რიგითი სხდომა ოპოზიციონერის საპროტესტო აკომპანიმენტით

პოლიტიკა

რიგითი სხდომა ოპოზიციონერის საპროტესტო აკომპანიმენტით

2012 ნოე 5 10:39:17
ორი კვირის წინ ანონსდებოდა ახალი ფრაქციის შექმნა, ძველის დაშლის სანაცვლოდ, მაგრამ ზოგიერთი ოპოზიციონერის გეგმები და სურვილები არ გახორციელდა _ ახალი ფრაქცია არ შეიქმნა. სამაგიეროდ, ერთი დეპუტატით გაიზარდა ფრაქცია "ლანჩხუთელი". "ნაციონალური მოძრაობის" სუფსის მაჟორიტარი დეპუტატი ნუგზარ ხავთასი "ლანჩხუთელს" შეუერთდა. ამბობენ, რომ მის "გადმობირებაში" დიდი როლი ითამაშა გამოცდილმა ლანჩხუთელმა პოლიტიკოსმა, რომან ბიწაძემ, თუმცა, თავად ბიწაძე ამ ფაქტს ასე არ აღიქვამს. მისი მტკიცებით, ხავთასი არასოდეს ასოცირდებოდა "ნაციონალურ მოძრაობასთან", ხოლო ამ ადამიანის სუფთა წარსული არავის მისცემს სხვადასხვა ინტერპრეტაციების საშუალებას.

იყო მოლოდინი, რომ 2 ნოემბრის სხდომა სკანდალური იქნებოდა, რადგან, წინასწარი ინფორმაციით, იგეგმებოდა გამგებლის კანდიდატურის დამტკიცება, თუმცა, ეს მოლოდინი არ გამართლდა _ ოთხშაბათს, ლანჩხუთის გამგეობის კანცელარიაში განცხადება შეიტანა გამგებლობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, დავით ჩხაიძემ. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, იგი პარასკევის სხდომაზე დამტკიცდებოდა, მაგრამ საკრებულოს თავმჯდომარის, რევაზ ჩიტიძის განმარტებით, კანონის შესაბამისად უნდა ჩატარდეს კონკურსი, რომლის შემდეგაც მოხდება საკრებულოს მიერ კანდიდატის დამტკიცება. ამ ეტაპზე, დავით ჩხაიძის გარდა, სხვა კანდიდატის განცხადება გამგეობის კანცელარიაში შესული არ არის.

სხდომა, დავით წულაძის "წყალობით", ხმაურიანი აღმოჩნდა. როგორც წესი, იგი ყველაფერს აქტიურად აპროტესტებდა, ადგილიდან განუწყვეტლივ ისროდა რეპლიკებს და არც ერთი საკითხის გადაწყვეტაში არ მიუღია მონაწილეობა. დავით წულაძის მუდმივ უკმაყოფილებას იწვევს ბიუჯეტის ხშირი კორექტირება, რასაც იგი ყოველ სესიაზე აპროტესტებს, მაგრამ სრულიად უშედეგოდ.

ადგილობრივ ბიუჯეტში შესული ცვლილებებით, შემცირდა ზოგიერთი სამსახურის დაფინანსება. გამოთავისუფლებული თანხები კი, როლანდ ლაშხიას განმარტებით, უფრო მიზნობრივად დაიხარჯება. მაგალითად, გაიზრდება მშობიარეთა თანადაფინანსება. მისივე წინადადებით, ნოემბრის რელიგიური დღესასწაულების ჩასატარებლად თანხა გამოიყოფა ლანჩხუთში მოქმედი ეკლესიებისთვის.

დეპუტატმა მაკა კვირკველიამ შეკითხვა დასვა შეჭირვებული ოჯახების შეშით უზრუნველყოფის შესახებ. გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, კახა ასკურავამ დაამშვიდა კვირკველია და დაჰპირდა, რომ წლევანდელ ზამთარში ყველა შეჭირვებული ოჯახი მიიღებს კუთვნილ შეშას.

ფრაქცია "ლანჩხუთელის" თავმჯდომარემ, მარინე თურნავამ საკრებულოს თავმჯდომარისა და კოლეგების ყურადღების გამახვილება ერთი კონკრეტული საკითხის შესახებ სცადა _ მისი თქმით, წინასაარჩევნოდ, ლანჩხუთის ერთ-ერთ უბანში, კორაგვისღელეში, მოიტანეს და შეინახეს "ეკლიანი" მავთული, რომლითაც რკინიგზის გადასასვლელი უნდა შეეღობათ, რადგან იქ ადგილობრივი მოსახლეობის საქონელი გადადის. არჩევნებმა ისე ჩაიარა, შეღობვა ვერ მოასწრეს. წაგებული არჩევნების შემდეგ, რომლის წინაც უხვად არიგებდნენ მოსახლეობის მოსასყიდად ფულსა და სხვადასხვა ფასეულ ნივთებს, ეს მავთული ისევ უკან წაიღეს. ლანჩხუთის გამგეობის თანამშრომელი, მერაბ ჩიჩუა, რომელიც პირადად ასრულებდა გიორგი გოგუაძის ყველა დავალებას, მავთულის მოტანის და უკან წაღების ორგანიზატორი გახლდათ. თვითონ ჩიჩუა ზემოთ აღნიშნულ უბანში ცხოვრობს და მას მეზობლები ხშირად ადანაშაულებდნენ მსგავს ქმედებებში. მარინე თურნავა დაინტერესდა, იყო თუ არა ეს ამომრჩევლის მოსყიდვა და საკრებულოს თავმჯდომარისგან მოითხოვა, გაერკვია, სად გაქრა "ეკლიანი" მავთული.

ჩიბათის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ჩახვაძემ გააპროტესტა ადგილობრივ პრესაში გამოქვეყნებული მასალა, რომლის მიხედვითაც, ყველა დეპუტატი სოფლის პროგრამების ფარგლებში გახორციელებული პროექტების წილების მფლობელი იყო. მან სპეციალური კომისიის შექმნაც მოითხოვა, რომელიც ამ საქმეში საკრებულოს დეპუტატების ბრალეულობას შეისწავლის: "ჩემთვის ეს თემა შეურაცხმყოფელია, ამიტომ მოვითხოვ, კომისიის შექმნას, რომ უსაფუძვლო ეჭვები გაიფანტოს", _ განაცხადა ჩიბათის მაჟორიტარმა.

მისმა განცხადებამ ლევან ჩხაიძის გაღიზიანება და საბოლოო ჯამში, დიდი ხმაური გამოიწვია _ ოპოზიციური ფრაქციის "ლანჩხუთელის"წევრი, ლევან ჩხაიძე ჩახვაძეს დაუპირისპირდა: "შენ ახალგაზრდა ხარ, გიორგი, და შენს პატიოსნებაში ეჭვი არ შეგვაქვს, ამ ტენდერებში იმდენი ფულია მოპარული, ორ რაიონს ეყოფოდა. მამა აბრამის ბატკნების როლის თამაში არ არის საჭირო", _ აღშფოთდა ჩხაიძე. მისმა გამოსვლამ დეპუტატთა დიდი ნაწილის მძაფრი უკმაყოფილება და შეხლა-შემოხლა გამოიწვია.

დავით წულაძე, მთელი სხდომის განმავლობაში, ცდილობდა გაერკვია, რატომ ვერ მოახერხა ლანჩხუთის გამგეობამ, კერძოდ, კი გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ბიუჯეტის ხარჯვითი წილის შემცირება: "სხვადასხვა პროგრამების დაფინანსება შეამცირეთ, საბავშვო ბაღების მენიუს განახევრება მოახერხეთ, მშობიარეთა დასაფინანსებელი თანხებიც გაანახევრეთ და საკუთარი ხარჯები იგივე დატოვეთ. ამხელა ჯიპი რომ გყავთ, იმას შენახვა ხომ უნდა?!"_ ნიშნისმოგებით მიმართა მან კახა ასკურავას, რომელმაც კი მშვიდად დააკონკრეტა, რომ პირველი, რაც გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნისას გააკეთა, შეამცირა პირადი ხარჯები, როგორც ბენზინის, ისე _ მონო-ბარათების. ეს პასუხი, დაუოკებელი პროტესტის სურვილით შეპყრობილმა წულაძემ, რა თქმა უნდა, არ დაიჯერა.

უმრავლესობის წევრმა, ილო გვარჯალაძემ გაახმიანა ნუგზარ ხავთასის განცხადება ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის"დატოვების შესახებ.

დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხის ამოწურვის შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარემ დამსწრეებს ბოდიში მოუხადა და სხდომის დამთავრება მოითხოვა იმ მიზეზით, რომ სოფელ ნიგვზიანში არსებული რელიგიური დაპირისპირების გამო, იქ გამგზავრებას ჩქარობდა.

ჩვენთვის უცნობია საკრებულოს თავმჯდომარის პოზიცია სოფელში არსებული დაპირისპირების თაობაზე. რევაზ ჩიტიძემ განაცხადა, რომ საკუთარ პოზიციას მხოლოდ მას შემდეგ დააფიქსირებს, როცა საქმის დეტალებში გაერკვევა.




 ახალი ამბები
  • გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლედ განამწესეს იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. მიქაუტაძის კანდიდატურას საბჭოს 11-მა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. მიქაუტაძესთან ერთად საქალაქოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში ნიკოლოზ მარსაგიშვილი გაამწესეს. საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2 ვაკანსიაზე 28 კანდიდატი ... ...
  • WHO : მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზეჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი ქალაქებში ცხოვრობს, 2050 წლისთვის კი, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შედეგად, ქალაქებში კიდევ 2.5 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს. აღნიშნული ტენდენცია კი  ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზე, რომ ხელი შეეწყოს ჯანსაღ ცხოვრებას ქალაქში. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, ხალხი ქალაქში საცხოვრებლად ცხოვრების გასაუმჯობესებლად გადადის. თუმცა, ურბანული ცხოვრება  საზოგადოების ჯანმრთელობის სფეროში ბევრ გამოწვევას ქმნის. მაგალითად, არის  ქალაქები, რომლებსაც არ აქვთ სუფთა წყლის, სანიტარიისა და ნარჩენების მართვისთვის ეფექტური სისტემები, სადაც შეგხვდებათ ისეთი დაავადებები, როგორიცაა ქოლერა და დიარეა. ქალაქები ასევე დგანან დაბინძურებული ჰაერის, არაჯანსაღი კვების და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის წინაშე. გარდა ამისა, საგზაო უსაფრთხოება და ძალადობა არის მუდმივი შეშფოთების საკითხი, ისევე როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობა. ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, რომელიც ცდება ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობას. ეს მოიცავს ინფრასტრუქტურულ საკითხებს, ასევე დასაქმების, განათლებისა და საკვებ პროდუქტზე ხელმისაწვდომობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით,  უნდა შეიქმნას ქალაქები, რომლებიც მათი დიზაინით, პოლიტიკით და პროგრამებით ჯანმრთელობას ხელს შეუწყობენ.       ... ...
  • ევაკუაცია ყავლაშვილის ქუჩაზე_ ჩამონგრეულია სახლის ნაწილითბილისში, შოთა ყავლაშვილის ქუჩაზე 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მისვლისთანავე მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით, ამავე შენობასა და მის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე მიღებულია უსაფრთხოების ზომები.       ... ...
  • ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების მოთხოვნას _ ბახტაძეჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიც არის შრომის უფლებები, უსაფრთხოება, სამედიცინო მომსახურება ადგილზე, კვება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ორივე მხარეს, მისაღებ შედეგებზე დროულად ჩამოყალიბდნენ.„მე ვიცი, რომ ამავე დროს, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მათ გააკეთეს შეთავაზება და მინდა ორივე მხარეს ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მეტი ინტენსიური დიალოგის შედეგად დროულად ჩამოვყალიბდეთ მისაღებ შედეგებზე. ეს არის სისტემური მნიშვნელობის მქონე საწარმო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, _ განაცხადა მამუკა ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24-27 მაისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა, 25-27 მაისს იქროლებს ძლიერი ქარი. 24-25 მაისს ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +26, +31, ხოლო 26-27 მაისს +22, +27 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში, ძირითადად, ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსი იქნება.     ... ...

არქივი

ზაფრანი

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...

შაოლინის მონასტრის დიეტა

დიეტით მხოლოდ ლამაზი ქალბატონები როდის...

როგორ ვებრძოლოთ სლოკინს

სლოკინთან დაკავშირებით შესაძლოა ბავშვობა და...

როგორ მოვიშოროთ კბილის ტკივილი

ყველაზე მარტივი რეცეპტები: მოამზადეთ "სალბის"...

გინდათ, არასდროს გასუქდეთ?

ზოგიერთი ჩვენგანი თვით ბუნებამ დაასაჩუქრა,...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...