ახალი ფრაქცია და ბიუჯეტის უკან დაბრუნებული პროექტი

პოლიტიკა

ახალი ფრაქცია და ბიუჯეტის უკან დაბრუნებული პროექტი

2012 ნოე 29 10:20:33

ერთ-ერთი უმთავრესი და დღის წესრიგის პირველი საკითხი: "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის დასკვნის განხილვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" რეგისტრაციის თაობაზე", საკრებულოს წევრმა, პეტრე სალუქვაძემ წარმოადგინა. მან განაცხადა, რომ საკრებულოს სამმა წევრმა: ლევან ნინიძემ, დავით მდინარაძემ და გიორგი ბოლქვაძემ წარმოადგინეს ერთობლივი განცხადება, საკრებულოში ახალი ფრაქციის _ "ქართული ოცნების" შექმნის შესახებ.

_ მიმდინარე წლის 12 ნოემბერს, საკრებულოში შემოვიდა ერთობლივი განცხადება, ფრაქცია "ქართული ოცნების" შექმნის თაობაზე. კომისია შეიკრიბა, განიხილა ეს საკითხი და დაასკვნა, რომ მოთხოვნა შეესაბამება ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონს, მისცა მას დადებითი რეზოლუცია და წარუდგინა საკრებულოს ბიუროს. საკითხი გადაწყდა დადებითად და ამიერიდან ჩვენს საკრებულოს გააჩნია ახალი ფრაქცია "ქართული ოცნების" სახით, _ თქვა პეტრე სალუქვაძემ. ალეკო მამეშვილმა კი განაცხადა, რომ საკრებულოში ფუნქციონირებას იწყებს ახალი ფრაქცია, რის გამოც, ის დაავალებს აპარატის ხელმძღვანელს, შეუფერხებლად მოაგვაროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რათა ახალ ფრაქციას მუშაობაში ხელი არ შეეშალოს.

ახალი ფრაქციის შექმნა ხმაურით გააპროტესტა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ლელა ნაცვალაძემ: _ მიუხედავად ზოგიერთისადმი ჩემი პატივისცემისა, არავის აქვს უფლება, საკრებულოში შექმნას "ქართული ოცნების" ფრაქცია. იმიტომ, რომ საკრებულოში არის კოალიციის, მინიმუმ, ერთი წევრი, თემურ სალუქვაძის სახით. მე ვამბობ, რომ ეს არის კოტე შარაშენიძის ოცნება და არა "ქართული ოცნება"! ამიტომ არ ვეთანხმები და არც დავეთანხმები ამას. ცხრა წელია, ვარ ოპოზიციონერი დეპუტატი, _ ხმაში გაბრაზება დაეტყო ნაცვალაძეს, რომელმაც რამდენიმე წუთს გააგრძელა დავა, სანამ ახალი ფრაქციის თავმჯდომარე, ლევან ნინიძე არ შეეპასუხა, ეგ შენი აზრია და სხვას ნუ ახვევო. ფრაქციის კიდევ ერთმა წევრმა, დავით მდინარაძემ ლელა ნაცვალაძეს მიმართა, თუ ასე გინდოდათ, შეგექმნათ შენ და სალუქვაძეს ფრაქცია, ვინმემ დაგიშალათო? ოპოზიციონერი დეპუტატი მკი შეეპასუხა, ამ ფრაქციას მორალური უფლება არ აქვს, არსებობდესო, გაბრაზებულმა მდინარაძემ საკრებულოს სხდომა დატოვა.

საბოლოოდ, ალეკო მამეშვილმა განაცხადა, რომ კომისიის მიერ წარმოდგენილი ცნობა მიღებულია, რომელიც განხილვას არ ექვემდებარება, აზრის გამოთქმა კი ყველას შეუძლია და ხომ გამოთქვიო? _ ჩაეკითხა ნაცვალაძეს. ამის შემდეგ, დღის წესრიგის პირველ და მნიშვნელოვან საკითხს კენჭი უყარეს და ამიერიდან, ოზურგეთის საკრებულოში იარსებებს ახალი ფრაქცია "ქართული ოცნება".

დღის წესრიგის მეორე საკითხიც _ "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის თეიმურაზ სალუქვაძისთვის საკრებულოს წევრობის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების დამტკიცების თაობაზე" _ პეტრე სალუქვაძემ გააცნო დეპუტატებს. სხდომაზე იმყოფებოდა დიმიტრი კვერღელიძე, ვისითაც უახლოეს მომავალში სალუქვაძის ჩანაცვლება უნდა მოხდეს. თუმცა, ჯერ კენჭი უყარეს სალუქვაძის უფლებამოსილების შეწყვეტას.

_ შემდეგი პროცედურაა, მივმართოთ საოლქო კომისიას, რომელიც, თავის მხრივ, მიმართავს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მათგან მივიღებთ ინფორმაციას ადგილმონაცვლეობის შესახებ, _ განაცხადა ალეკო მამეშვილმა.

ასე რომ, ჯერჯერობით, სალუქვაძის ადგილმონაცვლე კვერღელიძე, საკრებულოს წევრად არ ითვლება.

სწრაფად უყარეს კენჭი დღის წესრიგის მესამე საკითხსაც, რომელიც გამგეობის არქიტექტურის სამსახურის მიერ გამოსაყენებელი მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული დოკუმენტების ფორმების და ანგარიშსწორების წესის დამტკიცებას შეეხებოდა.

დღის წესრიგის კიდევ ერთი მნიშვნელოვან საკითხზე: "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მისაღებად საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე, _ საფინანსო-საბიუჯეტო განყოფილების უფროსმა, ლია ქათამიძემ ისაუბრა და რადგან, რამდენიმე დღით ადრე პროექტი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრშიც განიხილეს, შენიშვნების გასათვალისწინებლად, გამგეობას უკან დაუბრუნეს.

სხდომის მსვლელობისას, დარბაზში ხმაურით შემოიჭრნენ სოციალურად დაუცველი მოქალაქეები. მათ შორის, ერთი _ ნარი ჩავლეშვილი პირდაპირ თავმჯდომარისკენ გაემართა და ხმამაღლა ითხოვდა საკუთარი პრობლემების მოგვარებას, რომელიც პროკურატურამ შეუქმნა. საპირისპიროს ამბობდა ოზურგეთელი ეთერ მგალობლიშვილი: "რა გინდათ ასეთ კარგ ხალხთან, ყველას ორმოცი გზობა რომ დაგეხმარნენ, იმიტომ ყვირით? ძალიან კარგია ნაციონალები!"

ამან საკრებულოს სხდომა ახალ და ძველ ხელისუფლების მომხრეთა "დუელს" დაამსგავსა. როგორც შემდეგ გაირკვა, საფუძვლად თურმე ასეთი სარჩული ედო: "ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან მისულ სოციალურად დაუცველებს, საკრებულოს სხდომაზე მისვლა ურჩიეს. ეს გაიგეს საკრებულოს ნაციონალმა წევრებმა და "თავისი მომხრე" რამდენიმე მადლიერის მოყვანა მოახერხეს. ასე შეხვდა ეს ორი მხარე ერთმანეთს საკრებულოში. ვიდრე ისინი ერთმანეთში ჩხუბობდნენ, ლელა ნაცვალაძემ მამეშვილს შესძახა, ეს არის საკრებულო? უნდა დაგემშვიდობოთ, მივდივარო, რასაც დეპუტატ მჟავიას რეპლიკა მოჰყვა _ მერამდენედ გვემშვიდობები, აღარ მოხვალ?

სიტუაციის დაწყნარების შემდეგ, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, რომლებიც შეეხებოდა 2012 წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანას, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცებას, საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცებას და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი ქონების გასხვისებაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის თანხმობის მიცემას, რამდენიმე წუთში განიხილეს.

სხდომის დასრულების შემდეგ, "რესპუბლიკური პარტიის" წევრმა, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა, მარინე სუნგულიამ "გურია ნიუსთან" განაცხადა, რომ მიესალმება საკრებულოში კოალიცია "ქართული ოცნების" შექმნას: "თუმცა, იმ სამმა დეპუტატმა, რომლებიც ადრე "ნაციონალური პარტიის" მხარდამჭერები იყვნენ და ახლა "ოცნებას" შეუერთდნენ, საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადონ, არც თუ ახლო წარსულში მქონე პოზიციის გამო".




 ახალი ამბები
  • თელავში მსუბუქი ავტომობილი ამოტრიალდა და ცეცხლი გაუჩნდა თელავის მუნიციპალიტეტში მსუბუქ ავტომობილოლი ჯერ ამოტრიალდა ,შემდეგ კი ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა სოფელ კონდოლთან, რამდენიმე საათის წინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მძღოლმა გადმოსვლა მოასწრო და იგი მსუბუქად დაშავდა. ფაქტზე უკვე დაწყებულია გამოძიება. ... ...
  • კორონავირუსთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების განხილვის მიზნით შეხვედრა გაიმართა (R)კორონავირუსთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების განხილვის მიზნით, „მედალფას“ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში, მუნიციპალიტეტში მოქმედ უბნისა და ოჯახის ექიმებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მედიკოსთა საჭიროებები, მათი მზაობისა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით მიმდინარე ღონისძიებები განიხილეს. გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, ოზურგეთის მერის მოადგილე ირაკლი სირაძესთან ერთად, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ინფორმაციის სახით მიაწოდა იმ პრევენციების შესახებ, რომელიც მედპერსონალმა უნდა განახორციელოს ვირუსის ნიშნების დაფიქსირების შემთხვევაში. გარდა სამთავრობო ცხელი ხაზისა 144, სამივე მუნიციპალიტეტში რეგიონული ცხელი ხაზი ფუნქციონირებს, სადაც თავს იყრის თითოეული მაცხოვრებლის დაფიქსირებული კითხვები, რომლებზეც ოპერატიულად ხდება რეაგირება. შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო რწმუნებულმა, მმართველი პარტიის ინიციატივას ხელფასების 1/3-ის StopCov-ის ფონდში ჩარიცხვის შესახებ გამოეხმაურა და განცხადება გააკეთა. „ახალი კორონა ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღეთ და სოლიდარობა გამოვხატეთ მოქალაქეების მიმართ. გურიის რეგიონში 1 500 - მდე ოჯახის დახმარება იგეგმება და ბიუჯეტის ფარგლებში მათ შესაბამისი დახმარება გაეწევა. მათ შორის იქნებიან სოციალურად დაუცველები, იქნებიან ქირით უზრუნველყოფის პროგრამით ვინც სარგებლობს, 70 წელს გადაცილებული ადამიანები და ისინი ვისაც ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება. ვფიქრობ, ეს არ არის საკმარისი და ვუერთდებით „ქართული ოცნების” პოლიტიკური გუნდის წამოწყებას და მომდევნო სამი თვის განმავლობაში, კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში თანხას გადავრიცხავთ და ამ დიდ საქმეში ჩვენს წვლილს შევიტანთ“. ... ...
  • "ინფიცირებული 79 წლის ქალი, რომელიც დღეს გარდაიცვალა, 10-15 კილოს იწონიდა" _ ტურძელაძეთბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 79 წლის ქალი, რომელიც დღეს გარდაიცვალა, 10-15 კილოს იწონიდა.  როგორც კლინიკის კლინიკური დირექტორი განმარტავს, გარდაცვლილ ქალს კორონავირუსთან ერთად სხვა მძიმე დაავადებებიც ჰქონდა. ტურძელაძის თქმით, მათ კლინიკაში შეყვანისას პაციენტს კუნთები მთლიანად ჰქონდა განლეული. „ეს პაციენტი 31 მარტს, მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალიდან“ გადმოიყვანეს უმძიმეს, კრიტიკულ მდგომარეობაში და ჩვენთან, მიმღებშივე იქნა აპარატულ სუნთქვაზე გადაყვანილი. ჰქონდა სპონტანური პნევმოთორაქსი, სუნთქვის მწვავე უკამრისობა. პაციენტს აღენიშნებოდა ბევრი ქრონიკული დაავადება, გულის კუნთის სერიოზული დაავადება, ყველა სარქველის უკმარისობა, ჰქონდა სეფსისი, სეპტიური შოკი და ბოლოს განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწავავე უკმარისობა და პაციენტი ამით დაიღუპა თანდართულ კორონავირუსთან ერთად. აღნიშნულ პაციენტს კახექსია ჰქონდა. მან 6-7 თვის განმავლობაში წონაში ძალიან დაიკლო, როცა ჩვენთან მოვიდა, კუნთოვანი შრე მთლიანად განლეული ჰქონდა და პაციენტი ძალიან გამხდარი იყო, მისი წონა ალბათ, 10-15 კილოზე მეტი არ იქნებოდა. ასეთი იყო ეს პაციენტი, უმძიმეს მდგომარეობაში და დღემდე ჩვენ ამ პაციენტის სიცოცხლის გახანგრძლივება შევძელით. დღეს, დილით, სამწუხაროდ, გარდაცვალება დაფიქსირდა“, - განაცხადა ტურძელაძემ. წყარო: ... ...
  • „მაინც და მაინც კორონა უნდა გამოჩენილიყო, რომ ოზურგეთის ბაზარი მოწესრიგებულიყო?“დღეს, დილიდან, გურიის ქუჩაზე, ჩვეული ხმაური და ხალხმრავლობა აღარ იყო -  აკრძალეს გარევაჭრობა  და დაიხურა ოზურგეთის აგრარული ბაზარი. ბაზრის კარებთან, ასევე გურიის ქუჩაზე აქტიურად პატრულირებდა პოლიცია, თითოეულ მოქალაქეს  წესრიგისკენ და დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებნენ მერიის ზედმხედველობის სამსახურის წარმომადგენლები. აქვე იყო ბაზრის დირექტორად წოდებული, შპს „სოფლის ნობათის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი,   სოსო სიხარულიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე,  ირაკლი სირაძე. „გურია ნიუსი“ ოზურგეთში, აგრარული ბაზრის დაკეტვის  და გარევაჭრობის აკრძალვის  შემდეგ, არაერთ   მოვაჭრეს  და რიგით მოქალაქეს  ესაუბრა. ჩვენთან საუბარში   დაზარალებულად და უფლებაშელახულად მიიჩნევენ თავს ის მოქალაქეები, რომლებიც, დიდი ხანია, ბაზრის შიდა ტერიტორიაზე ვაჭრობენ, არიან ინდ.მეწარმეები, აქვთ     თავიანთი მაღაზიები და კონკრეტულ ლოკაციაზე თავად კი იცავნენ წესრიგს, თუმცა მთლიანად ბაზრის ტერიტორია დიდია და იქ  ხალხის მოძრაობაზე და მის კონტროლზე უნდა ეზრუნა დირექციას. ლია გოგუაძე: _  ვმუშაობ ბაზრის  შიდა ტერიტორიაზე არსებულ მარკეტში,  რომელსაც „ჭარხალაშვილის მაღაზია“ ჰქვია.  გუშინ საღამოს გვითხრეს, რომ უნდა შეგვეჩერებინა მუშაობა. რა ვქნა ახლა, სად წავიღო ეს შემოტანილი ხორცი,  კვერცხი და სხვა მრავალი სასურთო  პროდუქტი.  პენსია მაქვს თუ ხელფასი? რაღა კორონას მოვუკლივართ და რაღა შიმშილს? ასე ადვილია? თამარ მუხაშავრია,  მზევინარ შავაძე, მოვაჭრეები:  მოვიდნენ და წადითო, გვითხრეს. სად წავიდეთ? ამ პროდუქტს რა ვუყოთ-თქო, გაჭირვებულებს დაურიგეთო, ერთმა პოლიციელმა გვითხრა. ჩვენზე გაჭირვებული  ვინაა, დაყუდებული ვართ დილიდან საღამომდე ლუკმა პურისთვის. _მაინც და მაინც  კორონა უნდა გამოჩენილიყო, რომ ოზურგეთის ბაზარი მოწესრიგებულიყო? დაიკეტა და ახია. დაასუფთაონ, მოაგვარონ ყველა პრობლემა, დააყენონ მეთვალყურეები, როგორც მარკეტებშია და ნახონ, თუ არ მოგვარდება პრობლემა, _  გვითხრეს რიგითმა მოქალაქეებმა ნინო მჟავანაძემ , მზია ლომჯარიამ, მარიკა ვასაძემ. _ ეს არის სამთავრობო გადაწყვეტილება. ჩვენ ყველაზე ძალიან გვწუხებს ამ ადამიანების ბედი. მარტო ესენი არ კარგავენ   შემოსავალს. თუმცა, ღმერთმა გვაშოროს და მკვდრების  გატანას, ამ სანოვაგის  გატანა სჯობს ახლა. შესაძლებელია,  გაიტანონ სოფლებში და დისტანციის დაცვით გაყიდონ. ყველამ  რაღაც  უნდა ვიღონოთ, _ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ  ირაკლი სირაძემ. კითხვაზე, როდის შეიძლება გაიხსნას  ბაზარი ან სანამდე იქნება  დაკეტილი, ასეთი კომენტარი გააკეთა: _ვერ გეტყვით,  ოზურგეთში, აგრარული ბაზრის დაკეტვის  და გარევაჭრობის აკრძალვის  შემდეგ, სიტუაცია დაკვირვების ქვეშაა. ვნახოთ, თუ ყველაფერი როგორც საჭიროა ისე მოწესრიგდება, მალე გაიხსნება. დაზუსტებით  ვერაფერს გეტყვით. იქვე მდგომმა ბაზრის დირექტორმა, სოსო სიხარულიძემ, რომელიც მდუმარედ აკვირდებოდა სიტუაციას, კომენტარის გაკეთება არ ისურვა. მკითხველს შევახსენებთ, რომ ბოლო წლების და თვეების მანძილზე, „გურია ნიუსი“ არაერთხელ წერდა ოზურგეთის აგრარულ ბაზარში არაერთი  პრობლემის, ძირითადად კი საორგანიზაციო საკითხების, სანიტარიული პირობების  დარღვევის გამო, რასაც არასდროს მოჰყოლია მნიშვნელოვანი რეაგირება. უმეტესად ისმოდა პასუხები, რომ ეს არის კერძო საკუთრება და ხელმძღვანელობამ ვერ შეძლო ორგანიზებული  ... ...
  • ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ განცხადება გააკეთა ახლახან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, პარტია„ქართული ოცნების“ დეპუტატები შეიკრიბნენ. როგორც აქ თქვეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში,  პარტია "ქართული ოცნების" დეპუტატები, მომდევნო სამი თვის ხელფასის მესამედს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ. _ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საკრებულოს," ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, შევუერთდეთ მმართველი გუნდის სოლიდარობის ინიციატივას და ჩვენი წვლილი შევიტანოთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. აგრეთვე, საკრებულოს ქართული ოცნების თითოეული წევრი, აპარატის თანამშრომლებთან ერთად, პირადი სახსრებით 70 ოჯახს, რომლებიც განსაკუთრებით საჭიროებენ დახმარებას, საკვები პროდუქტებით მოვამარაგებთ. ეს გახლავთ ის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, რომელიც ვირუსთან ბრძოლაში განსაკუთრებით გვჭირდება, _ განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ. _ აქვე მსურს გამოვეხმაურო, ოზურგეთის მერიაში გაცემულ სახელფასო დანამატებს: საკრებულოს პოზიცია ცალსახაა, აღნიშნულ ვითარებაში ეს გადაწყვეტილება არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად. გამომდინარე იქედან რომ დანამატების გაცემა მერის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა და ამასთან ოზურგეთის მერი არ წარმოადგენს პარტია “ქართული ოცნების” გუნდს, დანამატების გაცემის საკითხი და ინფორმაცია ჩვენთან არ ყოფილა განხილული ან გაზიარებული. საკრებულოს უმრავლესობა მიიჩნევს, რომ დღეს როგორც არასდროს მნიშვნელოვანია მაღალი მოქლაქეობრივი პასუხისმგებლობის და სოლიდარობის გამოჩენა, რაც ყველას ერთად მოგვცემს შესაძლებლობას დავამარცხოთ პანდემია და გავუმკლავდეთ მის შედეგებს!" - თქვა დავით ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...