მანანა კობახიძე: "ქდმ-ს მიერ სუფრის გაშლა იყო ამომრჩევლის აშკარა მოსყიდვა"

პოლიტიკა

მანანა კობახიძე: "ქდმ-ს მიერ სუფრის გაშლა იყო ამომრჩევლის აშკარა მოსყიდვა"

2 აგვ. 2012, 17:47:25

_ ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უნდა აღნიშნოს, რომ ანალოგიურ საქმეზე აუდიტის სამსახურმა უდანაშაულოდ სცნო ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დავით ბეჟუაშვილი. ასე რომ, სავარაუდოდ, არც ქდმ-ს დაუმტკიცდება ამომრჩევლის მოსყიდვა მწვადით, კიტრითა და პომიდვრით.

"ქრისტიან-დემოკრატების მიერ ათასკაციანი სუფრის გაშლას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხრიდან დაუყოვნებლივი რეაგირება უნდა მოჰყოლოდა, რადგან აშკარა მოსყიდვასთან გვაქვს საქმე," _ აცხადებს "გურია ნიუსთან" საუბარში პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს"თავმჯდომარე მანანა კობახიძე. მისი განცხადებით, მართალია ქდმ მასპინძლობას უარყოფს, მაგრამ არც იქ მყოფი ადგილობრივი მოსახლეობა ადასტურებს პარტიის დასახვედრად სუფრის გაშლას.

"ეს იყო ამომრჩევლის მოსყიდვა. ამას მაშინვე უნდა მოჰყოლოდა რეაგირება აუდიტის სამსახურის მხრიდან და უნდა გახორციელებულიყო შესაბამისი სანქციები, მაგრამ, როგორც წესი, ქდმს -ს ხელისუფლება არანაირ პრობლემას არ უქმნის. პირიქით _ გადახედეთ სახელისუფლებო არხების ნებისმიერ საინფორმაციო საშუალებას, როგორი ინტენსივობით და დადებითი კონტექსტით ხდება ამ პარტიის ყოველი ნაბიჯის გაშუქება, და შეადარეთ ეს იმ სიუჟეტებს, რაც "ქართული ოცნების" ლიდერების და მოსახლეობის შეხვედრებთან დაკავშირებით მზადდება. ქდმ-ს მიერ სუფრის გაშლას, რა თქმა უნდა მოყვა და კიდევ მოყვება შეფასება მედიის მხრიდან, მაგრამ მერწმუნეთ, ეს არ მიიღებს იმ მასშტაბს, რასაც ეს ფაქტი გამოიწვევდა, "ქართული ოცნების" ავტორობით," _ აცხადებს მანანა კობახიძე "გურია ნიუსთან" საუბარში.

_ როგორ შეაფასებთ 2 დღის წინ ე.წ კაციტაძის კომისიის მიერ საარჩევნო სიებში აღმოჩენილ გაურკვევლობას? ფაქტობრივად ამომრჩეველთა 1/3 ადგილსამყოფელი დაუდგენელია, არიან მკვდარი სულები და შიდა მიგრაციაში მყოფი ადამიანები, რომლებიც არავინ იცის, ხმას რომელ უბანზე მისცემენ.

_ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი შენიშვნა გვაქვს ამ კომისიის მიმართ, ასევე, ალბათ, გახსოვთ, როგორ მოხდა კომისიის დაკომპლექტება, მაგრამ ამის მიუხედავად, ის მონაცემები, რაც მათ დადეს, საგანგაშოა. ახლა უკვე აშკარაა, რომ წინა არჩევნები, რომელიც ამ სიებით ჩატარდა, ძალიან შორს იყო რეალობისაგან. ფაქტობრივად, მილიონი ამომრჩევლის სტატუსი გაუგებარია, არ ვიცით, ამ მილიონი ამომრჩევლის მიერ, სად და როგორ მოხდა ხმის მიცემა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ის ამ სიებით ჩატარებული არჩევნები არ შეიძლება ჩაითვალოს ლეგიტიმურად.

_ საარჩევნო სიის საბოლოო ვარიანტი 15 სექტემბერს მომზადდება. არსებით ცვლილებას ელით ამ სიებში?

_ თვენახევარი საკმაო დროა იმისთვის, რომ მონაცემები დაზუსტდეს. თუ ეს ასე არ მოხდა და ხელისუფლებამ ძველი სიებით ჩაატარა ოქტომბრის არჩევნები, ამას რა თქმა უნდა, ადეკვატური რეაქცია მოყვება ჩვენი მხრიდან, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების მხრიდან. თუ ამ სიებში შესწორება არ გაკეთდა, მაშინ არანაირ დემოკრატიულ არჩევნებზე არ შეიძლება იყოს საუბარი

_ მმართველი პარტია აცხადებს, რომ კოალიცია "ქართულ ოცნებას "არ სურს დემოკრატიული არჩევნები, ხელს არ აწერს მათ მიერ პარტიებისთვის შეთავაზებულ დეკლარაციას და ბრალს გდებთ, რომ პროცესების ქუჩაში გადატანას გეგმავთ.

_ ჩვენ ვეთანხმებოდით იმ პრინციპებს, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა, როგორც არბიტრებმა პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზეს,. მაგრამ როდესაც ეს ინიციატივა საკუთარ თავზე აიღო მმართველმა პარტიამ, მივხვდით, რომ შეიქმნა აბსურდული მდგომარეობა. ნაციონალური მოძრაობა პარტიებს სთავაზობს რაღაც პრინციპებზე ხელის მოწერას და თვითონვე არღვევს ამ პრინციპებს. ამის უახლესი მაგალითი სვანეთში მოხდა, როდესაც ამომრჩეველთან შესახვედრად მისულ ბიძინა ივანიშვილს სამეგრელოდან აყვანილი ზონდერჯგუფი დაახვედრეს.

რაც შეეხება მმართველი პარტიის ბრალდებებს, ჩვენ მათ არ ვაღიარებთ. ეს არის ხელისუფლების მხრიდან დაწყებული შავი პიარი. ჩვენ არაფერსაც არ ვგეგმავთ და ველით თავისუფალ, თანასწორ და დემოკრატიულ არჩევნებს. კეთილი ინებოს ხელისუფლებამ და შექმნას ეს პირობები. მომავალი არჩევნების ჩატარებაზე მთელი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, რადგან მთელი ბერკეტები, მათ შორის ძალოვანი სტრუქტურები და ადმინისტრაციული რესურსი, მის ხელშია. ჩვენ არ გვინდა არანაირი რევოლუცია და ქუჩაში გამოსვლა. მე მგონი, თვითონ ხელისუფლება ილტვის ამისკენ.

_ ხელისუფლება აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა საერთაშორისო საარბიტრაჟო საჩივრით უკან მოითხოვა 80 მილიონი.

_ აქ არ არის საუბარი 80 მილიონზე, რადგან ეს თანხა მიზანმიმართულად გადაირიცხა არა როგორც ჯარიმა, არამედ როგორც დახმარება სტიქიით დაზარალებული ადამიანებისთვის. ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა ლეგიტიმური უფლება, როგორც ინვესტორს და როგორც ბიზნესმენს, მის მიმართ გახორციელებული უკანონო ქმედებებისთვის ხელისუფლებასთან სამართლებრივი დავა წამოეწყო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ იმ თანხაში, რასაც ივანიშვილი, როგორც მიყენებულ ზარალს სთხოვს ხელისუფლებას, 80 მილიონი არ იგულისხმება.




 ახალი ამბები
  • "წაგვიღო წყალმა" _ ჩოხატაურში დუმბაძის ქუჩის #24-ში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენუამინდობამ პრობლემები შექმნა ჩოხატაურში. როგორც "გურია ნიუსს" დუმბაძის 24-ში მდებარე მარავალბინიანი საცხოვრებელი სახლიდან შეატყობინეს, ადიდებული მდინარე ორპირა კალაპოტიდან გადმოვიდა და საცხოვრებელი სახლის ქვეშ მიედინება. "თუ ჰყავს ვინმე პატრონი რაიონს, მოგვხედონ. რამდენჯერ მივმართეთ განცხადებით, მაგრამ შედეგი არაფერმა გამოიღო. მოვლენ, გადახედავენ-გადმოხედავენ, წავლენ. ვფიქრობთ, ეს იმიტომ ხდება, რომ კორპუსის მცხოვრებლებს ოპოზიციონერებად მოგვიაზრებენ, რატომ ესეც არ ვიცით, მაგრამ რა უბედურებაა პოლიტიკური შეხედულების მიხედვით ადამიანების დაყოფა. თუ ოპოზიციონერები ვართ, ამიტომ უნდა წაგვიღოს წყალმა და დაგვეხრჩონ ბავშვები. ვინმემ მოგვხედოს, _ ამბობს "გურია ნიუსთან" ბინის ერთ-ერთი მცხოვრები. პრობლემაზე სასაუბროდ "გურია ნიუსი" მუნიციპალიტეტის მერს, ირაკლი კუჭავას დაუკავშირდა. კუჭავას თქმით, აბსურდია ბრალდება, რომ პოლიტიკური შეხედულების გამო არ ეხმარებიან ვინმეს. "მაგ ტერიტორიაზე გაკეთებულია დიდი პროექტი, მოწესრიგდება ორპირას ნაპირები და მოეწყობა ბულვარი, მაგრამ ეს წელს ვერ განხორციელდება. ასეთ დროს უნდა დარეკონ მერიაში, ჩვენი კომისია გავა ადგილზე, დასურათდება მდგომარეობა და მოვითხოვთ სტიქიის სალიკვიდაციო ხარჯებში. ამ შემთხვევაში ახლავე გავლენ ჩვენი სპეციალისტები შემთხვევის ადგილზე. ხოლო რაც შეეხება პოზიცია-ოპოზიციად ადამიანთა დაყოფას და ამ ნიშნით დახმარებას, ეს არის აბსურდი. არასოდეს გაგვირჩევია ადამიანები. შეგიძლიათ თუნდაც მაგ ქუჩაზე იკითხოთ, რამდენჯერ დავხმარებივართ იმ ადამიანებს, მათი ოჯახის წევრებს, თითონ რომ მოიაზრებენ თავს ოპოზიციონერებად, _ გვითხრა მუნიციპალიტეტის ... ...
  • “მაგნიტში“ მომხადარ ქურდობის ფაქტზე ერთი პირია მხილებულიდღეს ქალაქ ოზურგეთში სუპერმარკეტების ქსელის მაღაზია გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178 მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს. მხილებულია ერთი პირი. მიმდინარეობს ინტესიური საგამოძიებო მოქმედებები. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, მოპარულია 5 ბოთლი ალკოჰოლური ... ...
  • რაჭაში სტიქიამ ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა„ონის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა სოფელ გლოლაში საავტომობილო გზის ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა", _ აღიშულ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო უწყება ავრცელებს. უწყებისვე ცნობით, შემთხვევის ადგილას დილიდან ოპერატიულად დაიწყო აღდგენითი და პრევენციული ... ...
  • როდიდან აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობათბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობას, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში გაანახლებს. მერის განცხადებით, ტრანსპორტის ამუშავებისთვის აუცილებელია მითითების მიღება, თუ როგორი უნდა იყოს წესები ეპიდემიის დროს. „ზუსტი თარიღი უცნობია.  ჩვენ არ გვაქვს ეს ინფორმაცია. დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც პირადად მე დავსვი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების საკითხი, რადგან ძალიან დიდი მოთხოვნაა საზოგადოებაში. ველოდებით მითითებებს, ჯერ არანაირი მითითება არ არის ჩვენთან შემოსული. თუ როგორ უნდა იყოს წესები საზოგადოებრივ ტრანსპორტის მუშაობის დროს, ხალხმა როგორი წესებით უნდა ისარგებლოს ავტობუსით, მეტროთი, მიკროავტობუსით მგზავრობის დროს და ა.შ.“_ თქვა კალაძემ ... ...
  • საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მასშტაბური ღონისძიებები წელს არ გაიმართება. ამის მიზეზი ეპიდვითარება და ხალხმრავლობის თავიდან აცილებაა. პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით,  საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სახელმწიფო უწყებები სხვადასხვა ფორმატის მცირემასშტაბიანი ღონისძიებებით აღნიშნავენ. პრემიერ-მინისტრი კი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე. „26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია. მოგეხსენებათ, ბოლო წლების განმავლობაში 26 მაისი გახდა მასშტაბური საერთო სახალხო ზეიმი, რომელშიც ათასობით ჩვენი მოქალაქე მონაწილეობდა. წელს, მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნა განსხვავებული ფორმატით გვიწევს. ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით, წელს 26 მაისის აღსანიშნავი მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება. სახელმწიფო უწყებები დამოუკიდებლობის დღეს სხვადასხვა ფორმით აღნიშნავენ. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე“, _  განაცხადა ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...


რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?