"სამგანზომილებიანი" კოალიციის შიდადაპირისპირებები

პოლიტიკა

"სამგანზომილებიანი" კოალიციის შიდადაპირისპირებები

2012 დეკ 19 12:35:44

_ არჩევნების შემდეგ, ჩათვალეს რა, რომ კოალიციასთან ახლო ყოფნა უფრო მომგებიანი იქნებოდა, ბევრმა პოლიტიკურმა ძალამ მისი სახელით დაიწყო მოღვაწეობა.

ლანჩხუთელი "ოცნებისტები" ვერაფრით ვერ შეთანხმდნენ მთავარზე _ ვინ არიან პარტიის ლანჩხუთის ორგანიზაციის დამფუძნებლები. თავდაპირველად, როცა ლანჩხუთში ახლადშექმნილი კოალიციის ოფისი გაიხსნა, საზოგადოების წინაშე სამი პარტიული ლიდერი წარსდგა: "თავისუფალი დემოკრატების" ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ელგუჯა ჩხაიძე, "რესპუბლიკელი" რომან ბიწაძე და პარტია "ქართული ოცნების" საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ლანჩხუთში სოსო ბოლქვაძე.

სოსო ბოლქვაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ის არის არა პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე, არამედ საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი.

მიმდინარე წლის 21 აპრილს, თბილისში პარტიის დამფუძნებელი ყრილობა ჩატარდა, რომელსაც ლანჩხუთიდან 11 წარმომადგენელი ესწრებოდა: სოსო ბოლქვაძე, ლადო ნანაძე, გია ბოლქვაძე, ვახტანგ წილოსანი, ბესო კუპრაძე, ალეკო სარიშვილი, ნესტორ მგელაძე, ნიკოლოზ ვადაჭკორია, ზურაბ გუჯაბიძე, თენგიზ კუპრეიშვილი და ნუგზარ ჯავახიშვილი.

როგორც პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი ამბობს, პარტიის წესდებით, ეს 11 კაცი ლანჩხუთის პარტიული ორგანიზაციის დამფუძნებლებად ითვლებიან და მხოლოდ მათ აქვთ უფლება პარტიაში მისაღებ კანდიდატს რეკომენდაცია გაუწიონ.

ლანჩხუთის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრმა "ქართული ოცნებიდან" სოსო შეიზაშვილმა ყველა ადგილობრივ გაზეთს გადასცა განცხადება, რომელშიც იგი გარკვეულ პრეტენზიას გამოთქვამს, როგორც ყოფილი "მემარჯვენის" დავით წულაძის, ისე "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მიმართ: "2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებებზე #61 ლანჩხუთის საარჩევნო ოლქის ერთიანი საარჩევნო სიები იყო დაუზუსტებელი. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, შეიქმნა ერთიანი საარჩევნო სიების დაზუსტების კომისია (კაციტაძის კომისია). ამ კომისიას გურიაში სათავეში ედგა ლანჩხუთის საკრებულოს წევრი, "ახალი მემარჯვენეების" ლანჩხუთის ოფისის თავმჯდომარე დავით წულაძე. ეს კომისია შექმნილი იყო არჩევნებამდე თითქმის ერთი წლით ადრე და ფინანსდებოდა ბიუჯეტიდან სოლიდური თანხით. კომისიამ "კარდაკარის" პრინციპით ჩაატარა სამუშაოები და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მივიღეთ უფრო დაუზუსტებელი სიები და უარესი, ვიდრე ის იყო 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს. სიებში იყო შეყვანილი გარდაცვლილებიც.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ამომრჩეველთა ერთიანი სიები იმდენად დაუზუსტებელი იყო, რომ არჩევნების შედეგები შესაძლებელი იყო ეჭვქვეშ დამდგარიყო. #61 ლანჩხუთის საოლქო საარჩევნო კომისიაში, კომისიის თავმჯდომარის თხოვნით და დავალებით, ვმუშაობდი ერთიანი საარჩევნო სიების დაზუსტებაზე. ჩემთან ერთად საკითხზე მუშაობდა კომისიის წევრი გოჩა ცინცაძე. ჩვენს მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად მოხდა სიების კორექტირება და დაახლოებით 800 ამომრჩეველი შეყვანილ იქნა ამომრჩეველთა ერთიან სიაში.

საზოგადოება დამერწმუნება, რომ კაციტაძის კომისია შექმნილი იყო საერთაშორისო საზოგადოებისა და საქართველოს მოსახლეობის თვალის ასახვევად. ამ კომისიამ არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნით, მთელ საქართველოში გააყალბა დაახლოებით 800 ათასი ამომრჩევლის სია.

ამ კომისიის მუშაობას თავიდანვე გაემიჯნენ და უნდობლობა გამოუცხადეს რეალურმა ოპოზიციურმა ძალებმა.

სიების დაზუსტების კომისიის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ "ნაციონალური მოძრაობა", "ქრისტიან დემოკრატები", "ედპ" და "ახალი მემარჯვენეები". კაციტაძის კომისიის სამუშაო ჯგუფში გურიაში შედიოდნენ კომისიის თავმჯდომარე დავით წულაძე, "ახალი მემარჯვენეები"; კომისიის თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ჩხაიძე, "ედპ" და კომისიის წევრი მარიკა თურნავა, "ქრისტიან დემოკრატები". ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მაინტერესებს, როდის მოიხდით ბოდიშს ბატონო დავით, თქვენ და თქვენი გუნდი ლანჩხუთელების წინაშე მსგავსი ქმედებების გამო.

გაოცებას იწვევს "ქართული ოცნების" ე.წ. წარმომადგენლების ტყუილი, რომელიც დაიბეჭდა გაზეთ "ჰო და არას" 14 დეკემბრის ნომერში. ვახდენ ციტირებას: "ლანჩხუთში მხოლოდ მაჟორიტარს არ მოუგია, მასზე გაცილებით მეტი ხმა მიიღო კოალიცია "ქართულმა ოცნებამ".

მე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ვიყავი და ხელი მაქვს მოწერილი არჩევნების შემაჯამებელ ოქმზე. მაჟორიტარმა კანდიდატმა თეიმურაზ ჩხაიძემ მიიღო ამომრჩეველთა 62,28 პროცენტი. ხოლო კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" _ 61,45 პროცენტი. პირიქითაც რომ ყოფილიყო, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, რადგან ბატონ თემურ ჩხაიძის ქმედებები იდეაშიც კი არ ემიჯნება პარტია "ქართულ ოცნებას", პირიქით _ ის მოქმედებს ლანჩხუთელების და პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე.

აღნიშნული ფაქტი პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ მიზანმიმართულად ხდება მაჟორიტარი დეპუტატის დისკრედიტაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა "ქართული ოცნების" ე.წ. წარმომადგენლების მიერ," _ ნათქვამია შეიზაშვილის განცხადებაში, რომლიდანაც ჩანს, რომ მისი გაღიზიანება გამოიწვია კოალიციის წევრების სახელით გაზეთ "ჰო და არაში" გამოქვეყნებულმა განცხადებამ, რომელსაც შეიზაშვილი ტყუილს უწოდებს.

სოსო შეიზაშვილი, თავის წერილში პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებლებს "ეგრეთწოდებულად" მოიხსენიებს. ეს შემთხვევითი არ უნდა იყოს, რადგან დღეს ბევრი აცხადებს პრეტენზიას ლანჩხუთში პარტიის დამფუძნებლის პირველწოდებაზე.

საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის პრეტენზიასთან დაკავშირებით, სოსო ბოლქვაძე ამბობს, რომ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, კოალიციამ აიღო ერთი-ორი პროცენტით მეტი თუ მაჟორიტარობის კანდიდატმა. იგი ხაზგასმით აღნიშნავს იმასაც, რომ თემურ ჩხაიძის სახელის დისკრედიტაციას არა კოალიციის ლიდერები, არამედ ეს დაუსრულებელი დაპირისპირება ახდენს, რომელიც თვეებია გრძელდება ლანჩხუთში.

"თავისუფალი დემოკრატების" წევრი ვახტანგ ზენაიშვილი ასეთ განმარტებას აკეთებს სოსო შეიზაშვილის პრეტენზიის პასუხად: "ჩვენ, კოალიციაში შემავალი პარტიების წარმომადგენლებმა, ოფიციალური განცხადება გავაკეთეთ, რომ ვემიჯნებით საარჩევნო-საატესტაციო კომისიის საქმიანობას. სხვა, რაც ჩვენი სახელით ეწერა იმ განცხადებაში, არ არის ჩვენი ოფიციალური აზრი. ჩვენ ვსაუბრობდით, გამოვთქვამდით გარკვეულ ვარაუდებს, რაც შემდეგ, ჩვენდა გასაკვირად, გაზეთში იქნა გამოქვეყნებული. მაგრამ ერთი კითხვა მაინც გამიჩნდა შეიზაშვილთან _ რატომ გახდა თემურ ჩხაიძე მისი დასაცავი? თუ მას სურვილი გაუჩნდება, რომ რამეზე გვესაუბროს, მზად ვართ მოვუსმინოთ და პასუხიც არ დავუგვიანოთ."

ჩვენ დავუკავშირდით ე. წ. კაციტაძის კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს დავით წულაძეს, რომელსაც ეჭვი არ ეპარება, რომ ამ განცხადების უკან დგას არა სოსო შეიზაშვილი, არამედ მაკა კვირკველია: "ეს კომისია სამი თვით ადრე დავტოვე, ვიდრე მუშაობას დაასრულებდა. ეს თვითონ შეიზაშვილმაც კარგად იცის, მაგრამ მას მაკა კვირკველია ეუბნება, რომ ასე დაწეროს. რაზე უნდა მოვუხადო ბოდიში ლანჩხუთელებს, იმისთვის, რასაც საკუთარი ნებით გავემიჯნე?"

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მაჟორიტარ დეპუტატს საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატურად საკრებულოს წევრი მაკა კვირკველია ჰყავს შერჩეული. თავად კვირკველია, ამ ინფორმაციის დადასტურებისგან, ამ ეტაპზე თავს იკავებს, მაგრამ არც კატეგორიულად უარყოფს ამ ხმებს. დეპუტატმა, მოუცლელობის გამო ჩვენს კითხვებს ვერ უპასუხა, მაგრამ დაგვპირდა, რომ ჩამოვა ლანჩხუთში და ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხს გაგვცემს.

მაკა კვირკველია, თავის ძველ თანაგუნდელებთან ერთად, არჩევნების შემდეგ თემურ ჩხაიძის დასაყრდენ ძალად იქცა, როგორც ლანჩხუთის საკრებულოში, ისე ადგილობრივ პოლიტიკურ სივრცეში. გარეგნულად კარგად ჩანს, რომ ეს ჯგუფი დაპირისპირებულია, როგორც კოალიციის "ძველ" ნაწილთან, ასევე ბიწაძის გარემოცვასთანაც. თუმცა, ამის აღიარება არავის სურს. თემურ ჩხაიძის მეგობარი და მისი საარჩევნო შტაბის ყოფილი წევრი ნუგზარ ჩხაიძე, რომელიც მაკა კვირკველიას დაჯგუფების სახეა, ამბობს, რომ არანაირი უთანხმოებები არ არსებობს და ამ დროისთვის ყველა დაპირისპირებული ძალა დაზავებულია. მაგრამ მისი განცხადების პარალელურად, მისივე გუნდის წარმომადგენელი სოსო შეიზაშვილი პრესისთვის აბსოლუტურად საპირისპირო განცხადებას აკეთებს.

მაკა კვირკველიას პოლიტიკური ოპონენტები ამბობენ, რომ ის კვლავ კახა კუკავას პარტიის "თავისუფალი საქართველოს" წევრია და ოფიციალურად არსად არ გაუკეთებია პარტიის დატოვებაზე განცხადება. ყოფილი "კონსერვატორი" კი ამ ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ კუკავას პარტია დიდი ხნის წინ დატოვა, თუმცა, თარიღის დაკონკრეტებისგან თავს იკავებს. ამჟამად, როგორც კვირკველია ამბობს, ის პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნების" წევრია.




 ახალი ამბები
  • მიშა ფეიქრიშვილი პარლამენტის პიარს უხელმძღვანელებსსაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პიარის ხელმძღვანელმა, მიშა ფეიქრიშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ საზოგადოებას დღეს, სოციალური ქსელით ამცნო: "1 წელი და 4 თვე – სამსახურში, რომელიც დიდ ოჯახად მექცა. ადამიანები, რომლებიც ჩემი მეგობრები გახდნენ. მათი საქმე, რომელიც შეუფასებელია. მადლობა, ვინც მუშაობდა და მუშაობს ამ სამსახურში. მადლობა თითოეულ მეხანძრე-მაშველს, ჩემ ტალიკ-ტალიკებს. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, თითოელ ჟურნალისტს საუკეთესო თანამშრომლობისთვის", _ დაწერა ფეიქრიშვილმა და აღნიშნა, რომ მას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ლედი ოქროპირიძე შეცვლის. ფეიქრიშვილი, ბევრი უწყების პრესსამსახურისგან განსხვავებით, მედიასთან განსაკუთრებული ურთიერთობებით გამოირჩეოდა და მასთან დაკავშირების პრობლემა, დღისა და ღამის ნებისმიერ დროს, არავის ჰქონია. აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ მისი მუშაობის დროს გაიგო საზოგადოებამ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რთული და საინტერესო მუშაობის შესახებ.  ამ ყველაფრის შესაბამისად, ყველას გაუჩნდა კითხვა, თუ სად წავიდა იგი _ მედიის განსაკუთრებული ინტერესის დაკმაყოფილებას "გურია ნიუსი" შეეცადა და დადასტურებულად გაარკვია, რომ მიშა ფეიქრიშვილი მომავალი კვირიდან პარლამენტის პიარს ჩაიბარებს. უფრო კონკრეულად კი პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი გახდება ... ...
  • ლევან სურგულაძე: "ეს შეხვედრები ადამიანებს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება"ლევან სურგულაძე: ,,ვფიქრობ ასეთი მუდმივი კომუნიკაციით და ორმხრივი ინფორმაციის გაცვლით შევძლებთ ეტაპობრივად დავხვეწოთ სისტემა იმგვარად, რომ მაქსიმალურად მორგებული იყოს მოსარგებლეების საჭიროებებს. ეს შეხვედრები დაეხმარება ადამიანებს მეტად ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში“. შეხვედრა საკონსულტაციო კომპანია EY-ს ორგანიზებით გაიმართა და მას ორმოცამდე მსხვილი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა, რომელთაც „საპენსიო სააგენტოს“ დირექტორისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა ჰქონდათ. შეხვედრაზე ლევან სურგულაძემ აუდიტორიას მიმდინარე რეფორმის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და არსებული სტატისტიკა გააცნო. რეფორმის დაწყებიდან 100 დღის განმავლობაში დაგროვებით საპენსიო სქემაში 49 000-ზე მეტი კომპანიაა ჩართული, 760 000 პირადი ანგარიშია გახსნილი, საპენსიო დანაზოგის მოცულობა 170 მლნ ლარია, ამ თანხაზე დარიცხული სარგებელი კი 700 000 ლარს აღემატება. შეხვედრის შემდეგ კომენტარი EY-ის იურიდიული პრაქტიკის ხელმძღვანელმა და ასოცირებულმა პარტნიორმა გიორგი სვანაძემ გააკეთა: "შეხვედრის ორგანიზების მიზანი იყო ჩვენი ბიზნეს პარტნიორებისთვის მიგვეცა საშუალება უშუალოდ სამუშაო რეჟიმში დაესვათ კითხვები, რომლებიც ახალი საპენსიო სისტემის ამოქმედებიდან დაუგროვდათ და ძალიან კარგია, რომ საპენსიო სააგენტო ასეთ ღია ფორმატში თანამშრომლობს ყველა დაინტერესებულ მხარესთან. ფაქტობრივად ეს კომუნიკაცია იქნება გზამკვლევი შეხვედრაზე დამსწრე კომპანიებისთვის, რომ საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით მეტი სიცხადე შევიდეს მათ ყოველდღიურ ... ...
  • თბილისში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართასოციალური მომსახურების სააგენტოსა და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით, სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლში“,  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართა. ღონისძიება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ გახსნა.  დასაქმების ფორუმს ასევე ესწრებოდნენ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლევან გოგოძე, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ხელმძღვანელი ლიკა კილაძე და სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსი მარიამ ბეზარაშვილი. „თბილისი  მოლის“ მხარდაჭერით გამართული ფორუმის მიზანს შშმ პირთა დასაქმებისა ხელშეწყობა წარმოადგენდა.   დასაქმების ფორუმზე,  შშმ პირებს აქტიური ვაკანსიები 20-ზე მეტმა საშუალო და მსხვილმა კომპანიამ შესთავაზა. მათ შორის იყვნენ: „დიო“, „ნიკორა“, „კარფური“, „კომფორტი“, „ჯეოჰეარი“, „პალიტრა ჰოლდინგი“, „გეფა“, სასტუმრო „შერატონი“, „ჰოთ თრეველი“,  „ვენდისი“ აჭარა ჯგუფი, ემ გრუპი და სხვა.   სამუშაოს მაძიებელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები  არსებულ ვაკანსიებს ადგილზევე გაეცნენ და პოტენციურ დამსაქმებლებთან პირდაპირი კომუნიკაცია დაამყარეს. ფორუმის მიმდინარეობისას, სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებმა  მონაწილეებს შშმ პირთა დასაქმების ხელშემწყობი სახელმწიფო  პროგრამები და სერვისები დეტალურად გააცნეს. სახელმწიფო კერძო სექტორთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობით, ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმებასა და მათ შემდგომ ინტეგრაციას. ... ...
  • სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და საკანონმდებლო მაცნეს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა (R)19 აპრილს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და სსიპ - საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ერთი მხრივ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პატარიძემ, ხოლო მეორე მხრივ, სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს თავმჯდომარემ, ნიკა ახალბედაშვილმა მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონია N6 პენიტენციური დაწესებულების ბიბლიოთეკაში გაიმართა, რადგან მემორანდუმის მიზანი არის პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკების გამდიდრება. მემორანდუმის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე „პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგიისა და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის“ შესრულების ფარგლებში, რაც საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 22 თებერვლის №385 ბრძანებით გათვალისწინებული კონკრეტული მიზნის მიღწევის უზრუნველყოფას გულისხმობს. საკითხი ეხება პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებისათვის პენიტენციური სისტემის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების კრებულების სამაგიდო წიგნის სახით გამოცემას. მასში შევა ნორმატიული აქტები, შინაგანაწესი, დებულება, სტანდარტი, წესი და სხვ. პროექტი პენიტენციურ დაწესებულებებში მაცნეს ბრენდირებული კომპიუტერების განთავსებას გულისხმობს, სადაც მუდმივად განახლებადი ელექტრონული წიგნების კატალოგი აიტვირთება, პენიტენციურ დაწესებულებებში ასევე განთავსდება მაცნეს ბრენდირებული წიგნების კარადები. პროექტის ფარგლებში ერთი მხრივ, მოხდება პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკების წიგნის ფონდების განახლება, სამართლებრივი აქტების ელექტრონული კატალოგებით აღჭურვა; მეორე მხრივ კი გაიზრდება ხელმისაწვდომობა იმ მნიშვნელოვან კანონებზე, რომლებიც შემხებლობაშია ბრალდებულების/მსჯავრდებულების უფლებებთან, არასრულწლოვნებისა და ქალ მსჯავრდებულთათვის საერთაშორისო თუ ქვეყნის შიდა კანონმდებლობასთან, რომლებიც მათ უფლებებს ეხება. მათ შორის ეთნიკურად არაქართველი პატიმრებისთვის რუსულ და ინგლისურ ენებზე. მემორანდუმი გულისხმობს ყოველკვარტალური ჟურნალის გამოცემასაც, რომლითაც მსჯავრდებულები მიიღებენ ინფორმაციას ნორმატიულ აქტებში შეტანილ ძირითად ცვლილებებზე, გაეცნობიან საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოების სისტემაში გამოტანილ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, ასევე ქვეყანაში მომხდარ ტექნოლოგიურ სიახლეებს, პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე ინფორმაციას, მსჯავრდებულ პირთა სურვილის მიხედვით,მოხდება მათი პირადი შემოქმედების გამოქვეყნებაც; ასევე იგეგმება გარე სამყაროსთან უკეთესი ადაპტირების მიზნით, გზამკვლევი ბროშურის დაბეჭდვა სასჯელმოხდილი პატიმრებისთვის, სადაც დატანილი იქნება ყველა საჭირო ინფორმაცია, რომელიც დაეხმარება პიროვნებას ფეხი აუწყოს ციხის კედლების მიღმა ცხოვრებას. როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პატარიძემ აღნიშნა, პენიტენციურ სისტემაში საკანონმდებლო მაცნეს შემოსვლით, საბჭოური ხანის ბიბლიოთეკები ეტაპობრივად დასრულდება. "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს პენიტენციურ სისტემაში შემოსვლით ჩვენ ეტაპობრივად დავასრულებთ საბჭოური ხანის ბიბლიოთეკებს ციხეებში. სიმბოლურია, რომ საკანონმდებლო მაცნემ ციხეებში შემოსვლა ისეთი დახურული დაწესებულებით დაიწყო, როგორიც არის N6 პენიტენციური დაწესებულება",- განაცხადა გიორგი პატარიძემ. მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას სპეციალური პენიტენციური სამსახურის, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, დანაშაულის პრევენციის ცენტრის და ევროკავშირის წარმომადგენლები, ასევე საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ესწრებოდნენ. ... ...
  • შსს-მ უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით შპს ”ხიმინჯ სერვის 2”-ის დირექტორი დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, შპს "ხიმიჯ სერვის 2"-ის დირექტორი - 1957 წელს დაბადებული ო.ც. სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მიმდინარე წლის 31 მარტს შპს "ხიმიჯ სერვის 2"-ს მიერ მიერ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის N5-ში მდებარე ყოფილი ლეჩკომბინატის შენობის საძირკვლის გამაგრების სამუშაოების წარმოების პროცესში, მიწის მასის ჩამოშლის შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა. ფაქტზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს "ხიმინჯ სერვის 2"-ს მიერ წარმოებული მიწის ვერტიკალურად გათხრის სამუშაოები არ შეესაბამებოდა მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით დაწესებულ სტანდარტებს და დარღვეული იყო აღნიშნული დადგენილების სხვადასხვა პუნქტი. გამოძიების მიმდინარეობისას მოპოვებული მტკიცებულებებით კი გამოიკვეთა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა შპს "ხიმინჯ სერვის 2"-ის დირექტორს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ... ...

არქივი

ზაფრანი

იცინეთ ხშირად!

თუ მძიმე დღე გქონდათ –...

რატომ უნდა მიირთვათ ხშირად კარტოფილი

არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც...

რატომ უნდა მივბაძოთ ბავშვებს

ნებისმიერი ადამიანი ზოგჯერ ბავშვობაში უნდა...

ელტონ ჯონის „საბედისწერო“ სტილი

ელტონ ჯონზე სტილისტები ამბობენ, ისე...

შვიდი დღე გასალამაზებლად

ნამდვილად არ გაწყენთ, სულ რაღაც...

ქრონიკული დაღლილობა ვირუსით არის გამოწვეული

ადამიანის დაღლილობა, შეიძლება, ვირუსით იყოს...
კარმიდამო ჩემი

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...

ნუ ეხუმრებით გაციებას!

გაციება სიცივის დადგომისთანავე ვლინდება. ბევრი...