მოსამართლე ნაზღაიძის მიწის ნაკვეთის კორუფციული სქემის ახალი დეტალები

პოლიტიკა

მოსამართლე ნაზღაიძის მიწის ნაკვეთის კორუფციული სქემის ახალი დეტალები

15 თებ. 2017, 15:22:53
,,მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს’’ წევრი ირაკლი აბესაძე დღეს პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული.
,,დაახლოებით ორი კვირაა, საქართველოს მთავარი პროკურატურისგან  უპრეცენდენტო ფაქტის გამოძიება მოვითხოვეთ, რომელსაც ადგილი ჰქონდა თბილისის მერიაში და მასში  მოსამართლის ოჯახია ჩართული. ამ ფაქტზე რეაგირების ნაცვლად, ჩვენ  ხელისუფლების არაერთი მცდელობა ვნახეთ გადაეფარა აღნიშნული საკითხი და საზოგადოების ყურადღების მიღმა დაეტოვებინა ამ საკითხზე მიმდინარე გამოძიება. ამასობაში, ჩვენ ვხედავთ, რომ ბატონი ნაზღაიძე ცდილობს მიწის ნაკვეთი  ბატონ ჩოხელზე გადააფორმოს და ამით შემდგომში  სამართლებრივი პრობლემები შექმნას იმისათვის, რომ ეს კორუფციული სამართალდარღვევა იქნას აღმოფხვრილი და სახელმწიფო ფინანსები რეალურად მოხმარდეს იმ ადამიანებს, რომლებიც მართლაც დაზარალდნენ სტიქიის შედეგად. რა თქმა უნდა ჩვენ ამ საკითხის ასე დატოვებას არ ვაპირებთ. ნორმალურ შემთხვევაში, პროკურატურას უკვე უნდა ჰქონოდა ყადაღა დადებული აღნიშნულ ქონებაზე და არ უნდა მიეცა საშუალება საჯარო რეესტრისთვის განეხორციელებინა მესაკუთრის უფლება, რამაც შესაძლებელია სამართლებრივი პრობლემები წარმოშვას. დღეს, მე საქართველოს მთავარ პროკურატურაში ვარ დაბარებული. გაუგებარია, რა არის პროკურატურის მოტივაცია, როდესაც თავად არ ინტერესდებიან, არ იძიებენ და არ პასუხობენ იმ შეკითხვებს, რომელიც საჯაროდ დაისვა ამ ხნის განმავლკობაში. რა თქმა უნდა მე მივალ მთავარ პროკურატურაში და კიდევ ერთხელ მივცემ მითითებებს თუ როგორ უნდა იმოქმედონ კანონის შესაბამისად იმისთვის, რომ ეს დანაშაული არ დარჩეს დაუსჯელი. ვიდრე პროკურატიურა დუმს ამ კორუფციულ ფაქტზე, ნაზღაიძემ დრო იხელთა და  შემდგომ მოქმედებებს ახორციელებს. ხელშეკრულება გაფორმაბულია 10 თებერვალს საჯარო რეესტრში. დღეს დილითაც კი არ იყო დასრულებული წარმოენა ნაკვეთის გადაფორმებაზე, ამიტომ პროკურატურამ დროულად უნდა შეაჩეროს აღნიშნული ტრანზაქცია და გამოძიების დასრულებამდე არ უნდა მისცეს საშუალება ნაკვეთის გადაცემის,’’ - აცხადებს ირაკლი აბესაძე.
საპარლამენტო უმცირესობამ ,,მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო’’ აღნიშნულ საკითხზე სუს-ის და ძალოვანი უწყების წარმომადგენლების პარლამენტში დაბარება გუშინ მოითხოვა.



 ახალი ამბები
  • გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლის დევნა 5 პირის მიმართ დაიწყოგიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლის დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. როგორც პროკურატურაში გამართული ბრიფინგიდან ირკვევა, ბრალი დაუმძიმდათ ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს. ცნობისთვის, დაბადების დღეზე სტუმრად წასულ 19 წლის ფეხბურთელს მაშველები მცხეთაში, რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ, ბოლოს კი არაგვში გარდაცვლილი ... ...
  • "თანხა წაღებულია, ხატებმა რა დაუშავეს, არ ვიცი"- კახეთში ეკლესია გაძარცვესგურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია გაძარცვეს და დაარბიეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ტაძრის სტიქაროსნის, უჩა ქემაშვილის თქმით, მძარცველები სავარაუდოდ ფანჯრიდან შევიდნენ. „მძარცველები სავარაუდოდ ფანჯრიდან შემოვიდნენ, რადგან ჩამტვრეულია, მრევლის მიერ შემოწირული და ასევე, გაყიდული სანთლების თანხა წაღებულია. ხატებმა რა დაუშავეს, არ ვიცი, დამტვრეულია დიდი ნაწილი“, _ ამბობს სტიქაროსანი. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო ... ...
  • თურნავა: გვაქვს რესურსი, რომ ვიზიტორები განვათავსოთ როგორც მესტიაში, ასევე დანარჩენ საქართველოშიეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მესტიის მუნიციპალიტეტში შექმნილი ვითარების შესახებ ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, ყველაფერი კეთდება, რომ ეპიდემიის აფეთქების ამ მორიგი კერის ლოკალიზება და გაუვნებელყოფა რაც შეიძლება სწრაფად, შედარებით უმტკივნეულოდ მოხდეს. „კორონავირუსი არსად გამქრალა და ეპიდემია არ დაგვიმარცხებია. ჩვენ ვისწავლეთ ეპიდემიის ეფექტური მართვა. მესტიაში უკვე შევარჩიეთ 20 სასტუმრო, აღვრიცხეთ ვიზიტორები და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საკარანტინო სივრცეებში მათი გეგმაზომიერი გადაყვანა მოხდეს. საკარანტინო სივრცეები მოეწყო როგორც უშუალოდ მესტიის მუნიციპალიტეტში, ასევე დანარჩენ საქართველოშიც. გვაქვს ამისთვის საკმარისი რესურსი,“ - განაცხადა თურნავამ. თურნავას განცხადებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საგანგებო მუშაობის რეჟიმშია გადასული. მასთან ერთად, პროცესში აქტიურადაა ჩართული მთის კურორტების განვითარების კომპანიაც. მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია იმ პროტოკოლების და წესების დაცვა, რაც ეპიდემიოლოგებმა მოამზადეს. საუბარია, სოციალური დისტანციაზე, პირბადის გამოყენებასა და სხვა უამრავ ... ...
  • ვახტანგ გომელაური - საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით ყველაფერს ვაკეთებთ, ომს ვერ დავიწყებთშინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა შინდისის გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ხელისუფლება ოკუპაციის შედეგების საპასუხოდ, მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იყენებს. „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი მეგობრების, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით. სხვას ვერაფერს გავაკეთებთ, ვერ დავიწყებთ ომს. ვინც ჩვენ მაგას გვეუბნება, რატომ არაფერს არ აკეთებს ხელისუფლება, ზუსტად ისინი იყვნენ ხელისუფლებაში და კითხვას თუ დაუსვამთ მათვე, რატომ მოხდა 2008 წლის ომი, ძალიან კარგი იქნება. ასევე, უფრო კარგი იქნება, კითხვა რომ დაუსვათ - 2008 წლის ომის შემდეგ ჩვენი გმირების გვამები ისევ მინდორზე, ტყეებში რომ ესვენა და თბილისში კონცერტები იყო გამართული, რატომ ხდებოდა? რას ზეიმობდნენ? ვიდრე ჩვენ გვკითხავენ რამეს, უფრო კარგი იქნება, ეს კითხვა რომ დაუსვათ მათ“, - განაცხადა ვახტანგ ... ...
  • შს მინისტრი: ბაჩალიაშვილის საქმეში თუ საჭირო იქნება, გამოძიების ფედერალური ბიურო ჩაერთვებაშინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამომძიებლები მუშაობენ და თუ საჭირო იქნება, გამოძიების ფედერალური ბიურო  ექსპერტიზის მიმართულებით ჩაერთვება. „ბაჩალიაშვილის საქმეზე მე ღიად ვერ ვისაუბრებ. გამოძიება მიდის, თუმცა მე ვფიქრობ, მალე დასრულდება. თუ საჭიროება იქნება, გამოძიების ფედერალური ბიურო ჩაერთვება სავარაუდოდ ექსპერტიზის მიმართულებით, თუ დაგვჭირდება, თუმცა ჯერჯერობით გამომძიებლები მუშაობენ“, - განაცხადა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...