კიდევ ერთი გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით


პოლიტიკა

კიდევ ერთი გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით

28 ივლ. 2012, 17:55:55

თუ თქვენ პოზიციონერები ხართ, მე ყველას მინდა, გითხრათ _ ყველაზე დიდი მარაზმი ისაა, ამ ერთ მუჭა ქვეყანას პოზიცია-ოპოზიციად რომ ყოფთ. მე მრცხვენია ამ ქვეყანაში ცხოვრების, სადაც პროფესიონალიზმზე მაღლა პოლიტიკური მრწამსი დგას. აი, ახლა, დღეს, 30 ივნისს, 2012 წელს, მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი: დიპლომი, გინდ წითელი იყოს და გინდ ლურჯი, სასწავლებელი და უმაღლესი განათლება, თავისი ხარისხებით, განათლებისა და ინტელექტის გარანტი არ არის. ჩემო პატარებო, რაც მთავარია, თქვენ არაფერი დაგკლებიათ, დააკლდა მათ, ვინაც თქვენი კეთილი ენერგია ვერ მიიღო დღეს. თუ მათ თქვენ არ უყვარხართ, ეს მათთვის არის უარესი. თქვენ მართლა შექმნით დიდ და ნათელ მომავალს, მონები კი მონებად დარჩებიან," _ ეს სტატუსი, 1 ივლისს, სოციალურ ქსელ ფეისბუქში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მეორე საბავშვო ბაღის უფროსი ჯგუფის აღმზრდელმა, ეკა ნინიძემ განათავსა.

იმავე დღეს, "გურია ნიუსთან" საუბრისას მან აღნიშნა, რომ სტუმრებს მთელი საათი ელოდებოდნენ:

_ მთელი საათი გვალოდინეს და არ მოვიდნენ. დაპატიჟებული გვყავდა საკრებულო, გამგეობა და გუბერნატორი. როგორც მითხრეს, მათ არ ეცალათ და წარმომადგენლები უნდა მოსულიყვნენ. მოგვიანებით გაირკვა, რომ სკოლამდელი სასწავლო-სააღმზრდელო ცენტრის დირექტორი, მაკა ჭყონია და მთავრობის წარმომადგენელი, ირინა საჯაია, სავარაუდოდ, ერთადერთი მიზეზით _ ჩემი პოლიტიკური მრწამსის გამო არ მოვიდნენ, _ ამბობდა ნინიძე.

ამ მასალის გამოქვეყნებიდან 28 დღის შემდეგ, კი ეკა ნინიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. ნინიძემ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ არა საბავშვო ბაღის გამგისგან, არამედ ოფიციალური უწყებით გაიგო:

_ გუშინ, სახლში უწყება გამომიგზავნეს. ხელშეკრულება დაგიმთავრდა და სამსახურიდან თავისუფალი ხარო, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას პედაგოგი.

ნინიძე, რომელიც ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგია და ცოტა ხნის წინ, გამოცდები წარმატებით ჩააბარა, მიიჩნევს, რომ სამსახურიდან პოლიტიკური შეხედულების გამო გაუშვეს.

_ პედაგოგად მუშაობის 10 წლის სტაჟი მაქვს. მიმუშავია მთაში და ბარშიც. 2009-2010 წლებში ვიყავი კონსულტანტ-მასწავლებელი რაჭაში, ვიყავი ჟურნალისტი და სხვადასხვა დროს ვმუშაობდი თბილისის და ოზურგეთის სხვადასხვა გამომცემლობაში, ჟურნალსა და გაზეთში. არც ერთი საყვედური და გაფრთხილება არ არის ჩემს პორთფოლიოში, ჩემს საქმეს ყოველთვის ვაკეთებ დიდი რუდუნებით... და დღეს მე ოზურგეთიდან იმიტომ მივდივარ, რომ უბრალოდ განსხვავებულად ვფიქრობ?! ამასთან ერთად მინდა ხმამაღლა ვთქვა _ მე არც ერთი პარტიის წევრი არ ვარ, არც ერთი პარტიის აქტივისტიც არ გახლავართ. მე ვარ ერთი რიგითი მოქალაქე, რომელსაც თავისი საქმის კეთილსინდისიერად კეთება არ დააცალეს ოზურგეთში, _ ამბობს "გურია ნიუსთან" საუბრისას ეკა ნინიძე.

გათავისუფლებული პედაგოგი, გათავისუფლების მიზეზების დეტალების გარკვევას ორშაბათს შეეცდება: _ ორშაბათს ვეცდები, დეტალები გავარკვიო. საინტერესოა, რატომ შემიწყდა მხოლოდ მე ხელშეკრულება და რატომ გამომარჩიეს დანარჩენ 27 პედაგოგში. ალბათ, აქვთ არგუმენტი და მინდა, რომ ეს არგუმენტი მოვისმინო, _ აღნიშნავს ნინიძე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელთან დაკავშირებას საკმაოდ დიდხანს ვცდილობდით. ჭყონიამ ჯერ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, მოგვიანებით კი ტელეფონი გაგვითიშა.

ცენტრის პოზიციის გაგება, ჩვენ პრესსამსახურის საშუალებით შევძელით: _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრს, #2 ფილიალის აღმზრდელთან ეკა ნინიძესთან შრომითი ხელშეკრულება 2012 წლის 31 ივლისამდე აქვს გაფორმებული. შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის თაობაზე მას კანონის თანახმად 27 ივლისს შეტყობინება გაეგზავნა, _ ასეთ კომენტარს გვაწვდიან ეკა ნინიძის გათავისუფლებაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრიდან.




 ახალი ამბები
  • თოვლი, ლიპყინული და ზვავსაშიშროება _ როდიდან შეიცვლება ამინდი საქართველოშისაქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაეცემა , _ ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი - 19-20 იანვარს, უმეტესად თოვლის სახით, მთაში ზოგან ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე მოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება. 19-22 იანვარს ღამის საათებში კოლხეთის დაბლობზე ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლებელია ციტრუსები, განსაკუთრებით ლიმონის ნარგავები ... ...
  • მარინა ენდელაძე: ეს ერთადერთი გამოსავალიამსოფლიოში არცერთი ეპიდემია არ დამარცხებულა ვაქცინაციის გარეშე, შეუძლებელია ადამიანებმა მუდმივად რეგულაციების ქვეშ ვიცხოვროთ, ამდენად ერთადერთი საიმედო გამოსავალი - ვაქცინაციაა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში ვაქცინაცია იქნება პირველ კვარტალში და პირველ ეტაპზე მცირე დოზა. „როგორც ვიცი, ქვეყანა ემზადება, რომ შემდეგ ვაქცინაცია მასიურად მოხდეს. პირველ რიგში რისკჯგუფები აიცრებიან. ვაქცინაცია ინფიცირებულთა შემთხვევებს შეამცირებს, მაგრამ პარალელურად, ჯერჯერობით, ისევ რეგულაციების დაცვა მოგვიწევს“, - განაცხადა ... ...
  • საქართველოს საავტომობილო გზების ზოგიერთ მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდასაქართველოს საავტომობილო გზების ზოგიერთ მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდა, _ ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს: "რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ125-კმ157 (მელე-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე გზის კმ89-კმ125 (ლენტეხი-მელე) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - წერია განცხადებაში. ცნობისთვის, მოძრაობა განახლდა ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე - ამ დროისთვის, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ... ...
  • ხვალ დიდ ქალაქებში, ასევე, აჭარაში სკოლებში მეორე სემესტრი დისტანციურ ფორმატში განახლდებახვალ, 18 იანვარს სასწავლო პროცესი დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით დაიწყება ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ფოთი, მარნეული და გარდაბანი. აჭარისავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს ასევე გააგრძელებენ დისტანციურ რეჟიმში. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ის სკოლები, სადაც მეორე სემესტრი საკლასო ოთახებში განახლდება, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სრულად უზრუნველყვეს პირბადეებით, დისტანციური, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერითა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით. გარდა ამისა, სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში გაგრძელდება პირველ სემესტრში აპრობირებული მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების განხორციელების პროცესს განათლების სამინისტრო სისტემატიურად დააკვირდება და განახორციელებს სკოლების მონიტორინგს. სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად, დისტანციური სწავლების მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი რესურსის „ტელესკოლის“ მეორე სემესტრის საგაკვეთილო პროცესიც გაგრძელდება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი 18 იანვარს 9:00 საათიდან განახლდება. „პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოში მოქმედ სამ მობილურ ოპერატორთან - სს „სილქნეტთან“, შპს „მაგთიკომთან“ და შპს „ვიონი საქართველოსთან“ (ბრენდი „ბილაინი“) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი, რის საფუძველზეც საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები ივნისის ბოლომდე შეღავათიანი მობილური ინტერნეტ პაკეტით ისარგებლებენ. მობილური ინტერნეტ პაკეტის შეღავათიან ტარიფს ასევე მხარი დაუჭირა საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ“ - აცხადებენ განათლების სამინისტროში. დისტანციური სწავლების გამოწვევებისა და ტექნიკური საჭიროებების შესაბამისად, ინტერნეტ პროვაიდერები მოსწავლეებსა და მასწავლებლებს20 GB მობილურ ინტერნეტპაკეტს 10 ლარად შესთავაზებენ, რაც სტანდარტულ ღირებულებასთან შედარებით 2,5-ჯერ ნაკლებია. დარგის ექსპერტების რეკომენდაციით, 20GB საკმარისი ოდენობაა ერთი თვის განმავლობაში ონლაინ გაკვეთილებზე დასასწრებად და ინტერნეტ რესურსების ... ...
  • პანკისის ხეობაში 40 წლამდე კაცი მოკლეს - ერთმანეთს ნათესავები დაუპირისპირდნენპანკისის ხეობაში ნათესავებს შორის  ურთიერთშელაპარაკება მკვლელობით დასრულდა - მოკლულია 40 წლამდე კაცი. შემთხვევა ცოტახნის წინ მოხდა. სავარაუდო დამნაშავეს, გავრცელებული ინფორმაციით, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. წყარო: მთავარი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....