ნაციონალები ბათუმში იკრიბებიან

პოლიტიკა

ნაციონალები ბათუმში იკრიბებიან

2012 სექ 29 13:42:15
ამ წუთებში ქალაქში სხვადასხვა მიმართულებიდან მიკროავტობუსებით მოჰყავთ პარტიის მხარდამჭერები. რუსთაველის ქუჩის დასაწყისში მოძრაობა ნაწილობრივ შეფერხებულია.

მოსახლეობის ნაწილი პარტიული ოფისებიდან ფეხით მიემართებიან "საოცრებათა მოედნის" მიმართულებით.

როგორც "გურია ნიუსთან" საუბარში ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ორგანიზაციის პრესსპიკერი გიორგი კირთაძე ამბობს, ეს ჩვეულებრივი შეხვედრაა ამომრჩევლებთან: "ამას ნუ დავარქვევთ შემეჯამებელ შეხვედრას, ჩვეულებრივი შეხვედრაა ამომრჩევლებთან", _ ამბობს კირთაძე.

ნაციონალური მოძრაობის შეხვედრაზე პრეზიდენტსაც ელოდებიან. მიკროავტობუსის მძღოლები ამბობენ, რომ მათ მოსახლეობის პრეზიდენტთან შესახვედრად მიყვანა გუშინ დაავალეს. ამის გამო დღეს შეფერხებულია #34, #28 და სხვა სამარშრუტო ხაზების მუშაობა.

 

 




 ახალი ამბები
  • კობახიძე: ჩვენი გეგმაა კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ რუსული დელეგაციის აღიარების საკითხი„გუშინ და დღეს დილიდან  ჩვენ გვქონდა აქტიური კონსულტაციები ჩვენს კოლეგებთან ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, ასევე უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლებთან და ჩვენი გეგმა არის ის, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ რუსული დელეგაციის აღიარების საკითხი. ამასთან დაკავშირებით,  საკითხი გამოდის დღეს პლენარულ სესიაზე და ჩვენ ერთად დავაყენებთ ამ საკითხს სესიის ფორმატში",- ამის შესახებ განცხადება საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ სტრასბურგში, საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის დაწყების წინ გააკეთა. ირაკლი კობახიძის თქმით, შესაბამისი განცხადება გაკეთდება ლატვიის დელეგაციის წარმომადგენელთა მხრიდან გაკეთდება, რასაც საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია დაუჭერს მხარს. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ დაიწყოს პროცედურა საკითხის გადასახედად. „ჩვენ ამ ფორმატს და ამ ტრიბუნას მაქსიმალურად გამოვიყენებთ, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები გავატაროთ, შესაბამისი გზავნილები მივაწოდოთ ჩენს კოლეგებს და მეგობრებს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ეხება უპირველეს ყოვლისა ჩვენს მთავარ ეროვნულ ინტერესებს, რაც დაკავშირებულია ჩვენი რეგიონების ოკუპაციასთან, ჩვენი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან. ჩვენ გვექნება ასევე საუბარი ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ჩვენს კოლეგებთან და მეგობრებთან. ეს პლატფორმა იქნება ძალიან აქტიურად გამოყენებული ამ ყველაფრისთვის",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ... ...
  • ნათელაშვილი:კორონავირუსი უზარმაზარი საფრთხეა საქართველოსთვის„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილის განცხადებით, კორონავირუსი უზარმაზარ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვის, ქვეყნის ჯანდაცვა ვირუსთან საბრძოლველად მზად არ არის, ამიტომ პოლიტიკოსი საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ჩინეთიდან ფრენებისა და ტვირთბრუნვის აკრძალვას ითხოვს. „მსოფლიოს უტევს კობრის ჩინური ქვესახეობიდან წარმოშობილი ახალი კორონავირუსი, რომელიც უზარმაზარი საფრთხეა კონტინენტის ცენტრში მდებარე საქართველოსთვის. მთავრობის გასაგონად, სასწრაფოდ აკრძალეთ ადამიანთა მიმოსვლა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. შეაჩერეთ ყოველგვარი ტვირთები, მათ შორის ფოსტა ამ ქვეყანასთან. განსაკუთრებული კონტროლი დააწესეთ ჩინელთა კომპაქტურად ჩასახლებულ ადგილებში, კონკრეტულად ქუთაისი, თბილისი და ხარაგაულის რეგიონი, სადაც ჩინური ქალაქები აშენდა“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. ... ...
  • გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი მაშველებმა იპოვესშინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ქალაქ ფოთში, პალიასტომის ტბაში, გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მამაკაცის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია ამა წლის 4 იანვარს დაფიქსირდა. შეტყობინების ინიციატორის განცხადებით, მოქალაქე კონტაქტზე არ გამოდიოდა და საჭირო იყო საძიებო სამუშაოებში შესაბამისი უწყებების ჩართვა. დაკარგულის პირის ადგილსამყოფელის დასადგენად, პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, საძიებო სამუშაოები დაიწყეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმაც. თბილისიდან ფოთში გაემგზავრნენ განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების წყალზე სამაშველო და მყვინთავთა ჯგუფები, რომლებიც  საძიებო სამუშაოებს პალიასტომის ტბიდან მდინარე კაპარჭინის შესართავამდე აწარმოებდნენ. ასევე, საძიებო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა მდინარე რიონში. ადგილზე შეიქმნა სამუშაო შტაბი, საიდანაც ხდებოდა საძიებო სამუშაოების მართვა. პროცესში ჩართული იყო ექოლოტი და სპეციალური მცურავი ტექნიკა. ტერიტორიის მონიტორინგი მიმდინარეობდა დრონის საშუალებით. სამკვირიანი, უწყვეტი სამუშაოების შედეგად, დღეს მაშველებმა პალიასტომის ტბაში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.  გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115 მუხლით მიმდინარეობს. ... ...
  • 65 წლამდე კაცმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე გოგო გააუპატიურა65 წლამდე კაცი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე გოგოს გაუპატიურებისთვის დააკავეს. შემთხვევა რამდენიმე თვის წინ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით. უწყების ცნობით, დაკავებულია 1955 წელს დაბადებული პირი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულის დაკავების შემდეგ, სოფელში დაზარალებულისა და დაკავებულის ახლობლებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც პოლიციამ პრევენციული ღონისძიებები გაატარა და ადმინისტრაციული წესით სამი ადამიანი ... ...
  • ქუთაისში ზვიად გამსახურდიას ძეგლის დადგმას ითხოვენსაქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ძეგლის ქუთაისში დადგმის მოთხოვნით  პეტიცია შეიქმნა. „საქართველომ თავისი არსებობის განმავლობაში უამრავი ქარტეხილი გამოიარა. მრავლად გვყავდნენ გამოჩენილი მამულიშვილები და ეროვნული გმირები , რომლებიც ქვეყნის ბედს წყვეტდნენ. თანამედროვე ქართული სახელმწიფო არსებობის  რამდენიმე ათეულ წელს ითვლის. მეოცე საუკუნის ბოლოს, ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მოპოვების კიდევ ერთი შანსი გაუჩნდა, რაშიც ფასდაუდებელი წვლილი მიუძღვის საქართველოს ეროვნულ გმირს ზვიად გამსახურდას. მისი უდიდესი ძალისხმევით, შესაძლებელი გახდა, დამოუკიდებლობის მოპოვება და მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძლზე ის გახდა სახელმწიფოს პირველი პრეზიდენტი. ყველა ერის ვალდებულებაა, სათანადო პატივი მიაგოს სახელმწიფოს დამფუძნებელ მოღვაწეებს. ამ თვალსაზრისით, აუცილებლად მიგვაჩნია, რომ ერთიანი საქართველოს პირველ დედაქალაქში იდგეს ქართული სახელმწიფოს პირველ პრეზიდენტის ზვიად გამსახურიდას ძეგლი,“_წერია ... ...

არქივი

ზაფრანი

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კიბო, შესაძლოა, გადამდები იყოს

ვებგვერდ wize.life-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით...

მიწაზე მიყინული კნუტები კაცმა ყავით გადაარჩინა

BBC-ის ინფორმაციით, მიწაზე მიყინული კნუტები...

სასარგებლო რჩევები ცნობილი ქალებისგან

ანჯელინა ჯოლი ზოგჯერ, როცა თავის...

ბიონსეს სილამაზის საიდუმლო

მართალია მომღერალი ვეგეტარიანელი არაა, მაგრამ...

ცნობილი ვარსკვლავების ყოველდღიური დილის რეჟიმი

ჯენიფერ ენისტონი ჯენიფერ ენისტონის დილა...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...