"სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების გაუქმება აუცილებელია" _ ზურაბ ჭიაბერაშვილი

პოლიტიკა

"სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების გაუქმება აუცილებელია" _ ზურაბ ჭიაბერაშვილი

2016 ნოე 3 16:37:26

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების გაუქმება აუცილებელია, _ ამის შესახებ ჭიაბერაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერნციაზე განაცხადა.
ჭიაბერაშვილის თქმით, ეს არის ადგილობრივი ბიუროკრატია, რომლისთვისაც ხარჯი 2012 წელთან შედარებით 450-500 მილიონამდე ლარით არის გაზრდილი.

ჟურნალისტის კითხვაზე, სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების გაუქმება ხომ არ გამოიწვევს სამუშაო ადგილების დაკარგვას, ჭიაბერაშვილმა უპასუხა, რომ აქ არის ძალიან მარტივი სპირალი, ანუ თუ ბიუროკრატია იზრდება სამთავრობო აპარატში, სამუშაო ადგილები მცირდება და პირიქით.

”როცა ვსაუბრობთ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებაზე, ეს ეხება, როგორც სამინისტროებს, ისე სსიპ-ებს და ა(ა)იპ-ებს. ასევე, ეხება რაიონებში დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებს, რომლებიც რაიონულ გამგეობებთან არსებობს და რომლებიც სოკოებივით მომრავლდა. ეს არის უზარმაზარი ხარჯი ყველა დონეზე. ანუ, ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე მთლიანად არის გაზრდილი ბიუროკრატია და როცა ჩვენ 2012 წელს ვადარებთ, უნდა ითქვას, რომ ბიუროკრატიული ხარჯი 450-500-მდე მილიონი ლარით არის გაზრდილი”, _ განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა "საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შესახებ" კანონის პროექტზე დასკვნა გამოაქვეყნა, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიული პირებს (სსიპ) და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებსაც (ა(ა)იპ) ეხება. 

დასკვნის თანახმად, 2017 წლის ბიუჯეტის კანონის პროექტით, სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების დაგეგმილი შემოსულობების მოცულობა 2016 წლის შესაბამის მაჩვენებლებთან შედარებით 16% იზრდება და  ერთი მილიარდ 700 მილიონს უტოლდება. კიდევ უფრო მეტს შეადგენს გადასახდელების მოცულობა, რომელიც 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან მიმართებით 17% უნდა გაიზარდოს და ერთი მილიარდ 860 მილიონს მიაღწიოს.

საყურადღებოა ისიც, რომ სსიპ-სა და ა(ა)იპ-ებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადასაცემი სახსრების საპროგნოზო მოცულობა 946 მლნ ლარს შეადგენს და აღნიშნული ციფრი 37%-ით აჭარბებს 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. სანაცვლოდ, 19 მილიონი ლარით მცირდება საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული წყაროებიდან მისაღები შემოსულობების გეგმიური მაჩვენებელი, რომელიც 2,3% ნაკლებია 2016 წლის შესაბამის მაჩვენებლებზე.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ის ნაწილი რომელიც სსიპ-სა ა(ა)იპ-ში, შრომის ანაზღაურების მიმართულებით გასაწევ ხარჯს ეხება. გარდა იმისა, რომ შრომის ანაზღაურების საპროგნოზო მაჩვენებელი 716 მილიონ ლარს შეადგენს და 30 მილიონით მეტია 2016 წლის ანალოგიურ ხარჯზე, წარმოდგენილი კანონის პროექტი არ მოიცავს ინფორმაციას სსიპ-სა ა(ა)იპ-ებში შტატით და შტატგარეშე წესით გათვალისწინებულ თანამშრომელთა გეგმური რიცხოვნობის შესახებ.

აუდიტის ამ დასკვნას გამოეხმაურა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. ორგანიზაციას შემაშფოთებლად მიაჩნია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში ასახული ის ინფორმაცია, რომელიც 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში სსიპ-სა და ა(ა)იპ-ებთან დაკავშირებით არის აღნიშნული:

" სსიპ-სა და ა(ა)იპ-ების გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებული საკითხები დღემდე წარმოადგენს მნიშვნელოვან პრობლემას, რაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხრიდან, 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ასახული ინფორმაცითაც დასტურდება. ამ ფონზე დაფინანსების გაზრდა კიდევ უფრო აძლიერებს მოსაზრებას საჯარო ფინანსების შესაძლო არარაციონალური ხარჯვის თაობაზე;

- პრაქტიკულად არ არსებობს, ან ეფექტურად არ მუშაობს, აღნიშნული იურიდიული პირების მხრიდან დამფუძნებლების წინაშე ანგარიშვალდებულება (ეს პრობლემა კიდევ უფრო მეტად იჩენს თავს ადგილობრივი თვიმმართველობების  მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ეთან მიმართებაში);

- კვლავაც გამოწვევად რჩება სრულყოფილი ინფორმაცია სსიპ-სა და ა(ა)იპ-ებში დასაქმებულ პირთა რაოდენობის და აღნიშნული რაოდენობის საჭიროების შესახებ. შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რატომ დგება დღის წესრიგში თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდის აუცილებლობა და რას უკავშირდება შრომის ანაზღაურების ზრდის საჭიროება.

საია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, გაითვალისწინონ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ - "საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შესახებ" პროექტის დასკვნაში, სსიპ-სა და ა(ა)იპ-თან მიმართებით წარმოდგენილი რეკომენდაციები და  მაქსიმალურად სრულად და ამომწურავად წარმოადგინონ ინფორმაცია, სსიპ-ს და ა(ა)იპ-ს დაფინანსებასთან/შემოსავლებთან დაკავშირებით", _ აცხადებენ საიაში.



 ახალი ამბები
  • გურიაში ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშა დაეშვასაბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, გურიის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ შენობებზე, სახელმწიფო დროშა დაეშვა. 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელი არმია საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა და ქვეყნის ოკუპაცია განახორციელა. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ამ დღეს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება. ... ...
  • SOLO HOLOSEUM-ში ბავშვებისთვის შემეცნებით მასტერკლასებს SOLO Sunday-ს იწყებსთანამედროვე ხელოვნების განვითარების ხელშეწყობის მიზნით SOLO შემეცნებითი მასტერკლასების  სერიას იწყებს. იმისათვის რომ უქმეებზე ოჯახთან, მეგობრებთან საინტერესოდ და შემოქმედებითად გაატარონ დრო, SOLO მის მომხმარებელს HOLOSEUM-ში მრავალფეროვან მასტერკლასებზე ეპატიჟება. ყოველკვირაობით გაიმართება ბავშვებისთვის შემეცნებით-გასართობი შეხვედრები - SOLO Sunday, როგორიცაა მაგალითად საუბრები ნიკო ფიროსმანზე, მის ცხოვრებაზე და ხატვის ტექნიკაზე. ვორკშოპს გიორგი კაკაბაძე გაუძღვება. გიორგი ჯაფარიძე კი ბავშვებს ხატვის თერაპიას ჩაუტარებს და მათთან ერთად შეასრულებს ფიროსმანის ცნობილ ნამუშევრებს, მათ შორის, ხატვის ვორქშოპზე ბავშვები შექმნიან მაკეტს და გააცოცხლებენ ფიროსმანის შესანიშნავ და უსაყვარლესს ნახატს ,,გოგონა საჰაერო ბუშტით“. თორნიკე კაკუშაძესთან ერთად კი ბავშვები თანამედროვე ხელოვნების მიმდინარეობას - Strign Art-ს შეისწავლიან. ბავშვებისთვის გასართობ-შემეცნებითი მასტერკლასების გარდა, ვორკშოპები გაიმართება უფროსებისთვისაც.  კერძოდ,  SOLO Classroom-ში შაბათობით ჩატარდება ისეთი საინტერესო შეხვედრები, როგორიცაა: თანამედროვე არტისტების აქამდე უცნობი ისტორიები, კურსი Mindfulness-ზე, არტ-თერაპია, სუნთქვითი თერაპია, ინტერიერის დიზაინის კურსი და სხვა. SOLO-ს შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის  ეწვიეთ:  www.SOLO.ge;  http://facebook.com/www.SOLO.ge ... ...
  • თბილისში ბიჭმა დედა და ბებია მოკლათბილისში ბიჭმა დედა და ბებია მოკლა.  პოლიციამ ის ოჯახში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ოჯახში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2001 წელს დაბადებული - მ.ზ. ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბებია - 1946 წელს დაბადებული ზ.დ. და დედა - 1974 წელს დაბადებული თ.ზ., თბილისში, მათსავე საცხოვრებელ სახლში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მძინარე მდგომარეობაში ნაჯახით მოკლა. სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ოჯახში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს,“_ ნათქვამია შსს-ს ... ...
  • ოზურგეთის ცენტრი _ მცირე გაწვიმებაც და „ჭადრების ბაღი“ იტბორებაოზურგეთში წვიმს, თუმცა, ეს წვიმა არც ისე ძლიერი და ხანგრძილივი ყოფილა, რომ   ქალაქის ცენტრში “ჭადრების  ბაღი“  და მიმდებარე ტერიტორია ისე დაეტბორა, ტროტუარებზე , სავალ ბილიკებსა და სამანქანო გზებზე ადამიანის გავლა შეუძლებელი გამხდარიყო _ ამ წუთებში ბილიკებზე , ტროტუარებსა და სამანქანო გზაზე ნიაღვრების ნაკრები ღელესავით მიედინება.  მიზეზი ამისა  არის გაუწმენდავი არხები, გაჭედილი ცხაურები და რაც ყველაზე   მთავარია, როგორც ოზურგეთის სერვისცენტრის უფროსმა , თენგიზ ქუტიძემ იანვარში, წვიმის დროს,  ანალოგიური დატბორვისას  გვითხრა,  „  „ჭადრების  ბაღის“  ახლომდებარე ადგილები  რელიეფურად  ჩავარდნილია და  აუცილებელია არხის გაჭრა“. როგორც ბატონმა თენგიზმა განმარტა,   ამ სამუშაოების  შესრულება  უახლოეს მომავალში იგეგმება. თუმცა, როგორც ვხედავთ, ეს სამუშაო დასაჩქარებელია და ეტყობა, ჩვენს ხელისუფლებას ყოველი წვიმის დროს უნდა შევახსენოთ, რადგან,  როცა მცირე წვიმის დროს ქალაქის ცენტრში ასეთი მდგომარეობაა,   გასული წლების სტიქია რომ მოულოდნელად განმეორდეს, ოზურგეთის ცენტრში, ალბათ,  ბარე ორ  დღეს ვერ გავივლით. ... ...
  • "ბალახს ცეცხლი წაუკიდა, გამოსვლა ვერ მოასწრო და შიგ ჩაიწვა!"_ ტრაგედია კასპშიკასპში, სოფელ დოესში უბედური შემთხვევის შედეგად 70 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც "გურია ნიუსს" მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ თემში, ტარიელ ოხანაშვილმა უთხრა, "მამაკაცი ნაკვეთს ასუფთავებდა. ბალახს რომ ცეცხლი წაუკიდა, გამოსვლა ვეღარ მოასწრო და შიგ ჩაიწვა". შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188 მუხლით ... ...

არქივი

ზაფრანი

15 შეცდომა რეცხვის დროს, რომელიც სარეცხს და მანქანას აზიანებს

ხშირად ვამბობთ, რომ ტანსაცმელს აფუჭებს...

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...