"მსაჯული საზოგადოებაა"

gurianews.com

პოლიტიკა

"მსაჯული საზოგადოებაა"

2011 თებ 18 11:02:48
საქართველოს პარლამენტში მიხეილ სააკაშვილის ანგარიშს და საჯარო დებატებს ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. საზოგადოების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ "ქრისტიან-დემოკრატების" გამოსვლის დეტალები წინასწარ იცოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებმა. პარლამენტარი გიორგი თარგამაძე ამ ყველაფერს მორიგ გაუგებრობას უწოდებს და ამბობს, რომ დემონსტრირება ფაქტებისა, რომელიც მან პარლამენტში წარადგინა, იყო მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური შემოქმედების პორტრეტი.
_ ბატონო გიორგი, თქვენ პარლამენტში გამოსვლის დროს გააკრიტიკეთ სახელმწიფო პროგრამები,  რომლებსაც მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის გადამრჩენი უწოდა.
_  დასაქმების პროგრამა ჩავარდა თუ არა, ამაზე მეტყველებს საქართველოს სახელმწიფო სტატისტიკის დეპარტამენტის ოფიციალური მონაცემები, რომლის მიხედვითაც, საქართველოში, ბოლო წლების განმავლობაში, უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ის, რომ ჩვენს ქვეყანაში 100 საავადმყოფო არ აშენებულა, ამაზე მიხეილ სააკაშვილი და თავად ჯანდაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე საუბრობენ ღიად და საჯაროდ; ის, რომ 100 საწარმო არ ამოქმედებულა და, პირიქით, საწარმოები, რომლებიც ძლივს ფუნქციონირებდნენ, დღეს საერთოდ გაჩერებულია, ესეც, სამწუხაროდ, ფაქტია; იაფი დაზღვევის პროგრამით, საქართველოს მასშტაბით 500 000 ადამიანი უნდა დაზღვეულიყო, დაზღვეულთა რაოდენობა კი მხოლოდ 125 000-ია.  ასე რომ, ქვეყანაში წამოწყებულმა ყველა ეკონომიკურმა თუ სოციალურმა  ინიციატივამ კრახი განიცადა.
დავიწყებ იმით, რითაც  მიხეილ სააკაშვილმა დაამთავრა თავისი გამოსვლის ძირითადი ნაწილი _  მან ისაუბრა მოდერნიზაციაზე. მე  შევახსენებ პრეზიდენტს იმ მოვლენების შესახებ, რომელიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ვითარდება. ავტორიტარული მოდერნიზაცია ან თუ გნებავთ რბილი ავტორიტარიზმი, აუცილებლად მიგვიყვანს რევოლუციამდე. შესაბამისად, ჩვენი საზოგადოების, ჩვენი პოლიტიკური სისტემის, ჩვენი ეკონომიკის მოდერნიზაცია, ავტომატურად გულისხმობს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების გატარებას, პოლიტიკური ინსტიტუტების გაძლიერებას და საზოგადოებაში ისეთი განწყობის დანერგვას, რომ არჩევნების მეშვეობით ხელისუფლების ცვლილება არ იქნება წარმოუდგენელი ფანტასტიკა. საუბარი მოდერნიზაციაზე და წინსვლაზე მხოლოდ ფუჭი სიტყვები აღმოჩნდება და ჩვენ მივიღებთ გადატრიალებას, არეულობას, ქაოსს, რომელიც საზოგადოებას არ სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული ხედვები გვაქვს ქვეყნის დღევანდელობაზე და მომავალზე, ყოველგვარ პოლიტიკაზე მაღლა დგას სამშობლოს ინტერესები. ამიტომაც მე, საქართველოს პრეზიდენტს, როგორც ბრმების მთავრობის მეთაურს, ვაფრთხილებდი და ვაფრთხილებ, რომ ვდგავართ დიდი ხიფათის წინაშე.
_ დებატებში გამოსვლის დროს, გოკა გაბაშვილმა შეგახსენათ საარჩევნო პროგრამა და იკითხა, სად არის გაზი ვეფხვაძისეული ფასებით, შეგახსენათ ბადრი პატარკაციშვილი და ასლან აბაშიძე. 
_ იაფი გაზი ვეფხვაძისეული ვარიანტი არ არის. ეს არის იაფი გაზი, რომელიც საქართველოს ეკუთვნის ბიპი-სთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით. შეიძლება, ბატონ გაბაშვილს და მთელ მთავრობას ეცინება ტარიფებსა და კომუნალურ გადასახადებზე როცა ვსაუბრობთ, მაგრამ არ ეცინება ჩვეულებრივ ქართველ ოჯახს, რომელიც ყოველი თვის ბოლოს, როგორც სასიკვდილო განაჩენს, ისე ელოდება გაზის, ელექტროენერგიის, წყლის და ნაგვის გადასახადს. ჩვენი მთავრობის წევრების და ჩინოვნიკების შემოსავლების ოდენობა და ცხოვრების წესი ისე დაშორდა ჩვეულებრივი ქართველი ოჯახების ყოველდღიურობას, მათ მართლა სიზმრებისა და ფანტაზიის მოხმობა სჭირდებათ იმის წარმოსადგენად, როგორ შეიძლება უჭირდეს ჩვეულებრივ ოჯახს. ჩვენს რაიონებში ყველაზე "მდიდრად" ის ოჯახი ითვლება, სადაც ერთი ან ორი პენსიონერია. ამ მდგომარეობაში მყოფ ხალხს ესაუბრო ირონიული და ცინიკური ტონით, არის შენივე მოქალაქეების შეურაცხყოფა.
დღეს, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, ჩვეულებრივი ქართული ოჯახის ხარჯი ყოველთვიურად, მინიმუმ 70-%-ით არის გაზრდილი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს მოსახლეობას ცხოვრება მათი მოსვლის შემდეგ ორჯერ გაუძვირდა; ეს ნიშნავს იმას, რომ თავად სახელმწიფოს მიერ დადგენილი 150 ლარიანი საარსებო მინიმუმი ერთ სულ მოსახლეზე, ორჯერ აღემატება საქართველოს რეგიონებში მცხოვრები პენსიონერების ყოველთვიურ შემოსავალს; ეს ნიშნავს იმას, რომ პენსიონერებმა დღეგამოშვებით უნდა მიიღონ პროდუქტი და  უარი  თქვან წამლების შეძენაზე.
_ "გურია ნიუსმა" დაიწყო ჩანართის გამოშვება სოფლის მეურნეობის საკითხებზე, რომელიც  უფასოდ ვრცელდება გაზეთის ახალ ნომერთან ერთად. იქნებ, რამდენიმე სიტყვით, სოფლის მეურნეობასაც შეეხოთ.
_ მივესალმები "გურია ნიუსის" წამოწყებას. მართლაც,  საინტერესო და აუცილებელია  მოსახლეობისთვის ამის შეთავაზება. რაც შეეხება ჩემს მოსაზრებას აღნიშნულ საკითხზე, ვიტყვი, რომ მივესალმები ინიციატივას სახელმწიფოს მხრიდან, საქართველოს სოფლის მეურნეობაში 2011 წელს 150 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიციის ჩადების თაობაზე. მართალია, ეს განცხადება დაგვიანებულია, მაგრამ თუ ურმის გადაბრუნების შემდეგ მაინც დავინახავთ გზას, არც ეს არის დასაძრახი. თუმცა, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული ეს განცხადება, იქნებოდა უფრო საქმიანი და დამაჯერებელი, თუ  ამ განცხადებას მოჰყვება კონკრეტული ახსნა-განმარტება, საიდან გაჩნდება ბიუჯეტში ეს 150 მილიონი.
_ გლეხკაცს ხშირად უთქვამს, რომ პოლიტიკოსების დაპირებებით დაიღალა, მას სურს ისეთი მთავრობა, რომელიც იზრუნებს ხალხზე და  მოუხსნის ყოფით პრობლემებს.
_ ქართველი გლეხები და ფერმერები, სოფლად მცხოვრები ჩვენი მოსახლეობა უნდა გახდეს ყველაზე აქტიური ნაწილი ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების წარმართვისა. ქართულმა სოფელმა უნდა უკარნახოს ქართულ პოლიტიკას, როგორი უნდა იყოს ჩვენი ეკონომიკის ხვალინდელი დღე და ჩვენი ხვალინდელი ხელისუფლება.
ჩვენ უნდა მოვთხოვოთ ხელისუფლებას, მიაქციოს ყურადღება სოფლის მეურნეობას, ჩვენ უნდა მოვთხოვოთ ხელისუფლებას, მისთვის პრიორიტეტული გახდეს ქართველი გლეხისა და ფერმერების პრობლემები, ჩვენ უნდა მოვთხოვოთ ხელისუფლებას, რომ მან იზრუნოს ქართველი ახალგაზრდების პრობლემებზე, რომლებიც ცხოვრობენ სოფლად და სამწუხაროდ, რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო ნაკლებად არიან აქტიურად დასაქმებულები. მე რომ ვიყო ხელისუფლებაში, ამ პრობლემას გადავჭრიდი ერთი ხელის მოსმით, უფრო სწორად, ერთი ხელმოწერით, როცა ბიუჯეტში პრიორიტეტებს სწორად დავალაგებდი _ კი არ დავიწყებდი დიდი თანხების ტურიზმში ჩადებას, არამედ, პირველ რიგში განვავითარებდი რეგიონულ ინფრასტრუქტურას, სოფლის მეურნეობას, შევქმნიდი საფუძვლებს ადგილობრივი პროდუქციის წარმოების განვითარებისთვის და ამის შემდგომი ეტაპი, შეიძლება ყოფილიყო ინვესტიციების ჩადება ტურიზმში. ტურიზმი არ შეიძლება იყოს ეკონომიკის ძირითადი საყრდენი. ტურიზმი ვითარდება ისეთ ქვეყანაში, სადაც სტაბილური პოლიტიკური ვითარებაა _ როდესაც შენი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია, როცა თბილისიდან 30 კილომეტრში სარაკეტო დანადგარებია განლაგებული, ოცნებაა იმაზე ფიქრი, რომ მილიონობით ტურისტი მოაწყდება აქაურობას. რომც მოაწყდეს, რაში უნდა გადაიხადოს ფული _ თურქეთიდან, ირანიდან, ჩინეთიდან შემოტანილ სოფლის მეურნეობის პროდუქციაში?
ჩვენ ხელისუფლებას იმის გამო ვაკრიტიკებთ, რომ ზურგი შეაქცია სოფელს, მან მხოლოდ იმ სფეროებში მოახდინა გარკვეული წარმატების მიღწევა, რომელიც მისი ძალაუფლების შენარჩუნებასთან არის პირდაპირ კავშირში _ გაიარეთ საქართველოს რაიონებში და მიხვდებით, რა არის პრიორიტეტი, როგორ სახელმწიფოს ვაშენებთ. იმის მიხედვით, რომელი შენობაა ყველაზე მოწესრიგებული და განათებული _ ეს არის პოლიციის შენობები ყველა კუთხე-კუნჭულში. ეს ცუდი არ არის, მაგრამ ასევე თვალისმომჭრელად და კომფორტულად რომ გამოიყურებოდეს ის გარემო, მექანიზაციის ცენტრებით, საკრედიტო ორგანიზაციებით, კორპორაციული მეურნეობებით, სადაც ჩვენი ფერმერები დასაქმდებიან და იმუშავებენ, ასევე თვალისმომჭრელად რომ გამოიყურებოდეს კლუბები, სადაც ახალგაზრდები ივლიან, სადაც ხელმისაწვდომი იქნება ინტერნეტი, მიიღებენ განათლებას, განვითარდებიან, ასევე თვალისმომჭრელად რომ გამოიყურებოდეს სკოლები, თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა, რა თქმა უნდა, მაშინ ყველაფერი იქნებოდა მისაღები. ჩვენ ვაშენებთ პოლიციურ სახელმწიფოს, რომელიც ორიენტირებულია ძალაუფლების შენარჩუნებაზე, აზრადაც აღარ მოგდის მოქალაქეს, რომ სასამართლოში უნდა მიხვიდე, რადგან წინასწარ იცი, პროკურატურასთან ვერაფერს გახდები.
პარლამენტში გამართულმა დებატებმა ძალიან კარგად აჩვენა ერთი რამ _ ერთი და იგივე პლანშეტზე, ერთი და იგივე ფურცლებზე, ერთი და იგივე ციფრებით საუბრობდა ორი სხვადასხვა პოლიტიკური ძალის ლიდერი: მე, გიორგი თარგამაძე, "ქრისტიან-დემოკრატები" და მიხეილ სააკაშვილი, "ნაციონალური მოძრაობა". ერთი და იგივე ციფრებით ჩვენ ვხედავთ და აღვიქვამთ ჩვენი ქვეყნის სრულიად სხვადასხვა რეალობას. ჯერი არის მსაჯულზე და ეს მსაჯული "გურია ნიუსის" მკითხველია.


ნახვა: 717


 ახალი ამბები
  • რატომ გაათავისუფლა გურიის გუბერნატორმა მოადგილე, რომლის შესახებაც "არაფერი იცის"ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ, ყოფილი გუბერნატორის მერაბ ჭანუყვაძის კადრების გათავისუფლება დაიწყო. წყაროს თქმით, მან თანამდებობიდან წასვლა უკვე მოსთხოვა მოადგილეს არჩილ ყაზაიშვილს. აღნიშნულ ინფორმაციას ნასარაია არ ადასტურებს და ამბობს, რომ ამის შესახებ არაფერი იცის(?!): _ მე არავინ არ გამითავისუფლებია ჯერ. _ საკუთარი გადაწყვეტილებით წავიდა? _ არ ვიცი არაფერი. _ ჩვენი წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია სიმართლე არ შეესაბამება? _ მე არ ვარ გურიაში. გუშინ თბილისში ვიყავი და ახლა გზაში ვარ. _ ბატონო ზურაბ,  არჩილ ყაზაიშვილისთვის არ გითქვამთ, რომ გათავისუფლების შესახებ განცხადება დაეწერა? _ ჩამოვალ და ვნახოთ, _ აღნიშნა გურია ნიუსთან“ საუბრისას ნასარაიამ. ის, რაც მხარის პირველმა პირმა არ დაგვიდასტურა, დაადასტურა არჩილ ყაზაიშვილმა, რომლის თქმით, განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე პარასკევს დაწერა: _ კი, ბატონო, დაწერილი მაქვს განცხადება, _ გვითხრა ყაზაიშვილმა. გუბერნატორის უკვე ყოფილი მოადგილე, ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს: _ ბატონო არჩილ, მიზეზად რა გითხრეს, როცა განცხადების დაწერა მოგთხოვეს? _ ალბათ სხვას მოიაზრებს მოადგილედ. ახალი გუბერნატორია და მისი გუნდის წევრი სურს. მოიყვანოს. _  როდის მოგთხოვათ თანამდებობის დატოვება? _ გვქონდა ჩვენ ამაზე საუბარი რამდენიმე დღის წინ და პარასკევს დავწერე განცხადება 24 სექტემბრიდან გათავისუფლების თაობაზე. _ ბატონო არჩილ, თქვენ მერაბ ჭანუყვაძის გუნდის წევრად მოიაზრებოდით და ხომ არ ფიქრობთ, რომ სამსახურიდან გათავისუფლება სწორედ ამას უკავშირდება? _ მაგას ვერ დაგიდასტურებთ, რადგან დეტალებზე საუბარი არ ყოფილა. _ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დაგატოვებინეს თანამდებობა? _  ეს არის პოლიტიკური და არა პროფესიული თანამდებობა. შესაბამისად, როგორც პრემიერს სურს მისი გუნდი ყავდეს, ისე  სურს გუბერნატორსაც, რომელსაც აქვს ამის უფლება და შესაძლებლობა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ყაზაიშვილმა. რაც შეეხება დანარჩენ მოადგილეებს _ ამ ეტაპზე უცნობია,  დარჩებიან თუ არა თანამდებობებზე ქეთი მოისწრაფეშვილი და გია ებრალიძე. ორივე მათგანი ამ თანამდებობებზე ჭანუყვაძის გუბერნატორობამდე მუშაობდნენ და არ არის გამორიცხული, რომ ნასარაიამ ორივე დატოვოს. თუმცა, არის ერთი დეტალი _ მოისწრაფეშვილი საკმაოდ დიდი სკანდალშია გახვეული. როგორც ვწერდით, მისი გვარი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში მოხვდა. მაკონტროლებელ უწყებას მის კეთილსინდისიერებაში ეჭვი შეაქვს, რადგან უდიტის სამსახურმა დაადგინა, რომ აუქციონზე 2.5 თეთრად გაყიდული 1 კვადრატული მიწის ნაკვეთი, აუქციონიდან 4 დღეში, ამავე ფასად მყიდველისგან შეიძინეს მოისწრაფეშვილის მამამ და ძმამ, რომლებმაც მიწის ნაწილი, შეძენიდან ერთ კვირაში გაყიდეს _ როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ერთ ნაწილში 18 დოლარი აიღეს, მეორე ნაწილში კი _ 21 დოლარი (საუბარია ერთ კვადრატული მიწის ფასზე). „გურია ნიუსმა“ დაადგინა, რომ იმ დროს, როცა მოისწრაფეშვილებმა მიწის ნაკვეთები შეიძინეს, უმუშევრები იყვნენ _ გუბერნატორის მოადგილის მამას არანაირი შემოსავალი არ უფიქსირდება; ასევე, შემოსავალი არ აქვს მის ძმას, რომელიც სტუდენტია. გურიის გუბერნატორი ამბობს, რომ მოისწრაფეშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც დასკვნას გაეცნობა. მიუხედავად იმისა, რომ დასკვნა რამდენიმე დღეა ოზურგეთშია ჩამოსული, ნასარაია ამბობს, რომ არ უნახავს და ამ თემაზე კომენტარსაც ვერ გააკეთებს. „გურია ნიუსის“ წყაროს თქმით, ამ თემას მთავარი პროკურატურა აუდიტის სამსახურის წერილის საფუძველზე უკვე სწავლობს. ამავე თემაზე: რა წერია აუდიტის დასკვნაში და რატომ შეაქვთ ეჭვი გუბერნატორის მოადგილის კეთილსინდისიერებაში ... ...
  • რიკოთის გვირაბში ღამით ავტოტრანსპორტის მუშაობა აიკრძალებარიკოთის გვირაბში 24 და 25 სექტემბერს ღამის 00:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, დროის ამ მონაკვეთში გვირაბში, ზაფხულის პერიოდში ინტენსიური მოძრაობის შედეგად, ავტომატური მოწყობილობები და სანათი საშუალებები ავტომანქანების გამონაბოლქვისგან გაიწმინდება და გაირეცხება.  ავტომობილებს გვირაბის შემოსავლელ გზაზე მოუწევთ მოძრაობა. ამ გზაზე, 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა. ამ რეჟიმით მოძრაობას ზედამხედველობას და კოორდინაციას  საპატრულო პოლიცია ... ...
  • როგორ ანაზღაურდება დიალიზით მკურნალობა და თირკმლის ტრანსპლანტაცია საქართველოშიდევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფრომაციით, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფინანსდება დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია. როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზეა განმარტებული, პროგრამის მიზანია თირკმლის ტერმინალური უკმარისობით დაავადებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება. უწყების ცნობით, პროგრამის მოსარგებლეები არიან თირკმლის ტერმინალური უკმარისობით დაავადებული და/ან ორგანოგადანერგილი საქართველოს მოქალაქეები, ასევე პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი სხვა პირები, იდენტიფიკაციის დამადასტურებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული ოფიციალური დოკუმენტის არქონის მიუხედავად. პროგრამა მოიცავს ჰემოდიალიზით უზრუნველყოფას, მათ შორის: ნეფროლოგის კონსულტაციას; კლინიკო-ლაბორატორიულ გამოკვლევებს საჭიროების მიხედვით; მედიკამენტებით უზრუნველყოფას - საჭიროების შემთხვევაში; სისხლძარღვოვანი მიდგომის უზრუნველყოფას. ასევე, პერიტონეული დიალიზით უზრუნველყოფა, მათ შორის: ნეფროლოგის კონსულტაცია; კათეტერის იმპლანტაცია/ექსპლანტაცია; კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები - საჭიროების მიხედვით; მედიკამენტებით უზრუნველყოფას - საჭიროების შემთხვევაში; მე-3 მუხლის „გ" ქვეპუნქტის ფარგლებში შესყიდული სადიალიზე საშუალებებით, მასალითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფას; ჰემო და პერიტონეული დიალიზისათვის საჭირო სადიალიზე საშუალებების, მასალისა და მედიკამენტების შესყიდვას და მიწოდებას; თირკმლის ტრანსპლანტაციას - თირკმლის გადანერგვის ოპერაციის ჩატარებას; ორგანოგადანერგილთა იმუნოსუპრესული მედიკამენტებით უზრუნველყოფას; სამკურნალო საშუალებათა ტრანსპორტირებას, შენახვა და გაცემას (სამკურნალო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გაფორმების ხარჯები, მიღება, შენახვა, ტრანსპორტირება, გაცემა ბენეფიციარებზე აფთიაქების მეშვეობით). „დიალიზის მომსახურების მისაღებად, სოციალური მომსახურების სააგენტოში უნდა პაციენტმა უნდა წარადგინოს გეგმური მომსახურების წინასწარი დოკუმენტების ნუსხა (რის შემდეგაც მოხდება პაციენტის რეგისტრაცია დიალიზის მომლოდინეთა რეესტრში):  პირადობის (ბინადრობის) დამადასტურებელი მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი, ხოლო თუ პირი არასრულწლოვანია - დაბადების მოწმობის ასლი (პირადობის მოწმობის არქონის შემთხვევაში). აღნიშნული დოკუმენტების არქონის შემთხვევაში, გამონაკლისად დაიშვება შემდეგი შემთხვევები:• თუ პირი მიტოვებული ან მზრუნველობამოკლებული არასრულწლოვანია;• ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე;• იმყოფება თავისუფლების აღკვეთისა და პატიმრობის დაწესებულებაში. - ფორმა NIV-100/ა-ს (პაციენტის დიაგნოზი, ჩარევები და გამოკვლევები მითითებული უნდა იყოს ქვეყანაში დადგენილი კლასიფიკატორების შესაბამისად), საჭიროების შემთხვევაში, წინასწარი კალკულაცია;- დადგენილი ფორმის განცხადება. სოციალური მომსახურების სააგენტო ვალდებულია, მოგაწოდოთ ინფორმაცია სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში არსებული ტექნიკური რესურსების შესახებ, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით. მომსახურების უფლებით დაკმაყოფილება უნდა მოხდეს მომართვის რიგითობის მიხედვით. თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის ერთი მეთოდის მეორეთი ჩანაცვლება ხორციელდება შეუფერხებლად, შესაბამისი სამედიცინო ჩვენების წარმოდგენის შემთხვევაში.თირკმლის ტრანსპლანტაციის შემთხვევაში, უნდა მიაკითხოთ პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებას და ზემოაღნიშნული დოკუმენტები წარმოადგინოთ სოციალური მომსახურების სააგენტოში. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება სრულად და პაციენტის მხრიდან თანაგადახდას არ ითვალისწინებს. დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე (1505) ან/და სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში“- აღნიშნულია სააგენტოს ... ...
  • დაპირისპირება სამართალდამცველებსა და ზაზა სარალიძეს შორისდაპირისპირება სამართალდამცველებსა და ზაზა სარალიძეს შორის - შვილმოკლულ მამას გუშინ, გვიან ღამით, პოლიციამ ადგილზე გასაბერი ლეიბის შეტანის უფლება არ მისცა. ზაზა სარალიძე, რომელიც პარლამენტთან უკვე 12 დღეა, აქციას მართავს, ლეიბის ტროტუარზე გაშლას აპირებდა, თუმცა, სამართლდამცველებმა განაცხადეს, რომ ადგილზე ბევრი ტურისტი მოძრაობს და შვილმოკლულ მამას ამის საშუალება არ მისცეს. ზაზა სარალიძე აქციის შეწყვეტას არ აპირებს.   წყარო: ... ...
  • ორად გაყოფილი სპორტული ცენტრი დახურულ სხდომაზე ერთმანეთს ღიად დაუპირისპირდახმაური და დაპირიპირება იყო დღეს ლანჩხუთის საკრებულოში, სოციალური კომისიის სხდომაზე, სადაც „გურია ნიუსის“ ინფორმაციით,  სპორტული ცენტრის საკითხი განიხილებოდა. სხდომის ეს ნაწილი, კომისიის თავმჯდომარის ემზარ თედორაძის გადაწყვეტილებით, დახურულად გამოცხადდა. თედორაძის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება სპორტული ცენტრის თანამშრომელთა მოთხოვნით მიიღო. როგორც გაირკვა, სოციალური კომისიის სხდომაზე ცენტრის დირექტორს გოჩა ლომაძეს თანამშრომელთა ნაწილი ღიად დაუპირისპირდა და მისი სამსახურიდან წასვლა მოითხოვა. „თავად თანამშრომლებმა მთხოვეს, რომ სხდომა დახურული ყოფილიყო. ფაქტია,  სპორტულ ცენტრში არაჯანსაღი ვითარებაა და კოლექტივი ორ ნაწილადაა გაყოფილი. შექმნილი მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ნეგატიურად აისახება სპორტული ცენტრის მუშაობაზე.  მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას მოუწევს დროული გადაწყვეტილება მიიღოს ამ საკითხზე“, _ გვითხრა თედორაძემ. სხდომას მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი ია ჩხაიძეც ესწრებოდა. „პირადად ვესწრებოდი ამ სხდომას და მოვისმინე ის პრეტენზიები, რაც  ცენტრის თანამშრომელთა ნაწილს აქვს, ამის თაობაზე  მანამდეც ვიყავი ინფორმირებული.  ამ საკითხის დარეგულირება უშუალოდ მერის პრეროგატივაა და თუ მისი მხრიდან იქნება დავალება, ჩვენი სამსახური შეისწავლის სპორტულ ცენტრში არსებულ მდგომარეობას. ფაქტია, რომ ვითარება იქ მართლაც არაჯანსაღია“, _ გვითხრა ია ჩხაიძემ. თუ რას გადაწყვეტს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა  სპორტულ ცენტრთან მიმართებაში, ჯერჯერობით, უცნობია, სოციალური კომისიის სხდომას არც მერი და არც მისი მოადგილე არ დასწრებიან. „სოფელ ნინოშვილში ვიყავი აქციაზე და ამ დროისთვის არ ვარ ინფორმირებული, თუ რა ხდებოდა სოციალური კომისიის სხდომაზე. მერიც არ იმყოფება ლანჩხუთში, თბილისშია. ასე რომ, ამ ეტაპზე, კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით საკითხთან დაკავშირებით“, _ გვითხრა გოგი ფაცურიამ. შეგახსენებთ, რომ „გურია ნიუსი“ უკვე წერდა სპორტულ ცენტრში არსებული დაპირისპირების შესახებ, სადაც  ცენტრის დირექტორს, გოჩა ლომაძეს თანამშრომლების მიმართ ძალადობაში ამხელდნენ. თუმცა, მაშინ ლომაძე მისი მისამართით გაჟღერებულ ყველა ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდა. სპორტული ცენტრის თანამშრომელთა ნაწილიც მხარდაჭერას გამოთქვამდა დირექტორის მიმართ. ამავე თემაზე: სპორტული ცენტრის დირექტორს თანამშრომელთა ნაწილი ... ...

არქივი

ზაფრანი

რა ემუქრება დედამიწას მზე რომ ჩაქრეს

მეცნიერები ფიქრობენ, რომ ადრე თუ...

შეცდომით აღმოჩენილი გენიალური გამოგონებები

პენიცილინი _ მედიკამენტი, რომელმაც გადატრიალება...

უცნაური სინდრომები

ფეთქებადი თავის სინდრომი  ესაა საკმაოდ...

საიდუმლოებით მოცული ადამიანები

საუკუნეების განმავლობაში ისტორია სავსეა საიდუმლოებით...

ბრძნული ცხოვრების პრინციპები

1. გაუშვით ადამიანები და სიტუაცია....

გიგანტების სამარხი

უკვე დიდი ხანია, რაც დედამიწაზე...
კარმიდამო ჩემი

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

საშემოდგომო თესვის დაწყება და ნიადაგის გაფხვიერების თავისებურება

აგვისტოს მიწურულს და სექტემბრის დასაწყისში,...

"მოგვაშორეთ ტურები"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის, ჭანიეთის,...

"ჩაი გავანადგურეთ, თხილის ხარისხი კატასტროფულად დაეცა... სადაა გამოსავალი?"

მსოფლიოში მეჩაიეობის დარგში ჩამოყალიბებული დადებითი...

ჩინური კუნგ პაო

ჩინური სამზარეულოს ნამდვილი შედევრია "გუმბაო"....

როგორ წარმოიშობა "უავტორო" ხანძრები

მსოფლიომ "უავტორო" ხანძრების მთელი სერიები...

საწებელი _ მარტივად და გემრიელად

გვიან ზაფხულში და შემოდგომის დასაწყისიდანვე,...

როგორ ვებრძოლოთ ფესვის კიბოს

ფესვის ბაქტერიული კიბო ბევრი კულტურული...

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...