”ნაციონალების” პოპულისტური და მოკლევადიანი წინასაარჩევნო პროექტები

პოლიტიკა

”ნაციონალების” პოპულისტური და მოკლევადიანი წინასაარჩევნო პროექტები

2012 ივლ 20 19:50:12

”2012 წლიდან ბიუჯეტში თანხის პროგრამის მუხლებს შორის გადანაწილების ზღვარი 5-დან 100 %-მდე გაიზარდა, რამაც სახელმწიფო ორგანიზაციებს საშუალება მისცა თავიანთი საბიუჯეტო პროგრამების მუხლებს შორის პარლამენტის თანხმობის გარეშე შეუზღუდავად გადაანაწილონ თანხები", - აცხადებს ხატისკაცი, რომელიც საარჩვენოდ მოტივირებული ხარჯვის კონკრეტულ შემთხვევებს ასახელებს:

სტუდენტური დასაქმების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც დასაქმდება 25 ათასი სტუდენტი და თითოული ანაზღაურების სახით 500 ლარს მიიღებს

პროფესიული განათლების 1000 ლარიანი ვაუჩერი, რომელიც გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი სტუდენტებისათვის

ხანდაზმულობის პენსიის 25-პროცენტიანი ზრდა,

დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის 100 პროცენტზე მეტით გაფართოება,

მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების დაფინანსების –309-პროცენტიანი ზრდა

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ 2012 წლის ზაფხულში დაწყებული პროექტი "ლიდერი 2012", რომლის ფარგლებშიც საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების 80 ათასი სტუდენტი უფასოდ დაისვენებს ანაკლიაში

ორგანიზაციამ ”პროექტ პატრიოტს, რომელსაც ხელისუფლება 2005 წლიდან ახორციელებს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან აფინანსებს, ცალკე კვლევა მიუძღვნა.

”ჩვენი ინფორმაციით, ამ პროგრამის მონაწილეთა შერჩევა და მისი განხორციელება მნიშვნელოვანწილად პოლიტიკური ნიშნითა და მიზნებით ხდება, რაც სახელმწიფო სახსრების მმართველი პოლიტიკური გუნდის სასარგებლოდ გამოყენებად შეიძლება ჩაითვალოს.

საკითხის შესწავლისას გამოვლინდა ორი ძირითადი პრობლემა: 1. პროგრამის მონაწილეთა შერჩევის ბუნდოვანი და არასამართლიანი კრიტერიუმები და პროცედურები; 2. პროგრამის პოლიტიკური შინაარსი და სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა.”-ნათქვამია 13 ივლისს ორაგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კვლევაში

”საერთაშორისო გამჭვირვალოის” წყაროს ცნობით, ანაკლიაში ყოფნის პერიოდში, სტუდენტები დაბანაკებულნი იყვნენ ხუთვარსკვლავიან სასტუმრო „ოქროს საწმისში”, სადაც მათთვის ყველა სახის მომსახურება სრულიად უფასო იყო. სტუდენტებისთვის განკუთვნილი იყო სამჯერადი კვება, სადილსა და ვახშამზე 10 სახის საკვების დამატების უფლებით. ამასთანავე, ტარდებოდა კონცერტები პოპულარული მომღერლების მონაწილეობით.

”გამჭვირვალობასთან” საუბარში ერთ-ერთი მონაწილე აღფრთოვანებით იხსენებდა იქ გატარებულ პერიოდს და მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისთვის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის” ხმის მიცემას პირობას იძლეოდა.

პროგრამა „პატრიოტის” რამდენიმე მონაწილემ განაცხადა , რომ ახალგაზრდულ ბანაკში ყოფნის შემდეგ ორგანიზატორებმა წაიყვანეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში, სადაც მათ შესთავაზეს პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციაში გაწევრიანება და დაპირდნენ სხვადასხვა პროექტში მონაწილეობას, მათ შორის, უცხოეთში სწავლის გაგრძელებას. ამასთანავე, მათი სამომავლო დასაქმების მიზნით სთხოვეს CV-ის გაგზავნა.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ანალოგიური ახალგაზრდული ღონისძიებები ტარდება ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოფელ კეჩხობის სანატორიუმში. ადგილობრივმა დარაჯმა ”გამჭვირვალობის”კოორდინატორს უთხრა, რომ ივნისში სანატორიუმში მოვიდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები, რომელთაც წინა წლის ვიზიტიდან იცნობს, და მათ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ძირითადად XI-XII კლასელი 120 ბავშვი ჩამოიყვანეს. სანატორიუმის დირექტორი ნანა იმედაშვილი არ ადასტურებს მმართველი პარტიის მონაწილეობის ფაქტს. მისი თქმით, სანატორიუმში „საქართველოს უნივერსიტეტიდან” მიიღეს 250 სტუდენტი, რომელთაც უტარდებოდათ ტრენინგები.

აღსანიშანვავია, რომ პროგრამა ლიდერი 2012” -ში მონაწილე სტუდენტების შერჩევა უმაღლესი სასწავლებლების თვითმმართველობების მიერ ხორციელდება. როგორც ეს თვითმმართველობები ირწმუნებიან , სტუდენტის შერჩევა აკადემიური მოსწრების მიხედვით ხდება, თუმცა სტუდენტების უმეტესობა აცხადებს, რომ შერჩევა არ ატარებს საჯარო ხასიათს და კრიტერიუმებიც ძალზე ბუნდოვანია.

ორგანიზაციაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მიაჩნიათ, რომ ამ ტიპის ღონისძიებები უარყოფითად მოქმედებს საარჩევნო გარემოზე, არღვევს ქართულ კანონმდებლობას და უგულებელყოფს სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო დონეზე აღებულ მნიშვნელოვან ვალდებულებებს. კერძოდ:

მოცემულ სიტუაციაში, სტუდენტებისათვის ხდება უფასო მომსახურების გაწევა - ტრანსპორტირება, სასტუმროებში დაბინავება ყველა ხარჯის ანაზღაურებით, გასართობი ღონისძიებები და ა.შ. ეს ყველაფერი კი პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე მონაწილეებისთვის პირდაპირ ასოცირდება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან”, რაც აშკარას ხდის ამ ინიციატივის საარჩევნო კონტექსტს. თავის მხრივ, ასეთი ქმედება სისხლის სამართლებრივ დანაშაულად - ამომრჩევლის მოსყიდვად შეიძლება ჩაითვალოს.

მიუხედავად იმისა, რომ ”საერთაშორისო გამჭვირვალობამ” სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ამ ფაქტების გამოძიებისაკენ მოუწოდა, დღემდე მოგელაძის უწყების მხრიდან არანაირი განცხადება არ გაკეთებულა.

როგორც ირკვევა ზუსტად ამ პერიოდში, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ნაციონალი მაჟორიტარი დეპუტატის დავით ბეჟუაშვილის საქმეს იკვლევდა. დეპუტატი სოფელ ასურეთში ”ასურეთობის” დღესასწაულზე მოსახლეობას ღვინით და ცხვრით გაუმასპინძლდა.

”ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დადგინდა, რომ „ასურეთობის“, იგივე წმინდა სამების (სულთმოფენობის) დღესასწაული სოფელ ასურეთში 2003 წლიდან აღინიშნება.რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის მიერ დღესასწაულის ორგანიზებისა და მატერიალური მხარდაჭერის ფაქტი ვერ დადასტურდა. მოპოვებული ინფორმაცია არ იძლევა გონივრული რწმუნების საფუძველს, რომ ადგილი ჰქონდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნების დარღვევას.-ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

იმავე დღეს მოგელაძის უწყებამ უდანაშაულოდ სცნო მეორე ნაციონალი დეპუტატი-კახა ოქრიაშვილი, რომლის კომპანია”პეესპე” ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შემდეგაც აგრძლებედა საქველმოქმედო საქმიანობას

”2011 წლის ბოლოს, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესული ცვლილებების შემდეგ, კომპანიამ საქველმოქმედო საქმიანობის მასშტაბები შეამცირა და 2012 წლის 30 მაისამდე ქველმოქმედების სახით დახმარება გაუწია მხოლოდ საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“, „კათარზისს“. ასევე რამდენიმე ფიზიკურ პირს, რომლებიც უკიდურესი აუცილებლობის გამო დახმარებას საჭიროებდნენ. საკითხის შესწავლის შედეგად კომპანიის მიერ პოლიტიკური მიზნით ქველმოქმედების განხორციელების ფაქტი არ დადასტურდა.”- ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის მიერ 17 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.

ერთადერთი ნაციონალი დეპუტატი, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კანონდამრღვევად სცნო, ფოთის მაჟორიტარი თენგიზ სარიშვილია. მან 74 წლის მოხუცს სატელიტური თეფში იმ დროს აჩუქა, როდესაც ხელისუფლება ხმალამოღებული ებრძოდა „გლობალტივისა“ და „მაესტროს“ თეფშებს.

ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ეს ფაქტი პარტიას ვერ შეუშლის ხელს ფოთის მაჟორიტარად კვლავ სარიშვილი დაასახელოს.

ხელისუფლებასა და პარტიებს შორის გაფორმებული დეკლარაცია, რომელიც 4 პუნქტის ნაცვლად ახლა უკვე 18 პუნქტს შეიცავს, ამომრჩეველთან შეხვედრის დროს ფიზიკური ძალის გამოყენებაზე უარის თქმასთან ერთად, მის მოსყიდვაზე უარის თქმასაც ითვალსიწინებს.




 ახალი ამბები
  • თბილისში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლათბილისში, ხის სახელოსნოს შენობაში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ცეცხლი შენობის მე-6 სართულზე გაჩნდა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ადგილზე შვიდი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ... ...
  • საქართველომ დემოკრატიულ ღირებულებებს გადაუხვია- კონგრესმენის წერილი პრემიერსკონგრესმენი მარკუეინ მალინი საქართველოს პრემიერ მინისტრს, გიორგი გახარიას ღია წერილს უგზავნის. წერილში კონგრესმენი ამბობს, რომ საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების გადახვევისა და ეკონომიკური გაუარესების გამო, შეშფოთებულია და აღნიშნავს, რომ ეკონომიკური კეთილდღეობა თავისუფლების ტოლფასია. კონგრესმენი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ამერიკული კომპანიების მიმართ მტრული დამოკიდებულება შეწყვიტოს და ამბობს, რომ ამ წლის დასაწყისში აშშ-ის წარმომადგენლობით პალატაში საქართველოში სამართლიანი ბიზნეს-პრაქტიკის სანქციების აქტი წარადგინა. „ვუერთდები კონგრესში ჩემი კოლეგების, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარებიის, ადამ კინზინგერისა და გარი კონოლის, 13 დეკემბრით დათარიღებულ წერილს თქვენს სახელზე, რომელიც დაპირებული დემოკრატიული რეფორმის ჩაგდების გადაწყვეტილებაზე გამოთქმულ წუხილსა და ამასთან დაკავშირებული პროტესტის წინააღმდეგ გამოყენებულ ძალადობაზე შეშფოთებას ეხებოდა. მიუხედავად იმ პროგრესისა, რომელსაც საქართველომ 1991 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მიაღწია, ბოლო წლების განმავლობაში, დემოკრატიული და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ინდიკატორებში განგრძობადი უარყოფითი ტრენდი გამოვლინდა, რომელიც აშშ-ში შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ამის შედეგია, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციის შემცირება, რადგან ამერიკული და ევროპული ბიზნესინტერესები საქართველოში შევიწროებასა და ექსპროპრიაციის მიზნით, თავდასხმებს დაექვემდებარნენ. ამის შესანიშნავი მაგალითია ნავთობისა და გაზის კომპანია Frontera Resources ტეხასიდან. მეტიც, ამერიკული სოციალური მედიის კომპანია Facebook-მა განაცხადა, რომ მან ახლახანს დახურა ფართო ქსელი ანგარიშებისა, რომლებიც პარტია "ქართულ ოცნებასთან" იყვნენ დაკავშირებულები და როგორც აღმოჩნდა, ჩართულები იყვნენ კოორდინირებულ, არაავთენტურ ქცევაში იმისთვის, რომ ჩაეხშოთ ოპოზიციური შეხედულებები საქართველოში და გაევრცელებინათ ანტიდასავლური განწყობები, განსაკუთრებით, აშშ-ის წინააღმდეგ. ასეთი გაუარესებადი გარემო იმაზეც აისახა, რომ როგორც წარმომადგენელთა პალატამ, ასევე სენატმა მიიღო და პრეზიდენტმა დაამტკიცა ზედიზედ ორი, ყოველწლიური საბიუჯეტო კანონი 2019 და 2020 წლებისთვის, რომლებიც საქართველოს მთავრობის პროგრესირებად მტრულ ქმედებებზე დემოკრატიული ღირებულებების, თავისუფალი საბაზრო პრინციპებისა და ამერიკული ბიზნესინტერესების წინააღმდეგ წუხილებს ასახავდა. პირველად საქართველოს თანამედროვე ისტორიის განმავლობაში, ბოლო ორი წელია საქართველოს ხელისუფლებას კონგრესში დიდი სიფრთხილით უყურებენ. იმ უარყოფითი ტრენდიდან გამომდინარე, რომელიც მე აღვწერე და ამ ტრენდის შეჩერების ხელშესაწყობად, გაიზარდა შეშფოთება და ასევე მოწოდებები სანქციებისა და სხვა სადამსჯელო ზომების შესახებ. მე რეფორმის შესახებ ამ მოწოდებას ვუერთდები და ამ წლის დასაწყისში აშშ-ის წარმომადგენლობით პალატაში საქართველოში პატიოსანი ბიზნეს-პრაქტიკის სანქციების აქტი წარვადგინე, რომლის მიზანიც, საქართველო მოქმედი ამერიკული კომპანიების დაცვაა. იმედი მაქვს, რომ საქართველო გააგრძელებს იყოს ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი კიდევ მრავალი წლის განმავლობაში. ასევე ვიმედოვნებ, რომ თქვენი მთავრობა შეწყვეტს აგრესიულ ქმედებებს ამერიკული კომპანიების წინააღმდეგ და იმოქმედებთ სწრაფად იმ შეშფოთებაზე, რომელიც ეხება საფრთხეს დემოკრატიისა და ეკონომიკური კეთილდღეობის კუთხით, რომელსაც ქართველი ხალხი ასე ძლიერ იმსახურებს," _ წერს ... ...
  • "ყველაზე მასშტაბური ეკოდამნაშავეები"_ჩხარტიშვილი ივანიშვილებზელეიბორსტული პარტიის წევრი, ლაშა ჩხარტიშვილი გარემოსდაცვით ორგანიზაციებს მიმართავს, ივანიშვილების ოჯახისგან შემოწირულობების მიღებაზე უარი თქვან, რადგან ისინი ეკოდამნაშავეები არიან. "მივმართავ ავსტრალიის ხელისუფლებას და გარემოსდაცვით ორგანიზაციებს, არ მიიღოთ შემოწირულობა ბიძინა ივანიშვილის ოჯახისგან, რადგან ისინი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ეკოდამნაშავეები არიან,"_ განაცხადა ... ...
  • პატრიარქმა მრევლს ნაკურთხი წყლით სახლებისა და ეზოს მორწყვის კურთხევა მისცადღეს ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაული აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით  საზეიმო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ტარდება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მრევლს ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაული სამების საკათედრო ტაძარში მიულოცა და ნაკურთხი წყლით სახლებისა და ეზოს მორწყვის კურთხევა მისცა. „გილოცავთ ნათლისღებას, ნათლისღების მადლი შეგეწიოთ, დიდი აიაზმის მადლი შეგეწიოთ. დღეს უნდა ასხუროთ ნაკურთხი წყლით თქვენი სახლები, თქვენი ეზო-კარი. მადლი სულისა წმიდისა დაისადგურებს თქვენთან. ეს არის უდიდესი დღესასწაული, როცა განიდევნება ბოროტი სული და მადლი ღვთისა დაისადგურებს ჩვენ შორის. ჩვენთან არს ღმერთი“,_ ბრძანა ... ...
  • უდუმაშვილი:მწვავე და მძიმე გაზაფხული ექნება ხელისუფლებას„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, თუ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები  შედეგს ვერ გამოიღებს, რომ  არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდეს,  აქციები გაგრძელდება და ხელისუფლებას მძიმე გაზაფხული ექნება. „ყველანაირად ცდილობენ, რომ რაღაცნაირად ისეთ ჩიხში შეიყვანონ ეს მოლაპარაკებები, რომ საბოლოოდ ითქვას, არ გამოვიდა ეს მოლაპარაკება და არც ერთი ვარიანტი არ აწყობთ კომპრომისული. ბუნებრივია, თუ ამ მოლაპარაკებამ შედეგი ვერ გამოიღო და ვერ მივედით იქამდე, რომ გადავდგათ წინ ნაბიჯი პროპორციული არჩევნებისკენ, ბუნებრივია, გაგრძელდება აქციები კიდევ უფრო მწვავედ. ძალიან მწვავე და მძიმე გაზაფხული ექნება ხელისუფლებას. უკან დასახევი გზა ნამდვილად არ დაგვიტოვეს“,- განაცხადა უდუმაშვილმა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ასევე აღნიშნა, რა სისტემითაც არ უნდა ჩატარდეს არჩცევნები ხელისუფლება მაინც დამარცხდება. უდუმაშვილის განცხადებით, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრის დაგეგმვა დამოკიდებულია ისევ და ისევ უცხოელ პარტნიორებზე, რომელთა ორგანიზებითაც, რამდენიმე შეხვედრა უკვე ... ...

არქივი

ზაფრანი

იუმორი და ასტროლოგია

ვერძი - მუშაობს პრობლემური სესხების...

ცოცხის „მაგიური“ ძალა

ბევრ ქვეყანაში არსებობს გარკვეული "ცრურწმენები",...

"წიწაკიანი" ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მორიელი _ ქალი მორიელის გამოხედვა ხერხს...

არსებობს თუ არა ერთი ნახვით სიყვარული

ოდესმე თქვენს ცხოვრებაში მომხდარა ისე,...

ყავის მომზადების რეცეპტები მსოფლიოში

ვიეტნამი - ყავის მომზადების დროს...

როგორ შევინარჩუნოთ მამაკაცი

არასდროს უყვიროთ მას - ის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...