ოპოზიციური პარტიები ბიძინა ივანიშვილს არაკოლეგიალობაში ადანაშაულებენ

პოლიტიკა

ოპოზიციური პარტიები ბიძინა ივანიშვილს არაკოლეგიალობაში ადანაშაულებენ

2012 ივლ 26 00:33:14

_ ბატონო კახა, თქვენ მოლაპარაკება გქონდათ "ქართული დასის" ლიდერთან ჯონდი ბაღათურიასთან და როგორც ვიცით, გარკვეულ შეთანხმებამდე მიხვედით.

_ არანაირი მოლაპარაკება არ გვქონია. გვქონდა ერთი შეხვედრა. ახლაც გამოვთქვამთ მზადყოფნას თანაშრომლობისთვის. უბრალოდ, მარტივი ამბავია, ერთი პარტია ორ საარჩევნო ბლოკში ვერ იქნება. თუ ის ჩამოყალიბდება რომ თანამშრომლობა სურს ჩვენთან და არა "ქართულ ოცნებასთან", მზად ვართ, გულში ჩავიხუტოთ.

_ თქვენ თუ გამოთქვით კოალიცია "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობის სურვილი?

_ რა თქმა უნდა. აუცილებელია "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობა, რადგან ჩვენს კოალიციას და "ქართული ოცნების" კოალიციას სხვადასხვა მაჟორიტარულ ოლქებში ჰყავს ლიდერი ოპოზიციონერი კანდიდატი.

ჩვენ მივმართავთ კოალიციის ლიდერ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მესმის ახლა, იქ "რესპუბლიკელებს" თავისი შეხედულებები აქვთ ამ საკითხზე, "ფორუმს" _ თავისი, მაგრამ ყველაზე მაღლა დგას საერთო ოპოზიციური და სახელმწიფო ინტერესები. ჩვენ უნდა მოვიგოთ ეს მაჟორიტარული ოლქები. ცალკე ვერც "თავისუფალი საქართველო" და ვერც "ქართული ოცნება" ამ ოლქებს ვერ მოიგებს. ვისაც აინტერესებს რატომ, გთხოვთ იხილოთ არქივი 2008 წლის საპარლამეტო და საპრეზიდენტო არჩევნების და 2010 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგები.

_ თქვით, რომ "რესპუბლიკელებს" თავისი აზრი აქვთ, "ფორუმს" _ თავისი, თქვენს ახალ კოალიციაშიც სამივეს ხომ თქვენ თქვენი აზრი გაქვთ?

_ ჩვენი აზრი რომ გვაქვს, კოალიციაში არ ვიჩემებთ იმას, რომ რომელიმე ოლქში მაინცდამაინც წარდგენილი იქნეს რომელიმე სუბიექტი იმისთვის რომ დავაწყნაროთ მისი ამბიციები. ჩვენთან არ არის ასეთი მიდგომა. ვფიქრობ, მიდგომა უნდა იყოს ასეთი _ გამსვლელი კანდიდატები დავასახელოთ ყველგან.

დღეის მდგომარეობით, ყაზბეგის მაჟორიტარის, მირიან წიკლაურის გარდა, რომელიც კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" დაასახელა, არცერთს არ აქვს 1% მოგების შანსი.

_ რატომ?

_ მარტივად გიხსნით, დღევანდელი საარჩევნო კოდექსის მიხედვით, უნდა აიღო 51 % პირველივე ტურში. ეს არ არის ის სისტემა, რომელიც შევარდნაძის დროს იყო, როცა შეგეძლო აგეღო 20% ან 30% და მეორე ტურში გადასულიყავი. აქედან გამომდინარე, 51%-იანი შანსი ვის აქვს?! გადახედეთ წინა არჩევნებს, რომელსაც გნებავთ. ასეთი რაღაცეები არ ხდება. ის ხალხი კაცო, ვინც გუშინ სხვა საქმით იყო დაკავებული და დღეს მოვიდა პოლიტიკაში, შეიძლება ამ საკითხს არ უყურებს სერიოზულად, მაგრამ არსებობს ეს გამოცდილება. გადახედეთ...

ადამიანებს ჰგონიათ ხანდახან, რომ ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტით ჯოხს დააყენებენ სადღაც და ჯოხი აიღებს 51%. არ მოხდება ასე. კიდევ ერთხელ გეუბნებით, საპარლამენტო არჩევნების გამოცდილება არსებობს.

20 000 ხმა ავიღე გლდანში და წავაგე. არ არსებობს ასეთი რამ, არ მომხდარა საქართველოს პარლამეტის ისტორიაში რომ 20 000 ხმით მაჟორიტარს წაეგო. კოკა გუნცაძემ აიღო 40% და წააგო ჩუღურეთის რაიონში არჩევნები. იმიტომ, რომ საარჩევნო სისტემა არის ასეთი.

_ თქვენ "ქართული ოცნების" ყაზბეგის მაჟორიტარზე მირიან წიკლაურზე განაცხადეთ, რომ ის მოიგებს არჩევნებს. საგარეჯოში წარდგენილი ჰყავთ თინა ხიდაშელი (კითხვის დასმა არ დაგვასრულებინა. ავტ)

_ ახლა რა გინდათ თქვათ?! პირველი ტური... საგარეჯოში 12 ტური რომ ჩატარდეს, მაინც ვერ მოიგებენ მაგ არჩევნებს.

_ დავით უსუფაშვილი საბურთალოს რაიონში (კითხვის დასმა არ დაგვასრულებინა. ავტ)

_ ვერცერთი ვერ მოიგებს კაცო, გესმით! ვერცერთი! 51% უნდა აიღონ. ლოგიკურად ხომ ვამბობ რაღაცას. საპარლამეტო არჩევნები ავიღოთ და თბილისის 2008 წლის შედეგები. ოპოზიციამ აიღო 70%-მდე თბილისში, ხელისუფლებამ 30%-ზე ცოტა მეტი. 10-დან 8 დეპუტატი გაიყვანა ხელისუფლებამ. აი ასეთია საარჩევნო სისტემა დღევანდელი კონფიგურაციით. თბილისის 10-ივე ოლქს ოპოზიცია წააგებს. ამაზეა საუბარი. არადა გვაქვს 10-დან 8 ოლქის მოგების შანსი.

რთული იქნება სამგორი, კრწანისი და ისანი, რადგან ტრადიციულად, რთული რაიონებია მაგრამ 7 - 8 ოლქის შანსი კი არა, ლამის გარანტია აქვს ოპოზიციას, თუ მოხდება ერთიანი კანდიდატების დაყენება.

რა ლოგიკა არის?! ავი ძაღლის პრინციპია?! მეც წავაგებ, სხვებმაც წააგონ?!

_ არ გქონიათ საუბარი ამ საკითხებთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" კოალიციაში შემავალ პარტიებთან?

_ ჯერჯერობით, უკონტაქტო ურთიერთობები გვაქვს.

_ რატომ?

_ ჩვენი მიზეზით არა. ჩვენ დღესაც გამოვხატავთ სურვილს, ვითანამშრომლოთ ყველა პოლიტიკურ ძალასთან, მაგრამ რაღაცა მიზეზების გამო არ ხერხდება, რომელიც მუდმივად მოიძებნება. ეს ჩვენ არ გაინტერესებს, ყველა კოალიცია თვითონ ირჩევს სტრატეგიას. მე უბრალოდ მინდა საქართველოს მოსახლეობამ - 4 000 000 კაცმა, არჩევნებამდე ამას კიდევ 200-ჯერ გავიმეორებ, იცოდეს, თუ მაჟორიტარი კანდიდატები წააგებენ არჩევნებს იმის გამო, რომ ოპოზიციური კანდიდატების ხმები გაიყოფა, ეს იქნება კონკრეტულად იმ კოალიციის ბრალი და იმ პოლიტიკური ძალების ბრალი, რომლებიც მაჟორიტარი კანდიდატების შეთანხმებაზე იტყვიან უარს.

ჩვენ დღესაც, გუშინაც და ხვალაც ვიყავით და ვიქნებით  კანდიდატებზე შეთანხმების მომხრე.

_ ხშირად საუბრობენ თქვენი და რუსეთის ურთიერთობებზე...

_ ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი, ვისაც მე შევხდი რუსეთის ფედერაციაში, გენადი ონიშენკო იყო. მასთან ვმართავდი მოლაპარაკებებს ქართული ღვინის რუსეთში დაბრუნების შესახებ.

ჩემი რუსული ორიენტაციის შესახებ ლაპარაკობენ ადამიანები, რომლებიც ხვდებოდნენ ლავროვს და მართავდნენ მოლაპარაკებებს თავიანთი პარტიის დაფინანსების შესახებ. თუ ამაში ხედავთ რამე სინდისის ნატამალს და ლოგიკას, მითხარით. ლავროვს შეხვდნენ, საკუთარი პარტიის ფინანსების მოძიებაზე ელაპარაკებოდნენ...

_ ამბობენ, რომ ნინო ბურჯანაძე ან თქვენ კოალიციაში იქნება, ან "ქართულ ოცნებაში". ჯერ-ჯერობით არსად არ არის გაერთიანებული. მიმდინარეობს თუ არა ბურჯანაძესთან თქვენს კოალიციაში გაერთიანებაზე საუბარი?

_ ამ შეკითხვას პასუხი უნდა გასცეს ქალბატონმა ნინომ. ის არის დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალის ლიდერი და გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მან. ბუნებრივია, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის თუ ის მიიღებს გადაწყვეტილებას.

_ ნინო ბურჯანაძემ დამოუკიდებლად რომ დააყენოს საკუთარი კანდიდატურა რომელიმე რაიონში, როგორ ფიქრობთ, გაიმარჯვებს?

_ მარტო?! სხვებთან შეთანხმების გარეშე?! რა თქმა უნდა, ვერ აიღებს ხმებს. მე "ოცნების" წინააღმდეგ კი არ მაქვს გართულება, პირიქით "ოცნებას” ყველაზე მეტი შანსი აქვს მიუახლოვდეს იმ 50% ბარიერს. სხვებს უფრო ნაკლები შანსი აქვთ, მაგრამ საბოლოო ჯამში, შანსი არცერთს არ აქვს.

_ იმისთვის, რომ ოპოზიციამ გადალახოს 50% ბარიერი, აუცილებელია ოპოზიციური ძალების კოალიციაში გაერთიანება?

_ კოალიციაში გაერთიანება არ არის აუცილებელი. ჩვენ შეიძლება ვიყოთ სხვადასხვა კოალიცია, მაგრამ, ჩვენ რომ დავაყენებთ კანდიდატს საბურთალოზე, მოგვიხსნას კოლეგა ოპოზიციურმა ძალამ თავისი უშანსო კანდიდატი. ისინი რომ დააყენებენ მაწმინდაზე კანდიდატს, ჩვენ არ დავუყენებთ მას კონკურენტ კანდიდატს.

ჩვენს კოალიციას 73 - ივე ოლქში ეყოლება საკუთარი კანდიდატი. დაველოდეთ, ძალიან კოლეგიალურად მოვიქეცით. მაგალითად, მე ველოდებოდი... გურიაში სამიდან _ სამივე ოლქში დააყენეს, ქართლში ოთხიდან – ოთხივეში, თბილისში 10-დან _ ათივეში. გასაგებია, დელიკატურობის დრო დამთავრდა. ახლა ჩვენც ამ პრინციპით 73-დან 73-ვეში დავაყენებთ. მერე თუ ექნებათ სურვილი, შევთანხმდებით. არ ექნებათ სურვილი, ნუ ექნებათ. თუ არ ექნებათ შეთანხმების სურვილი და ექნებათ დამარცხების სურვილი, – დამარცხდნენ! მე რა ვქნა?!




 ახალი ამბები
  • საირმის საკარანტინო ზონა მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვაიმერეთში, საირმის საკარანტინო ზონა დღეს მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვა. სასტუმროს დატოვებამდე მათ სამედიცინო შემოწმება გაიარეს. მათი წასვლის შემდეგ საკარანტინო ზონის ტერიტორიაზე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად,  სრულფასოვანი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. საკარანტინო ზონები როგორც იმერეთში, ასევე საქართველოს სხვა მხარეებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითაა მოწყობილი. საკარანტინო სივრცეებში  არსებული განთავსების პირობები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან საკარანტინო სივრცეების მოწყობის შესახებ. ... ...
  • რომელი საწარმოები და ობიექტები გააგრძელებენ მუშაობას კარანტინის დროსრომელი საწარმოები და ობიექტები გააგრძელებენ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ ისაუბრა. „აუცილებლად იმუშავებენ სააფთიაქო ქსელები და სურსათის მაღაზიები. რა თქმა უნდა სრული ხელმისაწვდომობა ექნება ჩვენს მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებაზე. იმუშავებენ მობილური კავშირგაბმულობის კომპანიები, ტელევიზიები, ბენზინგასამართი სადგურები ასევე საფოსტო მომსახურება იქნება ხელმისაწვდომი. ყველა ის მუნიციპალური სერვისი, როგორიც არის წყალი, დენი, გაზი. იმუშავებს სურსათის მომარაგების მთელი ჯაჭვი, რომელიც საჭიროა მაგალითად პურის საცხობები და თონეები“ - განაცხადა ცქიტიშვილმა. მინისტრის თქმით მზა კვების ობიექტები დისტანციური მიწოდების რეჟიმით იმუშავებენ, ასევე ფუნქციონირებას გააგრძელებენ მიტანის სერვისებიც. „ყველაფერი ის, რაც გარდაუვალი და აუცილებელია ჩვენი ფუნქციონირებისთვის, მასთან დაკავშირებული საქმიანობა, როგორიც არის თუნდაც სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობა, რომელიც არის საჭირო სასურსათო მაღაზიების უზრუნველყოფისთვის, ესეც ბუნებრივია იმუშავებს. გარდა ამისა, როდესაც უკვე ვსაუბრობთ ეკონომიკის სხვა მიმართულებებზე, სადაც შესაძლოა კითხვის ნიშნები არსებობდეს, ეს თუ ის საწარმო რამდენად სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ამ შემთხვევაში ასევე ჩვენ, მაგალითისთვის თუნდაც ბოლნისის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში, სადაც უფრო მკაცრი საკარანტინო პირობები იქნა შემოღებული, იქაც კი სოფლის მეურნეობის და ეკონიმიკის სამინისტროს მიერ იყო განსაზღვრული ის ობიექტები, მაგალითად კონცერნი „მარნეული“ რომელიც საკონსერვო პროდუქციას აწარმოებს დ აგრძელებს მუშაობას“ - განაცხადა ცქიტიშვილმა. ... ...
  • ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 1000 ოჯახი საკვები პროდუქტების პაკეტს მიიღებს ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი 1000 ოჯახი საკვები პროდუქტების პაკეტს მიიღებს,- ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამომხმარებლო პროდუქტების შესაძენად ადგილობრივ ბიუჯეტიდან 50 000 ლარამდე დაიხარჯება. ხობის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები სოციალურად დაუცველ ოჯახებს პროდუქტებს სახლში ... ...
  • დედაქალაქში დამატებითი შეზღუდვები წესდებაქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დედაქალაქში დამატებითი შეზღუდვები წესდება. საგანგებო მდგომარეობის გამკაცრების გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. როგორც დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 31 მარტიდან ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, თბილისის „მეტროპოლიტენით“ გადაადგილება იკრძალება. აკრძალვა, როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის, ასევე, ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე იმოქმედებს. „აღნიშნულ პერიოდში, დედაქალაქის მასშტაბით გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი ავტომობილით, მათ შორის ტაქსით, იმ შემთხვევაში, თუ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები სრულად იქნება გათვალისწინებული - ავტომანქანაში, მძღოლის ჩათვლით, უნდა მოთავსდეს მხოლოდ სამი ადამიანი. მათგან ორი ადამიანი, უნდა მოთავსდეს ავტომანქანის უკანა სავარძელზე, გარკვეული დისტანციის დაცვით. კიდევ ერთხელ შევახსენებთ ჩვენს მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი ტაქსის მძღოლებს, რომ მგზავრის გადაყვანის დროს, ავტომანქანის ფანჯრები დახურულ მდგომარეობაში არ უნდა ჰქონდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი ორგანოები კანონის ფარგლებში იმოქმედებენ“,_ ნათქვამია დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ ... ...
  • რა მნიშვნელოვანი შეზღუდვები წესდება ქვეყანაშისაქართველოში ხვალიდან საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდატის საათი ამოქმედდება. ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა ცოტა ხნის წინ გააკეთა. რას ითვალისწინებს აღნიშნული მდგომარეობა ქვეყანაში, რა მნიშვნელოვანი შეზღუდვები უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობამ_ ამ საკითხზე „გურია ნიუსი“  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებულ პროფესორს, კონსტიტუციონალისტ კოტე ჩოკორაიას ესაუბრა. „პრემიერ-მინისტრის განცხადებას ვუსმინე, რაც გულისხმობს პირველ რიგში შეზღუდვებს გადაადგილებასთან დაკავშირებით, ანუ მნიშვნელოვანი შეზღუდვებია. იკრძალება ყველა ტიპის სატრანსპორტო გადაადგილება ქალაქებს შორის, გარდა ავტომობილისა, მათ შორის თბილისში მეტროთი და ავტობუსით მგზავრობა. გადაადგილება მხოლოდ ავტომობილით არის შესაძლებელი და იქაც თავისი წესებია. 3 ადამიანზე მეტი არ შეიძლება, რომ იყოს ავტომობილში. მნიშვნელოვანი შეზღუდვა, რაც აქამდე არ იყო 3-ზე მეტი ადამიანის შეკრების შეზღუდვაა და ასევე მნიშვნელოვანი შეზღუდვა ეხება  70 წელზე მეტი ასაკის მქონე ადამიანებს, რომელთაც პრინციპში ეკრძალებათ გამოსვლა და მეოთხე, ესაა ე.წ. კომენდატის საათი. ეს არის უბრალოდ გადაადგილების შეზღუდვა, საკარანტინო შეზღუდვის კომპონენტი, როდესაც ადამიანებს ეკრძალებათ საღამოს 9-დან დილის 6-ამდე გამოსვლა. იმისთვის, რომ უფრო მარტივი აღსაქმელი ყოფილიყო ამიტომ თქვეს ე.წ. კომენდატის საათი. კომენდატის საათი ცოტა სხვა რაღაცებს მოიცავს თავის თავში, თუმცა, შინაარსით ამას ჰგავს. ე.წ. კომენდატის საათი, ნიშნავს იმასაც, რომ ადამიანებმა მგზავრობა ისე უნდა დაგეგმონ, რომ გადაადგილება არ გახორციელდეს 9 საათის მერე“,_ გვითხრა ჩოკორაიამ. საქართველოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის კიდევ უფრო მკაცრი სახით ამოქმედება კორონავირუსთან ბრძოლას ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...