"ქართული პარტია" პოლიტიკაში დაბრუნდება"

პოლიტიკა

"ქართული პარტია" პოლიტიკაში დაბრუნდება"

20 ნოე. 2012, 18:25:17

"როგორც კი გაჩნდა სამართლიანი სასამართლოს იმედი, ირაკლი ოქრუაშვილმა სრულიად შეგნებულად მიიღო საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება. ვფიქრობ, მის უდანაშაულობას ყველანი ერთად დავინახავთ და ეს მოხდება ძალიან მოკლე პერიოდში. ირაკლის მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებით ვერაფერს ვიტყვი, იმის გამო, რომ მასთან საუბარი არ მქონია. რაც შეეხება ჩვენი პარტიის კიდევ ერთ წევრს _ მიხეილ ქარელს და კიდევ სხვებს, რომლებიც ირაკლი ოქრუაშვილთან არიან დაკავშირებულნი, ისინი დაბრუნდებიან ქვეყანაში," _ აცხადებს "ქართული პარტიის" წევრი თეო ტლაშაძე.

ტლაშაძე დარწმუნებულია, რომ პარტია აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას დაუბრუნდება და ოფისებს რეგიონების მასშტაბით შექმნის: "ამ წუთისთვის პარტიის ოფისები არ არის მოქმედი, რადგან ეს არ იყო აქტუალური საკითხი, თუმცა, საინიციატივო ჯგუფი საქართველოს მასშტაბით შენარჩუნებული გვაქვს ყველა დიდი რაიონულ ცენტრში. ასე რომ, როგორც კი საჭიროება დადგება და პოლიტიკური სიტუაცია მომწიფდება, ჩვენ გავხდებით ისეთი მოწინავე პარტია, როგორიც ვიყავით ყოველთვის," _ აცხადებს ტლაშაძე

 




 ახალი ამბები
  • მოსაცდელი სოფელში, სადაც ტრანსპორტი არ დადის _ „ძროხა მაინც გადეიყუდრებს“„ჩემს სოფელში ყველაზე დიდი სისულელის გაკეთებას აპირებენ. თან მაგრად მეცინება. სოფელში აკეთებენ "მოსაცდელს" (სამგზავრო ტრანსპორტს რომ ელოდები) და შეგახსენებთ რომ ლანჩხუთის ცენტრიდან ჩემი სოფელი არის ერთი კილომეტრის მანძილზე და სოფელში  სამგზავრო ტრანსპორტი არ დადის. ყველა ტაქსით ვსარგებლობთ, რადგან არ ღირს ძვირი და სახლში გაკითხავს. პ.ს უწყლო აუზში ცურვის არ იყოს“, _ წერს სოციალურ ქსელში ლანჩხუთელი ნინა ბარამიძე. როგორც ირკვევა, საუბარია გვიმბალაურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ჯუნეწერზე, სადაც, ნინა ბარამიძის ინფორმაციით,  სოფლის პროგრამის ფარგლებში, გადაწყდა მგზავრთა მოსაცდელის გაკეთება.  როგორც ბარამიძე განმარტავს,  იმ თანხით, რომელიც აღნიშნული პროგრამიდან მოსაცდელის გაკეთებას უნდა მოხმარდეს, სოფლისთვის უფრო მნიშვნელოვანი რამის გაკეთებაა შესაძლებელი და ადგილობრივ ხელმძღვანელობას  პროექტში ცვლილების შეტანას სთხოვს. „მხოლოდ სკოლის ავტობუსი დადის, რომელიც სახლში აკითხავს ბავშვებს და ამ შემთხვევაშიც არაა საჭირო მოსაცდელი. თან მოსაცდელი კეთდება ერთი და წარმოიდგინეთ, რომ ააშენონ სოფლის შუაში, იქ როგორ მივიდეს სოფლის თავში ან ბოლოში მცხოვრები ბავშვი. წვიმისას ხომ გაილუმპება. მაგ თანხიდან სოფლისთვის უფრო მნიშვნელოვანი რაღაცეების გაკეთებაც შეიძლებოდა“, _ განმარტავს ბარამიძე.  მისივე ინფორმაციით, კრებას, რომელზეც მოსაცდელის გაკეთება გადაწყდა, დაახლოებით, 20-30 ადამიანი ესწრებოდა და დიდი ალბათობით, სწორედ მათ გამოთქვეს თანხმობა მოსაცდელის გაკეთებაზე. „სოფლის შეკრება მოეწყო, რომელსაც, დაახლოებით, 20-დან 30 კაცამდე ესწრებოდა, იქ თანახმა იყო მგონი ყველა (კიდევ არ მინდა დავკონკრეტდე) და მე რომ შევკრიბე ჭკუა საკითხავი ხალხი, იქედან ყველა წინააღმდეგი იყო. წყალი და გზა არ გვაქვს და სულ არ არის საჭირო ამ ეტაპზე. როცა ყველა სხვა პრობლემა მოგვარდება და არ გვეცოდინება ფული სად წევიღოთ, კი, ბატონო!“ _ ამბობს ბარამიძე და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას მიმართავს, რომ თუკი შესაძლებლობა იქნება, მოსაცდელის ნაცვლად სხვა რამ გაკეთდეს: „მოსაცდელი სხვა რაღაცით ჩავანაცვლოთ, თუნდაც სანიაღვრე არხით“, _ წერს ის.  ჯერჯერობით, უცნობია, რა ბედი ეწევა ჯუნეწერში მოსაცდელის გაკეთების იდეას, თუმცა, ფაქტია, რომ სოციალურ ქსელში გაჟღერებულმა ამ ამბავს არაერთი კომენტარი მოჰყვა: „მაგაზე უარესს რომ არ აკეთებენ, არ გიკვირთ?! თვარა ამას ეიტანს კაცი. ავტობუსი თუ არ იქნება, ვინცხა წვიმაში მაინც გადეიყუდრებს. რო გაწვიმდეს ჯუნეწრელები ჯოკერს გარეთ ხო არ ითამაშებენ.  პაწე პრაქტიკულად მიუდექით მაგ ამბავს და ფუნქცია შეუცვალეთ მოსაცდელს. მშვენიერი საბირჟაო იქნება, შუქსაც თუ შეიყვანენ მთლად უნიკალური. ერთი გადახურული ყველა სოფელს უნდა ქონდეს. წვიმაში ძროხები და ღორები მაინც შეაფარებენ თავს“, _ წერენ ... ...
  • ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადება (R)მიმდინარე წლის 2 ივლისს, რამდენიმე ტელემაუწყებლის მიერ მომზადებული სიუჟეტი "გადახარჯულ საწვავზე", რომელიც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსაც ეხებოდა, რბილად რომ ვთქვათ, ციფრებით არაკეთილსინდისიერი მანიპულირებაა! სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, არასდროს, არც ერთ ეტაპზე, კანონით განსაზღვრული საწვავის ლიმიტისთვის არ გადაუჭარბებია. უფრო მეტიც, ბოლო თვეებში, კორონა ვირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, თითქმის, განახევრდა საწვავზე ლიმიტით მონიჭებული ხარჯვითი ნაწილი. აქვე გვინდა გაცნობოთ, რომ ბენეფიციართა სოციალური და სამართლებრივი თანადგომის გარდა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, განესაზღვრა ახალი ფუნქციები _ მოზარდ თაობაში  ეროვნულ-პატრიოტული სულისკვეთების ასამაღლებლად დამატებითი ღონისძიებების გატარება და სახელმწიფოს მიერ დაანონსებული საერთო - სამობილიზაციო სისტემის რესურსებით უზრუნველყოფა. მოთხოვნის შესაბამისად, ზემოთ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით,  ჩვენი სამსახური გამოთქვამს ინფორმაციის მიწოდების მზაობას კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში. ... ...
  • ცდილობენ, ადამიანის ტრაგედიები პოლიტიკური კონიუნქტურისთვის გამოიყენონ- პრემიერი შაქარაშვილის საქმეზე„სამწუხაროა, რომ ეს რთული პრობლემა ვერ გადავლახეთ და ხშირ შემთხვევაში ზოგიერთები ცდილობენ, ადამიანის ტრაგედიები პოლიტიკური კონიუნქტურისთვის გამოიყენონ. ეს თემა დავხურეთ. ეს რომ არ მოხდეს, შესაბამის საგამოძიებო უწყებებს აქვთ პირდაპირი ვალდებულება ჩვენი საზოგადოების წინაშე, რომ უმოკლეს ვადაში არ დატოვონ არც ერთი კითხვის ნიშანი. ბოლო კითხვა, რაც შეიძლება იყოს, შეიძლება დაუსაბუთებელი, მაგრამ ბოლო მოქალაქესაც რომ ჰქონდეს კითხვა, ამ კითხვაზე სასწრაფოდ უნდა იყოს გაცემული პასუხი. მე პირადად და ჩვენ ამის ძალიან მძიმე გამოცდილება გვაქვს და ჩვენ ჩვენი გაკვეთილები უნდა ვისწავლოთ. შესაბამისად, უახლოეს საათებსა და დღეებში საზოგადოების მხრიდან დასმულ ყველა კითხვას შესაბამისმა საგამოძიებო უწყებებმა პასუხი უნდა გასცენ. ეს არის მათი ვალდებულება და მოვალეობა და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება“, - განაცხადა პრემიერმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ ვენახები გააშენასაქართველოს ბანკი მეღვინეობის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით  კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ რაჭაში, გორსა და კახეთში ვენახები გააშენა. პროექტი 2019 წელს დაიწყო და  2021 წლის გაზაფხულისთვის დაახლოებით 880 ჰექტარზე ვენახის გაშენებას ითვალისწინებს.  პროექტის ჯამური  ღირებულება  დაახლოებით 20 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.   პროექტის ფარგლებში უკვე  დასაქმებულია 3000 ადამიანი, რაც საკმაოდ მაღალი ციფრია. პროექტის  პირველი ეტაპის დასრულების შემდგომ იგეგმება  მეორე ეტაპის  დაწყება, რომელიც  2022 წლის ბოლომდე დამატებით 1000 ჰექტარზე ვენახის გაშენებას ითვალისწინებს. ეს მნიშვნელოვნად გაზრდის კომპანიის წარმოებას და მას განვითარების კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს.  „ძლიერი კერძო სექტორი, ძლიერი ეკონომიკის წინაპირობაა. გვიხარია, რომ ჩვენს დიდი ხნის პარტნიორთან KTW ჯგუფთან ასეთი მრავალწლიანი პარტნიორული ურთიერთობა გვაკავშირებს. ჩვენ  15–მდე ერთობლივი პროექტი გვაქვს განხორციელებული, რომელთა ჯამური მოცულობა 60 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ჩვენთვის ორმაგად სასიხარულო და საამაყოა, რომ თანამონაწილეები ვართ კიდევ ერთი პერსპექტიული პროექტისა. გვჯერა, რომ ეს წამოწყება, ისევე როგორც KTW ჯგუფის ყველა პროექტი, წარმატებული იქნება და საკუთარ წვლილს შეიტანს ღვინის ინდუსტრიის განვითარებაში“- განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა. (R)      ... ...
  • ლანჩხუთში საბალახოდან შვიდი კამეჩი მოიპარესგავრცელებული ინფორმაციით, ლანჩხუთში საბალახოდან შვიდი სული კამეჩი მოიპარეს. როგორც ირკვევა, დაკარგული პირუტყვი ორი ოჯახის კუთვნილებაა. მათგან ოთხი ზრდასრული კამეჩია, ხოლო სამი ზაქია და ზარალის ოდენობა 15 ათას ლარს ითვლის. დაზარალებულთა ინფორმაციით, დილის საათებში აღმოაჩინეს, რომ საბალახოზე დატოვებული საქონელი აღარ იყო. „გუშინ საღამოს ადგილზე დატოვეს. უფრო მეტიც, გვიანობამდე იქ ვიყავით და საეჭვო არაფერი შეგვინიშნავს. დილით უფრო მეტი გვეგონა დაკარგული, მაგრამ ორი მეწველე კამეჩი გამოჩნდა“, _ ამბობენ ისინი. საგულისხმოა, რომ აღნიშნული ტერიტორიიდან კამეჩები გასულ წელსაც დაიკარგა, რომლებიც, მოგვიანებით, კახეთის რეგიონში ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...