"ვინ გამოაპარა მოჯაჰედების ჯგუფი საზღვართან _ რუსებმა თუ ქართველებმა?!"

პოლიტიკა

"ვინ გამოაპარა მოჯაჰედების ჯგუფი საზღვართან _ რუსებმა თუ ქართველებმა?!"

2012 აგვ 30 22:00:19

_ ბატონო მამუკა, რა შეფასებას მისცემდით შსს მიერ ჩატარებულ ანტიტერორისტულ ოპერაციას?

_ უამრავი კითხვაა გაჩენილი, რომელზეც მე პასუხი არ მაქვს. აქედან გამომდინარე, მხოლოდ ერთი რამე შემიძლია ვთქვა: სამძიმარს ვუცხადებ იმ დაღუპული ქართველების ოჯახებს. ვთვლი, რომ აუცილებლად უნდა გამოიძიონ მათი სიკვდილი. ეს არის ძალიან სერიოზული გამოძიების თემა.

_ კონკრეტულად რა კითხვები გიჩნდებათ ამ ფაქტთან დაკავშირებით?

_ პირველი: როგორ მოხვდა ეს ჯგუფი საზღვრიდან ასე შორს, საქართველოს სასაზღვრო ჯარების უკან? გამოდის, რომ ჯერ რუსებმა გამოატარეს და მერე ქართველებმა? ასე ვთქვათ, ამხელა რაზმი გაეპარათ. მეორე _ გავეცანი ჩეჩნეთის კამპანიის ორივე შედეგს და ვერც ერთხელ ვერ ვნახე, ბრძოლაში 11 "მოჯაჰედი" დაღუპვოდათ, ვსაუბრობ "იმარატის" ხალხზე, "მოჯაჰედებზე". ეს წარმოუდგენელი რიცხვია. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს ხალხი ერთად იყო შეკრებილი სადღაც ტაფობში, ხელი არ გაუნძრევიათ და ისე დახოცეს. ასევე შეკითხვები მაქვს მძევლებთან დაკავშირებითაც; როგორ მოხდა მძევლების აყვანა; ასევე, რამდენადაც მე ვიცი, არცერთმა არ იცის სხვა ენა. რა ენაზე ესაუბრებოდნენ ერთმანეთს მძევლები და დამტყვევებლები?! როგორ დაიღუპა ექიმი, რომელიც არ უნდა ყოფილიყო წინა ხაზზე და კიდევ სხვა უამრავი შეკითხვა.

მე არ ვამბობ, რომ გინდა თუ არა, ეს ოპერაცია იყო ბლეფი, მაგრამ ხელისუფლება იმდენს შვრება ამ თემის გაფიარებით, იდუმალების ფარდის ჩამოშვებით რომ, მიჩნდება შეკითხვები. მე მაქვს ზოგიერთი ინფორმაცია, რომელიც ამ ოპერაციას ერთი შეხედვით პირდაპირ არ ეხება...

_ რა ინფორმაციაზეა საუბარი?!

_ ვინ როგორ ემზადებოდა საქართველოს სამხედრო ბაზებზე და რისთვის ემზადებოდნენ. მაგალითად, იგივე პარტიზანული მოძრაობის ცნობილი ფაქტი. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, პარტიზანული მოძრაობის ამ წევრებს, რომლებიც "პარტიზანებს" ეძახიან თავისთავს, ასწავლიდნენ დივერსიული მოქმედებების ხელოვნებას. ბუნებრივია, ჩნდება შეკითხვა, რისთვის აპირებდნენ მათ გამოყენებას. როგორც დადგინდა, მათ გამოყენებას არ აპირებდნენ მომიტინგეების წინააღმდეგ, "რაღაც სხვა საქმისათვის" და რისთვის?! ბევრი შეკითხვაა. ყველაფერი აქედან, საშუალებას მაძლევს ვიფიქრო, რაღაცა იყო სიმართლე, რაღაცა - ტყუილი.

_ "დაღესტნის იმარატის" წარმომადგენლის ვილაიეთის განცხადებაზე რას იტყვით, რამდენად შეიძლება საფრთხე გვემუქრებოდეს?

_ შეიძლება ასეთი განცხადება ყოფილიყო, მაგრამ ჩემთვის არის ცნობილი ნახევრად ოფიციალური გამოცემა "კავკასპრესი", რომელიც არის "იმარატის" ოფიციალური ორგანო; მხოლოდ მასზე განთავსებულ ინფორმაციას მივიღებ სარწმუნო წყაროდ. შეიძლება ამ კონკრეტული საიტის უკან ორი კაცი იდგეს. რა თქმა უნდა არსებობს "დაღესტნის იმარატი", მაგრამ მე არ ვიცი ეს იმის ორგანოა თუ არა. რაც შეეხება ხიფათს, რომელიც შეიძლება აქედან მოდიოდეს, მხოლოდ მაშინ, როცა გაირკვევა ყველაფერი, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რამდენად მაღალია ხიფათის ხარისხი და დასკვნები გავაკეთოთ. ჯერ-ჯერობით ვერაფერს ვერ გეტყვით.

_ რას წარმოადგენს ეს დაჯგუფება, საზოგადოებამ თითქმის არაფერი იცის მათ შესახებ...

_ ვისი ბრალია მერე?! შენი ბრალია პერსონალურად, რადგან ჟურნალისტებმა უნდა დაწერონ და უნდა იცოდეს საზოგადოებამ ვინ ჰყავს სამეზობლოში. "კავკასიის იმარატი" შექმნილია დოკუ უმაროვის მიერ, რომელიც არის ჩეჩნეთის რესპუბლიკა - იჩქერიის ბოლო ლეგიტიმური ხელმძღვანელი ასლან მასხადოვის სიკვდილის შემდეგ. უბრალოდ, მან გადაუხვია საერო გზას და აირჩია რელიგიური გზა. ქვეყანა რომელიც მას დაუტოვეს როგორც რესპუბლიკა, მან გადააკეთა რელიგიურ სახელმწიფოდ და დაარქვა "იმარატი", მაგრამ გაავრცელა "იმარატის" ძალაუფლება მთელი ჩრდილოეთ კავკასიის მასშტაბით. "იმარატის" მეომრებს, რომლებიც იატაკქვეშეთში იბრძვიან მთელი ჩრდილოეთ კავკასიის მასშტაბით რუსების წინააღმდეგ ჰქვიათ "მოჯაჰედები". ჩვენ გვაქვს ფრაგმენტული ინფორმაცია, ვითომ, ეს ხალხი "მოჯაჰედები" უნდა იყვნენ. მე ეჭვი მეპარება, რომ ესენი "მოჯაჰედები" არიან.

_ თქვენ რას ფიქრობთ, ვინ არიან ის ადამიანები...

_ ჯერ არ ვიცი. საერთოდ გადმოვიდნენ კი, დაღესტნიდან?! დაღესტნის მიმდებარე ტერიტორია ეს არის ცეტუნის რაიონი. ეს რაიონი დაახლოებით 10 000 რუსი ჯარისკაცით იყო გაძეძგილი. უამრავი რუსი მესაზღვრე იყო იქ. კონკრეტული სამხედრო ოპერაციული დევნა იქ არ ჩატარებულა. რომ ყოფილიყო ეს ამბავი, ჩვენ გავიგებდით რუსული საიტებიდან, რადგან ამას სულ წერენ. მართალია მოხდა სამწუხარო ფაქტი. დაღესტნის სულიერი ლიდერი მოკლეს, ააფეთქეს, მაგრამ ამ ფაქტის მიბმა სპეცოპერაციასთან, ცოტა არ იყოს, ჭირს. საქართველოს ბეჭდვით ორგანოებს უნდათ, რომ ეს ერთმანეთს მიაბან და თქვან, რომ იმ ლიდერის ლიკვიდაციის შემდეგ, ესენი გამოერიდნენ გართულებებს და საქართველოში შემოვიდნენ. მე, მაგალითად, ასე პირდაპირ ვერ მივაბამდი. ეს ძალიან ფაქიზი თემაა. ბევრ კითხვაზე პასუხი უნდა გაეცეს, ამ ამბავში ბევრი რამ უცნაურია.

_ საუბრობენ იმაზე, რომ ტერორისტების მოთხოვნა იყო საქართველოს გაეხსნა მათთვის საზღვარი. რამდენად რეალურია, როდესაც ტერორისტი შედის რომელიმე ქვეყანაში და ასეთი მოთხოვნები წაუყენონ ქვეყანას?

_ ეს არის აბსოლუტური ნონსენსი. ეტყობა ვიღაცამ გადახედა 1999-2000 წლების საქართველოს ისტორიას და იქედან აიღო ეს ფაქტი, როდესაც ლტოლვილები მოადგნენ ჩეჩნეთიდან საქართველოს და მათ მოითხოვეს აქეთ შემოეშვათ. ქართულმა მხარემ შემოუშვა, რომელსაც "მოჯაჰედთა" 80-კაციანი რაზმი შემოჰყვა გილაევის მეთაურობით. ეტყობა, გადახედეს და ეს მიზეზი მოიტანეს.

ვის ეუბნებოდნენ გაგვიხსენითო? თუ მესაზღვრეებს ელაპარაკებოდნენ, მაშინ, 20 კილომეტრზე როგორ შემოუშვეს? თუ ბოკერიას დაურეკეს ეს ამბავი, გვითხრას პირადად - მე დამირეკეს და უფლება არ მივეციო. აბა, რა გითხრათ სხვა...

_ ხომ არ იცით, რა ინფორმაცია აქვს დაღესტანში თქვენს კოლეგებს?

_ მე ვესაუბრე დაღესტანში ჩემს კოლეგებს, კავკასიოლოგებს, იქაური უნივერსიტეტის პედაგოგებს, რომლებიც ძალიან კვალიფიცირებული თეოლოგები არიან და იციან საქმის ვითარება. ისინი მეუბნებიან და მეც უნდა გამერკვია. კარგი, 11 ადამიანი დაიღუპა, ამ ხალხის სახელები და გვარები გამაგებინეთ! ვერავინ ვერაფერი გვითხრა. ჩვენ ამის თაობაზე ინფორმირებული არ ვართ, ვიცით, უბრალოდ რაღაცა ხდება, მაგრამ არ ვიცით ეს ჯგუფი ვისიაო. მე ვუთხარი, მეთაურის გვარი მაინც გამიგეთ-მეთქი. რა ბევრი ესენი არიან, ყველა მეთაური ცნობილია, რომელიც მთებში და ტყეებში იმალება. ვერავითარი ინფორმაცია ამის თაობაზე ვერ მომაწოდეს.




 ახალი ამბები
  • ყაჩაღობა თბილისში-დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქეუცხო ქვეყნის მოქალაქემ  თანამზრახველთან ერთად, თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღაბის მიზნით, ამავე ჯიხურის თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხელჩანთა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შემთხვევა 15 იანვარს მოხდა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. დაკავებული 1996 წელს დაბადებული, ირანის რესპუბლიკის მოქალაქე ჰ.მ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. პოლიციამ ჰ.მ.-ს თანამზრახველის ვინაობა დაადგინა და მისი დაკავების მიზნით შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებს. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.    დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ... ...
  • სუს-მა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი დააკავასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი ჰ. ნ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ჰ. ნ-მ  საქართველოს ორ მოქალაქეს ნინოწმინდაში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საძოვრით სარგებლობის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა 30 000 ლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვა 3000 ლარი. გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნტქით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინების თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო ... ...
  • ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული- უცხო ქვეყნის მოქალაქეები შუხუთში დააკავესლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში პოლიციამ ავტომობილი შეაჩერა და სამი ადამიანი დააკავა. დაკავებულები თურქეთის მოქალაქეები არიან და მათ ბრალი ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულში ედებათ. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მათი დაკავება შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოხდა. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქალაქ ბათუმში, დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს - 1987 წელს დაბადებულ ბ.ე.-ს, რის შემდეგაც იგი ავტომანქანით თბილისის მიმართულებით წაიყვანეს. გამომძალველები მობილური ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდნენ დაზარალებულის ძმას და მას 130 000 აშშ დოლარი მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ძმის - ბ.ე.-ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, აღნიშნული ავტომობილი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში შეაჩერა და დანაშაულში მონაწილე სამივე პირი დააკავა. გამოძიება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „გ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. 1975 წელს დაბადებული დ.ს.-ის, 1982 წელს დაბადებული ი.ა.-ის და 1992 წელს დაბადებული ბ.ჯ.-ის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“_ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ... ...
  • მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“ ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით იცვლებამეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“ ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით იცვლება. ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 იანვრის საღამოდან ვეკუას ქუჩაზე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარედ, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ხოლო შეშელიძის ქუჩიდან გობრონიძისა და ნოზაძის ქუჩებისკენ ვეკუას ქუჩის გავლით გადაადგილება ნებადართული იქნება. დროებითი სქემის თანახმად, კერძო ტრანსპორტისთვის შეშელიძის ქუჩიდან გლდანის დასახლებისკენ მოძრაობა შესაძლებელი იქნება ხიზანიშვილის ქუჩით და ხიზანიშვილის N17-თან არსებული ვეკუას ქუჩასთან დამაკავშირებელი გზის მეშვეობით; მოსულიშვილის ქუჩიდან ხიზანიშვილის ქუჩის გავლით შეშელიძის ქუჩისკენ მოძრაობა შეიზღუდება; გობრონიძისა და ნოზაძის ქუჩებიდან ვეკუას ქუჩაზე ტრანსპორტი ბოჭორიშვილის ქუჩის გავლით მოხვდება; ხიზანიშვილის ქუჩიდან გურამიშვილისა და სარაჯიშვილის გამზირების მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი ქერჩის ქუჩას ომის გმირების, შენგელაიასა ან ლესელიძის ქუჩების გავლით დაუკავშირდება. ამასთანავე, დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. კერძოდ, ქერჩის ქუჩიდან მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიას ავტობუსები N23, N24, N32, N33, N45, N51, N108 და მიკროავტობუსები N77, N85, N96, N111 და N133 ვასაძის და მოსულიშვილის ქუჩებით დაუკავშირდებიან. შემდეგ ისინი ხიზანიშვილის N17-თან არსებული გზით ვეკუას ქუჩას დაუკავშირდებიან. ხოლო, ავტობუსი N32 შეშელიძის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებს ხიზანიშვილის ქუჩისკენ და ხიზანიშვილის N17-თან არსებული გზით ვეკუას ქუჩაზე გადავა. „ახმეტელის თეატრიდან“ ავტობუსები N45, N73 და N108 და მიკროავტობუსები N86, N95, N116, N136 და N139  დადგენილი მიმართულებით მოძრაობას განაგრძობენ ვეკუას ქუჩაზე, სადაც ვეკუას N24ა-სთან მოუხვევენ ხიზანიშვილის ქუჩისკენ და ქერჩის ქუჩას ვასაძისა და მოსულიშვილის ქუჩებით დაუკავშირდებიან. N142 და N145 მიკროავტობუსები მუხიანის დასახლებიდან მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრისკენ“ იმოძრავებენ გობრონიძის, ნოზაძის, ბოჭორიშვილისა და ვეკუას ქუჩების გავლით, რის შემდეგაც N24ა-სთან ხიზანიშვილის ქუჩისკენ მოუხვევენ და დადგენილი სქემით იმოძრავებენ,“_წერია განცხადებაში. ... ...
  • ნათელაშვილი გომელაურს- ისე წაიმტვრევ კისერს, ივანიშვილი ვერ გიშველისღამით, შალვა ნათელაშვილის შვილის, ბექა ნათელაშვილის ავტომანქანა გაჩხრიკეს. მომხდარს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი სოციალურ ქსელში ეხმაურება: “მოკლედ, გუშინ ღამით, ბაზალეთის ტბასთან პოლიციამ გაჩხრიკა ბექას ავტომანქანა. ორი უშედეგო, უსაფუძვლო დაკავების შემდეგ ეტყობა ახალ პროვოკაციას ამზადებენ. რა თქმა უნდა ეს პირადად ბიძინას დავალებაა. ამის მიუხედავად, მე ვაფრთხილებ გომელაურს- დაანებე ნადირობას თავი,  თორემ ისე წაიმტვრევ კისერს, რომ მერე ივანიშვილი ვერ გიშველის. ცნობისათვის, ბექა არ ატარებს ცივ და ცხელ იარაღს,არაა ნარკომომხმარებელი და ამას გიცხადებთ საჯაროდ. ერთადერთი ნაკლი აქვს, რომ ჯერ განიცდის ჩვენი ხალხის მძიმე მდგომარეობას და მერე ამაზონის ჯუნგლებში ხანძრის ... ...

არქივი

ზაფრანი

იუმორი და ასტროლოგია

ვერძი - მუშაობს პრობლემური სესხების...

ცოცხის „მაგიური“ ძალა

ბევრ ქვეყანაში არსებობს გარკვეული "ცრურწმენები",...

"წიწაკიანი" ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მორიელი _ ქალი მორიელის გამოხედვა ხერხს...

არსებობს თუ არა ერთი ნახვით სიყვარული

ოდესმე თქვენს ცხოვრებაში მომხდარა ისე,...

ყავის მომზადების რეცეპტები მსოფლიოში

ვიეტნამი - ყავის მომზადების დროს...

როგორ შევინარჩუნოთ მამაკაცი

არასდროს უყვიროთ მას - ის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...