სააკაშვილის ფრენებს მსოფლიოს მრავალ ტურისტულ ცენტრში გრიფი მოეხსნა

პოლიტიკა

სააკაშვილის ფრენებს მსოფლიოს მრავალ ტურისტულ ცენტრში გრიფი მოეხსნა

13 დეკ. 2012, 22:02:47
სადაც საუბარი იყო მიხეილ სააკაშვილის 2011 წელს Galfstream G450 საფრენი აპარატით გახორციელებული ფრენების შესახებ. ამასთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტრომ განცხადებაც გაავრცელა, რომელსაც ,,გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა ვაკო ავალიანმა მასმედიის წარმომადგენლებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ Galfstream G450 საფრენი აპარატით განხორციელებული ფრენების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

2011 წლის 26-30 სექტემბერი: თბილისი-ბათუმი-ვენა-ვარშავა-თბილისის მიმართულებით. ამ პერიოდში 29-30 სექტემბერს ვარშავაში გაიმართა "აღმოსავლეთ პარტნიორობის" მეორე სამიტი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტიც ესწრებოდა;

2011 წლის 26 ივლისიდან - 4 აგვისტოს ჩათვლით: თბილისი-ბათუმი-ლასპალმასი-ზანდერი-ლიმა-კუსკო-ბერმუდა-ნორთჰოლდი-ბათუმი-თბილისი.

ვაკო ავალიანის განცხადებით, ოფიციალურად ცნობილია, რომ მიხეილ საკაშვილი 29 ივლისს ლიმაში, პერუს პრეზიდენტის ოლანდა ჰუმალას ინაუგურაციის ცერემონიალს დაესწრო. თუმცა, ლასპალმასში და სხვა ქალაქებში ვიზიტზე ოფიცილური ცნობები არ არსებობს;

2011 წლის 28 აგვისტოდან - 2 საქტემბრამდე: თბილისი-ბათუმი-პალანგა-ბათუმი-თბილისი;

2011 წლის 4 სექტემბრიდან - 8 სექტემბრის ჩათვლით: თბილისი-ბათუმი-რომი-პიზა-გენუა-კრაკოვი-თბილისი;

2011წლის 14-19 აგვისტო: თბილისი-ბათუმი-ნიცა-მილანი-ბათუმი-თბილისი;

2011 წლის 13-25 ივლისი: თბილისი-ბათუმი-ნიცა-ვენა-ბათუმი-თბილისი.

თავდაცვის მინისტრის მრჩევლის თქმით, Galfstream G450-ით განხორცილებული ფრენებიდან აღნიშნული მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტიდან ასევე, ფინასდებოდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ამჟამინდელი ლიდერების ფრენები ლასპალმასის, ნიცის, მილანსა და მსოფლიოს მრავალ ტურისტულ ცენტრში.

ლიტერულ ფრენებზე არსებულ ინფორმაციას ადევს გრიფი. კანონის შესაბამისად, გრიფი მოხსნილია ამ ბორტით 2011 წელს განხორციელებულ ფრენებზე," _ ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.




 ახალი ამბები
  • ქუთაისში პირბადის არ ქონის გამო, რამდენიმე მგზავრი დააჯარიმეს ქუთაისში პირბადის არ ქონის გამო, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მსდხომი რამდენიმე მგზავრი დაჯარიმდა. ინფორმაცია ამის შესახებ "გურია ნიუსს" ერთ-ერთმა წყარომ მიაწოდა. "სამგზავრო მიკროავტობუსში ვისხედით და პატრულმა გაგვაჩერა. რამდენიმე მგზავრს პირბადე არ ეკეთა და დააჯარიმეს. სავარაუდოდ, მათ პირბადის არ ქონა, 20 ლარი დაუჯდათ", _ ამბობს ... ...
  • "სასტუმროს მეპატრონეები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ" _ ჭიჭინაძე  "თუ ქვეყანაში ფორსმაჟორია, თუ ვირუსი მძვინვარებს, მაშინ ფორსმაჟორი უნდა გამოცხადდეს მცირე მეწარმეებთან მიმართებაშიც და ადამიანები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ!  მცირე სასტუმროების მეპატრონეებს იმ  დრომდე უნდა გადაუვადდეთ გადასახადი, სანამ არ აღდგება ის სიტუაცია, რაც იყო კორონამდე საქართველოში!“ - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე და იმ უმძიმეს სურათზე და პრობლემებზე საუბრობს, რაც განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში ტრიალებს და განსაკუთრებით ტურისტული სეზონის ჩავარდნის შედეგად. „ხელისუფლება ვითომ პროცენტების რაღაც ნაწილი სუბსიდირების ინიციატივით გამოვიდა, მაგრამ შედეგად მივიღეთ ის, რომ აქიდანაც სარგებელს ისევ კომერციული ბანკები მიიღებენ. რადგან, 1. ადამიანი, რომელიც 200 ლარიან დახმარებას  იღებს, 6 თვის თავზე ბანკი საპროცენტო განაკვეთს 9%-დან 13%-მდე უზრდის! 2. თუ სექტემბრის ბოლოს არ აქვს ადამიანს ვალდებულების გადახდის საშუალება, ნოემბრის ბოლოს  როგორ ექნება, თან გაზრდილის?!“ - აცხადებს ჭიჭინაძე. ... ...
  • სასკოლო კრებებზე დაუშვებელია მოსწავლეების აკადემიური მოსწრებისა და ყოფაქცევის საჯარო განხილვასახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ, რომ ბავშვების პერსონალური მონაცემების დაცვა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რადგან ისინი ნაკლებად აცნობიერებენ რისკებს და შედეგებს, რაც შესაძლოა, მათი მონაცემების არაკანონიერ დამუშავებას მოჰყვეს. „ბავშვების პერსონალური მონაცემების არასწორი მოპოვება, გამოყენება, მესამე პირისთვის გაზიარება ან/და გასაჯაროება შესაძლოა, გახდეს ბავშვის დისკრიმინაციისა და ბულინგის მიზეზი. სწორედ ამიტომ სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები და მშობლები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდონ ბავშვის პერსონალურ მონაცემებს, პატივი უნდა სცენ მის პირად ცხოვრებას და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმოქმედონ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“, – აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს რეკომენდაციებს როგორც სკოლებისთვის, ასევე მოსწავლეებისა და მშობლებისთვის. აღნიშნულ რეკომენდაციებში განსაკუთრებით არის გამოყოფილი სასკოლო კრებების საკითხი. „სასკოლო კრებები ეფექტური საშუალებაა, რათა მასწავლებლებმა და მშობლებმა ერთობლივად განიხილონ სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ზოგადი და საორგანიზაციო საკითხები. დაუშვებელია კრებებზე კონკრეტულ მოსწავლეებთან დაკავშირებული ისეთი საკითხების საჯარო განხილვა, როგორიცაა აკადემიური მოსწრება, ყოფაქცევა და ა.შ., რადგანაც ამ საკითხების განხილვამ შესაძლოა, შელახოს მოსწავლეების უფლებები. მაგალითად, მოსწავლის ქცევის ნეგატიურ კონტექსტში განხილვამ შეიძლება შელახოს მოსწავლის ღირსება, გამოიწვიოს თანატოლებში, მშობლებსა და მასწავლებლებში მის შესახებ სტერეოტიპული დამოკიდებულების ჩამოყალიბება, უარყოფითად იმოქმედოს მოსწავლის ჩართულობაზე სასწავლო პროცესში და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მისი უფლება მიიღოს განათლება თანაბარი შესაძლებლობების პირობებში. მეორე მხრივ, განსაკუთრებით პოზიტიურ კონტექსტში განხილვა შესაძლოა, გახდეს მოსწავლეთა შორის დაპირისპირების და ზოგ შემთხვევაში მოსწავლეზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზეზიც“, – აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ ... ...
  • ცესკო-მ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრაკორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 31 ოქტომბრის არჩევნების კენჭისყრის დღისთვის, საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადგენილება გამოსცა. დადგენილების მიხედვით, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი პირბადის გარეშე კენჭისყრის შენობაში არ დაიშვება, ხოლო კენჭისყრის შენობაში ყოფნა დასაშვებია მხოლოდ პირბადის გამოყენებით. ამასთან, ამომრჩეველი ვალდებულია, დროებით მოიხსნას პირბადე, კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრისთვის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენის დროს; ამასთან, ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში ან საქართველოს მოქალაქის პასპორტში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემების ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობის შემოწმების დროს; თუმცა, პირბადის გამოყენება არ მოეთხოვება პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირს პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო/ექიმის ცნობით. დადგენილების მიხედვით, ამომრჩევლებს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდებათ. ყველა სხვა პირს კი, ვინც კენჭისყრის შენობაში შევა, სავალდებულო თერმოსკრინინგის გავლა მოუწევს. ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში 5 წუთიანი განმეორებითი თერმოსკრინინგისას ცხელების კვლავ დადასტურების შემთხვევაში, პირი კენჭისყრის შენობაში არ ... ...
  • როგორ არის გაკრული "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის პლაკატები ნაძალადევშისაქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე სულ ცოტა დრო რჩება. „გურია ნიუსი“ გთავაზობთ, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე გადაღებულ ფოტოებს, სადაც "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის საარჩევნო პლაკატებია გამოსახული. ცნობისთვის,ყაველაშვილი ამომრჩეველთა ხმების მოსაპოვებლად კენჭს ნაძალადევის რაიონში ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...