გიორგი თარგამაძემ ორმეთში... თხილი შეწამლა

პოლიტიკა

გიორგი თარგამაძემ ორმეთში... თხილი შეწამლა

19 ივლ. 2012, 20:14:43
იქ მისულებს სოფლის ცენტრში შეკრებილი ხალხი და პარტიის ადგილობრივი ოფისის წარმომადგენლები დაგვხვდნენ. პარტიის ლიდერები მოვიკითხეთ და გავიგეთ, რომ გიორგი თარგამაძე ერთ-ერთ ოჯახში "სოლო აპარატით" ამერიკულ პეპელას ებრძოდა _ სამივე ნაციონალური არხი აშუქებდა, როგორ წამლავდა იგი, თანამებრძოლებთან ერთად, თხილის პლანტაციებს.

_ "ქრისტიან-დემოკრატებისა" და მათი ლიდერის ბოლოდროინდელი პოლიტიკური აქციები ძალიან ემსგავსება პრეზიდენტის ხალხის გულის მოსაგებად გამიზნულ ქმედებებს _ ავტობუსის საჭესთან მჯდომი, ხანაც სათიბში მომუშავე თუ თხილის ხეების შეწამვლით დაკავებული გიორგი თარგამაძე ძალაუნებურად იწვევს პრეზიდენტის ასოციაციას _ სწორედ ასე ცდილობს მიხეილ სააკაშვილი დაამტკიცოს, თუ რა ახლოა ხალხთან, _ ამბობს "გურია ნიუსთან" საუბარში ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებს.

"ქრისტიან-დემოკრატებმა" ორმეთელებს საკუთარი საარჩევნო პროგრამა წარუდგინეს. პლანშეტზე დამაგრებულ სარეკლამო პლაკატებზე წარმოდგენილი იყო პროგრამის პუნქტები, თუ რის გახორციელებას გეგმავს პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში "დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა" _ სწორედ ასე მოიხსენიებს თარგამაძე საკუთარ პარტიას.

"ქრისტიან-დემოკრატები" სოფლის მეურნეობაში ერთი მილიარდი ლარის სუბსიდირებას გეგმავენ _ ეს არის საქართველოს ბიუჯეტის 15 პროცენტი. გიორგი ახვლედიანის ოპტიმისტური პროგნოზით, თუ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი დღეს 7 მილიარდი ლარია, ერთ-ორ წელიწადში მან ყველა გათვლებით, ათ მილიარდს უნდა მიაღწიოს. "ქრისტიან-დემოკრატების" პროგრამის მიხედვით, ბიუჯეტის ზრდის პირდაპირპროპორციულად გაიზრდება სოფლის მეურნეობის დაფინანსება. გიორგი ახვლედიანმა ისაუბრა გლეხური კოოპერაციების შექმნის აუცილებლობაზე და ხაზი გაუსვა, რომ ეს არ იქნება კოლმეურნეობების მსგავსი გაერთიანება.

ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ორმეთი ნაკლებად დასახლებული სოფელია _ მოსახლეობის დიდი ნაწილი ემიგრირებულია მეზობელ სახელმწიფოში და იქაურობა თითქმის დაცლილია ახალგაზრდობისგან. ამ ფონზე, შეკრებაზე საკმაოდ ბევრმა მოქალაქემ მოიყარა თავი. მათ შორის ბევრი ნაცნობი სახეც აღმოვაჩინეთ _ მათი გამოკითხვისას გაირკვა, რომ ისინი აქ ლანჩხუთიდან მიკროავტობუსებით მოუყვანიათ შეხვედრაზე დასასწრებად.

ჩვენ გიორგი თარგამაძეს რამდენიმე კითხვით მივმართეთ:

_ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში სამი პოლიტიკური ძალის მოხვედრა იწინასწარმეტყველა მომავალ პარლამენტში _ "ნაციონალური მოძრაობა", "ქართული ოცნება" და "ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობა. ამ განცხადებამ ბევრი ოპოზიციური პარტიის ლიდერის უკმაყოფილება გამოიწვია. როგორია თქვენი პროგნოზი _ რომელი პარტიები შეძლებენ ბარიერის გადალახვას?

_ ჩემი მხრიდან არ ღირს მიხეილ მაჭავარიანის შეხედულების შეფასება. რაც შეეხება დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციას, ყველა პროგნოზით, მომავალ პარლამენტში 5-პროცენტიან ბარიერს მხოლოდ სამი პოლიტიკური ძალა _"ქრისტიან-დემოკრატიული" პარტია, "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" გადალახავენ. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, სხვა პოლიტიკურ პარტიებს შანსი არ აქვთ. მე ძალიან მინდა ჰქონდეთ, იმიტომ რომ მრავალპარტიული პარლამენტის მომხრე ვარ, სადაც სხვადასხვა პოლიტიკური ძალები თანამშრომლობისა და კონკურენციის მეშვეობით მოახდენენ ქართული პარლამენტის ქმედუნარიანობის ამაღლებას. ობიექტური სურათი არის ის, რასაც სოციალური კვლევები გვიჩვენებენ.

ჩვენ ერთი კვირის წინ დავიწყეთ ფართომასშტაბიანი საარჩევნი კამპანია. ეს კამპანია ყოველდღიურად იკრებს ძალას, შეხვედრები გრძელდება და ვხედავთ "ქრისტიან-დემოკრატების" პოტენციის ზრდას. ჩვენ იმით განვსხვავდებით სხვა პოლიტიკური პარტიებიდან, რომ ქიმერებს და ოცნებებს არასოდეს არ მივდევთ და პრაგმატულობით გამოვირჩევით.

_ დღეს ამომრჩეველს თქვენი პროგრამა წარუდგინეთ, სადაც ლაპარაკია სოფლის მეურნეობის ერთი მილიარდი ლარით დაფინანსებაზე. მმართველი პარტიაც სწორედ ამდენს ასახელებს. "ქართული ოცნების" ლიდერები კი ამტკიცებენ, რომ ეს ციფრები მათი პროგრამიდანაა გადამღერებული.

_ ჟურნალისტიკა არის საზოგადოების ცოცხალი, ჯანსაღი და მიუკერძოებელი მეხსიერება. შეიძლება გლეხებს არ ახსოვდეთ, ვინ რას პირდებოდა წინა არჩევნებისას, მაგრამ ჟურნალისტებს კარგად ახსოვთ. პირველები ვიყავით, ვინც სოფლის მეურნეობის განვითარებაზე დაიწყო ლაპარაკი. ზოგისთვის მიშას ჩამოგდება იყო პრიორიტეტი, ზოგისთვის _ ტურიზმის განვითარება, ჩვენ კი სისტემატურად ვსაუბრობდით სოფელზე. ეს რიცხვი პროცენტული მაჩვენებელია და ბიუჯეტის ზრდასთან ერთად გაიზრდება. ჩვენ ვამბობთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის 15 პროცენტი უნდა მოხმარდეს სოფლის მეურნეობის განვითარებას. აგრარული პოლიტიკის სწორად წარმართვის შემთხვევაში, შესაძლებელი გახდება ხალხის დასაქმება. ეს ყველაფერი დეტალურადაა გათვლილი ჩვენს პროგრამაში, რეალური განვითარების ტემპებზეა მორგებული და არაფერი აქვს საერთო ვიღაცის სურვილთან, საკუთარი ფული ჩადოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში.

_ როგორ ფიქრობთ, რატომ არ მოხერხდა თქვენი გაერთიანება ან თუნდაც თანამშრომლობა კოალიცია "ქართულ ოცნებასთან"?

_ ეს მათ უნდა ჰკითხოთ. პირველ რიგში, რაც ჩვენ არ მოგვწონს სააკაშვილის მმართველობაში, არის კომუნისტური მართვის სტილი, რომ მხოლოდ ერთი პარტია იყოს წარმოდგენილი პარლამენტში. თუ ჩვენ არ გვინდა ეს საშინელება, თქვენც _ დამოუკიდებელი მედია და მთელი საზოგადოება დაინტერესებული უნდა ვიყოთ, რომ ქართულ პოლიტიკაში იყოს კონკურენცია. კონკურენციას ვერ ქმნის ერთი პოლიტიკური ძალა. მის შესაქმნელად საჭიროა, რამოდენიმე ძლიერი პოლიტიკური მოთამაშე.

ჩვენ თავიდანვე კეთილგანწყობა გამოვხატეთ მილიარდერის მიმართ, რომელსაც სააკაშვილთან და მერაბიშვილთან 10-წლიანი სიამტკბილობის შემდეგ აეხილა თვალი და დაინახა, რომ ქვეყანა იღუპება. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. მაგრამ თუ წინ იხედები, შენგან განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანს მტერი და ჯაშუში არ უნდა უწოდო და ამით არსებულ ხელისუფლებას არ უნდა დაემსგავსო.

_ ოპოზიციური ძალები თქვენს პარტიას ხშირად მოიხსენებენ, როგორც ფსევდოოპოზიციას, რა არის ამის მიზეზი?

_ იმიტომ, რომ ჩვენ ყველასგან განსხვავებულები ვართ, არ ვიბრძვით მთავარი ოპოზიციონერობისთვის. წლების განმავლობაში სტერეოტიპი მოდიოდა არა მხოლოდ ხელისუფლებისგან, არამედ იმ ადამიანებისგან, რომლებიც თავს გაერთიანებულ ოპოზიციას უწოდებენ, იმიტომ, რომ არ სურდათ, მათ გარდა სხვა ოპოზიციური ძალებიც მოძლიერებულიყვნენ. ჩვენ ბუნებრივად ვიზრდებით. საქმე აჩვენებს, რომ ჩვენზე პრინციპული მოწინააღმდეგე სააკაშვილს არ ჰყოლია. ყველა დანარჩენს, პირდაპირი გაგებით სარგებელი აქვთ მიღებული "ვარდების ხელისუფლებისგან". ჩვენ თავი ფუჭი ილუზიებით არასოდეს არ გვიკვებია. ქვეყანაში ოცი წელია, პოლიტიკა რადიკალიზმზეა აგებული. ჩვენ კი ვეუბნებით ხალხს _ თუ თქვენ გჭირდებათ ქვეყნის წინსვლა, სამუშაო ადგილები, შვილების კარგი განათლება, ეს გზა კონფრონტაციაზე არ გადის.

_ ხელისუფლებიდან მედიაზე ზემოქმედების ფაქტებმა ტოტალური ხასიათი მიიღო, დაწყებული სატელიტური ანტენების აკრძალვით, ჟურნალისტებისთვის მუშაობაში ხელისშეშლით დამთავრებული. თქვენი პარტია ყოფილი ჟურნალისტებისგან შედგება, რომლებაც საკუთარ თავზე იწვნიეს ძალადობა. როგორია თქვენი პოზიცია ამ მოვლენებთან დაკავშირებით?

_ პირადად მე, გიორგი ახვლედიანი, ინგა გრიგოლია და პარტიის სხვა ლიდერები, აღშფოთებული ვართ ამ ფაქტების გამო. ჩემს აზრს ხშირად ვაფიქსირებ სხვადასხვა მედია საშუალებებთან. განსაკუთრებით საშიშია ის, რაც ხდება რეგიონებში. როცა სრულიად გაუგებარი წარმოშობის "ჟურნალისტები" არიან კარგად ეკიპირებულნი, ეჭვი არ მეპარება, რომ მათი დამფინანსებელი და დამქირავებელი სახელმწიფოა. სხვათა შორის, დამოუკიდებელმა ჟურნალისტებმა გამოძიებაც შეგიძლიათ აწარმოოთ და მათი დაფინანსების წყაროები გაარკვიოთ. სამწუხაროდ, დღეს მედია საქართველოში პოლარიზებულია, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, კონკრეტული მედია საშუალების უკან ვინ დგას. საბედნიეროდ, ქვეყანაში არსებობს პროფესიული ეთიკის და ჟურნალისტური სტანდარტების ერთგული, დაბალანსებული და გაწონაწორებული მედია საშუალებები, რომლის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია "გურია ნიუსი". ეს არის ყველაზე მეტად თქვენი, ჟურნალისტების დამსახურება და სწორად იქცევით, რომ ზომიერ შუალედს ინარჩუნებთ.




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთში _ არიან დაშავებულებიცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთვევხევა მოხდა ფოთში. როგორც ადგილიდან "გურია ნიუსისს" ჟურნალისტი იუწყება, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. წინასწწარი ინფორმაციით, დაშავებულებია ოთხი მგზავრი. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. ... ...
  • “მინდოდა ჩემი შვილის გვერდით ვყოფილიყავი და ყველაფერ საშინელებას ვუძლებდი“83 წლის ლამარა წიქარიძე აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ზური წიქარაძის დედაა.  “მე ვარ 83 წლის. ვმუშაობ შეძლებისდაგვარად ჩაის პლანტაციებში. ჯანმრთელად ვარ და არანაირ ავადმყოფობას არ ვგრძნობ. ვფიქრობ, რომ ცოტა ხანი ვიცოცხლო და ვიცხოვრო ჩემი შვილიშვილების ხათრით“, _ ამბობს “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ლამარა წიქარაძე. ლამარა წიქარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში ცხოვრობს. იმ დროს, როდესაც აფხაზეთში ომი დაიწყო, ის მეუღლესთან სოსო წიქარიძესთან ერთად იმყოფებოდა სოხუმში. ლამარა წიქარაძე: გურიაში ვაპირებდით ჩამოსვლას, რადგან ზურის შვებულება ეწყებოდა. შვებულების ფურცელზე ხელი არ ჰქონდა მოწერილი იმ სამსახურის უფროსს, სადაც ზური მუშაობდა და ამიტომ გაგვიგრძელდა ყოფნა სოხუმში. აფხაზეთის ომში ჩემი შვილი ზური წიქარიძე გმირულად გარდაიცვალა. ის სოხუმში თან სწავლობდა და თან მუშაობდა. ის იყო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი, როდესაც ომი დაიწყო. ჩემი შვილი შინაგან ჯარში მუშაობდა და ომის დროს ქალაქიდან არ უნდა გასულიყო, მაგრამ... მას სთხოვეს დახმარება და წაიყვანეს სოფელ შრომაში. სოფელზე, სადაც ისინი წავიდნენ, მოხდა თავდასხმა, მოულოდნელი თავდასხმა იყო. მან გადაწყვიტა თავის მეგობართან ერთად ახალგაზრდები (ჯარში 25 ახალგაწვეულის სიცოცხლე იხსნა ზურიმ და მისმა მეგობრებმა) გამოეყვანა სამშვიდობოს. მოახერხეს კიდეც, იბრძოდა მანამ, სანამ ტყვიები, არ დაუმთავრდათ. ამის შემდეგ კი დაიჭერეს რუსმა სამხედროებმა და ცოცხლად დაწვეს. ჩემმა მეუღლემ კი დაიწყო გარდაცვლილი შვილის ძებნა, უიარაღოდ იყო და ისე ეძებდა. მან იპოვა ზურის დამწვარი სხეული და განადგურებულებმა ჩამოვასვენეთ ოზურგეთში, სოფელ ნაგომარში. მინდოდა ჩემი შვილის გვერდით ვყოფილიყავი და ყველაფერ საშინელებას ვუძლებდი. ერთ ამბავს კიდევ გავიხსენებ... ბოლოს, ძებნა რომ გაგვიჭირდა ჩემი შვილის, ბატონ ჟიული შარტავასთავან მივედი განცხადებით. მან კი მითხრა, არ მინდა განცხადება, ქალბატონო, თქვენ სახეზეც ვკითხულობ, როგორ იწვით ახლაო. ისე გააკეთა, რომ კიდევ ორი დღე მოგვცა შვილის ძებნის უფლება. არ გვქონდა უკვე ქართველებს ჩვენს მიწაზე თავისუფლად გადაადგილების უფლება. ამის შემდეგ სასწაული მოხდა და ვნახეთ ჩემი შვილი. ლამარა წიქარიძე ჩვენთან საუბრის დროს აცხადებს, რომ რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა და ის მშვიდობიანი გზით დაკარგულ ტერიტორიებს არ გადმოგვცემს. “ომით დაკარგულ ტერიტორიას ომით დაბრუნება უნდა, სხვანაირად დაკარგულ ტერიტორიებს ვერ დავიბრუნებთ. მე, არ მჯერა რუსეთის კეთილსინდისიერების. აფხაზეთში იბრძოდნენ რუსები და ისინი აპირისპირებდნენ ქართველებს და აფხაზებს. თქვენ გგონიათ აფხაზები იბრძოდნენ თავიანთი ძმების წინააღმდეგ? ჩვენი ტანკები დაჩახჩახებდნენ, დანგრეულები. რუსების ტანკები კი დასრიალებდნენ, ანგრევდნენ შენობებს, გადამცემ ხაზებს, ელექტრო ბოძებს. ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე, რადგან ვიდრე ჩემი გარდაცვლილი შვილი არ ვნახე, მანამ არ დამიტოვებია სოხუმი.“ ზურის დაღუპვის შემდეგ, რამდენი თვეში სოფელ ნაგომარში მამამისი, სოსო წიქარიძე გარდაიცვალა. “10 წლის განმავლობაში სახლიდან არ გადავდიოდი. მაგრამ შემდეგ დავარწმუნე თავი, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლებოდა. შვილებს და შვილიშვილებს დახმარება უნდოდათ. ახლა კი მყავს ორი შვილი, შვიდი შვილიშვილი და ხუთი შვილთაშვილი. მინდა, რომ ეს თაობა მოესწროს საქართველოს მთლიანობას და მშვიდობიან ქვეყანაში ... ...
  • "გადაწყვეტილება შეიცვალა" _ ჩოხატაურელი და ლანჩხუთელი ბავშვები სწავლას მერხებთან გააგრძელებენცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გურიის რეგიონში ყველა საჯარო სკოლა ონლაინ სწავლებაზე გადავიდოდა. თუმცა, გადაწყვეტილება მალევე შეიცვალა და ცნობილი ხდება, რომ ჩოხატაურელი და ლანჩხუთელი ბავშვები სწავლას ისევ მერხებთან გააგრძელებენ. "საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიით გურიის რეგიონში შექმნილი ვითარების გამო, ონლაინ სწავლების რეჟიმზე უნდა გადასულიყო რეგიონის ყველა საჯარო სკოლა. თუმცა, გადაწყვეტილებაში ჩაერია განათლების სამინისტრო და ვინაიდან, ჯერჯერობით, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ვირუსი ისე ფართო მასშტაბით არაა გავრცელებული, როგორც ოზურგეთშია, გადაწყდა, რომ ლანჩხუთისა და ჩოხატაურის სკოლების ყველა მოსწავლე მერხებთან გააგრძელებს სასწავლო პროცესს", _ გვითხრა ჩოხატაურის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა შორენა ... ...
  • გურიაში ყველა სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადადისსაკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გურიის რეგიონის ყველა სკოლა გადადის დისტანციურ სწავლებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით მასწავლებლებს მიეცათ დავალება, რომ მოსწავლეები სკოლაში არ მისვლის შესახებ გააფრთხილონ, შეადგინონ ცხრილი საგნის მასწავლებლებთან შეთანხმებით, გაითვალისწინონ რომ 5 საათიან საგანს ექნება 3 ონლაინგაკვეთილი, 4 საათიანს-3, 3 საათიანს-2,  2 საათიანს - ... ...
  • "ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს" _ ზურაბ ნასარაია (R)სოხუმის დაცემის 27-ე წლისთავთან დაკავშირებით გურიაში მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ვეტერანებთან ერთად დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი და ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავი გვირგვინებით შეამკეს. "საბრძოლო მოქმედებების დროს გურიიდან 40 ჯარისკაცი დაიღუპა და უგზო-უკვლოდ სამი მებრძოლი დაიკარგა. ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს,“ - განაცხადა გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls