" ყველაფერთან ერთად, ჩვენ ჩვენი წონა და წილიც ვიცით" _ დავით უსუფაშვილი

პოლიტიკა

" ყველაფერთან ერთად, ჩვენ ჩვენი წონა და წილიც ვიცით" _ დავით უსუფაშვილი

13 ოქტ. 2016, 14:44:00

„ ჩვენ ყველანი ვხედავთ რომ ქართულმა ოცნებამ რაც მოინდომა, ის გააკეთა და მეორე ტურში რატომ ვეღარ გააკეთებს იმას, რაც უნდა? _ თუ საჭირო გახდება და მეტ რესურსს დახარჯავენ ფინანსურსაც და ადამიანურსაც.

და აქ ჩნდება დილემა _ ერთის მხრივ საკონსტიტუციო უმრავლესობა - ეს არის სახიფათო ქვეყნისთვის და ეს არ უნდა დავუშვათ, მაგრამ მეორეს მხრივ, აბა რა უნდა ვქნათ, ეს რომ არ დავუშვათ, აბა ნაციონალებს უნდა მივცეთ ხმა?! _ ეს ხომ არ უნდა ჩავიდინოთ!" _ განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პირველი არხის ეთერში, თამარ ჩიქოვანის გადაცემაში სტუმრობისას.

მისივე თქმით, "ზუსტად ამ დილემაზე მიანიშენებდა", როცა საუბრობდა, "არ შეიძლება ამ ორი ძალის, ნაციონალების და ოცნების, დატოვება ერთი-ერთზე პარლამენტში":

"ეს დილემა დიდი და მცირე მაშტაბებით ჩვენ წინ გვექნება მთელი ოთხი წლის განმავლობაში.

რადგან, როგორც კი, პარლამენტში ქართული ოცნების ოპონირების რეჟიმში რაიმე საკითხი დაისმება და შესაძლოა ბევრმა გაიზიაროს კიდეც ეს საკითხი, მაგრამ დადგეს დიდი ალბათობა, რომ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერად გამოცხადების შიშით, საერთოდ არავის არ დაუჭიროს მხარი.

ეს დილემები კი შექმნა სწორედ იმ მოვლენებმა, რომლის თავიდან აცილებასაც ჩვენ ვცდილობდით კოალიციის შიგნითაც და კოალიციიდან გამოსვლის შემდეგაც ამას ვამბობდით.

მე დარწმუნებული ვარ, რომ გაცილებით მეტმა ადამიანმა გაიგო ჩვენი სათქმელი, ვიდრე მოგვცა ხმა. იმიტომ რომ, იმათ ვინც გაიგეს ის ხიფათები, რაზეც ჩვენ მივანიშნებდით, მათ წინ დაუდეს გაცილებით მაღალი რანგის ხიფათი - მიშა მოდის გვირაბით, კატერით, თუ თვითმფრინავით" _ აღნიშნა უსუფაშვილმა.

"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერის განცხადებით, "ეს ყველაფერი კი დაგეგმა იმ ტიპის ძალამ, რომელსაც ქონდა ძალაუფლება, ფინანსური რესურსი, მედიაზე სერიოზული გავლენა":

"ამას დაემატა კიდევ მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც თავის მხრივ სიამოვნებით შეასრულა ეს როლი, რამაც ნაციონალური მოძრაობის ელექტორატის მობილიზებასაც შეუწყო ხელი, თუმცა გაცლებით მეტი იყო ოცნების ამომრჩევლის მობილიზება.

და დღეს, დადგა ეტაპი, როდესაც ამომრჩეველს ჩემგან, ან ჩვენგან აინტერესებს რა ჯობია იმისთვის, რომ ქვეყანაში არ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა.

პოლიტიკოსის და ზოგადად პოლიტიკური პარტიის ვალია, რომ ასეთ ვითარებაში პოზიცია ქონდეს, და ამომრჩეველს მოუწოდოს.

ნიშნისმოგებით ნამდვილად არ ვიტყვი, მაგრამ არჩევნების წინ, პრაქტიკულად ყოველ დღე მე ამომრჩეველს ვაფრთხილებდი, ნუ მივცემთ მონოპოლიას ნურც ოცნებას და ნურც ნაციონალურ მოძრაობას. ნუ იზამთ ისე, რომ მხოლოდ ეს ორი პარტია აღმოჩნდეს ერთმანეთის პირისპირ პარლამენტში, თორემ რაღაც უბედურებაში ვყოფთ თავს...

ახლა კი ვართ ამ უბედურების ერთ ფაზაში. არადა ამისთვის, ერთადერთი რაც იყო საჭირო, არჩევანის გაკეთება სხვა მიმართულებებით.

მაგრამ ამ ორმა პოლიტიკურმა ძალამ და ჩვენმა ცოტა არ იყოს და გათავისუფლების ტვირთთან ვერგამკლავებულმა ამომრჩევლის ნაწილმა, იქამდე მიიყვანა საქმე, რომ პარტიოტთა ალიანსის პარლამენტში შესვლა თითქმის გამიხარდა კიდეც, ვინმე მაინც იქნებათქო.

ამ არჩევნების „შემომქმედმა“ ვინც 8 ოქტომბერის შედეგი მოახერხა, იმასაც მოახერხებს, რომ მეორე ტურში საკონსტიტუციო უმრავლესობა გარანტირებული ქონდეს. ესეც გასათვალისწინებელი ამბავია, რადგან არსებობს ეს კონკრეტული მოცემულობა.

მოცემულობაა ისიც, რომ ნაციონალური მოძრაობის ნებისმიერი მიმართვებიც ამ საკითხზე აბსურდულია.

ამიტომ ახლა პოზიციონირებით თუ ვიქნებით დაკავებული, ვინ უფრო კარგ პოზაში დადგება, ეს არასერიოზული ამბავია.

ასე რომ, ჩვენ გვექნება პოზიცია, მაგრამ ეს სავარაუდოდ იქნება პოზიცია უფრო კონკრეტულ ოლქებზე, ვიდრე გლობალური და ყველაფერთან ერთად, ჩვენ ჩვენი წონა და წილიც ვიცით.

მოდი კეთილი ვინებოთ და ყველამ ჩვენი ინდივიდუალური პასუხისმგებლობა ავიღოთ ვინ და რა შემოვხაზეთ 8 ოქტომბერს, რა შედეგი მივიღეთ ახლა და საით მიდის ეს ქვეყანა.“_ განაცხადა უსუფაშვილმა.




 ახალი ამბები
  • თბილისში, ცოფის ვირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდათბილისში, ცოფის ვირუსის ახალი შემთხვევა ტიბაანის გასასვლელის N20-ში დაფიქსირდა.  ამის შესახებ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „მოქალაქის მომართვის საფუძველზე, ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი იქნა ძაღლი, რომლის ბუნებრივი ლეტალობის დაფიქსირების შემდეგ, ცოფის ვირუსის გამოსავლენად, პათოლოგიური მასალა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში გადაიგზავნა. მასალის კვლევის შედეგად, ცხოველში ცოფის ვირუსი დადასტურდა. ცოფის ვირუსთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებებს სურსათის ეროვნული სააგენტო და თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთობლივად განახორციელებენ“,_ ნათქვამია განცხადებაში. მიმდინარე წელს, დედაქალაქში ცოფის ვირუსის ხუთი შემთხვევა ... ...
  • „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ხელმძღვანელობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ეწვია (R)რეგიონული ტურნეს ფარგლებში, „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ხელმძღვანელობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ეწვია. სააგენტოს ხელმძღვანელი რეზო ჩარკვიანი სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში მხარისა ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდულ საკითხებში ჩართულ თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრაზე სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მიერ ერთობლივად განხორციელებული და გეგმიური აქტივობები განიხილეს. მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარება გულისხმობს, 64 მუნიციპალიტეტში, წელს კი საპილოტედ შერჩეულ 11 მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდობის საჭიროებების კვლევაზე დაფუძნებით, ახალგზრდული პოლიტიკის დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის შექმნას, ასევე, ადგილზე შესაბამისი ადამიანური რესურსის მომზადებას, რომელსაც სააგენტო 4 ეტაპად გეგმავს. მათ საქმიანობის წარმატებით განხორციელებაში, სტრასბურგის ევროპის ახალგაზრდულ ცენტრში 5 დღიან ტრენინგზე მიღებული გამოცდილებაც დაეხმარებათ, სადაც ისინი მიმდინარე წლის მარტის თვეში სააგენტოს წარდგენით იმყოფებოდნენ. ახალგაზრდობის სააგენტომ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით ახლახანს დაასრულა ახალგაზრდების საჭიროებების რაოდენობრივი კვლევა, რომლის ფოკუსს წარმოადგენს ახალგაზრდების პრობლემები, გამოწვევები, საჭიროებები და შესაძლებლობები. ... ...
  • „იური ლომაძე მოძალადე არ არის“გასულ კვირა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხუთმა მამაკაცმა ქალაქ ბათუმიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში გაიტაცა 35 წლის მამაკაცი. ამ საქმეზე უკვე სასამართლომ ხუთივე მათგანს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულს შორის არის ოზურგეთელი იური ლომაძე, რომელიც წარმატებული მოჭიდავეა. „გურია ნიუსი“ იური ლომაძის მწვრთნელს, ბექა როყვას დაუკავშირდა საქმის დეტალებზე. „იური ლომაძე მოძალადე არ არის. მას კარგად ვიცნობ და  შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ის არის შრომისმოყვარე და წარმატებული ახალგაზრდა. რაც შეეხება იური ლომაძის საქმეს, ამასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ, რადგან დარწმუნებული ვარ ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. მე პირადად დარწმუნებული ვარ იურის უდანაშაულობაში“,- აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს ბექა ... ...
  • ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1 532 ფაქტი გამოვლინდაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2020 წლის 01 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1 532 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 63 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 609 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. იმერეთში დაფიქსირდა 199 ფაქტი, აჭარაში - 151, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 138, ქვემო ქართლში - 131, შიდა ქართლში - 112, სამცხე-ჯავახეთში - 111, მცხეთა-მთიანეთში - 39, გურიაში - 25, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში კი 11 სამართალდარღვევა გამოვლინდა. ამავე, 6-თვიან პერიოდში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, უკანონო ტყითსარგებლობის 6 ფაქტი გამოავლინეს. ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 2 700 მ3-მდე ხე-ტყე. ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 149 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 57 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია ... ...
  • " მიჩნდება ძალიან საფუძვლიანი ეჭვი“ - რას წერს ლომაძის საქმეზე ჟურნალისტი მაგდა კლდიაშვილისპორტული ჟურნალისტი მაგდა კლდიაშვილი სპორტსმენი იური ლომაძის საქმეზე სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ. “იური ლომაძის საქმის გარშემო რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოვისმინე: 1. ის, რომ მომჩივანი ცემეს და აწამეს ამისი მტკიცებულება მხოლოდ მომჩივანის ჩვენებაა. 2. საქმეში არ მსმენია ექსპერტიზის თაობაზე, რომელიც მომჩივანს ჩაუტარდა და ფიზიკური ძალადობისა და წამების კვალი დადასტურდა. 3. მომჩივანი რეალურად არცერთ სამედიცინო დაწესებულებაში არ ყოფილა მოთავსებული მკურნალობის მიზნით. 4. მომჩივანი 32 წლის მამაკაცი ორჯერ არის ნასამართლევი თაღლითობისთვის და ახლაც პრობაციონერია. 5. გამოძიება ეყრდნობა მხოლოდ მის ჩვენებას და საქმეში სხვა მტკიცებულება არ დევს. 6. მიუხედავად იმისა, რომ ბრალი გატაცებაზეა, გავიგეთ, რომ თავისი ნებით ჩაუჯდა მანქანაში. 7. ე.წ გატაცებული პირი ტაქსით ბრუნდება სახლში, ასე აბრუნებენ და არავითარი რამდენიმე დღე დაბმული არაად ყოფილა. 8. იური ლომაძე დანარჩენ ოთხ პირთან ერთად თავად მიდის საგამოძიებო ორგანოში და ის არ იმალება. ახლა მე მიჩნდება ძალიან საფუძვლიანი ეჭვი და ლოგიკური კითხვა, ორჯერ თაღლითობაში მსჯავრდებული და ამჟამად პრობაციონერი პირი უჩივის სპორტსმენს, რომლისგანაც ფულის გამოძალვის იმედი აქვს სარჩელის გამოტანის სანაცვლოდ? პირი, რომელიც გარდა იმისა, რომ სასამართლოს ორი განჩინებით თაღლითობაში იყო მსჯავრდებული და ამასთან მოძალადე, რომელიც ფიზიკურად ძალადობდა ქალზე, არის მომჩივანი და მხოლოდ სიტყვაა ამ ბიჭის წინააღმდეგ? კარგი ადვოკატი ამ საქმეს მოიგებს. პ.ს. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ინტუიცია მკარნახობს ამ გამომძიებელ-მოსამართლისა და მომჩივანის რაღაც კონტაქტებს და მოვიძიებდი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...