ივანიშვილსა და კალაძეს აუდიტის სამსახური პირადი ანგარიშებიდან გატანილი ფულის უკან დაბრუნებას სთხოვს

პოლიტიკა

ივანიშვილსა და კალაძეს აუდიტის სამსახური პირადი ანგარიშებიდან გატანილი ფულის უკან დაბრუნებას სთხოვს

2012 აგვ 9 15:27:15
აუდიტის სამსახური აცხადებს, რომ ივანიშვილს და კალაძეს მიეცათ თანხების ხარჯვის მიზნობრიობის დამტკიცების საშუალება, რაც არ გამოიყენეს. კერძოდ, მათ უპასუხოდ დატოვეს მოგელაძის უწყების წერილობითი მოთხოვნა წარმოედგინათ ხარჯვასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია.

ადვოკატი სანდრო ბარამიძე აცხადებს, რომ აუდიტის სამსახურს ადამიანების პირად ცხოვრებაში ჩარევის უფლება არ აქვს, მის მოთხოვნა უკანონოა და, შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილი არ იყო ვალდებული მისთვის დეტალური ინფორმაცია მიეწოდებინა.

"ეს არის აუდიტის სამსახურის უკანონო მოთხოვნა, არ არსებობს კანონის ნორმა რომელიც უფლებამოსილს გახდიდა ამ სამსახურს ფიზიკური პირისათვის მოეთხოვა მის მიერ გამოტანილია ნაღდი ფულის ანგარიშზე დაბრუნება. ადამიანმა რომ საკუთარი ანგარიშიდან ფული გაიტანოს, ეს კანონდარღვევააა? ეს იყო ივანიშვილის პირადი თანხა, რომელიც არ დაუხარჯავს საარჩევნო მიზნით და არც დახარჯავს. აუდიტის სამსახურს არავითარი შეხება არ აქვს მის პირად ცხოვრებასთან", _ აცხადებს სანდრო ბარამიძე "გურია ნიუსთან" სამსახურში.

აუდიტის სამსახურის მიერ ბიძინა ივანიშვილის სახელზე გაგზავნილი წერილის მიხედვით ირკვევა, 2012 წლის განმავლობაში ბანკ "ქართუში" არსებულ ბიძინა ივანიშვილის ანგარიშიდან მისი მითითებით, ნოდარ ჯავახიშვილმა გაიტანა 2 918.500 დოლარი, 735 189 ლარი და 700 ევრო.

"რადგან საჯაროდ განცხადებული საარჩევნო მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 26 მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტს წარმოადგენთ და ამავდროულად პოლიტიკური დაფინანსების კანონის არაერთგზის დარღვევის გამო თქვენზე ვრცელდება ორგანული კანონით დადგენილი ფინანსური გამჭვირვალობის წესი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მოგთხოვათ წარმოგედგინათ დოკუმენტურად დადასტურებული ინფორმაცია ამ თანხით განხორციელებული საქმიანობის და გაწეული ხარჯების შესახებ", _ ნათქვამია აუდიტის სამსახურის მიერ ივანიშვილის სახელზე გაგზავნილ წერილში.

აუდიტის სამსახურის განცხადებით უწყების მიზანი დარღვევის პრევენციაა და არა სანქციების გამოყენება, ამიტომაც ივანიშვილს სთხოვს ნებაყოფლობით დააბრუნოს მისი და მისი მეუღლის ანგარიშებიდან გატანილი ნაღდი ფული.

აუდიტის სამსახურმა იგივე შინაარსით მიმართა კახი კალაძეს. ირკვევა, რომ ამ უკანასკნელს 2011 წლის ნოემბრიდან დღემდე პირად ანგარიშზე ჩაერიცხა 7 073 185 ლარი, საიდანაც ნაღდი ფულის სახით გატანილია 3 388 992 ლარი.




 ახალი ამბები
  • საირმის საკარანტინო ზონა მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვაიმერეთში, საირმის საკარანტინო ზონა დღეს მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვა. სასტუმროს დატოვებამდე მათ სამედიცინო შემოწმება გაიარეს. მათი წასვლის შემდეგ საკარანტინო ზონის ტერიტორიაზე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად,  სრულფასოვანი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. საკარანტინო ზონები როგორც იმერეთში, ასევე საქართველოს სხვა მხარეებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითაა მოწყობილი. საკარანტინო სივრცეებში  არსებული განთავსების პირობები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან საკარანტინო სივრცეების მოწყობის შესახებ. ... ...
  • რომელი საწარმოები და ობიექტები გააგრძელებენ მუშაობას კარანტინის დროსრომელი საწარმოები და ობიექტები გააგრძელებენ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ ისაუბრა. „აუცილებლად იმუშავებენ სააფთიაქო ქსელები და სურსათის მაღაზიები. რა თქმა უნდა სრული ხელმისაწვდომობა ექნება ჩვენს მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებაზე. იმუშავებენ მობილური კავშირგაბმულობის კომპანიები, ტელევიზიები, ბენზინგასამართი სადგურები ასევე საფოსტო მომსახურება იქნება ხელმისაწვდომი. ყველა ის მუნიციპალური სერვისი, როგორიც არის წყალი, დენი, გაზი. იმუშავებს სურსათის მომარაგების მთელი ჯაჭვი, რომელიც საჭიროა მაგალითად პურის საცხობები და თონეები“ - განაცხადა ცქიტიშვილმა. მინისტრის თქმით მზა კვების ობიექტები დისტანციური მიწოდების რეჟიმით იმუშავებენ, ასევე ფუნქციონირებას გააგრძელებენ მიტანის სერვისებიც. „ყველაფერი ის, რაც გარდაუვალი და აუცილებელია ჩვენი ფუნქციონირებისთვის, მასთან დაკავშირებული საქმიანობა, როგორიც არის თუნდაც სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობა, რომელიც არის საჭირო სასურსათო მაღაზიების უზრუნველყოფისთვის, ესეც ბუნებრივია იმუშავებს. გარდა ამისა, როდესაც უკვე ვსაუბრობთ ეკონომიკის სხვა მიმართულებებზე, სადაც შესაძლოა კითხვის ნიშნები არსებობდეს, ეს თუ ის საწარმო რამდენად სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ამ შემთხვევაში ასევე ჩვენ, მაგალითისთვის თუნდაც ბოლნისის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში, სადაც უფრო მკაცრი საკარანტინო პირობები იქნა შემოღებული, იქაც კი სოფლის მეურნეობის და ეკონიმიკის სამინისტროს მიერ იყო განსაზღვრული ის ობიექტები, მაგალითად კონცერნი „მარნეული“ რომელიც საკონსერვო პროდუქციას აწარმოებს დ აგრძელებს მუშაობას“ - განაცხადა ცქიტიშვილმა. ... ...
  • ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 1000 ოჯახი საკვები პროდუქტების პაკეტს მიიღებს ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი 1000 ოჯახი საკვები პროდუქტების პაკეტს მიიღებს,- ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამომხმარებლო პროდუქტების შესაძენად ადგილობრივ ბიუჯეტიდან 50 000 ლარამდე დაიხარჯება. ხობის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები სოციალურად დაუცველ ოჯახებს პროდუქტებს სახლში ... ...
  • დედაქალაქში დამატებითი შეზღუდვები წესდებაქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დედაქალაქში დამატებითი შეზღუდვები წესდება. საგანგებო მდგომარეობის გამკაცრების გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. როგორც დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 31 მარტიდან ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, თბილისის „მეტროპოლიტენით“ გადაადგილება იკრძალება. აკრძალვა, როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის, ასევე, ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე იმოქმედებს. „აღნიშნულ პერიოდში, დედაქალაქის მასშტაბით გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი ავტომობილით, მათ შორის ტაქსით, იმ შემთხვევაში, თუ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები სრულად იქნება გათვალისწინებული - ავტომანქანაში, მძღოლის ჩათვლით, უნდა მოთავსდეს მხოლოდ სამი ადამიანი. მათგან ორი ადამიანი, უნდა მოთავსდეს ავტომანქანის უკანა სავარძელზე, გარკვეული დისტანციის დაცვით. კიდევ ერთხელ შევახსენებთ ჩვენს მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი ტაქსის მძღოლებს, რომ მგზავრის გადაყვანის დროს, ავტომანქანის ფანჯრები დახურულ მდგომარეობაში არ უნდა ჰქონდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი ორგანოები კანონის ფარგლებში იმოქმედებენ“,_ ნათქვამია დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ ... ...
  • რა მნიშვნელოვანი შეზღუდვები წესდება ქვეყანაშისაქართველოში ხვალიდან საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდატის საათი ამოქმედდება. ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა ცოტა ხნის წინ გააკეთა. რას ითვალისწინებს აღნიშნული მდგომარეობა ქვეყანაში, რა მნიშვნელოვანი შეზღუდვები უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობამ_ ამ საკითხზე „გურია ნიუსი“  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებულ პროფესორს, კონსტიტუციონალისტ კოტე ჩოკორაიას ესაუბრა. „პრემიერ-მინისტრის განცხადებას ვუსმინე, რაც გულისხმობს პირველ რიგში შეზღუდვებს გადაადგილებასთან დაკავშირებით, ანუ მნიშვნელოვანი შეზღუდვებია. იკრძალება ყველა ტიპის სატრანსპორტო გადაადგილება ქალაქებს შორის, გარდა ავტომობილისა, მათ შორის თბილისში მეტროთი და ავტობუსით მგზავრობა. გადაადგილება მხოლოდ ავტომობილით არის შესაძლებელი და იქაც თავისი წესებია. 3 ადამიანზე მეტი არ შეიძლება, რომ იყოს ავტომობილში. მნიშვნელოვანი შეზღუდვა, რაც აქამდე არ იყო 3-ზე მეტი ადამიანის შეკრების შეზღუდვაა და ასევე მნიშვნელოვანი შეზღუდვა ეხება  70 წელზე მეტი ასაკის მქონე ადამიანებს, რომელთაც პრინციპში ეკრძალებათ გამოსვლა და მეოთხე, ესაა ე.წ. კომენდატის საათი. ეს არის უბრალოდ გადაადგილების შეზღუდვა, საკარანტინო შეზღუდვის კომპონენტი, როდესაც ადამიანებს ეკრძალებათ საღამოს 9-დან დილის 6-ამდე გამოსვლა. იმისთვის, რომ უფრო მარტივი აღსაქმელი ყოფილიყო ამიტომ თქვეს ე.წ. კომენდატის საათი. კომენდატის საათი ცოტა სხვა რაღაცებს მოიცავს თავის თავში, თუმცა, შინაარსით ამას ჰგავს. ე.წ. კომენდატის საათი, ნიშნავს იმასაც, რომ ადამიანებმა მგზავრობა ისე უნდა დაგეგმონ, რომ გადაადგილება არ გახორციელდეს 9 საათის მერე“,_ გვითხრა ჩოკორაიამ. საქართველოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის კიდევ უფრო მკაცრი სახით ამოქმედება კორონავირუსთან ბრძოლას ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...