რომელ კანონში შედის ცვლილებები _ დეტალები პარლამენტის პლენარული სხდომიდან

პოლიტიკა

რომელ კანონში შედის ცვლილებები _ დეტალები პარლამენტის პლენარული სხდომიდან

2016 დეკ 16 23:11:07

პარლამენტის დღევანდელი სხდომა მუშაობას „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევი კანონპროექტების მეორე მოსმენით განხილვით შეუდგა.

წარმოდგენილი პროექტების მიხედვით, ცვლილებები შედის საგადასახადო და საბიუჯეტო კოდექსებში, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ კანონსა და ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“.

კანონპროექტები ფინანსთა მინისტრის მოადგილეებმა ლაშა ხუციშვილმა და გიორგი კაკაურიძემ წარადგინეს. მათი განცხადებით, კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისას გამოთქმული შენიშვნები და წინადადებები, ძირითადად, გათვალისწინებულია.

პარლამენტმა ასევე მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა პარლამენტის წევრების ეკა ბესელიასა და გიორგი კახიანის საკანონმდებლო ინიციატივა - ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრმა გიორგი კახიანმა წარადგინა. კანონპროექტის მიხედვით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოდის. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, კანონპროექტს კომიტეტისგან სრული მხარდაჭერა აქვს.

პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს ასევე დაჩქარებული წესით განსახილველ კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც განათლების საკითხს მოიცავს. ამ პაკეტის მიხედვით, ცვლილებები შედის ზოგადი განათლების, გრანტების, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ კანონებში. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, კანონპროექტების ზოგიერთ მუხლთან დაკავშირებით კომიტეტში განხილვისას გამოთქმული შენიშვნები შეჯერებული და მხარდაჭერილია.

ამის შემდეგ, პარლამენტმა კენჭი უყარა მეორე მოსმენით განხილულ კანონპროექტებს და მხარი დაუჭირა.

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ პარლამენტს წარუდგინა პარლამენტის დადგენილების პროექტი - „საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“. მისი განცხადებით, 2017 წლისთვის სამხედრო ძალების რაოდენობა არ იცვლება და რჩება იმდენივე, რამდენიც იყო 2016 წელს - ანუ არაუმეტეს 37 ათასი კაცისა. აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდება საომარი მდგომარეობის დროს, აგრეთვე სამხედრო ძალების სარეზერვო სამსახურში გასაწვევი პირების რაოდენობასა და თავდაცვის სამინისტროში არსებულ დროებით შტატებზე.

პარლამენტის წევრმა რომან კაკულიამ პარლამენტს პირველი მოსმენით განსახილველად წარუდგინა კანონპროექტი - „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. ამ ინიციატივის მიხედვით, კანონპროექტის ძირითადი არსი ისაა, რომ ერთობლივ შემოსავლად არ ჩაითვალოს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის ფარგლებში მეწარმე სუბიექტებზე გაცემული თანადაფინანსების სახსრები.

შესაბამისად, ბენეფიციარისთვის გათვალისწინებული თანადაფინანსების თანხების 20%-ით დაბეგვრა ისევე არ მოხდება, როგორც ფიზიკური პირის შემთხვევაში. დეპუტატის აზრით, ამ კანონპროექტის მიღება პროგრამის წარმატებულ და ეფექტურ განხორციელებას შეუწყობს ხელს.

კანონმდებლებმა მეორე მოსმენით განიხილეს „შეტყობინებების პროცედურების შესახებ ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ დამატებითი ოქმიდან გამომდინარე კანონპროექტები: „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

კანონპროექტები პარლამენტს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ წარუდგინა. პროექტის მიხედვით, იცვლება როგორც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ერთ-ერთი საფუძველი, ასევე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით გასაჩივრების ერთ-ერთი საფუძველი. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, ამ კანონპროექტების მიღება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ჩვენი კანონმდებლობა ბავშვის უფლებების დაცვის კუთხით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხდება.

პარლამენტმა ზოგადი პრინციპების დონეზე, პირველი მოსმენით, განიხილა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ბერძულის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. პროექტის შესაბამისად, პროფესიული რეგულირების საბჭოს ნაცვლად, შემოდის პროფესიული განვითარების საბჭოს ცნება, რომელიც სახელმწიფო სერტიფიკატის მიმნიჭებელი საბჭოს და დიპლომისშემდგომი განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების საბჭოს უფლებამონაცვლეს წარმოადგენს. ამასთან, დგინდება შესაბამის პირთა სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვების გარდამავალი რეგულირება.

კანონმდებლებმა ასევე განიხილეს პარლამენტის დადგენილების პროექტი „2017-2019 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“. ამ საკითხზე მოხსენება გააკეთა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ. 2017 წლისათვის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 4%-ს შეადგენს, 2018-2019 წლებისათვის კი - 3%-ს. კობა გვენეტაძემ პარლამენტართა კითხვებსაც უპასუხა.

თანამომხსენებელმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტს წარუდგინა შენიშვნები და წინადადებები და იმედი გამოთქვა, რომ მათ გაითვალისწინებენ საქართველოს პარლამენტის და ეროვნული ბანკის შემდგომი ურთიერთობის პროცესში.

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტში განხილვები ხშირ შემთხვევაში ფორმალურ ხასიათს ატარებდა და რაც დამაკმაყოფილებელი იყო გუშინ, დღეს უკვე არადამაკმაყოფილებელია.

მისი განცხადებით, სასურველია, რომ სამომავლოდ ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების წარმოდგენილ ერთგვერდიან დოკუმენტს ეროვნულმა ბანკმა დაურთოს ანალიტიკური მასალა, გათვლები, საკუთარი ხედვა, არგუმენტაცია, პოზიცია სხვადასხვა მიმართულებით, რაც დეპუტატებს საკითხის უკეთესად გარკვევის საშუალებას მისცემს. მან კოლეგებს მოუწოდა, ასეთი დათქმებით დაუჭირონ წარმოდგენილ დოკუმენტს მხარი.




 ახალი ამბები
  • წალენჯიხაში ავტომობილი ამობრუნდა - არიან დაშავებულებიხუთი ადამიანი დაშავდა წალენჯიხაში, სოფელ ლიაში,რამდენიმე საათის  წინ  მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი  გზიდან   გადავადიდა  და ამობრუნდა. დაშავებულები ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილები. ავარიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე  მუხლით ... ...
  • ჩოხატაურის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობსამ წუთებში, ჩოხატაურში ცენტრალური ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები  მიმდინარეობს. აღნიშნული ღონისძიება კორონავირუსის პრევენციის მიზნით ტარდება. როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურმა განუცხადა, სპეციალური ხსნარით მუშავდება და წყლის ჭავლით ირეხება ცენტრალური ქუჩები, ცენტრალური მოედანი, მაღაზიების და საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიები, ასევე საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორია. ქუჩების სადეზინფექიო სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურის დანაყოფები და ჩოხატაურის მერიის დასუფთავების სამსახური. ადგილზე იმყოფება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, მოადგილეებთან, თამაზ ჯინჭარაძესთან და მინდია ჟღერიასთან ერთად. "გურია ნიუსის" შეკითხვაზე აღნიშნული ღონისძიება ერთჯერადია თუ უახლოეს დღეებში ისევ განმეორდება, მერიაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიხედვით ... ...
  • რატომ არ მივიდა პრეზიდენტი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან1989 წლის 9 აპრილიდან 31 წელი გავიდა. ჩვეულებრივი მოქალაქეებისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. თუმცა, საქართველოს პრეზიდენტი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან არ გამოჩენილა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის გვერდზე გავრცელებულ მიმართვაში წერია, ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ დღევანდელი დღის მნიშვნელობის გააზრება სახლშიც შეიძლება. „დღეს 9 აპრილია. ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული და ამავდროულად, უდიდესი გამარჯვების დღეა, რომელიც არ შეიძლება ერთად არ გავისხენოთ! ამავე დროს, დღეს 9 აპრილი სულ სხვა ვითარებაში გაგვითენდა - საგანგებო მდგომარეობის, შინ დარჩენისა და კარანტინის ვითარებაში და მთელი საზოგადოება 9 აპრილს სხვა განწყობით ხვდება. ბევრი ვერ მივიდა დღეს 9 აპრილის მემორიალთან, მე არ მივსულვარ მემორიალთან, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ მივიდოდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ დღეს ჩვენ ნაკლებად განვიცდით. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვახსოვს იმ გმირების თავდადება! ეს არ ნიშნავს, რომ რამენაირად დაკნინდა 9 აპრილის დღესასწაული და ტრაგიზმი! ეს ყველაფერი ჩვენთანაა და შეიძლება კიდეც სახლში უფრო გავიაზროთ - რას ნიშნავს ეს დღე ჩვენი დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოსთვის, რამდენად მძიმე, მაგრამ ამავდროულად, სიმბოლური დღეა დღეს”,_ წერია პრეზიდენტის ... ...
  • დაესწრება თუ არა სააღდგომო ლიტურგიას პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართვაში განაცხადა, რომ წელს აღდგომის დღესასწაულზე ტაძარში ვერ მივა, რადგან საზოგადოებას დაუმორჩილებლობის მაგალითს ვერ მისცემს. „სამ დღეში არის ბზობა, ათ დღეში კი – აღდგომა. მე არ მახსოვს ჩემი ცხოვრების არც ერთი წელი, როცა არ მივსულვარ ეკლესიაში აღდგომის წირვაზე ან თუნდაც ვნების კვირეულის რომელიმე ლიტურგიაზე. ეს იყო ჩვენს ოჯახში დიდი ტრადიცია, ეს იყო ჩვენი რწმენის გამოხატულება, თუმცა სხვა ვითარებაა ამ წელს და ამ წელს ვერ მივალ მე ეკლესიაში, ვერ მივალ აღდგომის წირვაზე, რამეთუ ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია, დაარღვიოს ის, რაც არის კანონი და წესი. ქვეყნის პრეზიდენტი უნდა იყოს სამაგალითო ამ კუთხით და ვერ მისცემს საზოგადოებას დაუმორჩილებლობის რამე მაგალითს. ჩვენ, დარწმუნებული ვარ ამაში, ყველანი ერთად ვილოცებთ, ეკლესიაში მყოფი სასულიერო პირები ჩვენთვის ილოცებენ და ეს იქნება ასევე ჩვენი რწმენის დიდი გამარჯვება, ეს ერთიანობა, რომელიც არის ჩვენი მთავარი იარაღი დღეს ამ დიდ ბრძოლაში, რომელშიც ვართ ჩართული“, – განაცხადა სალომე ... ...
  • ევროკავშირის ელჩი: საქართველოზე შეყვარებული ვარ„საქართველოზე შეყვარებული ვარ და კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ ეს საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება ახლა ვიმყოფებოდე“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. ევროკავშირის ელჩმა კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოსთვის გამოყოფილ დახმარებაზე ისაუბრა მისი  თქმით, ადრეული და გაბედული ქმედებებით საქართველომ ძალიან კარგი პოზიცია დაიკავა. „იმედი გვაქვს, რომ გადავშალეთ ახალი გვერდი შემთხვევების კლების კუთხით, თუმცა ბრძოლა კვლავ მიმდინარეობს. საქართველოს რამდენიმე პროგრამით გათვალისწინებული ათეულობით მილიონი ევროთი ვეხმარებით, რაც ამ კრიზისულ პერიოდში მთლიანობაში დაახლოებით 250 მილიონიან დახმარების პაკეტს ქმნის. ჩვენ ეს თანხები გვინდა მივმართოთ ჯანდაცვის მწვავე საჭიროებებისკენ, ჩვენ ვიმუშავებთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან, რათა შევიძინოთ აღჭურვილობა, ჩავატაროთ ტრეინინგი. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ დავეხმარებით ყველაზე უფრო მოწყვლად ჯგუფებს და გამოვყოფთ უფრო მეტ თანხებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ქვეყნის მასშტაბით, რათა მივცეთ საშუალება განახორციელონ ეს მნიშვნელოვანი სამუშაო. ასევე გამოკვეთილი ნაწილი გახლავთ მხარდაჭერა, რომელიც გვსურს აღმოვუჩინოთ საქართველოს ეკონომიკის საყრდენს, ესაა მცირე და საშუალო ზომის საწარმოები, რომელთა დახმარებაც გვინდა იაფფასიანი კრედიტების მიწოდებით, რათა აღიდგინონ საქმიანობა“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა „რუსთავი 2-ის“- ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...