"კარდაკარში" მონაწილეების პირადი ანგარიშები დაყადაღებულია!

პოლიტიკა

"კარდაკარში" მონაწილეების პირადი ანგარიშები დაყადაღებულია!

26 ივლ. 2012, 16:00:39

მას და მის მრავალ თანაპარტიელს სახელმწიფომ მილიონიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა. ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეძლო იმის ახსნა, რის საფუძველზე მოხდა მათი დაჯარიმება. ეს ის ხალხია, რომლებმაც "ქართული ოცნების" მიერ ჩატარებულ კარდაკარში მიიღეს მონაწილეობა და კუთვნილი ხელფასების მისაღებად საქართველოს ბანკში პლასტიკური ბარათები დაამზადებინეს. კონტროლის პალატის გაუგებარი გადაწყვეტილების საფუძველზე, ისინი სახელმწიფოს წინაშე მილიონიანი ვალის მქონე პირებად გამოცხადდნენ.

რომან ბიწაძე "გურია ნიუსთან" ყვება, რომ ბანკში მისულს, ოპერატორი ნიკოლოზ ცინცაძე ჩვეულებრივი თავაზიანობით მოემსახურა, მაგრამ მან ვერ შეძლო ოპერაციის გახორციელება და მენეჯერთან საკონსულტაციოდ შევიდა. გაირკვა, რომ ბიწაძის პირადი ანგარიში დაყადაღებული იყო. ფილიალის მმართველმა მისთვის ვერაფრის ახსნა ვერ შეძლო.

ამ დროს "საქართველოს ბანკში" იმყოფებოდა შოთა ფირცხალაიშვილიც, რომელიც ასევე კარდაკარის პროგრამაში იღებდა მონაწილეობას. მოულოდნელი ახალი ამბის გამო, იგი ცუდად გახდა და სასწრაფო დახმარების მანქანით ლანჩხუთის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვაინეს.

მათ გარდა, დაყადაღებული აღმოჩნდა სოსო ბოლქვაძის, ელგუჯა ჩხაიძის, ლილი ებრალიძის და "ქართული ოცნების" ლანჩხუთის ოფისის სხვა თანამშრომელთა ანგარიშებიც.

რომან ბიწაძეს მიაჩნია, რომ ეს არ არის ფინანსური სანქცია, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და პირდაპირ კავშირშია პოლიტიკური ორგანიზაცია "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო ქმედუნარიანობის შეზღუდვასთან. ეს ემსახურება ერთადერთ მიზანს -ჩვენ შეგვეზღუდოს არა მხოლოდ "ქართული ოცნებიდან" დარიცხული ხელფასები, რომლებიც ჯერ საერთოდ არ აგვიღია, არამედ ყველა ლეგიტიმური შემოსავალი. ხელისუფლებამ ამ ნაბიჯით, ფაქტიურად სასიკვდილოდ გამწირა. მაგრამ მათ უფრო შორს გამიზნული გეგმები აქვთ -დააშინონ და იმედი გაუცრუონ ივანიშვილის ყველა მხარდამჭერს, რომ მათ უარი თქვან კოალიციის სასარგებლოდ საქმიანობაზე, _ მიაჩნია "ქართული ოცნების" ადგილობრივ ლიდერს

კოალიციის წევრებს გადაწყვეტილი აქვთ ხვალ "საქართველოს ბანკის" ლანჩხუთის ფილიალთან საპროტესტო აქცია გამართონ. გარდა ამისა, აპირებენ მიმართონ სხვა და სხვა ქვეყნების საელჩოებს და დიპლომატების წინაშე დააფიქსირონ, რომ სახელმწიფოს მიერ დაკისრებული ჯარიმები უსამართლოა. რომან ბიწაძეს მიაჩნია, რომ ასეთი ქმედებები ოქტომბრამდე გაგრძელდება და მათ მხოლოდ ერთი მიზანი აქვს _ "ქართული ოცნების" წევრებსა და მხარდამჭერებს არჩევნებამდე არ მიეცეთ ფინანსური ოპერაციებით სარგებლობის საშუალება.

"ქართული ოცნების" ზონის კოორდინატორი გელა კვერენჩხილაძე ბანკს უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ მილიონლარიანი ვალის მქონე პლასტიკურ ბარათს უკანვე აბრუნებს.

რომან ბიწაძე კიდევ ერთ ფაქტს უსვამს ხაზს _ მან დღეს ვერ შეძლო კუთვნილი სესხის გადაფარვა, რადგან "საქართველოს ბანკში" ოპერაციის წარმოება შეუძლებელი აღმოჩნდა. ეს გადაცილებაში ჩამეთვლება და ახლა უკვე ბანკი დამაკისრებს დამატებით ჯარიმას.

- სახელმწიფომ მე და ჩემისთანები ფაქტობრივად სასიკვდილოდ გაგვწირა! _ მიაჩნია დაჯარიმებულ პოლიტიკოსს.





 ახალი ამბები
  • ვიოლეტა მგალობლიშვილი The Voice Georgia-ს ფინალშია მეგა-პროექტ The Voice Georgia-ს ფინალი ახლოვდება. გუშინ ნახევარფინალი გაიმართა და გაირკვა, რომ ჩოხატაურელი ვიოლეტა მგალობლიშვილი ფინალში იმღერებს. ვიოლეტა მგალობლიშვილი მაესტროს ნიკა რაჭველის გუნდის წევრია და სწორედ მწვრთნელის გადაწყვეტილებით  მოხვდა ფინალში. “ერთი სიმღერა მაქვს ფინალისთვის და მინდა, რომ ეს სიმღერა ვიოლეტამ შეასრულოს“ - ეს სიტყვები ნიკა რაჭველმა მაშინ თქვა, როდესაც მისი გუნდის სამი წევრისგან ერთი მონაწილე უნდა დაეტოვებინა პროექტში. ნახევარფინალში ვიოლეტა მგალობლიშვილმა ვაჟა აზარაშვილის “გზები“ ... ...
  • "ქართული მიწა არ იყიდება" _ ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგებმა ლანჩხუთში აქცია გამართესლანჩხუთში, ქალაქის ცენტრალურ პარკში ნამახვანჰესის აქციის მონაწილეები ადგილობრივ მოსახლეობასთან სააგიტაციო აქციას მართავენ მოწოდებით _  "ქართული მიწა არ იყიდება". როგორც ადგილზე გავარკვიეთ, შეხვედრის მიზანი ის არის, რომ დაარწმუნონ აქაურები შეუერთდნენ აქციას, რომელიც 23 მაისისთვისაა დაანონსებული დედაქალაქში. ლანჩხუთში გამართულ აქციაზე სასულიერო პირთა სიმრავლეც ... ...
  • ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა ჩვენგანი ვალში ვართ ვეტერანთა წინაშეჩვენს გმირ ვეტერანებს, ვინც უდიდესი თავგანწირვის ფასად იხსნეს კაცობრიობა ფაშიზმისაგან, განსაკუთრებული სითბოთი და პატივისცემით ვულოცავ გამარჯვების დღეს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების 76-ე წლისთავს, -  ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში" წერს. მთავრობის მეთაურის თქმით, მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ამ ომში საქართველომ ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო.  „ისტორიამ არ იცის ფაშიზმზე უფრო დიდი ბოროტება. ქართველმა მეომრებმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს მის დამარცხებაში. ისინი სახლებიდან შორს, გმირულად იცავდნენ საკუთარ ოჯახებს, საყვარელ ადამიანებს, სამშობლოს. მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ამ ომში საქართველომ ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო. ასეულ ათასობით ჩვენი თანამემამულე საკუთარ ოჯახებს ვეღარ დაუბრუნდა. ქედს ვიხრი მათი ნათელი ხსოვნის წინაშე. მინდა ასევე პატივი მივაგო მათ, ვინც ომიდან გამარჯვებული დაბრუნდა, მაგრამ დღეს უკვე აღარ არიან ჩვენს გვერდით. ყველა ჩვენგანი ვალში ვართ ვეტერანთა წინაშე. მათი ღვაწლის უფრო მეტად დაფასება ხელისუფლებისათვის, საზოგადოებისათვის, თითოეული ჩვენგანისათვის ღირსების საქმეა. ამიტომ, ჩვენ განსაკუთრებით ვზრუნავთ მათზე და ვცდილობთ საქმით გამოვხატოთ ჩვენი უდიდესი მადლიერება.  კიდევ ერთხელ ვულოცავ ვეტერანებს ამ დიდ დღესასწაულს და მხნეობას, ჯანმრთელობას და მშვიდობას ვუსურვებ", - აღნიშნავს ... ...
  • „ევროკავშირი საქართველოს განვითარების მთავარ პარტნიორად დარჩება“- კარლ ჰარცელიკარლ ჰარცელმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, ევროპის დღე მიულოცა საქართველოს. "დღეს ჩვენ ვზეიმობთ იმ იდეის არსებობას, რომელიც ევროკავშირის ფუნდამენტს წარმოადგენს - იდეას, რომ თანამშრომლობას შეუძლია, აჯობოს ომსა და კონფლიქტებს და შექმნას კეთილდღეობა, როგორც ევროპის კონტინენტზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. იდეა, ზუსტად 71 წლის წინ გაჩნდა. დღეს ჩვენ, როგორც ევროპელებმა, ვიცით, რომ სწორედ ეს იყო ის გზა, რომელსაც უნდა გავყოლოდით, რომ თანამშრომლობა და პარტნიორობა მართლაც სარგებლის მომტანი ყოფილიყო. ჩვენ ამ ფილოსოფიას ვეყრდნობით ჩვენ საგარეო ურთიერთობებშიც, მათ შორის ისეთ ახლო პარტნიორთან, როგორიც საქართველოა. ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისათვის და მე ვამაყობ, რომ ევროკავშირი გვერდში ედგა საქართველოს COVID- 19 პანდემიასთან ბრძოლის დროს. ევროკავშირი ქვეყანას უწევდა ფინანსურ დახმარებას, აწვდიდა აღჭურვილობას და საჭირო ცოდნას. სამომავლოდაც, ევროკავშირი საქართველოს განვითარების მთავარ პარტნიორად დარჩება. ძლიერი, წარმატებული და დამოუკიდებელი საქართველო სარგებელს მოუტანს როგორც თავად ქართველებს, ასევე საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობას, ზოგადად რეგიონს და, საბოლოოდ ევროკავშირს. ჩვენ ვაფასებთ ჩვენს მეგობრობას, საერთო ღირებულებებს და მზარდ თანამშრომლობას, სავაჭრო, უსაფრთხოების, კულტურის, ტურიზმის სფეროებში და განსაკუთრებით ჩვენს მოქალაქეებს შორის“, - ამბობს კარლ ჰარცელი საკუთარ ... ...
  • პრემიერ-მინისტრი - არ მაინტერესებს გაუგებარი პოლიტიკოსების უნიჭოდ დადგმული სპექტაკლებიარ არის საინტერესო, აღარ არის საინტერესო. მე ასე ვიტყოდი, რომ დღეს ქვეყანაში გვაქვს უამრავი პრობლემა, ჩვენს მოსახლეობას აქვს უამრავი პრობლემა, როგორიცაა სიღარიბე, უმუშევრობა, კოვიდპანდემია. არ მაინტერესებს გაუგებარი პოლიტიკოსების უნიჭოდ დადგმული სპექტაკლები და შოუ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკა მელიასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. მისივე თქმით, ამ ქვეყანაში არავინ დგას და არავინ არასოდეს იდგება კანონზე მაღლა. „ჩვენ კარგად გვახსოვს, ეს ადამიანი ამბობდა, რომ ვერც დაიჭერდნენ და არც გირაოს გადაიხდიდა. რა თქმა უნდა, კანონი აღსრულდა და ჩვენ ნებართვას არავის შევეკითხებით არასოდეს, რომ კანონი აღსრულდეს და ყველა დაემორჩილოს კანონს. უნდა დაიმახსოვროს ყველამ, რომ ამ ქვეყანაში არავინ დგას და არავინ იდგება არასოდეს კანონზე მაღლა, არც კანონზე დაბლა, მაგრამ ჩვენ, ამავდროულად, არავის შევეკითხებით ნებართვას, არც მათ შორის ამ გაუგებარ ადამიანს, რომელიც ბაქიბუქობდა ტყუილად და ასევე ამბობდა, რომ გირაოს არ მიიღებდა, თუ არ გადაიხდიდა. აღმოჩნდა, რომ დაიჭირეს კიდევაც და გირაოც მიიღო ძალიან კარგად,"- აღნიშნა მთავრობის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...