"საქართველოსა და აშშ-ის თანამშრომლობა ეყრდნობა ორმხრივ სტრატეგიულ ინტერესებსა და ხედვას"

პოლიტიკა

"საქართველოსა და აშშ-ის თანამშრომლობა ეყრდნობა ორმხრივ სტრატეგიულ ინტერესებსა და ხედვას"

2016 ნოე 10 12:47:47

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ფეიბუქის  საკუთარი გვერდიდან ულოცავს. მინისტრის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც საქართველოს მთავარი სტრატეგიული მოკავშირე, განუხრელად უჭერს მხარს ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, უსაფრთხოებას, დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

”საქართველოსა და აშშ-ის თანამშრომლობა ეყრდნობა ორმხრივ სტრატეგიულ ინტერესებსა და ხედვას, რაც ფორმალიზებულია საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით. იგი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორიცაა დემოკრატია და მმართველობა, თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკა, ვაჭრობა, ენერგეტიკა, ხალხთაშორისი ურთიერთობები და კულტურული გაცვლები. ქარტია წარმოადგენს 25-წლიანი ღრმა და ყოვლისმომცველი თანამშრომლობისა და ორ ქვეყანას შორის ნდობის ჩამოყალიბების შედეგს.

ქართველი ჯარისკაცები ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად, მხარდამხარ იბრძვიან საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებისთვის, რითაც საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ამ მხრივ საქართველო რჩება აშშ-ს სანდო პარტნიორად და ერთგულ მოკავშირედ და მომავალშიც გააგრძელებს აქტიური წვლილის შეტანას რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების საქმეში.

ჩვენ მზად ვართ, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ერთად განვაგრძოთ თანამშრომლობა, გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა და განვამტკიცოთ ორ ქვეყანას შორის მეგობრობა”, - ნათქვამია მიხეილ ჯანელიძის განცხადებაში, რომელიც მინისტრმა Facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა.




 ახალი ამბები
  • ოპოზიციამ ერთმანეთს ხელი ჩაკიდაოპოზიციური პარტიები და პოლიტიკოსები შეხვედრის დასრულების შემდეგ რუსთაველის გამზირზე აქციას უერთდებიან. ამის ამსახველ ფოტოს www.tabula.ge აქვეყნებს. ფოტოზე კარგად ჩანს, რომ ოპოზიცია გაერთიანდა და ერთად ბრძოლას ... ...
  • აქციას გიორგი მარგველაშვილი შეუერთდაამ წუთას აქციას ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეურთდა. შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ... ...
  • "ვინც პირველად მოახერხა მთელი ოპოზიციური სპექტრის გაერთიანება, არის ბიძინა ივანიშვილი“„ვინც ბოლო შვიდი წლის განმავლობაში მოახერხა და გაერთიანა მთელი ოპოზიციური სპექტრი, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ამისთვის მას მადლობას ვუხდით. დღეს საზოგადოება გაერთიანებულია, რომელიც ბიძინა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას გაუშვებს“, _ თქვა რუსთაველზე მიმდინარე აქციის დროს ერთ-ერთმა ... ...
  • განცხადება გაეროს კეთილი ნების ელჩის, ნინო სუხიშვილის შესახებსაქართველოში გაეროს წარმომადგენლობას არ შეუჩერებია ნინო სუხიშვილისთვის მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის საკითხებში გაეროს კეთილი ნების ელჩის უფლებამოსილება, როგორც ეს ზოგიერთ მედიაში გავრცელდა.  თითოეული კეთილი ნების ელჩისგან  გაერო მოელის 2030 დღის წესრიგისა და  მასში გაჟღერებული მთავარი მიზნის ,,არავინ ყურადღების მიღმა” განუხრელ დაცვას. გაეროს წარმომადგენლობა გამოხატავს მადლიერებას  ქალბატონი ნინო სუხიშვილისა და კიდევ ორი კეთილი ნების ელჩის მიმართ მათ მიერ გაწეული დახმარებისთვის. 2017 წლიდან მათი საქმიანობა ამ პოზიციაზე ემსახურება  ქვეყანაში მდგრადი განვითარების 17 მიზნის ხელშეწყობას. თვალსაჩინო ქართველი მოღვაწეები ასრულებენ კეთილი ნების ელჩის მოვალეობას ნებაყოფლობით. ეს საპატიო წოდება ენიჭება  დროებით და  ელჩები ექვემდებარებიან ... ...
  • ზვიად კვაჭანტირაძე: "დღევანდელი დღე იქნება ერთ-ერთი სამარცხვინო ფურცელი „ქართული ოცნების“ ისტორიაში"„პრაქტიკულად, დღეს, ყველაზე პრინციპულ საკითხებზეც კი „ქართულ ოცნებას“ აღარ აქვს უმრავლესობა არც ხელისუფლებაში და არც პარლამენტში, ეს კი ნიშნავს, რომ ხელისუფლება თავისი ნებით, თავისთავს აცხადებს არალეგიტიმურად", _ ეს განცხადება პარლამენტის დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ ,,გურია ნიუსთან" საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, ამ სიტუაციიდან გამოსავალი ჯერ კიდევ არსებობს, რომელიც მდგომარეობს ახალი კორექტირებული კანონპროექტის პარლამენტში შეტანით. _ დღევანდელი დღე იქნება ერთ-ერთი სამარცხვინო ფურცელი „ქართული ოცნების“ ისტორიაში _ პრაქტიკულად რომ ვივარაუდოთ, ეს არ არის სპექტაკლი, არ არის თავიდან ბოლომდე დაგეგმილი პარტიის ლიდერშიპის მიერ. მოხდა ის, რომ პარტიის წარმომადგენლების სერიოზულმა ნაწილმა გაილაშქრა პარტიის და პარტიის ლიდერშიპის წინააღმდეგ, ანუ ფაქტობრივად, ზედაპირზე ეს დევს, თუ, რა თქმა უნდა, ვივარაუდებთ, რომ ეს არ არის დადგმული სპექტაკლი. ამით მართველი პარტია თავად აცხადებს, რომ კრიზისი დაუდგათ და უნდა გაითვალისწინონ და გაიზიარონ ეს პასუხისმგებლობა. პრაქტიკულად დღეს ყველაზე პრინციპულ საკითხებზეც კი, „ქართულ ოცნებას“ აღარ აქვს უმრავლესობა არც ხელისუფლებაში და არც პარლამენტში, ეს კი ნიშნავს, რომ ხელისუფლება თავისი ნებით, თავის თავს აცხადებს არალეგიტიმურად. რაც შეეხება გამოსავალს, გამოსავალი არის იმაში, რომ თუ კი ბიძინა ივანიშვილს არ სურს, რომ მისი ქმედებები და დღევანდელი გადაწვეტილება შეფასდეს პოლიტიკურ თაღლითობად, პოლიტიკურ სულელობად და თუ კი მართლა ამის პოლიტიკური ნება გააჩნიათ, რაც დაპირდნენ ქართულ საზოგადოებას, ის შეასრულონ. ჯერ კიდევ არის დრო დარჩენილი ამისთვის, ამიტომ მათ სასწრაფოს უნდა შემოიტანონ განსახილველად ახალი კანონპროექტი, კორექტირებული, მეტნაკლებად დაბალანსებული, თუნდაც იმ ვითომდაც ამბოხებული მაჟორიტარების მიერ გამოთქმული პრეტენზიების გათვალისწინებით. ვგულისხმობ იმას, რომ დღევანდელ კანონცვლილებასთან დაკავშირებით აპელირება და პრეტენზიები იყო იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს არ იყო გათვალისწინებული რეგიონების ინტერესები, მაგრამ შეიძლება იგივე კანონპროექტი შემოვიტანოთ, რომელშიც იქნება რეგიონული პრეფენციული ან პროპორციულ-პრეფენციული პრინციპები დაცული. თუ ამის პოლიტიკური ნება არსებობს, ამის გაკეთება შესაძლებელია, მაგრამ მე არ მაქვს ამის ილუზია, რომ არსებობს ეს პოლიტიკური ნება. ეს ნება რომ არსებულიყო, მათ ჩემზე ნაკლებად კი არ იციან ეს შესაძლო ვარიანტი. ეს ხშირად გაჟღერებულა განხილვებისას, მაგრამ ამაზე არ წამოვიდნენ. როგორც ჩანს, დაგეგმილი იყო ის სცენარი, რაც დღეს გათამაშდა. არ რცხვენიათ, რომ თავიანთი სახე წაიბილწეს და შეირცხვინეს იმ ამომრჩევლის წინაშე, ვისაც დღემდე მართლა სჯეროდა მართველი პარტიის. _ ბატონო ზვიად, მოსალოდნელია თუ არა ამ პოლიტიკური კრიზისის დროს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები? _ ჩვენ ყველაფრისთვის ვიქნებით მზად, მაგრამ საკითხავია, სჭირდება თუ არა ეს ქვეყანას. არც მალავენ, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება მიიღეს თითქოსდა გუნდის ერთიანობის შესანარჩუნებლად, ანუ, ფაქტობრივად, პარტიულ ინტერესებს შესწირეს ქვეყნის ინტერესები _ ეს არის სამარცხვინო. ასეთი განცხადებას არასდროს არც ერთი პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი არ გააკეთებს არც ერთ ქვეყანაში, მაგრამ ამათ გააკეთეს. _ ბატონო ზვიად, როგორ შეაფასებდით დეპუტატების მიერ უმრავლესობის დატოვებას? _ დღეს დეპუტატების მიერ უმრავლესობის დატოვებას რა ეფექტი ექნება, არ ვიცი. ეტყობა, ჩემი მეგობრები, კოლეგები თავიანთ პოლიტიკურ მომავალზე ფიქრობენ და არ უნდათ პასუხისმგებლობის აღება იმ გადაწყვეტილებაზე, რაც დღეს უმრავლესობამ მიიღო. _ დღეიდან როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები? _ ვფიქრობ, საზოგადოების კონსოლიდაცია მოხდება იმისკენ, რომ ხელისუფლებამ იგრძნოს თავისი პასუხისმგებლობა. საზოგადოება ამ დღეებში თავისი ერთიანობით, თავისი ძალისხმევით და სინერგიით ყველანაირად შეეცდება ხელისუფლებას ეს ცვლილება მიაღებინოს, თუ არადა შემდგომ მომავალი გვიჩვენებს, რა იქნება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ შეთანხმებული ვართ, რომ აბსოლუტურად კოორდინირებულები ვიქნებით ჩვენს ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?