნენ შენობებს, გადამცემ ხაზებს, ელექტრო ბოძებს. ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე, რადგან ვიდრე ჩემი გარდაცვლილი შვილი არ ვნახე, მანამ არ დამიტოვებია სოხუმი.“ ზურის დაღუპვის შემდეგ, რამდენი თვეში სოფელ ნაგომარში მამამისი, სოსო წიქარიძე გარდაიცვალა. “10 წლის განმავლობაში სახლიდან არ გადავდიოდი. მაგრამ შემდეგ დავარწმუნე თავი, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლებოდა. შვილებს და შვილიშვილებს დახმარება უნდოდათ. ახლა კი მყავს ორი შვილი, შვიდი შვილიშვილი და ხუთი შვილთაშვილი. მინდა, რომ ეს თაობა მოესწროს საქართველოს მთლიანობას და მშვიდობიან ქვეყანაში ... ...
  • "გადაწყვეტილება შეიცვალა" _ ჩოხატაურელი და ლანჩხუთელი ბავშვები სწავლას მერხებთან გააგრძელებენცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გურიის რეგიონში ყველა საჯარო სკოლა ონლაინ სწავლებაზე გადავიდოდა. თუმცა, გადაწყვეტილება მალევე შეიცვალა და ცნობილი ხდება, რომ ჩოხატაურელი და ლანჩხუთელი ბავშვები სწავლას ისევ მერხებთან გააგრძელებენ. "საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიით გურიის რეგიონში შექმნილი ვითარების გამო, ონლაინ სწავლების რეჟიმზე უნდა გადასულიყო რეგიონის ყველა საჯარო სკოლა. თუმცა, გადაწყვეტილებაში ჩაერია განათლების სამინისტრო და ვინაიდან, ჯერჯერობით, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ვირუსი ისე ფართო მასშტაბით არაა გავრცელებული, როგორც ოზურგეთშია, გადაწყდა, რომ ლანჩხუთისა და ჩოხატაურის სკოლების ყველა მოსწავლე მერხებთან გააგრძელებს სასწავლო პროცესს", _ გვითხრა ჩოხატაურის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა შორენა ... ...
  • გურიაში ყველა სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადადისსაკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გურიის რეგიონის ყველა სკოლა გადადის დისტანციურ სწავლებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით მასწავლებლებს მიეცათ დავალება, რომ მოსწავლეები სკოლაში არ მისვლის შესახებ გააფრთხილონ, შეადგინონ ცხრილი საგნის მასწავლებლებთან შეთანხმებით, გაითვალისწინონ რომ 5 საათიან საგანს ექნება 3 ონლაინგაკვეთილი, 4 საათიანს-3, 3 საათიანს-2,  2 საათიანს - ... ...
  • "ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს" _ ზურაბ ნასარაია (R)სოხუმის დაცემის 27-ე წლისთავთან დაკავშირებით გურიაში მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ვეტერანებთან ერთად დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი და ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავი გვირგვინებით შეამკეს. "საბრძოლო მოქმედებების დროს გურიიდან 40 ჯარისკაცი დაიღუპა და უგზო-უკვლოდ სამი მებრძოლი დაიკარგა. ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს,“ - განაცხადა გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls