იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სასამართლო რეფორმის მე-3 ტალღის კანონპროექტზე პრეზიდენტის შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა

პოლიტიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სასამართლო რეფორმის მე-3 ტალღის კანონპროექტზე პრეზიდენტის შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა

2017 თებ 7 20:13:01

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს პრეზიდენტის  მიერ მოტივირებული შენიშვნებით  დაბრუნებულ „საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს ორგანული კანონის პროექტსა და თანმდევი კანონპროექტებზე იმსჯელა და მხარი არ დაუჭირა.

პრეზიდენტის  მიერ მოტივირებული შენიშვნებით  დაბრუნებულ კანონპროექტებს მხარი კომიტეტის ერთმა წევრმა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებიდან" და ერთმა წევრმა საპარლამენტო უმცირესობიდან დაუჭირა.

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები კომიტეტის სხდომაზე  პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნმა, ანა დოლიძემ წარმოადგინა, რომლის განცხადებითაც, შენიშვნები იყოფა სამ ნაწილად.

„შენიშვნათა ერთი ჯგუფი ეხება სასამართლო სისტემის დეცენტრალიზაციას და მოსამართლეებისათვის მეტი ავტონომიის მინიჭებას. შენიშვნების მეორე ჯგუფი ეხება მოსამართლეთა დაცულობისა და დამოუკიდებლობის გაზრდას  და შენიშვნების მესამე ჯგუფი კი, შედარებით ტექნიკური ხასიათისაა.  გთავაზობთ ცვლილებებს, რომლებიც უფრო დახვეწავს ჩვენი მართლმსაჯულების სისტემას",_აღნიშნა ანა დოლიძემ.

წარმოდგენილი შენიშვნების მიხედვით: რაიონული (საქალაქო) სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეები ფარული კენჭისყრით უნდა აირჩიონ კვლავინდებურად თავად ამ სასამართლოს მოსამართლეებმა და ისინი არ უნდა დანიშვნოს იუსტიციის საბჭომ;  ერთი და იგივე პირს არ უნდა ჰქონდეს საშუალება იყოს სასამართლოს თავმჯდომარე და ამავე დროს პალატისა და კოლეგიის თავმჯდომარე; უნდა გაუქმდეს სამწლიანი გამოსაცდელი ვადის გამოყენება და მოსამართლეები უვადოდ დაინიშნონ; კანონით დაზუსტდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების რაოდენობა და მინიმალურ რაოდენობის განსაზღვრასთან ერთად კანონით განისაზღვროს მოსამართლეთა მაქსიმალური რაოდენობა. შენიშვნები შეეხებოდა ასევე, მოსამართლეთა კანდიდატურების შერჩევას და სხვა საკითხებს.

იურიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ სხდომის მონაწილეებს აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტზე ვენეციის კომისიის შეფასება შეახსენა.

„ ცვლილებებზე მსჯელობის დროს კომისიამ დასკვნაში ჩაწერა, რომ წარმოდგენილი ცვლილებები მიმართულია მართლმსაჯულების შიდადამოუკიდებლობის და ეფექტიანობის ცალკეული ასპექტების გაუჯობესებისკენ. ვენეციის კომისია და დირექტორტი მიესალმება საქართველოს ხელისუფლების მისწრაფებას აღნიშნული მიზნის მისაღწევად. ამავე დასკვანაშია, მითითებულია ასევე, რომ ცვლილებები უნდა შეფასდეს პოზიტიურად. არის ცალკეული საკითხები რომლებზედაც, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვიმსჯელოთ და რომელიც შეიძლება იყოს განსხვავებული ინტერპრეტაციის საკითხი",_განაცხადა ეკა ბესელიამ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს მომხსენებელთან რამდენიმე შეკითხვა  ჰქონდა, მათ შორის, იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლეების არჩევის საკითხთან დაკავშირებით.

„თუ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კანონით დელეგირებული აქვს უფლება დააკომპლექტოს საქართველოს საერთო სასამართლოების ორივე ინსტანცია, რა ლოგიკით არ ვენდობით იუსტიციის საბჭოს, რომ  დანიშნოს იმავე მოსამართლეთაგან ვინ იქნე მენეჯერის ფუნქციის მატარებლი კოლეგიის თავმჯდომარე",_განაცხადა ეკა ბესელიამ.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნმა, ანა დოლიძემ კომიტეტის სხდომაზე დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა, რის შემდეგაც, კომიტეტის ცალკეულმა დეპუტატებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს.

საქართველოს პრეზიდენტის  მიერ მოტივირებული შენიშვნებით  დაბრუნებულ „საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს ორგანული კანონის პროექტსა და თანმდევი კანონპროექტებზე პარლამენტი პლენარულ სხდომაზე იმსჯელებს.




 ახალი ამბები
  • ყიდულობს თუ არა ვანო ჩხარტიშვილი "რუსთავი 2"_ს _ ბიზნესმენის ექსკლუზიური კომენტარიგავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია რუსთავი 2_ს, რომლის გაყიდვის შესახებ განცხადება ხალვაშმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, მყიდველი უკვე გამოუჩნდა. როგორც ამბობენ, ტელეკომპანის ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებით ყიდულობს. თუმცა, გურია ნიუსისთვის მიცემულ ექსკლუზიურ კომენტარში ჩხარტიშვილი ამას ურყოფს: _ სისულელეა და ამაზე არ გავაკეთებ კომენტარს, _ გვითხრა ჩხარტიშვილმა და დააკონკრეტა, რომ ტელევიზიის ყიდვას არ ... ...
  • შტორმი ზღვაზე _ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ზღვაზე დამსვენებლებს აფრთხილებსშავი ზღვის სანაპირო ზოლზე, აჭარის, გურიის და სამეგრელოს ტერიტორიაზე 3-დან 4 ბალამდე შტორმია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ზღვაზე გამოფენილია წითელი ალმები და მაშველები დამსვენებელებს აფრთხილებენ, რომ წყალში არ ჩავიდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს, დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ, არ ჩავიდნენ წყალში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ან ნაბახუსევზე, არ გასცდნენ უსაფრთხოების ტივტივებს, მაშველების მიერ გამაფრთხილებელი წითელი ალმების გამოფენის შემთხვევაში არ ჩავიდნენ წყალში. „მას შემდეგ, რაც ცურვა დასაშვები იქნება, გამოიფინება თეთრი ალმები“, - აცხადებენ ... ...
  • პრემიერმა ბახმაროში წასვლა გააუქმა _ ვინ ჩაანაცვლებს ბახტაძესპრემიერი მამუკა ბახტაძე, დღეს ბახმაროში ტრადიციულ დოღს არ დაესწრება. პრემიერის დაგეგმილი სტუმრობა ბახმაროში გუშინ საღამოს გაუქმდა, რისი მიზეზიც უცნობია. არაოფიციალური ინფორმაციით ბახმაროში პრემიერის ჩასვლის გაუქმება მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს უკავშირდება, რომლის მიხედვითაც მამუკა ბახტაძე პოსტს ტოვებს და მისი შემცვლელად ბიძინა ივანიშვილი ორ კანდიდატს შს მინისტრს გიორგი გახარიას და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილის კანდიდატურებს განიხილავს. იმ შემთხვევში თუ პრემიერის სავარძელში ვიცე-პრემიერი გახარია გადაინაცვლებს მისი პოსტი, შესაძლოა ალეკო ტაბატაძემ ან ირაკლი ღირბაშვილმა დაიკავოს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დღეს პრემიერი არც ფერიცვალების სადღესასწაულო წირვას არ ესწრება, რომლესაც მისი უწმინდესობა ილია მეორე აღავლენს. წყარო: ... ...
  • გედევან ფოფხაძემ პარტია დატოვა _ დაპირისპირება ბესელიას გუნდშიგავრცელებული ინფორმაციით, გედევან ფოფხაძემ ეკა ბესელიას პარტია “სამართლიანობისთვის” დატოვა. თუმცა, ინფორმაციას თავად ეკა ბესელია ამ ეტაპზე არ ადასტურებს. გუნდში შესაძლო დაპირისპირებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვა კი ბესელიამ უპასუხოდ დატოვა. შეგახსენებთ, რომ პარტია “სამართლიანობისთვის” ყრილობა 20 ივნისს გაიმართა, სადაც პარტიის თავმჯდომარედ - ეკა ბესელია, გენერალური მდივნად – გედევან ფოფხაძე, ხოლო პოლიტიკურ მდივნად ზვიად კვაჭანტირაძე ... ...
  • ბახმარო თანამედროვე მუსიკალურო ფესტივალის სამზადისში _ ის, რაც არ უნდა გამოტოვოთSunset Fest Bakhmaro 2019-ის მზადება აქტიურად მიმდინარეობს. უკვე მოწყობილია კარვების ქალაქი, მოსასვენებელი კუთხეები, კაფე-ბარები. ამ წუთებში, ზღვის დონიდან 2050 მეტრზე საკონცერტო სცენის აწყობა მიმდინარეობს. ბახმაროში, ხვალ, 19 აგვისტოს ბევრი სიურპრიზი და დიდი მხიარულება გელით. ტრადიციული დოღის დასრულების შემდეგ, 17 საათზე, მზის ჩასავალი გორის მიმდებარედ (ასასვლელი ვერტოდრომიდან) თანამედროვე მუსიკის ფესტივალი გელოდებათ არაჩვეულებრივი შემსრულებლებით _ Bedford Falls, LOUD speakers, Kordz & Dro, Pitter J, Anushka Chkheidze, Lua და Kraumur თქვენს შესანიშნავ განწყობაზე დილამდე იზრუნებენ. შეაგროვე მთელი წლის სამყოფი ენერგია და მოგონებები. სუფთა ჰაერი, ნისლი, წიწვოვანი ტყე, კოცონები, ვარსკვლავებიანი ცა, კარვების ქალაქი, კარგი მუსიკა, ზაფხულის მზესთან დამშვიდობება _ ეწვიეთ 19 აგვისტოს ბახმაროს! არ გამოტოვოთ დიდი მხიარულება. ფესტივალი „ჩექინ ჯორჯიას“ ფარგლებში იმართება და მისი თანადამფინანსებელია საქართველოს განათლების, კულტურის, სპორტისა და მეცნიერების სამინისტრო. გენერალური სპონსორია „წყალი მარგებელი“. სპონსორები და მხარდამჭერები არიან: „ზედაზენი“; “New Road”; „ორბი ჯგუფი“; „ვასაძის პური“; „სანდომი“; „თქვენი მარკეტი“ ასკანგელი“, ‘გზამშენი 18“, „ლიდერფუდი“, „ბითი ჩერითი ჯგუფი“, „ბახმარო ჰოტელი“; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია; „ენერგო პრო ჯორჯია“; საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური; საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი; ფესტივალის მედია პარტნიორი და საინფორმაციო მხარდამჭერია ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...