"ნაციონალური" ქეიფი შემოქმედში

პოლიტიკა

"ნაციონალური" ქეიფი შემოქმედში

2012 აგვ 16 15:17:16

შეხვედრა საღამოს 6 საათზე დაიწყო. "გურია ნიუსი" დაახლოებით 3 საათის განმავლობაში ადევნებდა თვალყურს საჯარო მოხელეების "საოჯახო შეხვედრების" ახალ ტენდენციას. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრა სოფელ შემოქმედში რამდენიმე დღის წინაც დაფიქსირდა, თუმცა, მაშინ "გურია ნიუსთან" ეს ინფორმაცია სოფლის რწმუნებულმა ბესიკ ლომინაძემ უარყო.

15 აგვისტოს, ააიპ სოფლის განვითარების ცენტრში დასაქმებული ბიძინა ქარჩავას ოჯახში საღამოს დიდი "ნაციონალური" შეკრება, "საპურმარილო" სუფრით 6 საათზე დაიწყო.

შეკრებილთა შორის "გურია ნიუსმა" დააფიქსირა სოფელ შემოქმედის რწმუნებული ბესიკ ლომინაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალეკო მამეშვილი, რამდენიმე საჯარო მოხელე მუნიციპალიტეტის გამგეობიდან. ასევე გურიის სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომელი ანი ჩუბინიძე და "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები, მხარდამჭერები და საარჩევნო კომისიის წევრები. შეხვედრაზე იმყოფებოდა შპს "საქართველოს ფოსტის" აჭარა-გურიის სამმართველოს ოზურგეთის ქვეგანყოფილების ხელმძღვანელი გია მამაკაიშვილი, რომელმაც "გურია ნიუსს" განუცხადა, რომ ის სუფრაზე იყო მიპატიჟებული.

"გურია ნიუსის" ინფორმაციით, შეხვედრა მომავალ საარჩევნო გეგმებს უკავშირდებოდა. ეს ჩვენთან საუბარშიც დაადასტურა ერთ ერთმა აქტივისტმა და საარჩევნო კომისიის წევრმა თამარ აბაშმაძემ. მისი თქმით, ის არის საარჩევნო კომისიის წევრი ნაციონალებიდან და არაფერი აქვს დასამალი: "მე ნაციონალი ვარ თავიდან ბოლომდე. მაგენს ვენაცვალე. იქ ვარ, სადაც ნაციონალები არიან. მაგია ჩემი გული და სული და მთელი ცხოვრება", _ გაგვიცხადა მან.

"რატომ ვარ მოსული და მთავრობას ვემსახურები და იმიტომ", _ გვითხრა ერთერთმა აქტივისტმა.

თუმცა, რამდენიმე სტუმარი ამბობდა, რომ ოჯახში იყო სუფრა, სადაც, უბრალოდ, მიპატიჟებულები იყვნენ. "გურია ნიუსის" მოკრძალებულ თხოვნაზე _ რატომ იყო გასაიდუმლოებული ეს შეხვედრა და სუფრა, და თუ არ იყო, ჩვენც ხომ არ მიგვიწვევდნენ, თუნდაც ერთი ჭიქა წყლის დასალევად, პასუხი სამი საათის განმავლობაში არავის გაუცია და არც წყალი მოუწოდებია...

აღსანიშნავია, რომ ოჯახის უფროსთან ბიძინა ქარჩავასთან დაკავშირება ვერანაირად ვერ მოვახერხეთ _ ის ჭიშკართან არც კი მოვიდა და ტელეფონი გათიშა.

"გურია ნიუსი" დაუკავშირდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის რწმუნებულს ბესიკ ლომინაძეს, რომელმაც ასე გვიპასუხა: _ სუფრაზე ვარ თამადა, როგორ გიპასუხოთ? _ და ტელეფონი გაგვითიშა.

სამსაათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ ოზუგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ "გურია ნიუსთან" შეხვედრის დეტალებზე კომენტარი არ გააკეთა: "კარგად იყავით," _ ამ სიტყვებით დაგვტოვა მამეშვილმა.




 ახალი ამბები
  • მეოთხე წამლობა თხილის გადასარჩენად (R)უკვე დაიწყეს ფერმერებმა რიგით მეოთხე წამლობა და თხილის შესაწამლი სამუშაოებისთვის ბაღებში გავიდნენ. მესამე წამლობიდან 10-15 დღის შემდეგ პერიოდში ფერმერები მეოთხე შეწამვლის სამუშაოებს ატარებენ.  ეს წამლობა მავნებლებსა და სოკოვან დაავადებებზე ტარდება. ჰექტარზე გათვალისწინებულ 800 ლიტრ სამუშაო ხსნარში საჭიროა 300-300 მილიგრამი შესაწამლი პრეპარატების გახსნა. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია ლამბდაციჰალოტრინისა და პენკონაზოლის მოქმედი ნივთიერების პრეპარატების გაზავება სამუშაო ხსნარში.  ზაფხულის სეზონიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ზუსტად დავიცვათ ტემპერატურის რეჟიმი. შეწამვლა ან დილას, ნამის შეშრობის შემდეგ ან საღამოს მაშინ უნდა ჩატარდეს, როდესაც ტემპერატურა 28 გრადუსს ჩამოსცდება.  თხილის მწარმოებელთ ასოციაციაში აგრონომ კონსულტანტები მზად არიან მისცენ რეკომენდაცია და უპასუხონ ფერმერების ყველა შეკითხვას. ვინაიდან ასოციაციისა და ფერმერების ერთობლივი შრომის შედეგად უნდა მივიდეთ იმ მთავარ მიზნამდე - რასაც მაღალი ხარისხის თხილი სმოსავლის მიღება ჰქვია.  თხილის გადარჩენის პროექტის ფარგლებში 15 000 მდე ფერმერია გაწევრიანებული. მათ დაურიგდათ თხილის შესაწამლი აპარატები და სეზონის განმავლობაში 7 გეგმიური შეწამვლის ფარგლებში ასოციაციის მხრიდან მათ შეუძლიათ ნებისმიერი საჭირო ინფორმაცია მიიღონ. ... ...
  • გია ვოლსკი: უნდა ვიფიქროთ და არ დავასხათ წყალი რუსეთის წისქვილზე"უნდა ვიფიქროთ და არ დავასხათ წყალი იმ წისქვილზე, რომელიც რუსეთმა ააშენა გონივრულად.– ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ პარლამენტში დღეს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა. გია ვოლსკის განმარტებით, ამ ფაქტზე მეტი დაფიქრება და ანალიზია საჭირო. „პირდაპირ ვიტყვი, ეს იყო პროვოკაცია, მაგრამ როგორ მოხდა, ამასთან დაკავშირებით მეტი დაფიქრება და ანალიზი გვმართებს, ვიდრე ბრტყელ-ბრტყელი განცხადებები. საზოგადოების დიდი თუ პატარა ნაწილი აღშფოთებულია, ამას არ აქვს მნიშვნელობა. არის მეორე ნაწილი, რომელიც ხელისუფლებას არ ადანაშაულებს, ვიღაც აქციას მართავს, მაგრამ ეს არ არის აუცილებლად იმის ინდიკატორი, რომ მართლაც ხელისუფლება გამოვიყვანოთ დამნაშავედ და რუსეთის წისქვილზე დავასხათ უფრო მეტი წყალი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ. დღეს პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა და "ქართული ოცნების" წევრ ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა ... ...
  • მრცხვენია, ჩემი შვილის სურათს რომ შევხედო დღეს _ ოთხოზორიას დედაჩემი შვილის სურათს რომ შევხედო დღეს, იმისი მრცხვენია, - ასე ეხმაურება გიგა ოთხოზორიას დედა პარლამენტში ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის სერგეი გავრილოვის ყოფნას და თავმჯდომარის ტრიბუნის დათმობას. "ჩვენი შვილების მკვლელების, ასეთი პატივისცემით მიღებით, სახელმწიფოს დაცვით გამოხატვით, შემდეგ ყველანაირად მათი უზრუნველყოფით დაკავებული მთავრობის, მე, მაგალითად, თუ მკითხავთ, არავის არ უნდა სჯეროდეს ამ ადამიანების. ყველაფერი როგორ შეიძლება, ფეხქვეშ გავთელოთ, უარი ვთქვათ იმ ბიჭების სახელის მოხსენებაზე, რომელებმაც თავიანთი საკუთარი სიცოცხლე გაწირეს სამშობლოს დასაცავად. უანგაროდ იბრძოდნენ ჩვენი ბიჭები. ჩემი შვილის სურათს რომ შევხედო დღეს, იმისი მრცხვენია, ასე იქნება, ალბათ, ყველა შვილ-მკვდარი დედა, რომლის შვილები სამშობლოს დასაცავად იბრძოდნენ. ჩვენმა მთავრობამ ის ბოლო ტოტი ჩამოჭრა, რომელ ტოტზეც იყვნენ ისინი ჩაბღაუჭებულები,“ - განაცხადა ოთხოზორიას ... ...
  • ზაქრო, იდიოტი მეგონე, მაგრამ ყოფილხარ პროვოკატორი და მოღალატე - ვასაძე ქუცნაშვილზეზაქრო, სულ იდიოტი მეგონე, მაგრამ ყოფილხარ პროვოკატორი და მოღალატე, – ეს განცხადება  საპარლამენტო უმრავლესობის წევრის  ზაქარია ქუცნაშვილის მისამართით ბიზნესმენმა  ლევან ვასაძემ გააკეთა „ზაქრო, სულ იდიოტი მეგონე, მაგრამ ყოფილხარ პროვოკატორი და მოღალატე. ბოდიში არ არის საკმარისი, ძმაო. წადი, წყალში გადავარდი ან გადადექი მაინც ... ...
  • „გადავცეთ ექსპონანტად ოკუპაციის მუზეუმს“_პოლიტოლოგი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზეპარლამენტის თავმჯდომარის სკამი, რომელზეც დღეს რუსი დეპუტატი  გავრილოვი იჯდა, მოგვიანებით   დარბაზიდან სკამი დარბაზიდან გამოიტანეს, შემდეგ კი სკამზე „რუსეთი ოკუპანტია“ წარწერები გააკეთეს. როგორც პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, კარგი გამოსავალი იქნება თუ იმ სკამში პარლამენტის თავმჯდომარე აღარ ჩაჯდება და სკამს ექსპონანტად ოკუპაციის მუზეუმს გადასცემენ. „კარგი გამოსავალი იქნება, რომ ამ სავარძელში აღარ ჩაჯდეს პარლამენტის თავმჯდომარე და გადავცეთ ექსპონანტად ოკუპაციის მუზეუმს. წარწერით, რომ 2019 წლის 20 ივნისს ამ სავარძელში თავს მშვენივრად გრძნობდა რუსეთის დუმის დეპუტატი, რომელმაც ხმა მისცა ოსეთისა და აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობას და რომელიც მონაწილეობდა საქართველოს წინააღმდეგ ომში“,_თქვა ... ...

არქივი

ზაფრანი

ეს დიეტა 99% - იან შედეგს იძლევა

ამ დიეტის დროს ერთ კვირაში...

ჩინური მედიცინის რჩევები

ძველი ჩინური მედიცინის მეცნიერულ შესწავლას,...

იაპონური სილამაზის საიდუმლო

გაიკეთეთ სახის და ტანის ნიღაბი,...

5 აკრძალული საკვები

იდეალური ფიგურა და ბრტყელი მუცელი...

10 პროდუქტი დაღლილობის წინააღმდეგ

შვრია _ შვრია შეიცავს მაგნიუმს,...

როგორ ვებრძოლოთ ღამით ჭამას

ეგრეთ წოდებული, "ღამის დიეტის" ავტორი...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...