კოჰაბიტაცია გურიაში _ "ყველას შემოევლოს ჩემი თავი, ვისი ხედვებიც ჩვენსას ემთხვევა"

პოლიტიკა

კოჰაბიტაცია გურიაში _ "ყველას შემოევლოს ჩემი თავი, ვისი ხედვებიც ჩვენსას ემთხვევა"

2013 იან 5 10:53:46

_ ძალიან კარგად ვაფასებ ჩემს და სხვის საქციელს, ვინ რა კუთხით უდგება მუნიციპალიტეტის კეთილდღეობას. ვინ არის პოპულისტი და ვინ _ გულწრფელი.   ჩემთვის ყველაფერი ცნობილია. მე კარგად ვიცნობ რაიონს, თავისი წარსულით, თავისი ხედვებით. ნებისმიერ აქ მყოფ  ადამიანზე მაქვს საუბარი, თითოეულ თქვენგანზე , _ ზოგადად. რა თქმა უნდა,  პოზიტიური შეხედულებაც მაქვს, ყველას შემოევლოს ჩემი თავი,  ვისი ხედვებიც   ჩვენსას  ემთხვევა. ხედვებში ვგულისხმობ რაიონის წინსვლას, რაიონის გულშემატკივრობაა და ასე შემდეგ,  _ განაცხადა შარაშენიძემ.

მისივე თქმით, სოციალური ფონი არის უმძიმესი და ყოველდღე უხდება  გაჭირვებულ ადამიანებთან შეხვედრა.

_ ყოველდღე მოდის ადამიანი და გვეუბნება, რომ ჭირდება დახმარება, ჰყავს მძიმე ავადმყოფი, დედა, მამა, ქმარი. უამრავ პრობლემებზე საუბრობენ და ჩვენც შეძლებისდაგვარად უნდა დავეხმაროთ.  ჩვენი ძირითადი პრიორიტეტი იქნება სოციალური საკითხები. ეკონომიკური ცოდნის მატარებელი ადამიანი ვარ, იურიდიული ცოდნაც მაქვს, სოფლის მეურნეობაში ჩახედული ვარ და ძალიან კარგად ვიცი, რა პოსტი არის გამგებლობა. არც კაბინეტი მიკვირს, არც მანქანა და არც შეხვედრები და საქმე. მე ვიცი, რისთვისაც ვარ აქ და 2013 წლის ბიუჯეტის კურსშიც გარკვეული  ვარ. დღეს რადიკალური ცვლილებების გზაზე ვდგავართ, ახალი პოლიტიკური გუნდი მართავს დღეს სახელმწიფოს სადავეებს და კარგად ვიცით, რა როგორ უნდა გავაკეთოთ. ამ ყველაფერს დავინახავთ, როდესაც მოხდება ნაციონალური მოძრაობის ნარჩენებისგან გაწმენდა, ჩვენი პრეზიდენტის თამადობით და ამის შემდეგ პირობას გაძლევთ, რომ ჩვენ ყველაფერს ლამაზად და კარგად გავაკეთებთ. არსებობენ ადამიანები, ვინც მიზანმიმართულად ხელს უშლის პროგრესს, ვინც ხელს უშლის ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაწყებულ საქმეებს. პირდაპირ გეუბნებით, მესამე სართულიდან პაატა მანჯგალაძე მიზანმიმართულად უშლის ხელს რაიონის საკრებულოს, რომ  იმუშაოს სწორად და ლამაზად, _ თქვა კოტე შარაშენიძემ.

კოტე შარაშენიძის განცხადებას ეხმაურება გურიის ვიცე-გუბერნატორი  პაატა მანჯგალაძე.

_  რაც შეეხება ოზურგეთის გამგებლის განცხადებას, პირდაპირ გეტყვით, რომ ჩვენი პირველი შეხვედრის მომენტიდან, მას არაკონსტრუქციული ტონი ახასიათებს და ხშირად მოიხსენიებს ოპონენტებს შეურაცხმყოფელ კონტექსტში, რაც დაადასტურა კიდეც, როდესაც აღნიშნა, რომ  არ იცის და არ სურს კოჰაბიტაცია. ეს პირველი შემთხვევა არ არის, მაგრამ მიუხედავად მისი მცდელობისა,  კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ მას ტალახის სროლაში ვერ ავყვებით, ასევე მნიშვნელოვანია აღვნიშნო, რომ ის მიზანმიმართულად ცდილობს, რაღაც ახსნა მოუძებნოს იმ სიძნელეებს და პრობლემებს,  რასაც გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად არჩევის შემდეგ შეეჯახა.  იგონებს მტრის ხატს ჩემი და ჩემი თანაგუნდელებისგან, რომლებსაც ოზურგეთისათვის და საერთოდ გურიისთვის ბევრი სასიკეთო საქმე უკეთებია.ეს მისი მხრიდან იაფფასიანი პოპულიზმია და მოსახლეობა თავად შეაფასებს ვინ რისი გამკეთებელია, ხოლო პირადად მას მინდა თქვენი გაზეთიდან ვკითხო, საჯაროდ დაასახელოს ის ფაქტი, რა იყო ის სასიკეთო საქმე, რის გაკეთებასაც ის ცდილობდა და მე ან ჩემმა მეგობრებმა ხელი შევუშალეთ. მე მინიმუმ ორი შემთხვევა მახსენდება, როდესაც ჩვენი ინტერესები გადაიკვეთა. პირველი, როდესაც ოზურგეთის ყოფილ გამგებელს ილია ვაშაყმაძეს კონკრეტული გადადგომის დღე დაუთქვა და წინააღმდეგ შემთხვევაში სხვადასხვა ძალოვან სტრუქტურებში დაბარებით ემუქრებოდა და მეორე, როდესაც საკრებულოს წევრებს აიძულებდა “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის დატოვებას. ასევე არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო მის განცხადებას, ნაციონალურ ნარჩენების გატანასთან დაკავშირებით.   როგორც ჩანს, ძალიან გატაცებულია ნარჩენების გატანის თემატიკით. ამიტომ ვურჩევ, ადამიანების შეურაცხყოფას თავი დაანებოს და თუ დემაგოგიისა და პოპულიზმის გარდა სხვა საქმე არ აქვს,  ვურჩევ, მისი კაბინეტის ფანჯრის ქვემოთ, გამგეობის სკვერში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გადაადგილების შემდეგ დარჩენილი ნარჩენების გატანაზე იზრუნოს, _ ამბობს პაატა მანჯგალაძე.

ასე საუბრობენ ერთმანეთზე  ვიცე-გუბერნატორი მანჯგალაძე და   გამგებელი შარაშენიძე.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე  ავთანდილ მექვაბიშვილი იტყოდა:  "მხარეები პირად შეურაცხყოფას და  კინკლაობას რომ უფრო ბევრ დროს არ უთმობდნენ, ბიუჯეტი გაცილებით  უკეთესი იქნებოდა".




 ახალი ამბები
  • პოლიციამ მოქალაქე დროებით დააკავაპოლიციამ ერთერთი მოქალაქე დააკავა, თუმცა, იგი შემდგომ გაუშვეს. აღნიშნული მოქალაქე ასვლას ცდილობდა სცენაზე სადაც ოპოზიონერი ლიდერები სიტყვით ... ...
  • "ვართ მის გვერდში და ვიქნებით მის გვერდში უღალატო ხალხი" _ აქციის მონაწილეები ჩოხატაურიდანდღეს თბილისში პატრიოტთა ალიანსმა საპროტესტო აქცია გამართა, რომელსაც სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მოქალაქეები, მათ შორის გურიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. როგორც ჩოხატაურის ერთ- ერთმა მაცხოვრებელმა, ვანო მახარაძემ უთხრა, გურულები პატრიოტთა ალიანსის გვერდზე არიან. "ვართ მის გვერდში და ვიქნებით მის გვერდში უღალატო ხალხი", _  გვითხრა მახარაძემ. კითხვაზე კი მოხდება თუ არა გურიაში პატრიოტთა მობილიზება, მახარაძე გვპასუხობს,  რომ გურიაში მობილიზება უკვე ... ...
  • “ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვერ შეძლებს მუშაობას, სანამ არ გადადგება მთავრობა _ უგულავა“ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვერ შეძლებს მუშაობას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მანამდე ვერ შეძლონ მუშაობა, სანამ არ გადადგება მთავრობა და პარლამენტი განიხილავს ერთადერთ საკითხს, და ეს საკითხი იქნება უმოკლეს ვადაში პროპორციულზე გადასვლა. ჩვენ ივანიშვილის აღარ გვჯერა, ისევე, როგორც საქართველოს აბსოლუტურ უმრავლესობას. არსებობს ძალიან მოკლე გზა, იმისთვის, რომ ეს განიხილონ, ორ კვირაში არის შესაძლებელი. სხვა შემთხვევაში, ასეთი პროტესტი გავრცელდება კანცელარიაზეც, მერიაზეც, სხვა ქალაქებში და რაიონებში. საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ქართული ოცნების პოლიტიკოსები, ვერ შეძლებენ ასე მართვას“, - აცხადებს გიგი ... ...
  • გიორგი ვაშაძე : ჩვენ მოვახდინეთ შესავლელის პიკეტირება, ეს არ არის კანონდარღვევა!ჩვენმა აქციამ შედეგი გამოიღო, ჩვენ მოვახდინეთ შესავლელის პიკეტირება, ეს არ არის კანონდარღვევა, ამის უფლება ჩვენ კონსტიტუციით ... ...
  • დავით თარხან-მოურავმა ფეხის ტრავმა მიიღოდავით თარხან-მოურავმა ფეხის ტრავმა მიიღო, _ ამის შესახებ ინფორმაციას “პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი ავრცელებს.   “მან ფეხის ტრავმა მიიღო, რის გამოც გადახვევა დასჭირდა.“- თქვა ირმა ინაშვილმა. დავით თარხან-მოურავი ახლა თავს კარგად გრძნობს და მან აქციის მონაწილეებს სიტყვით ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?