ლევან ვეფხვაძეს ცსკო-ს გადაწყვეტილებით კმაყოფილია : „ეს არის ჩვენი წარმატება!“

პოლიტიკა

ლევან ვეფხვაძეს ცსკო-ს გადაწყვეტილებით კმაყოფილია : „ეს არის ჩვენი წარმატება!“

2012 სექ 25 11:55:07

 

დადგენილების თანახმად, მხოლოდ 10 წუთის განმავლობაში იქნება შესაძლებელი ფოტოვიდეოგადაღების გახორციელება თავისუფალ რეჟიმში, ისიც მაღალი საჯარო ინტერესის მქონე პირის გადაღებისას. სხვა დანარჩენ შემთხვევაში, ფოტოვიდეოგადაღება ნებადართულია კომისიის თავმჯდომარის მიერ შერჩეული ერთი ადგილიდან და ეს ადგილი 3 მეტრით იქნება დაშორებული სუბიექტიდან/ობიექტიდან. ეს კი პრაქტიკულად გამორიცხავს ოქმების, ბიულეტენების დაფიქსირების შესაძლებლობას. რაც ყველაზე მთავარია, კენჭისყრის ოთახში კამერით გადაადგილების ან საარჩევნო უბნის ნებისმიერი მიზეზით დატოვების შემთხვევაში, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი, კარგავს ფოტოვიდეოგადაღების უფლებას!

ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი, გოჩა ჯოჯუა იმ ცხრა ადამიანს შორის იყო, რომელმაც ცსკო-ს ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. ამავე პარტიის ერთ-ერთ ლიდერი, ლევან ვეფხვაძე ჩვენი გაზეთის საშუალებით, ჯოჯუას, ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის, პერსონალურ მადლობას უხდის. ინტერვიუ ლევან ვეფხვაძესთან გუშინ, ცსკო-ს სხდომის დასრულების შემდეგ ჩავწერეთ.

_ ზოგადად, კამერა რომ შედის უბანზე, შეუძლია თავისუფლად იმოძრაოს 10 წუთი. ინტერვიუს შიგნით ვერ ჩაწერ იმიტომ, რომ შეიძლება პრობლემა იყოს. ადრეც ინტერვიუებს იქ არ იწერდნენ და ცხადია, ჯობია, გარეთ ჩაწერო. მაგრამ, მერე თუ უნდა იქ ყოფნა და პროცესის ჩაწერა, სტაციონალურად ამონტაჟებს კამერას და ეს კამერა ფიქსირებულად იღებს უბანზე მიმდინარე საარჩევნო პროცესს. არავის პრობლემა არ გექმნებათ. შენ უბრალოდ თუ ნიუსისთვის გინდა, 10 წუთიც საკმარისია, აკრიფო მასალა. თუU გინდა სადამკვირვებლო მისია შეასრულო, დააყენებ კამერას სტატიკურად და გააგრძელებ მუშაობას, _ აცხადებს ლევან ვეფხვაძე „გურია ნიუსთან“.

_ როგორ ფიქრობთ, ისიც არანაირი პრობლემა არ არის, ცსკო კანონს, თავის ჭკუაზე. არჩევნებამდე 5 დღით ადრე რომ ცვლის?

_ არა, არ არის ასე. კანონში ეწერა ასეთი რამე: თუ ჟურნალისტი ხელს უშლი საარჩევნო პროცესს, მაშინ კომისიის თავმჯდომარეს შეუძლია, დაატოვებინოს კამერას გადაღების მოედანი, ან უბანი. ბუნებრივია, ეს იქნებოდა პრობლემა, იმიტომ რომ ყველა კომისიის თავმჯდომარე იტყოდა, _ აი, ახლა კამერა აქ რომ დგას, ხელს მიშლის, ხალხი არ შემოდის კამერის გამოო. ახლა, თავისთავად, გაჩნდა იმის რეგლამენტაცია, რა პირობებშიც კომისიის თავმჯდომარე ვერ ეტყვის კამერას გავიდეს გარეთ. სტატიკურად, დგას კამერა, რომელიც იღებს პროცესს, ეს პირიქით, ხელს უწყობს სადამკვირვებლო ფუნქციას.

კიდევ ერთი მომენტი: ადრე იყო სათვალთვალო კამერები, რომლის ინფორმაცია ხელმიუწვდომელი იყო. ძალიან ბევრი ჟურნალისტი იყო რომელმაც მოითხოვა ეს ინფორმაცია და ვერ იღებდა. ბოლოს რეგლამენტაცია დააწესეს 15 წუთიანი შეზღუდვით. ახლა, ეს მასალა, რამდენიც უნდა, ხელთ უკავია ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაციას. რომელსაც ვერავინ ეხება და ვერავინ აგდებს. ერთი პრობლემა, რაც რჩება, ისაა სად განათავსებს კამერებს უბნის თავმჯდომარე. მთავარია, ის ადგილები რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გამოყოფს, არ იყოს ისეთი, საიდანაც გადაღება პრობლემა იქნება. ამ შემთხვევაში, მთავარია ადგილებზე კომისიის წევრების აქტივობა. ჩვენ გავაფრთხილებთ კომისიის წევრებს, არ იყოს ისეთი ადგილები, საიდანაც პროცესი არ ჩანს და ვერ აკვირდები. დადგენილებაში წერია, რომ კამერამ უნდა გადაიღოს საარჩევნო პროცესი, თუ ამას ვერ აფიქსირებს, ამ შემთხვევაში, საჩივარი დაიწერება უბანზე, რომ არ ეძლევა კამერებს გადაღების უფლება.

თავისთავად, ეს ნორმა უფრო მეტად, ვიდრე კანონით არის, არეგულირებს ჟურნალისტების მოქმედების შესაძლებლობას და ზღუდავს თავმჯდომარეს მისი ხუშტურის შესაბამისად, გამოაგდოს უბნიდან ჟურნალისტი.

_ დავუშვათ ჩემს ჩემს უკან რაღაც ხდება, ამომრჩეველზე ზეწოლაა და გადაღება მინდა, რა ვქნა ამ დროს?

_ სად რა პრობლემა? ჟურნალისტი ვარ და ვიცი, კუთხესთან რომ დადგები, შემოსასვლელს, ურნას დ კაბინას აკონტროლებ. თუ სადმე რამე პრობლემა შეიძლება იყოს, ეს არის ოროთახანი უბნები. იქ მართლა მოსაფიქრებელია რამე, იმიტომ რომ შეიძლება კაბინა ერთ ოთახში იყოს და ურნა _ მეორეში. ასეთი ძალიან ცოტა უბანია, მაგრამ იქ რა შეიძლება იქნას მოფიქრებული, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. ეს, სხვათაშორის, მოსაფიქრებელი თემაა.

_ პირველ არჩევნებს არ ატარებს ეს შემადგენლება და არც პირველად ცდილობენ მედიისთვის შეზღუდვების დაწესებას, აქამდე რატომ არ იმსჯელეს ამ საკითხებზე? ხუთი დღით ადრე, სასწრაფო წესით მიღებული ეს დადგენილება ეჭვებს არ გიჩენთ?

_ მე არ ვიცი, რა მოტივაცია ჰქონდა ხელისუფლებას როდესაც შემოიღო კანონი და მედიას საერთოდ უკრძალავდა შესვლას. საბოლოო ჯამში, რა შედეგიც იქნა მიღწეული ჩვენი, ქდმ-ს ძალიან აქტიური მუშაობით, პირიქით, ძალიან ბევრ გარანტრიას იძლევა ჟურნალისტების მუშაობის და ეს არის ჩვენი წარმატება. მე მგონია, არჩევნების დღე რომ დადგება, ძალიან ბევრი ჟურნალისტი მიხვდება, რამდენად დეტალიზირებულია დადგენილება იმისთვის, რომ მათი მუშაობა იყოს გარანტირებული.

_ ინტრვიუს ჩაწერის პროცესზე შემოღებული რეგულაციაც წარმატებად მიგაჩნიათ?

_ ინტერვიუს ჩაწერა უბანზე, გარკვეულ უხერხულობას ქმნიდა. ისიც კი, როდესაც საჯარო მოხელეები: პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი დგებოდნენ უბანზე და კომენტარებს იძლეოდნენ, ესეც კი აფერხებდა პროცესს. მე თუ მკითხავთ, უბანზე ინტერვიუს ჩაწერა არის პრობლემა და გარკვეულწილად, აფერხებს საარჩევნო პროცესს.

ნებისმიერ კამერას აქვს ე. წ ხმის ამღები მოწყობილობა და სხვათაშორის ახლა ისეთი კამერები იყიდება, რომელსაც წინ აქვს მიმართული მიკროფონი. შესაბამისად, ხმის ამღები მიკროფონით, ბუნებრივია, ყველაფერი ისმის. თუ შენ პროფესიული მასალისთვის არ იყენებ ამას და სადამკვირვებლოსთვის გინდათ, საკმაოდ ნორმალურად იღებ იმისთვის, რომ გაიგო იქ რა ხდება.

_ რადგან ჟურნალისტი ვარ, ფაქტია, პროფესიული მასალისთვის მინდა?

_ თუ პროფესიულისთვის გინდათ, ჟურნალისტებს შეგიძლიათ ინტერვიუები ჩაწეროთ გარეთ, რა პრობლემაა?! ნებისმიერი ამომრჩეველი, რომელიც გამოვა უბნიდან ან კომისიის წევრს თხოვოთ, გამობრძანდეს გარეთ და ჩაწეროთ, მე მგონი, ამაში პრობლემა არ არის.

_ კომისიის წევრი გვეტყვის, რომ არ სცალია და არ გამოვა და ეს გაგრძელდება საარჩევნო დღის დასრულებამდე.

_ ხო მაგრამ, თუ არ უნდა, შიგნითაც არ მოგცემს კომენტარს და გეტყვის უარს, ხო?!

_ ანუ თქვენ თვლით, რომ ცსკო-ს მხრიდან ეს არის კარგი ვარიანტი, რომელიც ჟურნალისტებსა და სადამკვირვებლო მისიას მუშაობაში ძალიან უწყობს ხელს?

_ მე ვფიქრობ, რომ ეს არის კომპრომისული ვარიანტი, რომელიც კი არ აუარესებს, პირიქით აუმჯობესებს იმ მდგომარეობას, რომელიც კანონის შესაბამისად ჰქონდათ ჟურნალისტებს.

ჩვენმა წარმომადგენელმა ცსკო-ში, გოჩა ჯოჯუამ ბოლომდე იბრძოლა იმისთვის, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილება მიღებულიყო. ამიტომ, თქვენი გაზეთის მეშვეობით, პერსონალურად მინდა გადაუხადო მას მადლობაშ.




 ახალი ამბები
  • 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს სახლიდან გასვლა ეკრძალებათსაქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, 70 წელს გადაცილებულ საქართველოს მოქალაქეებს სახლიდან გასვლა ეკრძალებათ იმ შემთხვევაში თუ ისინი არ მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქსა და სამედიცინო დაწესებულებაში. „აკრძალულია 70 წელზე ზემოთ ჩვენი მოქალაქეების სახლიდან გასვლა გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, უახლოეს აფთიაქსა და უახლოს სამედიცინო დაწესებულებაში. იმ შემთხვევაში თუ ჩვენი 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან მარტოხელები, ეკონომიკის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს ვალდებულება აქვთ, რომ მათ დაეხმაროს,“- განაცხადა გიორგი ... ...
  • როგორ შეეძლებათ გადაადგილება მათ, ვინც 24 საათიან რეჟიმში მუშაობსსაქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, იმ დაწესებულებების თანამშრომლებს, ვინც  24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, სპეციალური საშვით გადაადგილების საშუალება ექნებათ. პრემიერის განცხადებით, საშვების გაცემა ამ ადამიანებზე მოხდება იმ შემთხვევაში, თუ რეკომენდაციებს დაიცავენ. “ყველა ის დაწესებულება, რომელიც მისი ფუნქციონირების ხასიათიდან და სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე აგრძელებს მუშაობას 24-საათის განმავლობაში, მათ ექნებათ სპეციალური საშვები, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი სრულად დაიცავენ დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. მედიის თავისუფლება, ისევე როგორც სასურსათო მაღაზიების მუშაობა და სხვა ბევრი დაწესებულების მუშაობა, ბანკი იქნება ეს თუ სააფთიაქო ქსელი, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეებისთვის, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა არის უპირველესი ღირებულება და როდესაც ჩვენს ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ, ამ ვირუსის პირობებში არ ვსაუბრობთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენსაზე, ჩვენ უკვე პასუხისმგებლობა გვაქვს იმ ადამიანების წინაშე, რომლებთანაც კომუნიკაციაში შევდივართ. იქნება სპეციალური საშვები, რომლის საშუალებითაც მედიასაც ექნება მუშაობის საშუალება, პურის ქარხნებსაც ექნება საშუალება, იმ დისტრიბუციის ქსელებსაც ექნებათ საშუალება, რომლებიც ამარაგებენ სასურსათო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებს”,_ განაცხადა ... ...
  • ხვალიდან დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი ავტომობილით მგზავრობა პრემიერის განცხადებით, ხვალიდან, ქალაქებში გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის ტაქსით მგზავრობა. „ესეც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალსწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ სამი ადამიანი, მათ შორის მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორი ადამიანი იქნება უკანა სავარძელზე“,- აღნიშნა ... ...
  • საქართველოში კარანტინი და კომენდანტის საათი ამოქმედდებახვალ, დილის რვა საათიდან, საქართველოს მასშტაბით, საკარანტინო რეჟიმი  ამოქმედდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ბრიფინგზე განაცხადა. „მივიღეთ გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ. ჩვენ ვაცხადებთ, ფაქტობრივად, საყოველთაო კარანტინს, რომელიც ხვალ, დილის 08:00 საათიდან დაიწყება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. ამასთან, იმოქმედებს კომენდანტის საათიც 21:00-დან დილის ექვს ... ...
  • რიგი ჩოხატაურის ლიბერთი ბანკის ფილიალთან_ იცავენ თუ არა სოციალურ დისტანციასხალხმრავლობაა დღეს ჩოხატაურში, ლიბერთი ბანკის ფილიალთან. მიუხედავად გაფრთხილებისა, რომ ხალხმა ერთმანეთთან სოციალური დისტანცია უნდა შეინარჩუნოს და 2 მეტრის მოშორებით დადგეს, აღნიშნული პირობა ფილიალის გარე პერიმეტრზე დაცული არ იყო. „გურია ნიუსი“ დაინტერესდა, რატომ არაა დაცული სოციალური დისტანცია და ამ საკითხზე ჩოხატაურის ლიბერთი ბანკის ფილიალის მმართველს, ლაშა ასათიანს ესაუბრა. „ფილიალში ვუშვებთ 3-3, 4-4 კაცს, რომ შიგნით რიგი არ იყოს. გარეთ პერიმეტრზე დილიდან დგას სამი პოლიციელი, ბანკის ერთი თანამშრომელი და არეგულირებენ რიგს. დილიდან რიგი იყო, მაგრამ სოციალური დისტანცირებას, შეძლებისდაგვარად, ვიცავდით,“ _ გვითხრა ჩოხატაურის ლიბერთი ბანკის ფილიალის ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...