ირაკლი ალასანია: "ახალაიების მხრიდან, არანაირი საფრთხის განცდა არ მაქვს!"

პოლიტიკა

ირაკლი ალასანია: "ახალაიების მხრიდან, არანაირი საფრთხის განცდა არ მაქვს!"

2012 სექ 18 21:25:16
საზოგადოებას სურს დაინახოს, რომ ეს არჩევნები იქნება გადამწყვეტი. ასევე, უნდა დაინახოს, რომ გავაგრძელებთეროვნული სახელმწიფოს მშენებლობას, რომელიც 20 წლის წინ, ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ დაიწყეს. ამ იმედებს უკავშირდება "ქართული ოცნებაც", განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რეალურად, პოლიტიკაში გამოჩნდა შემკვრელი ძალა, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილი. მან შეკრა ოპოზიციური ძალები და ახლა ჩვენში ხედავენ ალტერნატივას. მიუხედავად ზეწოლის ფაქტებისა, თქვენ იცით, რომ ჩემი თანაპარტიელები დაჭერილები არიან და ციხეში სხედან იმიტომ, რომ ისინი წარმოადგენდნენ ჩემ პარტიას; თქვენ იცით, რამდენი ადამიანი გაათავისუფლეს სამსახურიდან იმ მიზეზით, რომ ისინი იყვნენ "ქართული ოცნების" მხარდამჭერები. მიუხედავად ამ ყველაფრისა, საზოგადოება და ხალხი მზად არის, გააკეთოს სწორი არჩევანი", _ აცხადებს "გურია ნიუსთან" ინტერვიუში კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზუგდიდში, ირაკლი ალასანია.

_ ბატონო ირაკლი, წინასაარჩევნო კამპანია გადამწყვეტ ფაზაშია შესული. თქვენი ოპონენტი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი, აშკარად გამოირჩევა სხვებისგან არა ერთი ფაქტორით _ გარდა იმისა, რომ როლანდ ახალაია ყოფილი პროკურორია, ის თავდაცვის მინისტრის მოადგილის და შინაგან საქმეთა მინისტრის მამაა. ამბობენ, რომ არის ძალიან სერიოზული ზეწოლები მოსახლეობაზე და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასაც დიდი დოზით ექნება ადგილი. რა ხდება ახლა ზუგდიდში, ამ კუთხით?

_ პირველ რიგში, მინდა გითხრათ, მეამაყება და ბედნიერი ვარ, რომ დავბრუნდი ჩემს ფესვებთან და სწორედ ზუგდიდიდან და სამეგრელოდან ვაგრძელებ ჩემი ხალხის სამსახურს. რა თქმა უნდა, სამეგრელოს რეგიონი განსაკუთრებულად დეპრესიული იყო. განსაკუთრებით, ავტორიტარული რეჟიმის მხრიდან დიდ ზეწოლას განიცდიდა წლების განმავლობაში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვიცი, რა იმედით ხვდება საზოგადოება და სამეგრელო ამ არჩევნებს. მართლა გატეხილია შიში.

მე, ყოველდღიურად, 7-8 შეხვედრა მაქვს ზუგდიდსა და სოფლებში და ვგრძნობ, რომ მოსახლეობას გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს. ხალხს არ ეშინია არჩევნების დღის იმიტომ, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების ჯარი და არმიაა ჩამოსული ზუგდიდში და მთელ საქართველოში. არც ერთი ხმა არ იქნება გაყალბებული, ვერც ერთ ხმას ვერ მოიპარავს სააკაშვილის რეჟიმი.

ევროკავშირის ელჩმაც გააკეთა განცხადება, რომ მთავარი მოთხოვნაა, ჩატარდეს არჩევნები თავისუფლად, დემოკრატიულად, სამართლიანად. სხვა შედეგებს არც ქართული საზოგადოება მიიღებს და არც საერთაშორისო თანამეგობრობა.

რაც შეეხება ჩემს ოპონენტს, მე შევთავაზე მას, რომ დავმსხდარიყავით ადგილობრივი ტელევიზიის ეთერში, დებატებში და წარმოგვეჩინა საკუთარი პროგრამები. ზუგდიდელებს და ჩვენს ამომრჩევლებს აქვთ იმის უფლება, ინფორმირებულები იყვნენ და გადაწყვეტილებები ისე მიიღონ. როლანდ ახალაიამ დებატებზე უარი თქვა, რაც ძალიან ცუდია.

ადმინისტრაციულ რესურსს დღესაც იყენებს "ნაციონალური მოძრაობა," მაგრამ მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, ჩვენ გადამწყვეტ და დამაჯერებელ წარმატებას მივაღწევთ ზუგდიდში. 22 სექტემბერს, ძალიან ფართო მასშტაბიანი ადამიანური სოლიდარობის აქცია გაიმართება ზუგდიდში. ჩვენ ველოდებით მრავალათასიან აქციას, რომელზედაც "ნაციონალური მოძრაობის" აქციისგან განსხვავებით, სადაც პოლიტიკოსები გამოდიოდნენ და საუბრობდნენ სიძულვილით, ჩვენ მოვუწოდებთ საზოგადოებას ერთსულოვნებისკენ, მოვუწოდებთ, რომ ერთიანად დავუდგეთ ქართველები ერთმანეთს გვერდით და ერთიანად გავაგრძელოთ ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობა.

_ დამკვირვებლებზე მინდა გკითხოთ: ერთ-ერთმა ზუგდიდელმა, რომელსაც მრავალრიცხოვანი დამკვირვებლების მნიშვნელობაზე ესაუბრებოდნენ, ასეთი რამ იკითხა: კი, მაგრამ, როგორ დააკვირდებიან და გააკონტროლებენ იმ პოლიციელებს, რომლებიც პრობაციონერებთან სახლში დადიან, აშინებენ და აშანტაჟებენო. როგორც ამბობენ, ზუგდიდში, პრობაციონერები განსაკუთრებული ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან.

_ მართალს ბრძანებთ, პრობაციონერების მიმართ მართლაც განსაკუთრებულად დანაშაულებრივი მიდგომა აქვს სახელმწიფოს და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს". ეს არის სენი და ტკივილი მთელი ჩვენი საზოგადოების. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვაქვს საშუალება, რომ პრობაციონერებს, ციხეში მჯდომ ჩვენს თანამემამულეებს შევუწყოთ ხელი, რომ დაცულები იყვნენ. სწორედ ამიტომ, ოქტომბრის არჩევნები უნდა იქცეს იმ ცვლილებად, რაც მომავალში, პრობაციონერებს, ციხეში და წინასწარი დაკავების ადგილებში მყოფ მოქალაქეებს, გაუსაძლისად არ უქცევს იქ ყოფნას. პრობაციონერებსა და მისი ოჯახის წევრებს, მინდა მივმართო ყველას, რომ ყველა უსამართლოდ დაკავებული ადამიანი, ყველა უკანონო განაჩენი, რომელიც მიღებული აქვს უსამართლო პროკურორის ზედამხედველობის ქვეშ მომუშავე სასამართლოს, აუცილებლად გადაიხედება!

რა თქმა უნდა, დამნაშავე ციხეში უნდა იჯდეს, მაგრამ სასჯელი უნდა იყოს ადეკვატური და როდესაც ის გამოვა, უნდა დაუბრუნდეს საზოგადოებას. განზრახ ავრცელებენ ხმებს, რომ ჩვენ, "ქართული ოცნება", კრიმინალებს ისევ ვათარეშებთ. პირიქით, ჩვენ ვიქნებით ძალიან შეურიგებლები კრიმინალებთან ბრძოლაში, მაგრამ ასევე ვიქნებით ძალიან სამართლიანები იმიტომ, რომ არც ერთი უდანაშაულო ადამიანი არ დაჯდეს ციხეში.

დღეს, ჩვენი ციხეები სავსეა უდანაშაულო ადამიანებით, რომელთა ქონებას თვალი დაადგა "ნაციონალურმა მოძრაობამ". ყველა ის ადამიანი, რომელიც პოლიტიკური ნიშნითაა დაკავებული, გათავისუფლდება და რეაბილიტაცია ელის. დამოუკიდებელი სასამართლო აბსოლუტურად ობიექტურად შეაფასებს, რა მოხდა ბოლო რვა წლის განმავლობაში ჩვენს მართლმსაჯულებაში. ამასთან ერთად ვიტყვი, რომ არცერთი პრეზიდენტი, არცერთი პრემიერი აღარ იქნება იმის გადამწყვეტი, მოქალაქე დამნაშავეა თუ არა. დამოუკიდებლობას შეიძენს სასამართლო და ის გადაწყვეტს კანონის შესაბამისად, ვინ არის დამნაშავე და ვინ _ არა.

_ ბატონო ირაკლი, თქვენ კარგად იცით პანკისის თემა და ასევე, მუშაობა გიხდებოდათ იმ ადამიანებთან, რომლებიც დღეს ხელისუფლებაში არიან და რომლებმაც ეს სპეცოპარაცია დაგეგმეს. როგორ ფიქრობთ, რა მოხდა ლაფანყურში, რა სახის სპეცოპერაციასთან გვქონდა საქმე რეალურად?

_ მე, მინდა პირველ რიგში ვთქვა, რომ რაც მოხდა, ის მეტყველებს აბსოლუტურ არაკომპეტენტურობასა და საქმისადმი გულგრილობაზე, რასაც ვხედავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში. კითხვებზე პასუხები არის გასაცემი და აუცილებლად ამაზე გავაცემინებთ პასუხს, ვისაც საჭიროა. გაგვცემენ პასუხს იმაზე, თუ რატომ იქნა დაგეგმილი განადგურების და არა აყვანის ოპერაცია. საერთოდ, როგორ აღმოჩნდა ეს ჯგუფი ლაფანყურის მიმდებარე ტერიტორიაზე, იყო თუ არა შეთანხმება მანამდე ხელისუფლების წარმომადგენლებსა და იმ ჯგუფს შორის, რაც შემდეგ დაირღვა და შეიცვალა. ასეთი ტრაგედია მოხდა და ჩვენი სამი ვაჟკაცი, თანამებრძოლი დაიღუპა, ასევე 11 ადამიანი დაიღუპა მეორე მხრიდან და ამ შემთხვევაში, საზოგადოება, პრაქტიკულად, იზოლირებული იყო პრეზიდენტის მხრიდან, უშიშროების საბჭოს მდივნის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდანაც და ისინი დანაშაულებრივად მალავდნენ რეალობას. ეს არის კიდევ ერთი გამოვლინება იმისა, რომ ჩვენ ავტორიტარულ, პოლიციურ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. ეს არის ის, რომ არც პრეზიდენტს და მაღალი რანგის არც ერთ სახელმწიფო მოხელეს არ აქვს პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში ის არ მოხდებოდა, რაც აქ მოხდა. ეს შეკითხვები პასუხგაუცემელია და მე არ მაქვს იმედი, რომ ვინმე, ამ შეკითხვებს, რეალურ პასუხს გასცემს ოქტომბრის არჩევნებამდე, მაგრამ გპირდებით საზოგადოებას და მოსახლეობას, რომ აუცილებლად ჩატარდება დეტალური გამოძიება, ვინ აწარმოებდა მოლაპარაკებას, რატომ იყო ეს მოლაპარაკება ასე წარუმატებელი, რატომ ჩატარდა განადგურების და არა დაკავების ოპერაცია. ასე რომ, ეს არის შეკითხვები, რომელსაც გამოძიება პასუხს გასცემს ოქტომბრის ბოლოს.

_ ამბობენ რომ 22 სექტემბრისთვის ბაჩო და დათა ახალაიები თავიანთი რესურსის მობილიზაციას მოახდენენ და არ მისცემენ ზუგდიდელებს იმის საშუალებას, რომ მრავალრიცხოვანი მიტინგი ჩაატარონ. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ ამასთან დაკავშირებით?

_ პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და ყველა, ვინც ფიქრობს, რომ რაიმე ფორმით შეიძლება შეინარჩუნონ ძალადობა, უკვე დამარცხებულია და გატეხილია. პიროვნულად ჩვენ არავის წინააღმდეგი არა ვართ, ჩვენ ვებრძვით სისტემას, რომელიც ჩვენმა ავტორიტარულმა რეჟიმმა შექმნა და ახალაიებიც ამ სისტემის კლანი გახდა. ასე რომ, მათ მხრიდან არანაირი საფრთხის განცდა არ მაქვს. ჩატარდება დიდი სოლიდარობის ღონისძიება, ვინმეს უნდა ეს თუ არ უნდა. მთავარია, რომ ხალხს უნდა ეს და ხალხს სჭირდება. დარწმუნებული ვარ, ეს აქცია იქნება ფართომასშტაბიანი და რაც მთავარია, ეს იქნება ერთგულების, სიყვარულის აქცია, განსხვავებით იმ მკაცრი რიტორიკიდან, რაც დამახასიათებელია "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან.

_ ბატონო ირაკლი, გურიის რეგიონის მკითხველისთვის ძალიან საინტერესოა ერთი თემა, რომელიც თქვენს თანაპარტიელს, გოჩა ჩხაიძეს ეხება და რომელიც ახლა საფრანგეთში იმყოფება. ჩხაიძის დედამ, ქალბატონმა ნათელა ჩხაიძემ მოგვწერა წერილი, სადაც წერია, "რომ არა ირაკლი ალასანია, გოჩა დღეს ცოცხალი აღარ იქნებოდაო". თავად გოჩა ჩხაიძეც, რომელმაც საფრანგეთიდან ექსკლუზიური ინტერვიუ მოგვცა, ამ რეპრესიებში, შანტაჟსა და ძალადობაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი-დეპუტატობის კანდიდატს, რამაზ ნიკოლაიშვილს ადანაშაულებს. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ამ ფაქტთან დაკავშირებით?

_ გოჩა ჩვენი მეგობარია და ის არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ ებრძვის თავისუფალ აზრს "ნაციონალური მოძრაობა". მათთვის, რა თქმა უნდა, მიუღებელია, როცა კაცს საკუთარი მე, თავმოყვარეობა და ღირსება აქვს, რომელსაც იცავს. გოჩა არის ნათელი მაგალითი, როგორ უნდა იდგეს ვაჟკაცურად კაცი თავის პოზიციაზე. გოჩა, 9 აპრილის მოვლენების დროს, ძალიან მძიმედ დაშავდა, ის საავადმყოფოში იწვა და იყო ძალადობის მსხვერპლი. მას შემდეგ ხორციელდებოდა დაშინება, ის ვაჟკაცი კაცია, მაგრამ ამ ეტაპზე არჩია, რომ წასულიყო საფრანგეთში. მე, დარწმუნებული ვარ უცხოეთში მას დიდხანს არ მოუწევს ყოფნა და ის მალე დაბრუნდება სამშობლოში, თავის დედასთან, საკუთარ კუთხეში. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პირობებში იძულებული გახდა, დაეტოვებინა ქვეყანა, მალე დაბრუნდება სამშობლოში.




 ახალი ამბები
  • ხუნდაძე: ტატუნაშვილი დასტურია, რომ საქართველოს მოქალაქეები არასოდეს შეეგუებიან ოკუპაციასსაოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლის  არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან დღეს ორი წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით სოფელ წილკანში, სადაც ეროვნული გმირის ოჯახი ცხოვრობს, მისი სახელობის ახალი სკვერი და სტადიონი გაიხსნა. ამ მოვლენის გამო წილკანში ჩავიდნენ პრემიერ-მინისტრი, მცხეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს მთავრობის  და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.  „მძიმე თარიღია, მძიმედ გასახსენებელია, მაგრამ ამ სიმძიმესთან არის სიამაყეც, როცა ჩვენი ახალგაზრდა კაცი არ შეეგუა ძალადობას და არ შეეგუა იმას, რომ საკუთარი ტერიტორია იქნას ოკუპირებული მუდმივად და ჩვენი მოქალაქეების უფლებები იქ ილახებოდეს. მისი  ეს მყარი პოზიცია არის დასტური იმისა, რომ საქართველო, ქართველი მოქალაქეები არასოდეს შეეგუებიან ოკუპაციას და ეს არის მხოლოდ დროებითი და ეს აუცილებლად დასრულდება", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ ... ...
  • "მოხვეტეს პირდაპირ და წაიღეს"_ ხმაური ოზურგეთის აგრარულ ბაზარშიხმაური იყო დღეს ოზურგეთის აგრარულ ბაზარში. ხმაური ოზურგეთის აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლების მისვლამ გამოიწვია, რომლებმაც თუთუნით მოვაჭრეებს დიდი რაოდენობით უაქციზო ნაწარმი ჩამოართვეს. როგორც მოვაჭრეები „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობენ, მათ სიტყვიერი გაფრთხილება მიიღეს, რომ ვაჭრობის უფლება არ აქვთ, თუმცა, სიტყვიერი გაფრთხილება, როგორც ჩანს მოვაჭრეებმა სერიოზულად არ აღიქვეს და ვაჭრობა უაქციზო ნაწარმით გააგრძელეს. დღეს კი ბაზარში შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ და უაქციზო ნაწარმი ჩამოართვეს. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ აჭარაში თამბაქოს მსგავსი სახით გაყიდვა ხდება. „50 კაცამდე იყო მოსული. არაფერი უთქვამთ. მოხვეტეს პირდაპირ და წაიღეს. დავალება გვაქვს ასეთიო. სასამართლოდან დაგიკავშირდებიანო.  თუ მაგრები არიან აჭარაში შევიდნენ და იქედან წაიღონ“,_ ამბობენ მოვაჭრეები „გურია ნიუსთან“ საუბრისას. როგორც შემოსავლების სამსახურის  ბრძანებაშია ნათქვამი, დათვალიერების პროცედურის გახორციელება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომელბს ევალებათ და 29 თებერვლის ჩათვლით უნდა გახორციელდეს და მიზნად ისახავს აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის წარმოებისა და მიწოდების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას. შეგახსენებთ, რომ თამბაქოს რეალიზაციაზე დაწესებულ ცვლილებებს საპროტესტო აქციები მოჰყვა ქედაში. როგორც ფინანსთა მინისტრმა მაშინ განაცხადა, თამბაქოს დაბეგვრაზე გამონაკლისის დაწესება არ ... ...
  • პრემიერ-მინისტრის კომენტარს სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოყვასაქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას,  რომ ქუთაისში მდებარე საქართველოს პარლამენტის შენობას გაყიდიან, სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოყვა. ქუთაისში სამოქალაქო მოძრაობის “დატოვე პარლამენტი ქუთაისში “ ინიციატივით აქციას გაიმართა. აქციის მონაწილეები მთავრობის გადაწყვეტილებას, ქუთაისში პარლამენტის შენობის გაყიდვასთან დაკავშირებით , აპროტესტებენ. მათი განცხადებით, პარლამენტის გაყიდვა საბოლოო განაჩენია ქუთაისისთვის. სამოქალაქო მოძრაობის წევრებს მიაჩნიათ, რომ „ქართული ოცნების” ხელისუფლება და პირადად ბიძინა ივანიშვილი მიზანმიმართულად ებრძვიან ქუთაისის განვითარების პერსპექტივას. აქციაზე გაჟღერდა მოძრაობის მოქმედების გეგმა. აქტივისტები იბრძოლებენ იმისთვის, რომ ქუთაისში წარმატებული საარჩევნო კამპანია აწარმოონ მხოლოდ იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც თავიანთ პროგრანაში ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის დაბრუნებას შეიტანენ. აქციის მონაწილეებს პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეუერთდნენ. გიორგი გახარიამ ქუთაისის პარლამენტის შენობის გაყიდვასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან გუშინ კომენტარის გაკეთებისას განაცხადა. “ქუთაისში პარლმანეტის შენობის გაყიდვას ვაპირებთ და ეს პროცესი ეკონომიკის სამინისტროს დაწყებული აქვს. ქუთაისი სულ მალე იქნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც ქალაქისთვის იქნება ბევრად უფრო მეტი, ვიდრე პარლამენტი. გარდა ამისა, ამ შენობასაც ექნება დატვირთვა, მან უნდა შეიძინოს ეკონომიკურად უფრო მიმზიდველი ფუნქცია. ქუთაისისთვის მომავალი რა შეიძლება იყოს?  განათლება, მედიცინა, ტრანსპორტირება და კიდევ ბევრი რამე და არა მხოლოდ პარლამენტი“,_  განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრის დროს გიორგი ... ...
  • აჭისწყლის ხეობაში, კარიერის ირგვლივ, კვლავ ხმაურია ეკოდამცველი ირმა გორდელაძე, ფეისბუქგვერდზე, „გადავარჩინოთ გურიის მდინარეები“, კვლავ აქვეყნებს ინფორმაციას, რომ  ახლახან ლიხაურის ტერიტორიაზე,  მდ. აჭისწყლის ხეობაში,  შპს  „კავკაზ ცემენტ ჯორჯია" ჩუმად იპარავდა ქვიშას.   „დავადექი პირადად ფაქტზე.  გაჰქონდათ ინერტული მასალა და იქვე ახლო ტერიტორიაზე ასაწყობებდნენ.   ამ კომპანიას ლიხაურმა უარი უთხრა, არ დავუშვებთ, რომ გაიტანონ ინერტული მასალა“, _ წერს გორდელაძე. სოფელ ლიხაურის მკვიდრი, ქალბატონი თინა დობორჯგინიძე ამბობს, რომ აპირებენ სარჩელი შეიტანონ და პასუხი აგებინონ ყველას, ვისაც ეკუთვნის. _ ახლა აჭისწყლის ხეობაში, „კავკაზ  ცემენტ ჯორჯია“, როგორც მისი წარმომადგენელი გვეუბნება, ნებართვით არის შესული და მართლაც, მათ აქვთ ლიცენზია. თუმცა,  დაუშვებელია ახლა იქ ღორღის  ამოღება. გაფუჭდა, რაც გასაფუჭებელია. გავა ცოტა ხანი, ადიდებული მდინარე წალეკავს ყველაფერს და იტყვიან, სტიქიააო. ყველაზე დიდი სტიქია ადამიანია. ეს არის არა ღორღის ამოღება, არამედ ფულის ამოღება. მალე სარჩელს შევიტანთ, დოკუმენტაცია მოგროვებული გვაქვს და იმედია, მანამდე მაინც შეაჩერებენ მუშაობას, _ თქვა ქალბატონმა თინამ „გურია ნიუსთან“. ჩვენ ასევე დავუკავშირდით „კავკაზ ცემენტ ჯორჯიას“ წარმომადგენელს, გელა დუმბაძეს, რომელიც თავის მხრივ აცხადებს, რომ ის ფლობს ლიცენზიას,  შაბათ-კვირას ისვენებს, ორშაბათიდან კი აჭისწყლის კარიერზე მუშაობას გააგრძელებს. _შპს „კავკაზ ცემენტ ჯორჯია“ ამერიკული კომპანიაა. გვაქვს ლიცენზია, რომელიც ორი წლის წინ მივიღეთ. ვმუშაობთ წესების სრული დაცვით.  ჩვენ მოვიპოვებთ მასალას ქვის სამსხვრევი საამქროსთვის და ბეტონის ქარხნისთვის. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სკოლების თუ სხვა მშენებლობები რაც არის, ჩვენ  ვაკეთებთ.  ასევე ვეწევით  ქველმოქმედებასაც და არაფერს ვაშავებთ. ყველანაირ არგუმენტირებულ მოლაპარაკებაზე მზად ვართ, რასაც მოსახლეობა შემოგვთავაზებს. გამოჰყონ ჯგუფი, რომელიც მონიტორინგს  გააკეთებს, ნახავს, რას და როგორ ვიღებთ. მზად ვართ, დავაფინანსოთ კიდეც ისინი, -  გვითხრა გელა დუმბაძემ. დიდი ალბათობით, ორშაბათს, 24 თებერვალს,  აღნიშნულ კარიერზე დაპირისპირება კვლავ მოსალოდნელია, რადგან ლიცენზიის მფლობელი კომპანია მუშაობის გაგრძელებას გეგმავს. ... ...
  • ჩოხატაურში, სოფელ ონჭიკეთში სახლი დაიწვა_ რით დაეხმარება ადგილობრივი ხელისუფლება ოჯახს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ონჭიკეთში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. შემთხვევის ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი იყო მობილიზებული. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი კუჭავამ განუცხადა, ადგილობრივი ხელისუფლება დაზარალებულ ოჯახს დაეხმარება. „ჩვენი წარმომადენელი უკვე შეხვდა დაზარალებულლ ოჯახს. ადგილობრივი ხელისუფლება პირველ რიგში აუცილებელი პირველადი მოხმარების ნივთების შესაძენად  დაეხმარება.  ამის შემდეგ კი, სამშენებლო მასალის გამოყოფაზე ვიმსჯელებთ“, – განაცხადა ირაკლი კუჭავამ. ჩოხატაურის მერის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახი უმეტესად ქუთაისში იმყოფება. „ოჯახში მამა იყო. შვილები ქუთაისში არიან, თვითონაც ხშირად ქუთაისშია. თუ თვითონ იტყვის, რომ სხვა საცხოვრისი არ გააჩნია, ამ შემთხვევაში გავიყვანთ ქირით“, _ გვითხრა ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...