8 ოქტომბერი და მაჟორიტარი ქალები "გურია ნიუსის" ობიექტივში


პოლიტიკა

8 ოქტომბერი და მაჟორიტარი ქალები "გურია ნიუსის" ობიექტივში

17 ოქტ. 2016, 19:37:56

8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა, წინასწარი შედეგების თანახმად, პარლამენტში სამი პარტია მოხვდა _ "ქართული ოცნება", "ნაციონალური მოძრაობა" და "პატრიოტთა ალიანსი". ამავე მონაცემებით, საქართველოს 50 მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატის გამოსავლენად მეორე ტური უნდა ჩატარდეს. მათ შორის ჩოხატაურისა და ლანჩხუთის საარჩევნო ოლქში, სადაც ერთმანეთს "ქართული ოცნების" კანდიდატი ნინო წილოსანი და დამოუკიდებელი კანდიდატი აკაკი ჩხაიძე დაუპირისპირდებიან.

8 ოქტომბერმა გურიაში ხმაურის გარეშე, მშვიდ ვითარებაში ჩაიარა რასაც არჩევნების დღეს ჩვენს მიერ ჩატარებული გამოკითხვა მოწმობს _ ამომრჩევლების თქმით, საარჩევნო პროცესი ზეწოლის და დაშინების გარეშე მიმდინარეობდა.

"გურია ნიუსისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია "Post ალიონის" ერთობლივი პროექტის ფარგლებში მომზადებული გადაცემაში "მონოლოგიდან დიალოგამდე" , ჩვენი კორესპონდენტები დაინტერესდნენ ოზურგეთის, ჩოხატაურის და ლანჩხუთის საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეების შეფასებებით.

ლანჩხუთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ბისიეშვილის თქმით, 8 ოქტომბრის არჩევნებმა მშვიდ და წყნარ ვითარებაში ჩაიარა:

_ კენჭისყრის დღეს საოლქო საარჩევნო კომისიაში 16 საჩივარი შემოვიდა. საჩივრების უმეტესობა შეეხება პროცედურულ დარღვევებს. ყველა მათგანზე მივიღეთ გადაწყვეტილება _ 16 საჩივრიდან სრულად მხოლოდ ერთი დაკმაყოფილდა; 4 არის ნაწილობრივ დაკმაყოფილებული; ორს გაეცა შესაბამისი წერილობითი პასუხი, ხოლო დანარჩენი არ დაკმაყოფილდა, _ აღნიშნა ბისიეშვილმა, რომლის თქმით, სერიოზულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.

ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თემურ კუტუბიძის თქმით, ჩოხატაურში არჩევნები ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდა:

_ ჩვენ ვიყავით დამხმარე ოლქი _ ძირითადი ლანჩხუთის #61 ოლქი იყო. ძალიან ბევრი ფიზიკური სამუშაო იყო, რასაც ოლქის წევრებმა თავი ბრწყინვალედ გაართვეს. არჩევნების დღეს სულ 2 საჩივარი შემოვიდა. ზოგადად კი, არჩევნების დღემ ჩვენს რაიონში ძალიან მშვიდად ჩაიარა. ეს შედეგზეც აისახა _ გვაქვს მეორე ტური. ვეცდებით მეორე ტურიც ასევე მშვიდობიანად ჩავატაროთ. ათი წელია ოლქის თავმჯდომარე ვარ და მინდა ჩემი ოლქი ერთ-ერთი პირველი იყოს საქართველოში, _ თქვა კუტუბიძემ.

ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ზვიად თენიეშვილის შეფასებით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდა #59-ე მაჟორიტარულ ოლქშიც:

_ ოლქში 32 საჩივარი შემოვიდა, რომლის უმეტესობა პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა, რაც შედეგზე გავლენას ვერ იქონიებს. საერთო ჯამში, არჩევნები დადებითად შეგვიძლია შევაფასოთ, _ გვითხრა თენიეშვილმა.

8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ოზურგეთის საარჩევნო ოლქში 9 კანდიდატი იყო დარეგისტრირებული. აქედან მხოლოდ ერთი იყო ქალი. რაც შეეხება ჩოხატაურისა და ლანჩხუთის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქს, დარეგისტრირებული 11 კანდიდატიდან 4 ქალი იყო.

როგორი იყო საარჩევნო მარათონი, გაუჭირდათ თუ არა კამპანიის ჩატარება ქალ კანდიდატებს და როგორ აფასებენ არჩევნებს. _ ამ თემით ჩვენი კორესპონდენტები ჟანა მეგრელიშვილი და სოფო წილოსანი დაინტერესდნენ.

ნინო გოგუაძე, "რესპუბლიკური" პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოზურგეთში:

_ წინა საპარლამენტო არჩევნებისგან განსხვავებით, 8 ოქტომბრის არჩევნები უფრო მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა. თუმცა, დავდექით იმ რეალობის წინაშე, რაზეც "რესპუბლიკელები" აფრთხილებდნენ ამომრჩეველს _ მივიღეთ ორპარტიული პარლამენტი. "ფსევდოპატრიოტების" 6 დეპუტატიც ვერაფერს ვერ გადაწყვეტს. რაც შეეხება ჩემი, როგორც ქალი კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანიას, არანაირი ხელისშეშლა არ ყოფილა და ჩემზე არ ზეწოლა გახორციელებულა. თუმცა, როგორც ჩანს, ზოგადად ქალი კანდიდატი, რომელიც წარმოადგენს ლიბერალურ პარტიას, მიუღებელი აღმოჩნდა ჩვენი გარემოსთვის. თუმცა, დრო წინ გვაქვს და აუცილებლად უნდა მივიტანოთ ჩვენი სათქმელი მოსახლეობამდე. ის რეალობა, რაც გვიდგას, 4 წლის შემდეგ აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ბევრი სამუშაოა პიროვნულ თავისუფლებებზე _ მენტალურ გათავისუფლებას ვგულისხმობ, რადგან პოსტსაბჭოური ელემენტები არც თუ ისე სახარბიელოა ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის.

გურანდა მანაგაძე, "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატი ჩოხატაურისა და ლანჩხუთის საარჩევნო ოლქში:

_ ძალიან ინტენსიური და საინტერესო კამპანია ჩავატარეთ. მაქსიმალური გავაკეთეთ, რაც ჩვენზე იყო დამოკიდებული _ სააგიტაციო კუთხით, მოსახლეობასთან შეხვედრის სიმრავლით. პრობლემები ნამდვილად არ გვქონია და მთელი შემართებით ვმუშაობდით. ერთადერთი პრობლემა, რაზეც მუდმივად ვლაპარაკობდი, სახელისუფლებო კანდიდატის კამპანიაში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება იყო. ამის შესახებ მხოლოდ მე არ ვსაუბრობდი _ ამაზე აქცენტს აკეთებდა ყველა ოპოზიციური პარტიის და დამოუკიდებელი კანდიდატებიც. საერთაშორისო დამკვირვებლებიც აღნიშნავდნენ თავიანთ ანგარიშებში, თუმცა, ამაზე არავითარი რეაგირება არ მოუხდენია ხელისუფლებას. შესაბამისად, არ იყო თანაბარი საარჩევნო პირობები _ როცა მინისტრები დაყვებიან კანდიდატს, როცა მათ გვერდით უდგათ სახელისუფლებო ძალა, დგება ის შედეგი რაც დადგა, _ აღნიშნა მანაგაძემ და მისი პარტიის პარლამენტში შესვლაზეც გააკეთა კომენტარი:

_ ამას შესვლა არ ქვია _ ეს არის ცრემლნარევი სიხარული. მინიმუმ, 13-პროცენტამდე გვქონდა სინამდვილეში ხმები, მაგრამ ასე მოხდა და დამერწმუნეთ, რაც ახლა გააკეთა სახელისუფლებო პარტიამ, ეს კარგად არც ქართველ ხალხს მოუბრუნდება და არც დემოკრატიას. ჩვენ ჩვენი ძალებით ვერაფერს გავხდებით და "ქართული ოცნება" შესანიშნავად განახორციელებს გეგმას _ მოირგებენ საკუთარ თავზე კონსტიტუციას, ისე, როგორც ეს თავის დროზე მოახერხა მიხეილ სააკაშვილმა, _ თქვა მანაგაძემ.

თამარ ჟღენტი, მაჟორიტარობის კანდიდატი პარტიიდან "პროგრესულ დემოკრატიული მოძრაობა:

_ ჩვენი პარტია მხოლოდ სამი თვეა, რაც ჩამოყალიბდა და ვფიქრობთ, რომ ხმების ის რაოდენობა, რაც ამ მცირე დროის მანძილზე შექმნილმა პარტიამ მიიღო, დამაკმაყოფილებელია. მინდა აღვნიშნო, რომ არჩევნები მიმდინარეობდა ნამდვილად მშვიდ, დემოკრატიულ, გარემოში. არც მე და არც ჩემი პარტიიდან წარდგენილ კომისიის არც ერთ წევრს და დამკვირვებელს არჩევნების მიმდინარეობისას დარღვევა არ დაგვიფიქსირებია და აქედან გამომდინარე, არ გვქონია საჩივრის დაწერის საბაბი. ჩვენ მივესალმებით ყველა გამარჯვებულს და ჩვენი პარტია მზადაა მათთან თანამშრომლობისთვის, რომ შევძლოთ შემდგომ არჩევნებში ღირსეულად წავრდგეთ ამომრჩევლის წინაშე.

ნინო წილოსანი, "ქართული ოცნების" კანდიდატი ლანჩხუთისა და ჩოხატაურის საარჩევნო ოლქში:

_ საერთაშორისო საზოგადოებამ ძალიან მაღალი შეფასება მისცა 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს. არამარტო საქართველოს ისტორიაში, არამედ მთლიანად პოსტსაბჭოთა ქვეყნების ისტორიაში თითოეულმა ჩვენთაგანმა დავინახეთ, რამდენად დემოკრატიულად ჩატარდა ეს არჩევნები ყოველგვარი აკრძალული ილეთების გარეშე. ჩემი, როგორც ქალი მაჟორიტარი კანდიდატის პოზიცია არის ის, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, წინასაარჩევნო კამპანია სიმშვიდეში მიმდინარეობდა. არანაირი ხელისშეშლა, როგორც ქალ მაჟორიტარს არ შემქმნია. დარწმუნებული ვიყავი და დავინახე კიდევაც, რომ ჩვენი ამომრჩეველი ძალიან შეგნებული და მაღალგანვითარებულია.აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ჩოხატაურის საარჩევნო ოლქში არჩევნებში მონაწილეობა 12 554 ამომრჩეველმა მიიღო. აქედან 6150 ამომრჩეველი ქალი გახლდათ, 6419 ამომრჩეველი კი კაცი. იყვნენ თუ არა ქალები აქტიურები წინასაარჩევნო კამპანიის დროს, რა პრობლემები გამოიკვეთა ამ კუთხით და მოხერხდა თუ არა მონოლოგიდან დიალოგის რეჟიმში გადასვლა _ ამ თემებზე ჩვენი პროექტის ავტორმა, არასამთავრობო ორგანიზაცია "Post ალიონის" ხელმძღვანელმა და მედიასახლ "გურია ნიუსის" დამფუძნებელმა ია მამალაძემ გადაცემის ბოლო ბლოკში ვრცლად ისაუბრა, რომლის ნახვაც შეგიძლიათ აქ.




 ახალი ამბები
  • თოვლი, ლიპყინული და ზვავსაშიშროება _ როდიდან შეიცვლება ამინდი საქართველოშისაქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაეცემა , _ ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი - 19-20 იანვარს, უმეტესად თოვლის სახით, მთაში ზოგან ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე მოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება. 19-22 იანვარს ღამის საათებში კოლხეთის დაბლობზე ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლებელია ციტრუსები, განსაკუთრებით ლიმონის ნარგავები ... ...
  • მარინა ენდელაძე: ეს ერთადერთი გამოსავალიამსოფლიოში არცერთი ეპიდემია არ დამარცხებულა ვაქცინაციის გარეშე, შეუძლებელია ადამიანებმა მუდმივად რეგულაციების ქვეშ ვიცხოვროთ, ამდენად ერთადერთი საიმედო გამოსავალი - ვაქცინაციაა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში ვაქცინაცია იქნება პირველ კვარტალში და პირველ ეტაპზე მცირე დოზა. „როგორც ვიცი, ქვეყანა ემზადება, რომ შემდეგ ვაქცინაცია მასიურად მოხდეს. პირველ რიგში რისკჯგუფები აიცრებიან. ვაქცინაცია ინფიცირებულთა შემთხვევებს შეამცირებს, მაგრამ პარალელურად, ჯერჯერობით, ისევ რეგულაციების დაცვა მოგვიწევს“, - განაცხადა ... ...
  • საქართველოს საავტომობილო გზების ზოგიერთ მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდასაქართველოს საავტომობილო გზების ზოგიერთ მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდა, _ ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს: "რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ125-კმ157 (მელე-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე გზის კმ89-კმ125 (ლენტეხი-მელე) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - წერია განცხადებაში. ცნობისთვის, მოძრაობა განახლდა ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე - ამ დროისთვის, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ... ...
  • ხვალ დიდ ქალაქებში, ასევე, აჭარაში სკოლებში მეორე სემესტრი დისტანციურ ფორმატში განახლდებახვალ, 18 იანვარს სასწავლო პროცესი დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით დაიწყება ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ფოთი, მარნეული და გარდაბანი. აჭარისავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს ასევე გააგრძელებენ დისტანციურ რეჟიმში. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ის სკოლები, სადაც მეორე სემესტრი საკლასო ოთახებში განახლდება, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სრულად უზრუნველყვეს პირბადეებით, დისტანციური, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერითა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით. გარდა ამისა, სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში გაგრძელდება პირველ სემესტრში აპრობირებული მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების განხორციელების პროცესს განათლების სამინისტრო სისტემატიურად დააკვირდება და განახორციელებს სკოლების მონიტორინგს. სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად, დისტანციური სწავლების მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი რესურსის „ტელესკოლის“ მეორე სემესტრის საგაკვეთილო პროცესიც გაგრძელდება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი 18 იანვარს 9:00 საათიდან განახლდება. „პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოში მოქმედ სამ მობილურ ოპერატორთან - სს „სილქნეტთან“, შპს „მაგთიკომთან“ და შპს „ვიონი საქართველოსთან“ (ბრენდი „ბილაინი“) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი, რის საფუძველზეც საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები ივნისის ბოლომდე შეღავათიანი მობილური ინტერნეტ პაკეტით ისარგებლებენ. მობილური ინტერნეტ პაკეტის შეღავათიან ტარიფს ასევე მხარი დაუჭირა საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ“ - აცხადებენ განათლების სამინისტროში. დისტანციური სწავლების გამოწვევებისა და ტექნიკური საჭიროებების შესაბამისად, ინტერნეტ პროვაიდერები მოსწავლეებსა და მასწავლებლებს20 GB მობილურ ინტერნეტპაკეტს 10 ლარად შესთავაზებენ, რაც სტანდარტულ ღირებულებასთან შედარებით 2,5-ჯერ ნაკლებია. დარგის ექსპერტების რეკომენდაციით, 20GB საკმარისი ოდენობაა ერთი თვის განმავლობაში ონლაინ გაკვეთილებზე დასასწრებად და ინტერნეტ რესურსების ... ...
  • პანკისის ხეობაში 40 წლამდე კაცი მოკლეს - ერთმანეთს ნათესავები დაუპირისპირდნენპანკისის ხეობაში ნათესავებს შორის  ურთიერთშელაპარაკება მკვლელობით დასრულდა - მოკლულია 40 წლამდე კაცი. შემთხვევა ცოტახნის წინ მოხდა. სავარაუდო დამნაშავეს, გავრცელებული ინფორმაციით, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. წყარო: მთავარი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....