წინასაარჩევნო დარღვევებით მდიდარი მასალა დიპლომატიური კორპუსისთვის

პოლიტიკა

წინასაარჩევნო დარღვევებით მდიდარი მასალა დიპლომატიური კორპუსისთვის

2012 აგვ 10 19:27:21
"ჩვენ, ქვემორე მიმართვის ხელმომწერ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს გვსურს, გამოვეხმაუროთ ამ რთულ წინასაარჩევნო პერიოდში ბოლო დროს განვითარებულ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ამა წლის პირველი იანვრიდან ვაკვირდებით წინასაარჩევნო პროცესებსა და მათ კანონმდებლობასთან შესაბამისობას. ამ თვალსაზრისით, ჩვენი განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ კვლავ სახელმწიფო ორგანოების საქმიანობა რჩება. ამ ხნის განმავლობაში, დაგვიგროვდა მდიდარი მასალა, რაც უკვე გვაძლევს შესაძლებლობას პირველადი და ზოგადი შეფასება მივცეთ ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს. მართლაც, თავისი ინტენსივობითა და მასშტაბით უპრეცედენტოა ის აქტივობა, რასაც სახელმწიფო დაწესებულებები იჩენენ პოლიტიკური პარტიების საქმიანობის მიმართ.

ჩვენს მიერ შესწავლილი საქმეები გვაძლევს საშუალებას დავასკვნათ, რომ სახელმწიფო ორგანოების საქმიანობა წინასაარჩევნო თვალსაზრისით არის მეტისმეტად მიკერძოებული და ორიენტირებულია ოპოზიციური პარტიების, განსაკუთრებით მთავარი ოპოზიციური კოალიციის შევიწროებისაკენ. არა ერთი სერიოზული ბრალდება, რომელიც მმართველი პარტიის მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვის, უკანონო შემოწირულებებისა თუ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას შეეხება, ამ დრომდე რეაგირების გარეშეა დარჩენილი. სახელმწიფო აუდიტის სამსახური მისი საქმიანობის დასაწყისში ცდილობდა საკუთარი საქმიანობა მეტ-ნაკლებად მიუკერძოებლად წარმოეჩინა, თუმცა დღეს ამ მცდელობასაც არა აქვს ადგილი. მმართველი პარტიის მიმართ მიღებული მცირე მასშტაბის, არაადექვატურად მცირერიცხოვანი გადაწყვეტილებები, რა დროსაც სრული რეაგირების გარეშეა დაჩენილი მსხვილი დარღვევები, გვაფიქრებინებს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური რეალურად მმართველი პარტიის ხელში კიდევ ერთ ბერკეტს წარმოადგენს და მისი საქმიანობა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვით არ მიმდინარეობს. სულ ცოტა ხნის წინ ახალი გენერალური აუდიტორის არჩევაც კმარა ამის მაგალითად.

ჩვენ ასევე გვახსოვს, რომ არავითარი რეაგირება ამ დრომდე არ მოყოლია ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემა "აკრედიტაციის გარეშეში"-ში პ/გ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი კოორდინატორის მიერ საჯაროდ გავრცელებულ სკანდალურ ინფორმაციას მმართველის პარტიის მიერ ჩადენილი კანონდარღვევების თაობაზე, მათ შორის პარტიის კოორდინატორების სახელმწიფო სამსახურში დასაქმებასთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, აღნიშულ საკითხის გადამოწმების მიზნით ჩვენს მიერ წარდგენილი ინფორმაციის გამოთხოვის განცხადებების მიუხედავად, საქართველოს კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით, თბილისის მერიასა და საკრებულოს არავითარი ინფორმაცია არ მოუწოდებიათ.

მართლაც, განსაკუთრებით თვალშისაცემია სახელმწიფო უწყებების დახურულობა, მათი სურვილი არ გასცენ საჯარო ფინანსებთან დაკავშირებული ინფორმაცია, იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური სრულიად უკანონო და უპრეცედენტო გამჭვირვალობას სთხოვს იმ ფიზიკურ პირებს, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებთან არიან დაკავშირებულნი. ამ პირობებში, კიდევ უფრო მეტად იზრდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პასუხისმგებლობა ადექვატური და დროული რეაგირება მოახდინოს ადმინისტრაციული რესურსების უკანონოდ გამოყენების შემთხვევებზე, თუმცა, სამწუხაროდ, ამ მხრივ არ გვახსენდება მის მიერ მიღებული არც ერთი გადაწყვეტილება.

დღეს არსებული მკვეთრად უთანასწორო გარემოს ჩანასახები ჯერ კიდევ მაშინ გაჩნდა, როდესაც საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის ოქტომბერში პოლიტიკურ სცენაზე მთავარი ოპოზიციური ფიგურის, ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის გათვალისწინებით კანონმდებლობა საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს მოარგო. კერძოდ, პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა დამძიმდა, თუმცა მასთან შედარებით უკიდურესად რბილი და არაპროპორციული დარჩა ადმინისტრაციული რესურსების უკანონო გამოყენების ზედამხედველობის კუთხით არსებული კანონმდებლობა. ეს მაშინ, როდესაც ადმინისტრაციული რესურსების უკანონო გამოყენება მხოლოდ მმართველ პარტიას ძალუძს.

დღეს ჩვენ ვართ თვითმხილველნი არა მხოლოდ პრობლემატური კანონმდებლობისა, არამედ სახელმწიფო ორგანიების მხრდიდან მისი კიდევ უფრო პრობლემატური, ხარვეზიანი და თვითნებური აღსრულებისა, განსაკუთრებით ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ. ამის დამადასტურებელი არაერთი მაგალითი არსებობს. მათ შორის, მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში გამოკვეთილ მიდგომებსა და არაჯანსაღ პრაქტიკას მოწმობს ბოლო რამდენიმე შემთხვევაც, როდესაც აუდიტის სამსახურმა, ყოველგვარი ადეკვატური დასაბუთების გარეშე, მოსთხოვა ბიძინა ივანიშვილსა და კახა კალაძეს, 2012 წლის განმავლობაში, საბანკო ანგარიშებიდან მათ მიერ გატანილი თანხის ხარჯვის ამსახველი ფინანსური დოკუმენტაციის წარდგენა. აღნიშნულზე უარის მიღების შემდგომ კი, მოუწოდა მათ მოეხდინათ გატანილი თანხის უკან საბანკო ანგარიშებზე დაბრუნება.

ამგვარი ქმედებებით აუდიტის სამსახური გასცდა, კანონით მისთვის მინიჭებული ფინანსური მონიტორინგის ფარგლებს. პირველ შემთხვევაში, უწყებამ კანონით დადგენილი სტანდარტის გვერდის ავლით, სათანადო დასაბუთების გარეშე მოსთხოვა ადრესატებს სრული ფინანსური ინფორმაცია, შემდგომში კი მიმართა მათ იმგვარი ქმედების განხორციელების წინადადებით, რასაც მისი უფლებამოსილება არ ითვალისწინებს.

გამომდინარე იქედან, რომ აუდიტის სამსახურის შეთავაზება თანხის საბანკო ანგარიშებზე დაბრუნებასთან დაკავშირებით არ ატარებდა სამართლებრივი ვალდებულების ხასიათს, მისი შეუსრულებლობა არ შეიძლებოდა გამხდარიყო რაიმე ტიპის პასუხისმგებლობის საფუძველი. თუმცა, 10 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, აუდიტის სამსახურმა მიმართა სასამართლოს და მოითხოვა კახა კალაძის ქონებისა და საბანკო ანგარიშების დაყადაღება. ჯერ–ჯერობით უცნობია აუდიტის სამსახურის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება, თუმცა ამ ეტაპზევე შეიძლება ითქვას, რომ ამ ფაქტებს შორის კავშირის არსებობის შემთხვევაში კალაძის ქონებაზე ყადაღის დადების მოთხოვნა იქნება სრულიად უკანონო და დაუსაბუთებელი.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აუდიტის სამსახურის ქმედებებში გამოიკვეთა მტკიცების ტვირთის ფიზიკურ პირებზე გადატანის მცდელობაც, რაც სრულიად მიუღებელი პრეცედენტია. აუდიტის სამსახურის მოვალეობას წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით დასაბუთებული პოზიციის წარმოდგენა. იმ პირობებში კი, როდესაც მნიშვნელოვანი რესურსების მქონე სახელმწიფო ორგანო ვერ ახერხებს სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენას, დაუშვებელია ამ მოთხოვნის კერძო პირზე გადატანა და მისი დავალდებულება, რომ ამტკიცოს საკუთარი მოქმედების კანონიერება.

რსებულ ვითარებაში განსაკუთრებული სიმწვავით დგება მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელების საკითხი. იმ პირობებში, როდესაც აუდიტის სამსახურის მუშაობაში არაერთი სერიოზული ხარვეზი იკვეთება, მნიშვნელოვანია მიუკერძოებელი და სამართლიანი სასამართლო ასრულებდეს ბალანსისა და უფლებების დაცვის გარანტის ფუნქციას.

მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ სასამართლო ხელისუფლება უფრო მეტად ლოიალურია აუდიტის სამსახურის მიმართ, რაც დასტურდება იმ ფაქტითაც, რომ სასამართლო უარს არ ამბობს აუდიტის სამსახურის იმ შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზეც კი, რომელშიც დასაბუთებისა და არგუმენტაციის სერიოზული ნაკლებობა ფიქსირდებოდა.

იმ პირობებში, როცა ისედაც ხარვეზიანი საკანონმდებლო ჩარჩო, საქმის განხილვის არაგონივრული დროის დაწესებით, დაცვის მხარეს უზღუდავს საქმის სამართლიანი განხილვის შესაძლებლობას, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო საკუთარი მოქმედებით ქმნიდეს მისი მიუკერძოებლობისა და ობიექტურობის განცდას, ამასთან უზრუნველყოფდეს მხარეთა თანასწორობას და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სათანადო დასაბუთებას. სამწუხაროა, რომ ბოლო დროის პრეცედენტებმა მართლმსაჯულების ამგვარად განხორციელების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

რასაკვირველია, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მხრიდან კანონის დარღვევა თანაბრად მიუღებელია და დამრღვევების მიმართ სათანადო ზომები უნდა იქნეს გამოყენებული, კანონი უნდა აღსრულდეს. თუმცა, ჩვენ დღეს ვერ ვხედავთ კანონის სათანადო და მიუკერძოებელ აღსრულებას, რაც გამოუსწორებელ შედეგებს აყენებს საარჩევნო გარემოს საქართველოში.

მივმართავთ საერთაშორისო დამკვირვებლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს, არ დაიშურონ საკუთარი ძალისხმევა საქართველოში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის და ამ თვალსაზრისით, დროული და სათანადო შეფასებები მისცენ სახელმწიფო დაწესებულებების რეპრესიულ ქმედებებს", _ აღნიშნულია მიმართვაში.




 ახალი ამბები
  • მამუკა ხაზარაძე: ტროლების და ბოტების გავრცელებულ ინფორმაციას ვერ ავყვები„ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს ოზურგეთში იმყოფებოდნენ. ახალი ოფისის გახსნის შემდეგ მამუკა ხაზარაძემ „გურია ნიუსის“ კითხვებს უპასუხა. _ ბატონო მამუკა, გეგმავთ თუ არა გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად 2020 წლის არჩევნებში გაერთიანებას? _ ჩვენ მივდივართ დამოუკიდებლად არჩევნებზე და ასე ვივლი. „ლელო საქართველოსთვის“ თვლის, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ორპოლუსიანობა არის პრობლემა. ჩვენ ვართ ალტერნატიული ძალა. კონსულტაციები იგეგმება სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან, მაგრამ არ  შევუერთდებით. _ ამ ეტაპზე უცნობია თუ რომელ პარტიაში იქნება შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი. ის აპირებს პოლიტიკაში მოვიდეს. აპირებთ თუ არა ვანო მერაბიშვილთან კონსულტაციებს? _ ეს არის გამორიცხული. მერაბიშვილთან არაფერი არ გაგვაჩნია. _ იქნებიან თუ არა „ლელო საქართველოსთვის“ გუნდში ის ადამიანები, რომლებსაც პოლიტიკურ წარსულში კავშირი ქონდათ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ან „ქართულ ოცნებასთან“? _ ჩვენ ოდიოზურ ფიგურებთან ვერ ვითანამშრომლებთ, მაგრამ ადამიანები, რომლებიც ადრე იყვნენ „ნაც.მოძრაობის“ წევრები ,მხარდამჭერები ან თუნდაც „ქართულ ოცნების“, ასეთ ადამიანებთან ურთიერთობის  პრობლემა არ გაგვაჩნია. ჩვენ ვართ მიზიდულობის ცენტრი, გვინდა ეროვნული იდეის გარშემო გაერთიანება, რაც გულისხმობს საქართველოში სახელმწიფოს მშენებლობას. რომელ პარტიას უჭერდა მხარს წარსულში ადამიანები, ეს არ არის ჩვენთვის შემაფერხებელი ფაქტორი. _ რამდენად მოიპოვებთ ადამიანების ნდობას. არაერთი კითხვები ჩნდება „თიბისი ბანკთან“ და „ანაკლიის პორტთან“ დაკავშირებით. _ ნებისმიერ კითხვაზე გვაქვს პასუხი და ასევე მზად ვართ კრიტიკული კითხვების საპასუხოდ.  შევქმენით მსოფლიო დონის  ორგანიზაციები, ამით ვამაყობთ. ვერანაირ ჭორაობას, ვერანაირ ტროლების და ბოტების გავრცელებულ ინფორმაციას ვერ ... ...
  • "ლელო საქართველოსთვის“ ოზურგეთში ოფისი გახსნადღეს პოლიტიკურმა გაერთიანებამ "ლელო საქართველოსთვის" ოზურგეთში ოფისი გახსნა. ,,ლელო პირდაპირ კავშირშია გურიასთან. ეს იქნება ერთ- ერთი ყველაზე შეკრული გუნდი. ჩვენ შევძლებთ სიღატაკის დაძლევას, უამრავ სამუშაო ადგილის შექმნას. ახლა ვნახე ადამიანი, რომელსაც ყავს ათსულიანი ოჯახი. ოჯახიდან 9 წასულია საზღვარგარეთ. ასეთ რამეზე ძალიან უნდა გავბრაზდეთ. ასეთი რამ უნდა აღმოვფხვრათ ჩვენს ქვეყანაში. მრავალი წლის განმავლობაში ჩვენ შეგვიქმნია უამრავი სამუშაო ადგილი. ჩვენ ვიცით, როგორ მოვიზიდოთ კაპიტალი ჩვენს ქვეყანაში,"- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ შეხვედრაზე გააჟღერეს, რომ 6 თვეში “ლელო საქართველოსთვის“ ყველა რაიონულ ცენტრში ექნებათ ოფისები. შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ ადგილობრივ ორგანიზაციას  კახა სიორიძე ... ...
  • საქართველოს საელჩო კორეაში მოქალაქეებს აფრთხილებსსაქართველოს საელჩო კორეაში მოქალაქეებს მოუწოდებს გაითვალისწინონ და დაემორჩილონ ადგილსამყოფელი ქვეყნის მიერ მიღებულ რეკომენდაციებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „კორეის რესპუბლიკაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ. ბოლო პერიოდში, კერძოდ გასული ორი დღის განმავლობაში, ადგილსამყოფელი ქვეყანაში საგრძნობლად მოიმატა კორონა ვირუსით (COVID-19) დაინფიცირებულ ადამიანთა რიცხვმა. შესაბამისად, კორეის რესპუბლიკის ხელისუფლებამ, ა.წ. 23 თებერვალს, შექმნილ ვითარებას მიანიჭა სიფრთხილის უმაღლესი დონე. ქალაქი დეგუ (Daegu) და გეონგბუკის პროვინცია (Gyeongbuk Province) გამოცხადდა სპეციალურ დაკვირვების ზონებად, რაც გულისხმობს აღნიშნული მიმართულებით გადაადგილების შეზღუდვას, მგზავრობისგან თავის შეკავებას და განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში, ამ რეგიონებისთვის განკუთვნილი უსაფრთხოების ზომების დაცვას. ყოველივე ხსენებულიდან გამომდინარე, საქართველოს საელჩო მოუწოდებს კორეის რესპუბლიკაში მცხოვრებ, სასწავლო, ტურისტული, საქმიანი და სამედიცინო მიზნით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს: გაითვალისწინონ და დაემორჩილონ ადგილსამყოფელი ქვეყნის მიერ მიღებულ რეკომენდაციებს; თავი შეიკავონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნისგან; დაიცვან უსაფრთხოების და ჰიგიენის ზომები. კორონავირუსთან დაკავშირებით, ოფიციალური ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ შემდეგ მისამართებზე: კორეის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი: http://ncov.mohw.go.kr/en/ http://www.cdc.go.kr/ http://www.cdc.go.kr/contents.es?mid=a30103000000 ცხელი ხაზი: 1339 ქ. სეულის მერია: http://www.seoul.go.kr/main/index.jsp http://www.swsgc.co.kr/ ტურიზმის ეროვნული სააგენტო: https://english.visitkorea.or.kr/enu/AKR/FU_EN_15.jsp… საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: საელჩო: 02 792-7118 საკონსულო სამსახური: 010 5103-1703“ – წერია ... ...
  • არჩილ თალაკვაძის საცხოვრებელ კორპუსში იარაღი იპოვესარჩილ თალაკვაძის საცხოვრებელ კორპუსთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული. როგორც შსს-ში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, საცხოვრებელ კორპუსში აღმოჩენილია, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც იპოვა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა. "პირველადი გამოძიებით რაც დასტურდება, პირველ და მეორე სართულებს შორის ნაპოვნია, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი. იარაღი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა აღმოაჩინა და გვაცნობა, რასაც მოჰყვა მყისიერი რეაგირება სამართალდამცავების მიერ. გამოძიება დაიწყო თბილისის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით", - განუცხადეს "რუსთავი 2-ს" შსს-ში. ... ...
  • პედაგოგს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად 11 ბავშვი გადაარჩინა მემორიალს უდგამენქობულეთში მემორიალს უდგამენ პედაგოგს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად 11 ბავშვი გადაარჩინა. ინფორმაციას „აჭარის ტელევიზია“ ავრცელებს. მარინა კონცელიძე 2017 წლიდან საბავშვო ბაღში მუშაობდა. 2019 წლის 5 აპრილს უბედური შემთხვევა მოხდა: მასწავლბელს ბავშვები ჰყავდა ეზოში გაყვანილი, რა დროსაც ბაღთან მყოფი ავტომობილი დაგორდა და სააღმზრდელო დაწესებულებისკენ დაიძრა. დაგორებული მანქანა საბავშო ბაღის ჭიშკარს დაეჯახა. მარინა კონცელიძე ბავშვებს გადაეფარა და ისინი საფრთხეს განარიდა. შემთხვევის შედეგად მარინა კონცელიძე სასიკვდილოდ დაზიანდა და რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გარდაიცვალა. ქობულეთის მერიამ მადლიერების ნიშნად გადაწყვიტა, მარინა კონცელიძეს მემორიალი გაუხსნას. მემორიალი ციხისძირის საბავშვო ბაღის მიმდებარედ არსებულ სკვერში დაიდგმება. ... ...

არქივი

ზაფრანი

15 შეცდომა რეცხვის დროს, რომელიც სარეცხს და მანქანას აზიანებს

ხშირად ვამბობთ, რომ ტანსაცმელს აფუჭებს...

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...