ლანჩხუთის საკრებულო "ნაციონალმა" წევრმა დატოვა

პოლიტიკა

ლანჩხუთის საკრებულო "ნაციონალმა" წევრმა დატოვა

2011 იან 19 12:09:39
(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ლანჩხუთის საკრებულომ, მორიგ სესიაზე 7 ძირითადი და ერთი სხვა საკითხი განიხილა.
პირველად "მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ" ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების დამტკიცების შესახებ იმსჯელეს. შესყიდვების სამსახურის უფროსმა მაია აფხაზავამ თქვა, რომ წელს ამ კუთხით მთელი რიგი ცვლილებებია გათვალისწინებული, რადგან სამსახურებს საკმაოდ შრომატევადი სამუშაოების წარმოება მოუხდათ. საქმე იმაშია, რომ 5 000 ლარზე მეტი ღირებულების სამუშაოს შესასრულებლად უნდა გამოცხადდეს ელექტრონული ტენდერი.
ამ გამოსვლას საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის დავით წულაძის რეპლიკა მოჰყვა: _ ორი კვირის წინ მივიღეთ ბიუჯეტი და დღეს უკვე რატომ შეგვაქვს ცვლილება? საერთოდ, შესყიდვების გეგმა მაშინ რატომ არ დავამტკიცეთ?! თუ არ იყო ცნობილი, რომ ელექტრონული ტენდერები უნდა გამოცხადებულიყო?!
მას საკრებულოს თავმჯდომარემ განუმარტა, რომ შესყიდვების გეგმის დამტკიცებას თავისი ვადები აქვს:
_ ბიუჯეტი კანონიერ ძალაში მისი გამოქვეყნებიდან ანუ 31 დეკემბრიდან შევიდა. კანონი გვავალდებულებს, რომ ბიუჯეტის ძალაში შესვლიდან 20 დღის განმავლობაში დავამტკიცოთ შესყიდვების გეგმა. ამიტომ განვიხილავთ ამ საკითხს დღეს. შეიძლება მალე კიდევ მოგვიხდეს ამ გეგმის დამტკიცება. საუბარია ახალ ფორმებზე, რომელზეც მალე გადავალთ. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ თებერვალში მოხდება სოფლის მეურნეობისთვის და ინფრასტრუქტურისთვის თანხების გამოყოფა. როცა ასე იქნება, მაშინ კიდევ მოგვიწევს ცვლილებების დამტკიცება, _ თქვა ჩიტიძემ.
საკრებულოს წევრებმა წარმოდგენილი შესყიდვების გეგმა დაამტკიცეს.
ამის შემდეგ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის "სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრის" 2011 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების დამტკიცება დაიწყეს. მცირე კამათი ამ საკითხმაც გამოიწვია, თუმცა, მისი დამტკიცება ზედმეტი შეხლა-შემოხლის გარეშე მოხდა.
შემდეგ საკითხზე, რომელიც უფასო სასადილოს ეხებოდა, ოპოზიციას შენიშვნა ჰქონდა _ თუ გასულ წელს 110 კაცს ემსახურებოდით, წელს 60 კაცზე რომ დახვედით, რა ხდება _ ცხოვრების დონე ასე გაუმჯობესდაო?! ოპოზიციას განუმარტეს, რომ ამ ეტაპზე გაძვირებული ფასების გამო, მეტის შესაძლებლობა არ არის, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თანხების მოძიების შემთხვევაში, ცვლილებები არ მოხდებაო.
შემდეგ საკითხებად სესიაზე სხვადასხვა დარგების მიმართ ადმინისტრაციული წარმოების დაწყება განიხილეს. გაირკვა, რომ ამიერიდან გამგებელს ერთი მოადგილის ნაცვლად ორი ეყოლება (ამის შესახებ წინა ნომერში ვწერდით. რედ.). თავის დროზე, როდესაც საკრებულოს გამგეობის დებულება დაამტკიცა, ჩაიწერა, რომ ერთი მოადგილე ეყოლებოდა, დღეს ვითარება შეიცვალა და ერთის მაგივრად ჩაიწერება _ მოადგილეები. ანუ როგორც სესიაზე ითქვა, გამგებელს იმდენი მოადგილე ეყოლება, რამდენიც საჭიროა. პირველ ეტაპზე კი მხოლოდ ერთი მოადგილის შტატი დაემატება _ საუბარია მუნიციპალიტეტის მთავარ აგრონომზე, რომელიც ამ დარგში გამგებლის მოადგილე იქნება. როგორც სესიაზე გამგებელმა გიორგი გოგუაძემ თქვა,  სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი ამ თანამდებობის დასაკავებლად: _ ლანჩხუთიდან 5 ადამიანი იღებდა მასში მონაწილეობას, მაგრამ ბოლომდე ვერცერთმა ვერ დააკმაყოფილა კონკურსის პირობები. გურიიდან სულ ორმა ადამიანმა მიიღო დადებითი შეფასება და შესაბამისად, ჩვენს რაიონში მთავარ აგრონომად არალანჩხუთელი დაინიშნება. კარგი იქნებოდა, რომ ის ლანჩხუთელი კადრი ყოფილიყო, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. ისე, ცნობისთვის კონკურსი კიდევ გრძელდება, _ თქვა გამგებელმა.
ბოლოს, ამ ცოტა ხნის წინ დამტკიცებული 2011 წლის ბიუჯეტის პროექტში შესატანი ცვლილებები განიხილეს. გიორგი გოგუაძის ინფორმაციით, ცვლილებები იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ გასულ წლის ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა და ნაშთის სახით 335 ათასი ლარი დარჩა. ეს თანხა უნდა აისახოს მიმდინარე ბიუჯეტში. ამ განმარტების შემდეგ საკითხი დაამტკიცეს.
საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ ილო გვარჯალაძემ დეპუტატებს საკრებულოს უმრავლესობის წევრის, კახა ხელაძის განცხადება გააცნო. ამ უკანასკნელმა საკრებულოს წერილობით მიმართა, რომ მისი სადეპუტატო უფლებამოსილება შეწყდეს, მიზეზად კი ოჯახური მდგომარეობა დაასახელა. საკრებულომ ეს განცხადება ცნობად მიიღო. იმის გამო, რომ კახა ხელაძე მმართველი პარტიის სიით მოხვდა საკრებულოში, მის ადგილს "ნაციონალური მოძრაობის" სიის მომდევნო ნომერი მარინა გოგიჩაიშვილი დაიკავებს.




 ახალი ამბები
  • სექსუალური შევიწროება კარანტინში_ რას ამბობს ჯანდაცვის სამინისტრო ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომელიც  საკარანტინე სივრცეში სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებულ პირს ეხება. „ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული პირი არ არის ჯანდაცვის სამინისტროს ან/და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელი. სამინისტრო, შესაბამის ორგანოებთან ერთად, მოახდენს აღნიშნული საკითხის მუდმივ მონიტორინგს და გამოძიების შედეგის შესაბამისად, შემდგომ რეაგირებას”,_ ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრეცელებულ ინფორმაციაში. გავრცელებული ინფორმაციით, კარანტინში ექიმმა  კორონავირუსზე შემოწმებისას პაციენტი სექსუალურად ... ...
  • კობახიძე: „9 აპრილმა დამოუკიდებლობის აღდგენა მოიტანა" „9 აპრილი არის გმირობის დღე. 9 აპრილი არის ტრაგიკული დღე თუმცა, ეს არის ასევე, ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე და სწორედ, 1989 წლის 9 აპრილმა 2 წლის შემდეგ, შედეგად მოიტანა ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა", - აღნიშნულის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წამომადგენელმა ირაკლი კობახიძემ ტვ „იმედის" გადაცემაში „ქრონიკა" ... ...
  • გომელაური: სასულიერო პირის ოჯახზე პოლიციის მხრიდან ძალადობა არ მომხდარაშინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ჭიათურაში სასულიერო პირის ოჯახის წევრებზე ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის პოლიციის მხრიდან ძალადობა არ მომხდარა. „სამწუხაროა, როცა ასეთი რამ ხდება, არა მარტო საქართველოში, მსოფლიოში.  ცრუ ინფორმაცია გავრცელდა. მე შევასწავლინე ჩვენს გენერალურ ინსპექციას ეს თემა. არაფერი არ მომხდარა. არსებობს ძალიან ბევრი სამსახური - პროკურატურა, სახალხო დამცველი, სახელმწიფო ინსპექტორი, რომლებსაც შეუძლიათ, მიმართონ და გამოიძიონ, გამოიკვლიონ და დავსაჯოთ ის ადამიანები. მაგრამ მე გეუბნებით და ამას თამამად ვიძახი, ეს არ მომხდარა, რომ ცემეს ვიღაც, ან გარეთ ძალით წაიყვანეს, შეუზღუდეს თავისუფლება და ა.შ. - არ არის ეს სწორი ინფორმაცია.  მოიკვლევენ და ნახავთ. მოკვლევა დასრულებული არ არის. ოპერატიული ინფორმაცია, რაც მაქვს, დარწმუნებით გეუბნებით, რომ ეს არ მომხდარა. არანაირი ძალადობა სასულიერო პირის ოჯახზე არ ყოფილა“, - განაცხადა შინაგან საქმეთა ... ...
  • გომელაური: გვაქვს დამატებითი ლოკაცია, სადაც შეგვიძლია გადავიდეთ„რაღაც რომ მოხდეს, დავიტვირთოთ და ვერ აუვიდეთ საქმეს, ამის პრობლემა არ გვაქვს“ , - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს 112-ში ვიზიტისას განუცხადა, სადაც ის პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად იმყოფებოდა. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ამ ეტაპზე იმის საშიშროება არ არსებობს, რომ 112-მა და 144 -მა სრული დატვირთვით ვერ გააგრძელოს მუშაობა. „112-ის და 144 -ის თემაზე ძალიან კარგად ისაუბრა  ბატონმა პრემიერ-მინისტრმა და   განმარტა თუ როგორი სისტემით ვმუშაობთ. დატვირთვის ნამდვილად არ გვეშინია,  სხვადასხვა ლოკაციებზე გვაქვს მოწყობილი თუნდაც, რომ აქ შემთხვევით რაიმე პრობლემა იყოს. ხედავთ, აქ რეკომენდაციები დაცულია, სიცხესაც ზომავენ და დამცავი საშუალებებიც  არის.  თუმცა  მაინც, რომ მოხდეს რაიმე,  კერა რომ აღმოჩნდეს, გვაქვს დამატებითი ლოკაცია გამზადებული,  სადაც შეგვიძლია ავტომატურად გადავიდეთ და იქიდან განვაგრძოთ მუშაობა,  იმის პრობლემა, რომ რაღაც მოხდეს, დავიტვირთოთ და ვერ ავუვიდეთ, არ გვაქვს” –განაცხადა ვახტანგ ... ...
  • დღეს არის ეროვნული ტკივილის დღე _ ბაქრაძე თბილისში, 9 აპრილის მემორიალთან მივიდა ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. „დღეს, პირველ რიგში, არის ეროვნული ტკივილის დღე. პატივი უნდა მივაგოთ თითოეულ იმ ადამიანს, ვისი სისხლიც ამ ადგილას 1989 წლის 9 აპრილს აქ, ამ ადგილას დაიღვარა. მაგრამ, დღეს ასევე არის ეროვნული სიამაყის დღეც. იმიტომ, რომ ამ 9 აპრილმა მიგვიყვანა მეორე 9 აპრილამდე, როდესაც აღდგა საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ეს არის გაკვეთილი, რომ ყველა გაჭირვების ჟამს ქართველებს უნდა შეგვეძლოს ერთად დადგომა, უნდა შეგვეძლოს ერთად ბრძოლა და როდესაც ქართველები ვიდგებით ერთად, აუცილებლად ვიქნებით წარმატებული და მივაღწევთ იმ მიზანს, რისთვისაც ვიბრძვით. დღეს არის ტკივილის დღე, მაგრამ დღეს ასევე არის სიამაყის და ჩვენი ერთიანობის მნიშვნელობის გააზრების დღე", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.  ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...