"ნაცმოძრაობის" ოფისში შეკრებილი საჯარო მოხელეები... ბახმაროში გასაგზავნი ჩანთებით

პოლიტიკა

"ნაცმოძრაობის" ოფისში შეკრებილი საჯარო მოხელეები... ბახმაროში გასაგზავნი ჩანთებით

2012 აგვ 9 10:57:32

7 აგვისტოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის (ოზურგეთი) ოფისში, საჯარო მოხელეებმა შეკრება სამუშაო საათებში დაიწყეს. კარი ჩაკეტილი იყო, მხოლოდ დაკაკუნების შემდეგ უშვებდნენ იქ მიმსვლელებს (არ არის გამორიცხული, პაროლიც ჰქონოდათ. ავტ) კარი თითქმის ყოველ წუთს გასაღებით იკეტებოდა. შემდეგ კი, როდესაც ვინმე მივიდოდა კარებთან, რამდენიმე წამებში აღებდნენ პარტიის აქტივისტები.

შუქრი გაბრიჩიძე _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, გია შახოვი _ გამგეობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი, ოთარ რევიშვილი _ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი გურიაში, კახა მეგრელიშვილი _ ქალაქ ოზურგეთის რწმუნებული, მამია ბარამიძე _ სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომელი _ ეს ადამიანები ჩვენ იმ დღეს ამ შეხვედრაზე დავაფიქსირეთ.

ოთო რევიშვილმა და კახა მეგრელიშვილმა ოფისი კომენტარის გარეშე დატოვეს, კომენტარის ხასიათზე არც ამავე პარტიის ოზურგეთის ოფისის საორგანიზაციო მდივანი დიტო შარაძე იყო.

შუქრი გაბრიჩიძის განცხადებით, ოფისში სულ 15 წუთი იყო და ექვსი საათის შემდეგ სად წავა, არავის საქმე არ არის:

_ რაღაც თემები აინტერესებდათ ახალგაზრდებს, ბავშვები მანდ, რაღაც პროექტებზე მუშაობენ, სხვადასხვა პროექტებზე მუშაობენ. შევედი, ჩვეულებრივად, 15 წუთი დავყავი. მგონი, მაქვს უფლება, ექვსი საათის მერე სადაც მინდა, იქ ვიარო.

_ რა პროექტებზეა საუბარი?

_ ანუ რა შეიძლებოდა გაეკეთებინათ ქალაქში ახალგაზრდებს ისე, რომ დარღვევების გარეშე მოხდეს ეს ყველაფერი. 7-8 აგვისტო ხომ გლოვის დღეა და არაფერი ისეთი გამიკეთებია.

ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლის მამია ბარამიძის კომენტარმა _ მან ჯერ ვერ გაიხსენა, რა დროს იყო შეხვედრაზე, შემდეგ კი გაახსენდა, რომ "ვიღაცის" ხელით ბახმაროში ჩანთა ჰქონდა გასაგზავნი და ოფისში ამის გამო მისულა.

_ არ ვიცი, არ მახსოვს, ვიყავი თუ არა სამუშაო დროს პარტიაში. ვიცი, რომ არ ვიყავი.

_ ესე იგი, იყავით თუ არ იყავით?

_ მე, ასე ვიცი, ექვსი საათის მერე ვიყავი. ჩანთა მქონდა დატოვებული ბახმაროში გასაგზავნი და ვიღაცა მიდიოდა იქ, _ გვითხრა მამუკა ბარამიძემ.

გია შახოვის თქმით, ის სამუშაო საათებში იმიტომ შევიდა "ნაცმოძრაობის" ოფისში, რომ "რაღაც დაზიანება იყო და დაეხმარა".

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, ილია ვაშაყმაძის თქმით, 7-8 აგვისტოს გლოვის დღე იყო გამოცხადებული: _ როგორც ვიცი პარტიული საქმიანობა ეს ორი დღე შეჩერებულია, _ გვითხრა ილია ვაშაყმაძემ. მას არ აქვს ინფორმაცია პარტიაში საჯარო მოხელეების ყოფნის თაობაზე.

მეტად "ამომწურავი" პასუხი გაგვცა ამ ყველაფერზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის პრესსპიკერმა ლია კილაძემ. ჩვენს კითხვაზე, რა შეხვედრა გაიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულ ორგანიზაციაში, სადაც სამუშაო საათებში საჯარო მოხელეებიც შეიმჩნეოდნენ, მან გვიპასუხა:

_ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, ორი დღის განმავლობაში 7-8 აგვისტოს (შეგიძლიათ ნახოთ ილია ვაშაყმაძის და შუქრი გაბრიჩიძის პასუხები), ყველა სახელმწიფო შენობაზე დაშვებულია ეროვნული დროშა. "ხსოვნის კვირეულთან" დაკავშირებით, მმართველი გუნდი ორი დღით, წინასაარჩევნო კამპანიას წყვეტს. შესაბამისად, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის ორგანიზაციაში ოფიციალური შეხვედრები არ გამართულა.

ოზურგეთის მე-4 საჯარო სკოლის პედაგოგმა, ნატალია ლუკაშენკომ "გურია ნიუსთან" საუბრისას თქვა, რომ პარტიის ოფისში იმის გამო მივიდა, საარჩევნო თემებზე ესაუბრათ.

ოფისიდან გამოსული ადამიანები, რომლებიც თავს პარტიის კოორდინატორებად მოიხსენიებდნენ, ერთნაირ პასუხებს გვცემდნენ:

_ ჩვენ პარტიის კოორდინატორები ვართ და გვითხრეს, რომ 8 აგვისტოს არ უნდა გვემუშავა, გლოვის დღე იყო.

კოორდინატორები პრესასთან სახელს და გვარს არ ასახელებდნენ.

და ბოლოს, არასამუშაო საათების შემდეგ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისიდან თეფშები გამოიტანეს. "გლობალ ტვ"-ის ან "მაგთი სატის" თეფშებზე არ არის საუბარი _ სამზარეულოს თეფშებს ვგულისხმობთ.

რამდენიმე ადამიანმა ისიც გვითხრა, რომ ოფისში საზამთრო და ნესვი შეუტანიათ. ალბათ, კოორდინატორების გამასპინძლება სურდათ.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს" იურისტის ირინა ურუშაძის თქმით, "საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, საჯარო მოხელეებს ეკრძალებათ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა, როდესაც ასრულებენ უშუალო სამსახურებრივ ფუნქციებს. სამუშაო საათები სწორედ ამ ფუნქციების შესრულების დროა, ხოლო პარტიის ახალგაზრდულ შტაბში ყოფნა, სავარაუდოდ, სწორედ კამპანიაში ჩართვის მიზნით ხდება. შესაბამისად, აღნიშნული მოხელეები, რომლებიც სწორედ სამუშაო დროს იმყოფებიან პარტიის შტაბში, არღვევენ საარჩევნო კოდექსის დანაწესს და ხდება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება წინასაარჩევნო პერიოდში".

კოალიცია "არჩევნის თავისუფლებისთვის" წევრის ირაკლი მელაშვილის თქმით, "სამუშაო საათებში მოხელე ასრულებს სამსახურებრივ ფუნქციებს, რაშიც არ შედის პარტიულ ოფისებში პარტიულ ღონისძიებებზე სიარული. წინასაარჩევნო პერიოდში პარტიის ოფისში ჩატარებული შეხვედრა, ცალსახად საარჩევნო ღონისძიებაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეხვედრა უნდა ტარდებოდეს სახელმწიფო დაწესებულებაში".




 ახალი ამბები
  • საპენსიო სქემაში 900 ათასზე მეტი ადამიანი არის ჩართული (R)საპენსიო სქემაში პირველი იანვრიდან დღემდე 923,258 ადამიანი გაწევრიანდა, საიდანაც 746,829 კერძოზე, ხოლო საჯარო სექტორზე 215,676 მოდის. აღსანიშნავია, რომ სისტემაში 59,379 ათასი კერძო ორგანიზაციაა ჩართული. ფონდის ღირებულება 409,507,840-ლარია. შენატანებზე დამატებით  დარიცხული სარგებელი 11,163,782 ლარს შეადგენს. ამ დროისთვის კომპანიების მიერ შენატანების დეპოზიტურ მოცულობებთან ერთად ფონდის მთლიანი ღირებულება 455,177,604 ლარს შეადგენს. ფონდის ერთეულის ღირებულება საწყისი 10 ლარიდან, 10.48 ლარამდე გაიზარდა, რაც 4.8%-იან ზრდას წარმოადგენს. ფონდის მონაწილეთა რაოდენობა ბოლო თვეებში საშუალოდ დღეში 500-700 მონაწილით იზრდება, ხოლო გასულთა რიცხვი უმნიშვნელოა. ... ...
  • დაგროვებითი პენსიის რეფორმა საქართველოს ეკონომიკას გააძლიერებს - ლევან სურგულაძე (R),,დაგროვებითი პენსიის რეფორმა ღირსეული სიბერის უზრუნველყოფასთან ერთად, უმნიშვნელოვანეს და უპრეცედენტო ეკონომიკურ გავლენას იქონიებს. პირველად საქართველოში იქმნება მასშტაბური გრძელვადიანი, მოქნილი და იაფი საინვესტიციო კაპიტალის ბაზა, რომელიც კაპიტალის ბაზრის განვითარებას მკვეთრად შეუწყობს ხელს.“ - აცხადებს საპენსიო სააგენტოს დირექტორი. ლევან სურგულაძის განმარტებით, ეს არის ალტერნატიული გრძელვადიანი რესურსი, რომლის დიდი ნაწილითაც სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტების საშუალებით დაფინანსდება ადგილობრივი ბიზნესი, შეიქმნება ახალ სამუშაო ადგილები. ,,ჩვენი შეფასებით საპენსიო რეფორმის შედეგად შექმნილი მასშტაბური საინვესტიციო კაპიტალის ბაზა და ამის შედეგად განვითარებული კაპიტალის ბაზარი გრძელვადიან პერიოდში, 3-4%-ით დააჩქარებს ეკონომიკურ ზრდას. გაიზრდება შემოსავლები და შემცირდება სიღარიბე. სახელმწიფოს გაეზრდება შემოსავლები, რაც მათ შორის, საშუალებას მისცემს უფრო მეტი სახსრები მიმართოს სოციალურ პროექტებზე და საბაზისო სოციალური პენსიების უფრო სწრაფ ზრდაზე. ეს ასევე ხელს შეუწყობს განვითარებულ ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე უცხოური პორტფელური ინვესტიციების შემოსვლას, პირდაპირ ინვესტიციებთან ... ...
  • მუნის ორი შემთხვევა თბილისში მდებარე ბაგა-ბაღშითბილისის 74-ე ბაგა-ბაღში მუნის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ბაღის ადმინისტრაციას აღსაზრდელების მშობლებმა აცნობეს. ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, შემთხვევის გამო ბაგა-ბაღში სადიზენფექციო სამუშაოები ჩატარდა, ხოლო სასწავლო პროცესი არ ... ...
  • "მარტო პირჯვრის წერა ისწავლეს ქრისტესგან“ _ დღეს ბესიკ ხარანაულის დაბადების დღეა"ხალხმა მარტო პირჯვრის წერა ისწავლა ქრისტესგან, სხვა ყველაფერი, რაც ძნელია, მას შეატოვა", _ ამ ფრაზის ავტორი, მწერალი და პოეტი ბესიკ ხარანაული დღეს იუბილარია, მას 80 წელი შეუსრულდა. ბესიკ ხარანაული დაიბადა თიანეთში 1939 წლის 11 ნოემბერს. მისი წინაპრები მაღაროსკარის თემის სოფელ კუჭეჭადან (ფშავი) გადასულან ივრის ხეობაში, კერძოდ, თიანეთში. 1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. მისი ლექსები თარგმნილია ფრანგულ, გერმანულ, რუსულ, ჩეხურ, უნგრულ, ბულგარულ, აზერბაიჯანულ და სხვა ენებზე, რაც გვიდასტურებს, რომ ამ ავტორის მაღალმხატვრულ პოეზიას თავისი თაყვანისმცემლები ჰყავს უცხოეთშიც. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1954 წელს, ლექსების პირველი კრებული გამოიცა 1968 წელს. მიღებული აქვს: რუსთაველის პრემია; ილია ჭავჭავაძის პრემია; 1993 წელი — სახელმწიფო პრემია; 2004 წელი — ლიტერატურული პრემია „საბა" საუკეთესო პოეტური კრებულისთვის „წიგნი ამბა ბესარიონისა"; 2012 წელი — ლიტერატურული პრემია „გალა" წიგნისათვის „ლექსები, პოემები“. 2011 წელს იყო წარდგენილი ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში. გამოყენებულია ვიკიპედიას ... ...
  • "გაიცანით _ აკინი!"სოციალურ ქსელ ფეისბუქის ერთ-ერთი მომხმარებელი სოფიო კუბლაშვილი ახლახან დაბადებული ხბოს ფოტოს აქვეყნებს. როგორც ის  ამბობს, ხბოს აკინი დაარქვა და ამით სურს გამოხატოს სოლიდარობა და მხარდაჭერა რეჟისორ ლევან აკინის და ფილმის _ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შემოქმედებითი ჯგუფის მიმართ. „გაიცანით _ აკინი! დღეს შუაღამით იგემა თავისუფლება. იქიდან ველოდებოდით ყოველ საათში, რაც კინოთეატრ „ამირანში“ სპეციალური დაცვით იმართებოდა სეანსები. ჩვენმა ოჯახმა ასე გამოვხატეთ სოლიდარობა და მხარდაჭერა ფილმის შემოქმედებითი ჯგუფისადმი და დაბადებამდე ორი დღით ადრე ვუწოდეთ სახელი აკინი ხბოს, შესახსენებლად, რომ ევროპისკენ გზა „აკინზე“ გადის!“ _ წერს კუბლაშვილი.     ... ...

არქივი

ზაფრანი

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...

ინტერნეტის უარყოფა ადამიანის ორგანიზმზე მოქმედებს

ინტერნეტის ქსელიდან მკვეთრი გამოსვლა იწვევს...

რა გვიშლის ხელს დაძინებაში

არ გძინავთ კარგად და ეს...
კარმიდამო ჩემი

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?