ხიზრი ალდამოვი სააკაშვილს ტერაქტების ორგანიზებაში ადანაშაულებს

პოლიტიკა

ხიზრი ალდამოვი სააკაშვილს ტერაქტების ორგანიზებაში ადანაშაულებს

2012 ივლ 27 15:49:14
გუშინ, სატელევიზიო ინტერვიუში, ალდამოვმა განაცხადა, რომ გასულ წლებში, ჩრდილოეთ კავკასიაში მომხდარი ტერაქტები საქართველოს უშიშროების სამსახურებში დაიგეგმა.

”მათ მოაწყვეს ეს ტერორისტული აქტები, მე ვიცი ” განუცხადა ხიზრი ალდამოვმა ჟურნალისტებს მოსკოვში.

მან მაგალითად ვლადიკავკაზის დაბომბვა მოიყვანა და ორგანიზატორად დაასახელა ზელიმხან ხანგოშვილი - ეთნიკური ჩეჩენი საქართველოდან . „ხანგოშვილის ჯგუფი ჩამოყალიბდა საქართველოს ხელისუფლების აქტიური მხარდაჭერით“_ განაცხადა ალდამოვმა.

ალდამოვი ასევე ამტკიცებს, რომ რომ საქართველოს უშიშროების სამსახურმა 2004 წელს მისი მოწამვლა დაგეგმა . იჩქერიის რესპუბლიკის ყოფილი წარმომადგენელი საქართველოში, სააკაშვილს ამერიკის შეერთებული შტატებიდან დიდი რაოდენობის დაფინანსების მიღებაშიც ადანაშაულებს.

თბილისში ალდამოვის ბრალდებები უარყვეს. ალდამოვი რუსეთის დამქაშია აცხადებს ქართველი კანონმდებელი.

„დროდადრო, რუსეთის ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელობა ასეთ სულელურ განცხადებებს აკეთებს,“ _ განაცხადა გიორგი კანდელაკმა , პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტიტის თავმჯდომარის მოადგილემ.

მისი თქმით, ალდამოვი ბუნდოვანი ხასიათის ადამიანია, რომელსაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა შევარდნაძის დროინდელ მთავრობასთან და 2004 წლიდან, სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ფუნქცია დაკარგა.

ალდამოვმა შევარდნაძე შეაქო მისი ელჩად ქცევისათვის მაგრამ დასძინა, რომ ისიც აიარაღებდა და წვრთნიდა ტერორისტებს საქართველოში.

ხიზრი ალდამოვი,რომელიც თბილისსში 1994 წლიდან იმყოფებოდა, გასულ თვეს მოულოდნელად გამოჩნდა გროზნოში. მან ჩეჩნეთის ხელმძღვანელს რამზან კადიროვს სატელევიზიო შეხვედრის დროს განუცხადა, რომ გულის წყდება საქართველოში ტყუილად დაკარგულ წლებზე.

აღსანიშნავია, რომ კადიროვი ცნობილია სისასტიკით საკუთარი ოპონენტების მიმართ ჩეჩნეთში და მის გარეთ.

ერთ-ერთი ასეთი ცნობილი საქმე ძმების - რუსლან და სულიმ იამადაევების მკვლელობაა, რომლებიც მოსკოვსა და დუბაიში ჩაცხრილეს . ასევევ უმარ ისრაილოვის მკვლელობა - ჩეჩენი ლტოლვილი ვენაში 2009 წელს მოკლეს. კადიროვი ყველა ამ ბრალდებას უარყოფს.

იზრი ალდამოვმა განაცხადა, რომ საქართველოს დატოვების სურვილი 2004 წელს მისი მოწამვლის მცდელობის შემდეგ გაუჩნდა. ის თავიდან ავსტრიაში გეგმავდა წასვლას ყაზახეთის გავლით, მაგრამ ნათესავთან საუბრის შემდეგ აზრი შეიცვალა.

”როცა მან პირველად შემომთავაზა ჩეჩნეთში დაბრუნება, ვუთხარი-ისინი მომკლავენ.მაგრამ მან ჩემი გადარწმუნება მოახერხა" - განაცხადა ალდამოვმა გუშინდელ ინტერვიუში.




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ბობოყვათში - არის მსხვერპლი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც "გურია ნიუსს" ერთ-ერთმა თვითმხილველმა განუცხადა, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით ... ...
  • „ან ბოდიში მოიხადე, ან სინანული დაგეტყოს ვის ემუქრები?“_ ხიდაშელი მერაბიშვილსვანო მერაბიშვილის საპატიმროდან გამოსვლას სოციალურ ქსელში  ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი. „ქალაქში ახალი ცირკი ჩამოდგება დღეიდან. ყოველ ჯერზე როდესაც დღეს ციხიდან გამოსულ კაცზე ისაუბრებთ, ან ეთერში გეყოლებათ ან მის გმირად და რეჟიმის მსხვერპლად წარმოჩენას შეეცდებით ნუ დაგავიწყდებათ, რომ ამით გმირულ საქციელად მიიჩნევთ: პოლიციურ რეჟიმს, რეპრესიებს, დემონსტრაციის შემდეგ დატოვებულ გვამებს, მოპარულ არჩევნებს, ასობით გადამალულ და სასტიკად ნაცემ დემონტრანტს. ნუ დაგავიწყდებათ რომ სწორედ ეს კაცია შემოქმედი ქვეყანაში იმ ბოროტების მანქანის რომელიც დღემდე ვერ მოვიცილეთ. PS ან ბოდიში, მოიხადე, ან სინანული დაგეტყოს  ვის ემუქრები? შენ რომ დაამხობ და მერე დაბრუნდები, ის ხელისუფლება ისევ დასამხობი, რომ იქნება კი უნდა ხვდებოდე უკვე “ – წერს თინა ხიდაშელი. ... ...
  • იმპერატორის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საღამო იაპონიის საელჩოშისტუმართა შორისაა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერიანე ფოცხვერია, რომელიც შეხვედრაზე მიტოიოს მერიამ ... ...
  • „საქართველოს წარმომადგენლების ნამუსზე ვტოვებთ"_ კრემლი კიბერშეტევაზესაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ  კიბერშეტევასთან რუსეთის კავშირზე გაკეთებულ განცხადებას რუსეთი გამოეხმაურა. „ამ კომენტარს საქართველოს იმ წარმომადგენლების ნამუსზე ვტოვებთ, ვინც ეს გააკეთა. რუსეთი არ აპირებდა და არ აპირებს რაიმე ფორმით ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში”, _ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ. ცნობისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ  2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებგვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე. კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება. კიბერშეტევა კი მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების ფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას. როგორც გამოძიებამ დაადგინა, საქართველოს პრეზიდენტისა და სხვა ოფიციალური უწყებების ვებგვერდებზე კიბერშეტევა რუსეთმა განახორციელა.   ... ...
  • ოზურგეთელ მონადირეთა ჯგუფმა, ათ დღეში სამი მგელი მოკლაოზურგეთის მუნიციპალიტეტში მომრავლებულ გარეულ მტაცებელ ცხოველებს შორის,  ყველაზე დიდი ზიანს სოფლის მოსახლეობას აყენებს მგელი, რომელიც ანადგურებს არა მარტო მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელს, არამედ ოჯახის ძაღლების მოტაცების ფაქტებიც დაფიქსირდა. გუშინ, 19 თებერვალს,  სოფელ ბაილეთის მიდამოებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მგელზე მონადირე სპეციალურმა ჯგუფმა მოახდინა ერთი მგლის ლიკვიდაცია.  მანამდე, 10-12 თებერვალს, იმავე ჯგუფმა ჩალიან-მოლიანის ტერიტორიაზე ორი მგელი მოკლა. ჯგუფის  ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრია ახალგაზრდა, მაგრამ  უკვე გამოცდილი მონადირე,სოფელ კონჭკათის მკვიდრი შოთა ზოიძე. როგორც ამ ჯგუფის ხელმძღვანელი, ნატანებელი ფერმერი,  გამოცდილი მონადირე ნიკოლოზ გობრონიძე გვეუბნება,  დღეს,  20 თებერვალს, საღამოს ჩალიანის დასახლებაში, მდინარე ჩოლოქის პირზე დაფიქსირდა მგლის ადამიანებზე თავდასხმის მცდელობის ფაქტი. როგორც ბატონი ნიკოლოზი ამბობს, ასეთი ფაქტი ბოლო წლებში არ ყოფილა და ის ვარაუდობს, რომ შესაძლოა,  მგლის ასეთი აგრესიულობა გამოწვეული იყოს რაიმე ... ...

არქივი

ზაფრანი

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...

სიზმრის ახსნა

ორსულობა სიზმრები ორსულობის შესახებ შეიძლება...

მკურნალი პროდუქტები

დამწვრობისას გიშველით ალოე ვერა. დღეში...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...