გამგებლის მოადგილე "ინფო-9"-ის ოპერატორის ცემის ფაქტს ფეისბუქში ეხმაურება

პოლიტიკა

გამგებლის მოადგილე "ინფო-9"-ის ოპერატორის ცემის ფაქტს ფეისბუქში ეხმაურება

2012 აგვ 17 16:13:19

_ გუშინ მაესტროზე გასულ გადაცემა "პოლიტმეტრში" მოწვულმა სტუმარმა ლუბა ელიაშვილმა ისაუბრა კონკრეტულ შემთხვევაზე, რომელიც ლანჩხუთში მოხდა და შემდგომ ზოგადად მიმოიხილა პრობლემატიკა, თუ რატომ ხდება მსგავსი არასასიამოვნო ფაქტები. ქ. ლუბა, პასუხი ძალიან მარტივია _ წინა საარჩევნოდ შექმნილ სახელდახელო საინფორმაციო სააგენტოსა და ნაუცბათევად წამოჩიტულ "ჟურნალისტებისგან", მგონი, უკეთესს არ უნდა ელოდეთ. ისინი საკუთარ თავს რომ იგდებენ უხერხულ მდგომარეობაში, ეს არახალია, ხოლო მათ არაპროფესიონალიზმს, უტაქტობასა და გადაჭარბებულ აქტიურობას ხშირად რესპონდენტებიც გამოჰყავს მდგომარეობიდან, მით უმეტეს, თუ რესპონდენტი ჩვეულებრივი მოქალაქეა და სულაც არ მოეთხოვება ანგარიში ჩააბაროს თქვენს "ჟურნალისტს", თუ სად ან რატომ მიდის მეუღლესთან ერთად. სკანდალური მასალის მოძიებას, ქ. ლუბა, გამოცდილება და პროფესიონალიზმი სჭირდება, ამისთვის ადამიანები ძალიან დიდ და გზას გადიან და ზოგიერთი ისე ამთავრებს ჟურნალისტურ კარიერას, მიზანს ვერ აღწევს. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ერთ რიტორიკულ შეკითხვას დავსვამ _ დამთავრდება წინასაარჩევნო კამპანია, გადაივლის პოლიტიკური ვნებათა ღელვა ქვეყანაში, ყველაფერი თავის "კალაპოტს" იპოვის, შეუწყდება შავი ფინანსები შავი ჟურნალისტური თუ სხვა აქტივობებისთვის და მერე სად მიდიან ამდენი უფუნქციო ადამიანები? თუ ვინმე იმის იმედადაა, რომ ან ეს ყველაფერი გაგრძელდება ან ვიღაც წავა და ყველას ყველაფერი დაუფასდება? _ ამბობს ასკურავა.

ამ თემაზე უფრო კონკრეტული მოსაზრებების გასაგებად "გურია ნიუსი" ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს კახა ასკურავას დაუკავშირდა.

_ ბატონო კახა, სანამ ლუბა ელიაშვილი გიპასუხებთ, მანამდე ჩვენ გვაქვს შეკითხვები. თქვენი ეს სტატუსი და ჟურნალისტების ლანძღვა პროფესიონალიზმს ნიშნავს?

_ არა. რა თქმა უნდა, არა. სადაა გალანძღული ჟურნალისტი, მითხარით.

_ ჟურნალისტები ბრჭყალებში, არაპროფესიონალიზმზე მითითება... რომელი ერთი ჩამოვთვალო...

_ ზოგადად არაპროფესიონალიზმზე ვსაუბრობ. რაც დღეს ხდება.

_ ხელისუფლებში პროფესიონალები მუშაობენ? თქვენ პროფესიონალი ხართ, როცა მიგაჩნიათ, რომ ბევრი ჟურნალისტი არჩევნების შემდეგ უფუნქციოდ დარჩება?

_ მერე ესე იმას კი არ ნიშნავს, რომ ყველა ერთ ქვაბშია ჩაყრილი. აბა, თქვენ როგორ ფიქრობ, ისინი ამ პროფესიას გააგრძელებენ? ჩვენ ორივე ვნახავთ, რომ არა.

_ თქვენი და თქვენი ხელისუფლების ფუნქცია უხვი დაპირებებია, განსხვავებით ჟურნალისტებისგან, რომლებიც შეიძლება, თქვენ არაპროფესიონალებად მიგაჩნიათ, მაგრამ ისინი თავიანთ საქმეს აკეთებენ, სვამენ კითხვებს და ცდილობენ პასუხები მიიღონ...

_ რაზე მედავებით ახლა? მოგწონთ, რაც დღეს ხდება?

_ ნამდვილად არ მოგვწონს და იმიტომაც ვსაუბრობთ ამ პრობლემებზე ღიად. რაც შეეხება პროფესიის გაგრძელებას, შესაძლოა თქვენს მსგავსად, ყველამ ვერ გამოიცვალოს ადგილი და ერთი ბანაკიდან მეორეში ვერ გადაბარგდეს.

_ მე სულ ერთი ბანაკი მქონდა და ეს ჩემის ქვეყნის უკეთესი მომავალია.

_ გააჩნია, ბანაკში რას გულისხმობთ. თუმცა, არც ერთი ბანაკი არ გაძლევთ იმის უფლებას, რომ ადამიანებს დასცინოთ და შეურაცხყოფა მიაყენოთ. ასე არ ფიქრობთ?

_ ტყუილია ის, რომ მე ვინმეს დავცინი. პირიქით კია.

_ ანუ?

_ ანუ ის, რომ ზოგჯერ ზედმეტი გამოგვდის და ვაჭარბებთ. მე რომ ჩინოვნიკი ვარ, არ მაქვს ყველაფრის უფლება და თქვენ რომ ჟურნალისტი ხართ, არც თქვენ. ყველაფერს მისი ჩარჩო აქვს _ მოქმედების და კანონის. მორალურზე აღარ ვსაუბრობ.

_ ეს თუ იცით, რატომ აყენებ შეურაცხყოფას ადამიანებს და უფუნქციოებს რატომ უწოდებთ?

_ მე ზოგად უფუნქციობაზე არ ვსაუბრობ. აბა, ვინც დღეს მიკროფონით დარბის, ყველა საკუთარ ადგილს იპოვის ჟურნალისტიკაში თუ რას მეუბნებით ახლა?

_ მაგის ფიქრი გაძლევს იმის საბაბს, რომ ადამიანები შეურაცხყოთ?

_ ვის მივაყენე შეურაცხყოფა? ვერ გაგიგიათ თქვენ.

_ როცა ადამიანებს, რომლებიც მედიაში მუშაობენ, ჟურნალისტებად არ აღიქვამთ და ასკვნით, რომ ისინი ერთ თვეში უფუნქციოები იქნებიან, შეურაცხყოფა არ არის?

_ დღეს ყველა წერს და ყველა ჟურნალისტობას იჩემებს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ აქ, კონკრეტული პერსონები ყველაზე უდანაშაულოები არიან.

ასე ფიქრობს ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელიც ჯერ "ნაციონალურ მოძრაობას" უჭერდა მხარს, შემდეგ ოპოზიციაში გადავიდა, თუმცა, მოგვიანებით მმართველ გუნდს საკმაოდ მაღალი თანამდებობით დაუბრუნდა _ იყო გუბერნატორის მოადგილე, შემდეგ ოზურგეთის საავადმყოფოს დირექტორი, ახლა კი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეა. ამბობენ, რომ არჩევნებში "ნაციონალების" კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, კახა ასკურავა გამგებელი გახდება. თუმცა, მანამდე გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია _ ასკურავამ ხელისუფლებამ ერთგულება კიდევ ბევრჯერ უნდა დაუმტკიცოს.




 ახალი ამბები
  • მოქალაქეები საჯარო სივრცის დასაცავადქაოტური განაშენიანების, რეგულირების გეგმების არარსებობის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საჯარო ინტერესის გაუთვალისწინებლობის პირობებში, მნიშვნელოვნად შემცირდა გამწვანებული ზონები და საჯარო სივრცეები, დაზიანდა კულტურული მემკვიდრეობა. შედეგად, ყოველდღიურად ილახება ჯანსაღ გარემოში ცხოვრების კონსტიტუციური უფლება. განსაკუთრებით ურბანულ დასახლებებში, უარესდება ეკოლოგიური მდგომარეობა, იზღუდება მოსახლეობის წვდომა საჯარო სივრცეებზე. ამდენად, მნიშვნელოვანია საზოგადოების ინიციატივები და აქტიური მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ისე, რომ მუნიციპალური საქმიანობის და ურბანული განვითარების პარალელურად, დაცული იყოს საჯარო ინტერესი. 20 ნოემბერს, ღია საზოგადოების ფონდმა საზოგადოებას კონკურსის „საჯარო ინტერესის დაცვა მუნიციპალურ საქმიანობაში“ კონკურსში გამარჯვებული ოთხი პროექტი წარუდგინა, რომელიც თბილისში, ბათუმსა და ოზურგეთში გახორციელდება.  ოთხივე პროექტის მიზანია საჯარო სივრცეების დაცვა ქაოტური განაშენიანებისგან, გამწვანებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და მდგრადი ურბანული განვითარების ხელშეწყობა. 1)      ახალგაზრდა მწვანეები- დიღმის ტყე-პარკში მრავალფუნქციური კომპლექსისა და ბათუმში „რივიერას“ კომპლექსის მშენებლობის წინაღმდეგ აქტივისტური ღონისძიებების განხორციელება. გარემოსდაცვითი აქტივისტური ჯგუფების გაძლიერება ბათუმში; 2)      სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალი - ბათუმის გამწვანებისა და ეკოლოგიის პოლიტიკის კვლევა, ხარვეზების გამოვლენა და ხარვეზების გამოსასწორებლად რეკომენდაციების შემუშავება. გამწვანებითა და ეკოლოგიით დაინტერესებული ადგილობრივი ჯგუფების გაძლიერება; გარემოსდაცვით გადაწყვეტილებებში მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდა. 3)      საინიციატივო ჯგუფი „გადავარჩინოთ მთაწმინდა“- მთაწმინდაზე მიმდინარე მასიური მშენებლობის  წინააღმდეგ ეკოლოგიური, გეოლოგიური და სამართლებრივი არგუმენტების დამუშავება, სასამართლოში დავის წარმოება, აქტივისტური ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება მშენებლობის შესაჩერებლად; 4)      ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი- ოზურგეთში გენერალური გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების ადვოკატირების ... ...
  • თსუ სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის "შემოდგომის ლეგენდა 2019" მეათე ფინალისტი ოზურგეთელიათსუ სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის _ "შემოდგომის ლეგენდა 2019" მეათე ფინალისტი ხვიჩა ყაზაიშვილია _ ამის შესახებ ამავე უნივერსიტეტის ფეისბუქის გვერდიდან ხდება ცნობილი. ხვიჩა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შემოქმედში დაიბადა და შემოქმედის საჯარო სკოლა დაამთავრა. “სწავლობს  _ განათლების სადოქტორო პროგრამაზე; კითხულობს _ რაც უნდა გასაკვირი იყოს, ახლა ჯაბა იოსელიანის "ლიმონათის ქვეყანას" ვკითხულობ. უფრო ხშირად სამეცნიერო ლიტერატურას ვეცნობი, ჩემი საყვარელი ჟანრი კი რეალიზმია;  წერს _  ადამიანებზე, რომლებიც ჩვენს რეალობაში ცხოვრობენ, თუმცა, მათ ვერც სიცოცხლეს და ვერც სიკვდილს ვერ ვხედავთ; ეშინია _ გველების; აშფოთებს _ უსამართლობა;  აბედნიერებს _ ფეხზე წამომდგარი ადამიანების დანახვა; ოცნებობს _ რომ ოდესმე ოზურგეთის "მერცხალი" ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს და გურიაში მადრიდის "რეალს" მოუგებს“, _ წერია ხვიჩა ყაზაიშვილის შესახებ “თსუ“-ს ფეისბუქგვერდზე. ერთი პერიოდი ხვიჩა ყაზაიშვილი საინფორმაციო სააგენტოს “გურია ნიუსის“ პრაქტიკოსი იყო. “გურია ნიუსი“ ხვიჩა ყაზაიშვილს წარმატებას და გამარჯვებას ... ...
  • ავღანეთიდან დაბრუნებული მამის შეხვედრა შვილთანსოციალურ ქსელში ვრცელდება ემოციური ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია ავღანეთიდან დაბრუნებული მამისა და შვილის შეხვედრა. „ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიიდან დაბრუნებული მშობლის მოულოდნელი და მონატრებული ვიზიტი თბილისის ერთ-ერთ ბაგა-ბაღში. ემოციური წუთები ყველაფრის მთქმელია„, _ წერია ფოტოს დასათაურებაში. წყარო: ... ...
  • "ივანიშვილი იძულებული იქნება სპეცრაზმის მეშვეობით მართოს ქვეყანა"- უგულავაამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლები პროკურატურასთან აქციას მართავენ. მათ პროკურატურის ჭიშკარს პროტესტის ნიშნად ბოქლომი დაადეს. როგორც გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, აქციები გაგრძელდება. მისი თქმით, ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად ორშაბათს საღამოს შეიკრიბება, ღამეს გაათევს და მეორე დღეს პარლამენტის პიკეტირებას მოახდენს. "გამოიყვნენ სპეცრაზმს? გამოიყვანონ, კი ბატონო ეგ არის ჩვენი მიზანი. ივანიშვილი იძულებული იქნება ქვეყანა მართოს, გადაადგილდეს მხოლოდ სპეცრაზმის მეშვეობით, თუ ამას მართვა ჰქვია",- განაცხადა ... ...
  • აქციის მონაწილეებმა გენარალური პროკურატურის ჭიშკარს ბოქლომი დაადესამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლები თბილისში, გენერალურ პროკურატურასთან აქციას მართავენ. მათ პროტესტი უსამართლობის წინააღმდეგ პროკურატურის ღობეზე ბოქლომის დადებით ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?